2 September 2014      ni_nini     Views 7 921    
Category: Stars

Jolie-Pitt Wedding Photos & Details!

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში იქორწინეს. აღნიშნული ცერემონიალის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა, ჯვრისწერა ახლობელი ადამიანების წრეში მოხდა.დადგინდა,რომ ქორწილს სულ რაღაც 22 ადამიანი ესწრებოდა.წყვილის ეკსკლუზიური ფოტოების მოპოვება ჟურნალმა PEOPLE და HELLO!-მ შეძლეს.შეგიძლიათ შეაფასოთ ჰოლივუდის ვარსკლვლავის საქორწინო კაბა, რომელიც შვილებმა მოუხატეს. ჟურნალი ''People'' კი ვარსკვლავური ქორწილის სრული ფოტომასალის და დეტალური ისტორიის გამოქვეყნებას ოთხშაბათს გეგმავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე მშვიდი და ღიმილით სავსე იყო.ეს განსაკუთრებული დღე იყო და ასევე ძალიან ბედნიერი ჩვენი ოჯახისთვის.“-განაცხადა წყვილმა ერთობლივ განცხადებაში.

''ქორწილმა მშვიდად, ლამაზად და სიცილ-კისკისით ჩაიარა. ეს ყველაზე განსაკუთრებული დღე იყო, რომელიც ჩვენს შვილებთან ერთად გავატარეთ და რომელიც ჩვენი ოჯახის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ მომენტად ჩაეწერება!''-დასძინა პატარძალმა.

Jolie-Pitt Wedding Photos & Details!

39 წლის მსახიობის კაბა,რომელიც Versace-ს ატელიეში შეიქმნა ლუიჯი მასს ეკუთვნის.
კაბის უკანა ნაწილი მისი შვილების ნახატებით არის მორთული:

„ლუიჯი ოჯახის წევრივით არის ჩემთვის და მე ვერც წარმოვიდგენდი სხვას, რომელიც ამ კაბას შექმნიდა. ის იცნობს და ზრუნავს ჩვენს შვილებზე, მათი ნახატების თავმოყრა კი ძალიან სასიამოვნოა“, - აცხადებს მსახიობი.

ზაჰარას კაბა ოჯახის მეგობარმა ადამ კებმა შექმნა. მადოქსი, პაქსი, შაილო და ნოქსი გამოწყობილნი იყვბებ შავ კოსტიუმებში, ვივიენს კი თეთრი კაბა ეცვა. იუველირმა რობერტ პროკოპმა, რომელმაც ჯოლის ნიშნობის ბეჭედი შექმნა, ასევე შექმნა წყვილის საქორწინო ბეჭდებიც.
Jolie-Pitt Wedding Photos & Details!

დეტალები ქორწილიდან:

● ქორწილამდე რამოდენიმე დღით ადრე ბრედმა და ანჯელინამ კალიფორნიაში ქორწინების ლიცენზია აიღეს, სწორედ იგივე მოსამართლემ დააკანონა მათი ურთიერთობა.

● გაირკვა,რომ ქორწილს სულ რაღაც 22 ადამიანი ესწრებოდა. 'სტუმრებს შორის იყვნენ: ბრედის დედა და მამა,ბილ და ჯეინ პიტები,მისი და და ძმა დუგი და ჯეინ პიტები შვილებთან ერთად. ქორწილს არ ესწრებოდა ანჯელინას მამა ჯონ ვოიტი, თუმცა ის მიწვეული იყო.

● წყვილმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცა და კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში, თუ რაოდენ ძლიერ უყვართ ერთმანეთი,ამ დროს მათი თვალები ცრემლებით იყო სავსე, ისევე როგორც ყველა დამსწრე სტუმრის.

● მათი ქალიშვილები ზაჰარა და ვივიენი ყვავილების დამჭერის ფუნქციას ითავსებდნენ, შაილოს და ნოქსს ბეჭდები ეჭირათ, მედოქსი და პაქსი კი დედას საკურთხეველთან მიაცილებდნენ. ამასთან,ექვსივე შვილმა მიიღო მონაწილეობა მშობლების სასიყვარულო ფიცის დაწერაში.პექსმა ნამცხვარიც კი გამოაცხო. ბრედ პიტს ჰალსტუხის წაღება დაავიწყდა და მოუწია შვილისგან ეთხოვა.

Jolie-Pitt Wedding Photos & Details!

● ჯორჯ კლუნმა უკვე მიულოცა ახალდაქორწინებულებს. ''მე ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვუერთდები ჯოლი-პიტის და მთელი მისი ოჯახის სიხარულს.''

● ჯონ ვოიტმა (ანჯელინას მამა) ვერ შეძლო ქორწილში დასწრება, რადგან იგი ნომინირებული იყო ემიზე, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის:''მე არ ვარ იმედგაცრუებული. მე მესმის. ბავშვები უკვე დიდიხანია ამ ქორწილს ელიან და ეს სწორედ შესაფერისი დრო იყო. მე ვაპირებ ამ კვირაში წავიდე ევროპაში და ვნახო ისინი. მეც დიდი ხანი ველოდი, რომ ეს ქორწილი შემდგარიყო. ძალიან მომწონს ბრედი და ძალიან ბედნიერი ვარ''

● წყვილმა ქორწილი და შემდგომ თაფლობის თვეც საკუთარ მამულში ''Miraval'' გაატარა. '' ბავშვებმა დილით ველოსიპედებით გაისეირნეს, შემდეგ კი იცურავეს. შუადღეს ქორწილი გაიმართა, ხოლო საღამოს ყველანი ერთად ბაღში პიცას მიირთმევდნენ. ეს ყველაფერი იყო ბევრად რომანტიული ვიდრე რამოდენიმე მილიონიანი ქორწილი.''-აცხადებს წყარო

Jolie-Pitt Wedding Photos & Details!

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top