;
27 აგვისტო 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 4994-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტმა იქორწინეს!
ცნობილმა წყვილმა თავიანთი ურთიერთობა გასულ კვირას ოფიციალურად გააფორმა საფრანგეთში, შატო მირავალში, ღონისძიებას ესწრებოდნენ მათი შვილები: 13 წლის მედოქსი, 10 წლის პაქსი, 9 წლის ზაჰარა, 8 წლის შაილო და 6 წლის ტყუპი ქალ-ვაჟი ვივიენი და ნოქსი. შაილოს და ნოქსს ერგოთ საქორწილო ბეჭდების მცველების როლი. სტუმრებს შორის არ იყო ანჯელინას მამა - ჯონ ვოიტი, რომელიც წინასწარ არც კი იყო ინფორმირებული დაგეგმილი ქორწილის შესახებ, ის ამბობს, რომ არ სწყენია, რომ ვერ მოახერხა ქალიშვილის საკურთხეველთან მიცილება. თუმცა გავრცელებული ცნობის თანახმად ქორწილს ესწრებოდნენ ბრედის და-ძმა და მშობლები.

6 შვილიანმა წყვილმა 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა ქორწინების გაფორმება, როგორც ენჯიმ ინტერვიუში აღნიშნა მათ ქორწილის გადახდა შვილების თხოვნით გადაწყვიტეს და სურდათ, რომ საქორწილო ღონისძიება მშობლების და ბავშვების ერთ ოჯახად შეკვრის სიმბოლოს წარმოადგენდეს.



ქორწილი საფრანგეთში, (PACA) პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვან სანაპიროს რეგიონში, სოფელ კორანში, შატო მირავალში გაიმართა. ოჯახისთვის ეს ერთერთი საყვარელი ადგილია დასასვენებლად, ამიტომაც ქორწილის აღნიშნვისთვის სწორედ ასეთი, მათთვის მნიშნველოვანი და ნაკლებად პომპეზური ლოკაცია შეარჩიეს.

უცნობია ემოსა თუ არა ანჯელინას თეთრი საპატარძლო კაბა, 39 წლის მსახიობისთვის ეს მე-3 ქორწინებაა. ანჯელინას პირველ ქორწილში 1996 წელს მსახიობ ჯონი ლი მილერთან შავი ტყავის შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, რომელზეც საქმროს სახელი ეწერა მისივე სისხლით. მეორე ქორწინება კი ასევე მსახიობ, ბილიბ ბობ ტორნტონთან 2000 წელს ლას ვეგასში შედგა, 2002 წელს მათ კამბოჯიიდან ბავშვის აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა მალევე დაშორდნენ ერთამენს.. 2005 წელს კი, როგორც ამბობენ, ენჯის გამო დაინგრა ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის 5 წლიანი თანაცხოვრების ოჯახი, 50 წლის ბრედისთვის ეს მე-2 ქორწინებაა.

Jonny Lee Miller / Billy Bob Thornton / Jennifer Aniston

შატო მირავალს წყვილი პირველად 2008 წელს ესტუმრა და როგორც ამბობენ, 35 ოთახიანი სასახლე მათ $60 შეიძინეს 2012 წელს.







სანამ წყვილის ოფიციალური ფოტოები გავრცელდება ქორწილიდან, ჩვენ გვახსოვს კადრები ფილმიდან "მისტერ და მისის სმიტი", და სწორედ ხომ აქ დაიწყო მათი რომანი რეალურ ცხოვრებაშიც.. იხილეთ მეტი ფოტოები ფილმის გადასაღები მოედნიდან აღნიშნულ ლინკზე: ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტის ფოტოები 2005წ.



წყვილის ერთობლივი ფოტოები





ჯოლი-პიტის ოჯახი







კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

6


  • ni_nini თქვა:
    29 აგვისტო 2014 10:58 - ID: 6,
    ციტატა: Mari__Angel
    პ.ს. ინტერნეტში გავრცელდა ვითომ ამათი ფოტოები ქორწილიდან:)) პაპარაცულ სტილში, მაგრამ არ არიან ესენი, წერია კიდეც ერთი ფოტოგრაფია დადგმულ-მსგავს ფოტოებს იღებს» ngelina-Jolie-Brad-Pitt-wedding-pictures-We-spy-nuptials-Brangelina.html
    ისე კი საინტერესოა ამ ფოტოებსაც ხომ არ გაყიდიან (როგორც ახალდაბადებული შაილო და ტყუპების ფოტოები გაყიდეს) და შემდგომ ქველმოქმედებაში:)



    ეს ფოტოები ადრე გავრცელდა ზედაც აწერია სტატიას 2012წლისაა. მართალია ყალბია,მაგრამ ბევრმა დაიჯერა,რომ მართლა ჯოლი-პიტები იყვნენ არადა სულ არ გვანან wink

  • ANGEL თქვა:
    29 აგვისტო 2014 01:40 - ID: 5,
    პ.ს. ინტერნეტში გავრცელდა ვითომ ამათი ფოტოები ქორწილიდან:)) პაპარაცულ სტილში, მაგრამ არ არიან ესენი, წერია კიდეც ერთი ფოტოგრაფია დადგმულ-მსგავს ფოტოებს იღებს» ngelina-Jolie-Brad-Pitt-wedding-pictures-We-spy-nuptials-Brangelina.html
    ისე კი საინტერესოა ამ ფოტოებსაც ხომ არ გაყიდიან (როგორც ახალდაბადებული შაილო და ტყუპების ფოტოები გაყიდეს) და შემდგომ ქველმოქმედებაში:)

  • demetria თქვა:
    29 აგვისტო 2014 01:37 - ID: 4,
    ფოტოებიი როგორ მსაინტერტესებსს love

  • Lel Oo★ თქვა:
    29 აგვისტო 2014 00:34 - ID: 3,
    ნეტა როდის დაიდება იფიციალური სურათები, ვგიჟდები ამ ოჯახზე love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top