7 September 2014      B2UTY     Views 3 158    
Category: Stars

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


სტატია ეძღვნება ძველი ჰოლივუდის ლეგენდას, ლორენ ბეკოლს,
რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 12 აგვისტოს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში.

"მე კვლავ ვმუშაობ და არ ვაპირებ გაჩერებას, მანამ, სანამ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს"- ამბობდა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი და მეამბოხე ქალი მსახიობი ლორენ ბეკოლი, რომელმაც ინდუსტრიაში მუშაობის 76 წლის გამოცდილება დააგროვა და გემოვნებიან მაყურებელს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა, შეძლო შეექმნა ქალის მრავალი და ძალიან საინტერესო სახე, შეძლო დაეტყვევებინა მილიონობით ადამიანის გული თავისი საოცარი მძლავრი, გამომწვევი გამოხედვით გამოხედვითა და სპეციპიური ხმის ტემბრით.


მისი სრული სახელი იყო ბეტი ჯოან პერსკე. დაიბადა ნიუ-იორკში 1924 წლის 16 სექტემბერს. დაიბადა იმისთვის, რომ ყოფილიყო კაშკაშა ვარსკვლავი. გარეგნობიდან გამომდინარე, ახალგაზრდა გოგონას დიდი პერსპექტივა და ამბიციები ჰქონდა. თავიდან ბეტის სურდა მოცეკვავე გამხდარიყო, თუმცა საოცარმა აღნაგობამ და შარმმა მას მოდის სფეროში დიდი წარმატებები მოუტანა.



ლამაზმანს ყოველთვის სურდა ყოფილიყო მსახიობი და ამიტომ ხელოვნების აკადემიაშიც ჩააბარა. ის იქ , არც მეტი, არც ნაკლები, კირკ დუგლასის კლასში სწავლობდა, პარალელურად მოდელად მუშაობდა. მალე ლორენის სასცენო დებიუტი შედგა ბროდვეის სცენაზე. ამბობენ, რომ ბროდვეიზე პირადად ბეტი დევისმა მოინახულა ბეკოლი და წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ ლორენი ბეტის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო.



ლორენ ბეკოლის კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ლეგენდარულ ჰამფრი ბოგარტზე საუბარს.
გოგონა სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც მასზე ბევრად უფროსი "ბოგი" შეუყვარდა. ეს გრძნობა ორმხრივი და ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. წყვილი დღემდე ითვლება ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად.



მათი დაშორება მხოლოდ ჰამფრი ბოგარტის გარდაცვალებამ შეძლო , 1957 წელს.
მართალია, ბოგარტის სიკვდილის შემდეგ ბეკოლის ცხოვრებაში მრავალი მამაკაცი გამოჩნდა (მათ შორის ფრენკ სინატრა, რომელზეც ლორენი დანიშნული იყო, და ჯეისონ რობარდსი, რომელზეც ქალბატონი დაქორწინდა ) , თუმცა , ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ბეკოლისა და ჰამფრის წყვილი კინოს ისტორიაში განუმეორებელი იყო.


ლორენს ჰამფრისგან ორი შვილი ჰყავდა, ქალ-ვაჟი: ლესლი და სტეფანი.
ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


ლორენისა და ჰამფრის წყვილის პოპულარობა, რა თქმა უნდა, განაპირობა მათმა საერთო ფილმებმა, რომლებიც ბეკოლის კარიერაში საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება. ესენია : The Big Sleep (1946), Key Largo (1948), To Have and Have Not (1944), Dark Passage (1947).




გარდა ამისა, ბეკოლს როლი შესრულებული აქვს 70-მდე ფილმში და გახმოვანებული აქვს ანიმაციებიც, მათ შორის, გამორჩევა გენიალური იაპონელი ანიმატორის, ჰაიო მიაზაკის " მოსიარულე ციხესიმაგრე".

ლორენის ფილმებიდან უმრავლესობას ახსენდება "როგორ გავყვეთ ცოლად მილიონერს", "დოგვილი", "სარკეს ორი სახე აქვს" და ა.შ. ამ უკანასკნელი ფილმისთვის მსახიობი ოსკარზეც კი იყო ნომინირებული. ხოლო 2010 წელს მას საპატიო ოსკარი გადასცეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ქალბატონმა ხუმრობით თქვა : "ამიერიდან სახლში მისვლისას მეცოდინება, რომ ორფეხა მამაკაცი მელის" . ორფეხა მამაკაცში, რა თქმა უნდა, ოსკარის ქანდაკება იგულისხმა.

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


მსახიობთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო ფაქტი არსებობს, მაგალითად, ის, რომ ლორენი 17 წლიდან მეგობრობდა გრეგორი პეკთან. ეს ორი გენიალური პიროვნება პეკის გარდაცვალებამდე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

ლორენმა მეორედ იქორწინა 1961 წელს მსახიობ ჯეისონ რობარდსზე, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიცნო, მათ ერთი ვაჟი შეეძნათ (ლორენმა მე-3 შვილი 37 წლის ასაკში გააჩინა) სამწუხაროდ ქორწინებამ 5 წელს გასტანა და როგორც ლორენი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერს ოჯახის დანგრევა ჯეისონის ალკოჰოლიზმა გამოიწვია.



აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ ბეკოლი იყო შთაგონების წყარო ანიმატორებისთვის,
როცა ისინი ჯესიკა რებითის პერსონაჟს ქმნიდნენ.

ბეკოლი ახლოს იყო მსახიობ მორინ ო'ჰარასთანაც.
ეს ინფორმაცია მისმა შვილმა, სტეფანმა მიაწოდა მედიას.

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


"ქალი მამაკაცის გარეშე არ გრძნობს სრულყოფილებას. თუმცა, დღეს სად იპოვით ნამდვილ მამაკაცს?!"

"ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება კარგად აჩვენებს შენს სახეს და ამით ამაყი უნდა იყო."



ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

(ჰამფრი ბოგარტზე საუბრისას) "იყო ის უხეში? მოკლედ გეტყვით- არა. ის საოცრად სათუთი და ალერსიანი იყო."

"ჩემმა შვილთაშვილმა მთხოვა მეყურებინა "ბინდი", მითხრა, რომ ეს საუკეთესო ფილმი იყო ვამპირების შესახებ. როცა ეს ე.წ "ფილმი" დამთავრდა მე მას ჩავურთე 1922 წელს გადაღებული შედევრი Nosferatu. სწორედ ეს არის საუკეთესო კინონამუშევარი ვამპირებზე."


ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


"ჩემი ორი ქორწინების პერიოდში პირად ცხოვრებას კარიერაზე წინ ვაყენებდი და ეს ყოველთვის მტანჯავდა, თუმცა, არ ვნანობ. თუ კარგი ქორწინება გინდა, მას შესაბამისი ყურადღებაც უნდა მიაქციო, ხოლო თავისუფლება თუ გსურს, მიდი, არავინ გიშლის. ყველაფერი ერთად ვერ გექნება, რაღაც უნდა დათმო."

"ადრე მეგონა, რომ ქორწინება დიდ ხანს ვერ ძლებდა და ვფიქრობდი, რომ 5 წლიანი კავშირი მთელ ცხოვრებას გასტანდა."

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall
ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall

ლორენ ბეკოლი (1924-2014) Lauren Bacall


ლორენ ბეკოლი 12 აგვისტოს გარდაიცვალა
89 წლის ასაკში
, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.






Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top