13 September 2014      liliana     Views 1 276    
Category: Stars

Casey Affleck Casey Affleck

ადრეული წლები


კეისი აფლეკი იგივე კალებ კეისი მაგგვაიერ აფლეკ ბოლდტი გახლავთ ამერიკელი მსახიობი,სცენარისტი,პროდიუსერი და რეჟისორი,რომელიც დაიბადა 1975 წლის 12 აგვისტოს ფალმოუსში,მასაჩუსეტის შტატში,აშშ-ში. მას ინგლისური ,ირლანდიური,გერმანული,შოტლანდიური,ფრანგული და შვედური წარმომავლობა აქვს.კეისის დედა კრისტინა ანა აფლეკი გახლდათ დაწყებითი სკოლის პედაგოგი ,რომელმაც განათლება Radcliffe College -სა და Harvard University-ში მიიღო,ხოლო მამა ტიმოტი ბაიერს აფლეკი გახლდათ მენეჯერი,რეჟისორი,მწერალი,სცენარისტი და მსახიობი.იგი Theater Company of Boston-ში ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებში .ტიმოტის უთამაშია ისეთი მსახიობების გვერდით როგორებიცაა:ჯონ ვოიტი,დასტინ ჰოფმანი,რობერტ დუვალი,ბლით დანერი,ჯეიმს ვუდსი და აშ.გარდა მსახიობისა ტიმოთი ელექტრიკოსად,მანქანის შემკეთებლად,პარკეტის დამგებად,და ხელოსნადაც მუშაობდა.
ბენი კეისზე 3 წლით უფროსია.ორივე ძმები მკაცრი ანგლიკაბური ეკლესიის წესების მიხედვით აღიზარდნენ.ისინი ბავშვობიდანვე მეგობრობდნენ მეთ დეიმონთან.ბავშვობაში კეისს სიგიჟემდე უყვარდა ცხოველები ,მას სახლში ჰყავდა : კატა,ძაღლი,გველი,თუთიყუში,ზღვის გოჭი და კუ.
1993 წლის ივნისში კეისმა დაამთავრა Cambridge Rindge and Latin School და პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე George Washington University-ში ჩააბარა,ხოლო მოგვიანებით საბუთები ნიუ იორკში ,Columbia University -ში გადაიტანა სადაც ასტრონომიას,ფიზიკას და დასავლურ ფილოსოფიას სწავლობდა.



Casey Affleck Casey Affleck

კინოკარიერა


კეისი აფლეკი პირველად 1995 წელს რეჟისორ გუს ვან სენტის კომედიურ ფილმში To Die For ხოაკინ ფენიქსთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად გამოჩნდა .1997 წელს მან პარტნიორობა გაუწია ჰოლი ბერის ფილმში Race the Sun, რობინ ვილიამსს,მეთ დეიმონს და ბენ აფლეკს ფილმში Good Will Hunting და ფილმში Chasing Amy მეორედ ითამაშა ძმასთან ერთად.1998 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა Desert Blue,რომელშიც პარტნიორობა ქეით ჰადსონს გაუწია ,1999 წელს ფილმი Drowning Mona სადაც მასთან ერთად დენი დე ვიტო,ჯეიმს ლიი კერტისი და ბეტე მიდლერი თამაშობენ.
2001- 2007 წლებში კეისი მონაწილეობდა Ocean's Trilogy-ში ბრედ პიტთან,ჯორჯ კლუნისთან,ჯულია რობერტსთან,ალ პაჩინოსთან და მეთ დეიმონთან ერთად.2007 წელს ფილმისათვის The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford აიღო ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის ,სადაც პატრნიორობას ბრედ პიტს და ჯესი ჯეიმს უწევს.
2010 წელს კეისიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი I'm Still Here,რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი თამაშობს და პატრნიორობა გაუწია ქეით ჰადსონს და ჯესიკა ალბას ფილმში The Killer Inside Me,რომელიც 1952 გადაღებული წელს ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია.
2013 წელს კეისი გამოჩნდა კრისტიან ბეილთან ერთად ფილმში Out of the Furnace და რუნი მარასთან ერთად ფილმში Ain't Them Bodies Saints.
2014 წლის ივნისში კეისიმ დიდი ხნის მეგობართან ,აგრეთვე ჰოლივუდში მოღვაწე ცნობილ სცენარისტთან ჯონ პაუერსთან ერთად ჩამოაყალიბა საპროდიუსერო კომპანია Untitled Casey Affleck/John Powers Middleton Project და თავადაც აპირებს სარეჟისორო კარიერის გაგრძელებას.
2014 წელს დაგეგმილია 2 ფილმის გამოსვლა კეისი მონაწილებით: Interstellar და Unity,ხოლო 2015 წელს კი ფილმი The Finest Hours გამოვა.

[center]პირადი ცხოვრება


კეისიმ 2006 წლის 3 ივნისს მის მეგობარ გოგონაზე,რომელსაც 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა,სამარ ფენიქსზე იქორწინა ,სავანაში,ჯორჯიას შტატში.წყვილს 2 ვაჟი ჰყავს:ინდიანა აუგუსტი,რომელიც 2004 წლის 31 მაისს დაიბადა და ატიკუს აფლეკი ,რომელიც 2008 წლის 12 იანვარს დაიბადა.
კეისი ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PETA-ს და Farm Sanctuary -სწევრი და აქტიური აქტივისტია.


Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck
Casey Affleck








[/center]


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top