14 September 2014      liliana     Views 3 182    
Category: Stars

Cillian Murphy

კილიან მერფი გახლავთ 38 წლის ირლანდიელი მსახიობი და მუსიკოსი,რომელიც დაიბადა 1976 წლის 25 მაისს დუგლასში, ირლანდიაში. მამა ბრენდონ მერფი ირლანდიის განათლების სამინისტროს დეპარტამენტში მუშაობდა ,ხოლო დედა კი ფრანგულის პედაგოგი გახლდათ.დედის გარდა კილიანის ბაბუა ,ბიცოლა და ბიძიაც მასწავლებლები იყვნენ ამიტომ კილიანი მკაცრი კათოლიკური წესების მიხედვით მასწავლებლების გარემოში აღიზარდა,მან Presentation Brothers College დაასრულა.
10 წლის ასაკში კილიანმა მუსიკისადმი საოცარი სიყვარული გამოავლინა,მან დაიწყო ინსტრუმენტებზე დაკვრა და მუსიკის წერა.მისი განცხადებით რომ არა ინგლისურის პედაგოგის უილიამ ველის რჩევა,რომელიც აგრეთვე მწერალი და პოეტიც გახლდათ ,პროფესიად მსახიობობა აერჩია კილიანს გადაწყვეტილი ჰქონდა როკვარსკვლავი გამოსულიყო და მსოფლიოს დიდ სცენებზე დაეკრა.
1996 წელს კილიანმა სამართლის სწავლა University College Cork-ში დაიწყო,თუმცა პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრა,რადგან იგი მთელ თავის დროს მუსიკას უთმობდა და "სწავლის ამბიცია არ ჰქონდა".მერფი პირველად ეკრანებზე 1996 წელს ფილმში Disco Pigs გამოჩნდა,რომელსაც მოჰყვა დამოუკიდებელი ფილმი John Carney's On the Edge, BBC-ს მინისერიალი The Way We Live Now, Battle of the Somme და დენი ბოილის 28 Days Later.

Cillian Murphy Cillian Murphy

2003 წელს კილინგმა პარტნიორობა გაუწია კოლინ ფარელს ფილმში Intermission,ხოლო 2005 წელს კი კრისტოფერ ნოლანმა Batman Begins-ის გადაღებებზე მიიწვია .კილინგმა ბეტმენის კიდევ 2 ნაწილში: The Dark Knight (2008) და The Dark Knight Rises (2012) ითამაშა ლეონარდო დიკაბრიოს გაუწია პარტნიორობა ნოლანის კიდევ ერთ ფილმში ფილმში Inception (2010).
2005 წელს ნილ ჯორდანმა მერფი გადაიღო ფილმში Breakfast on Pluto,რომელშიც მერფი თამაშობს ტრანსგენდერის როლს ,რომელიც საკუთარ დედას ეძებს.ამ როლისათვის ოქროს გლობუსი აიღო როგორც საუკეთესო მსახიობმა კომედიურ ფილმში.
2006 -2007 წლებში კილინგი კენ ლოჩის 3 ფილმში გამოჩნდა : Irish War of Independence , Civil War და The Wind That Shakes the Barley,აგრეთვე 2011 წელს ამანდა სეიფრიდს და ჯასტინ ტიმბერლეიკს გაუწია პარტნიორობა და ითამაშა ფილმში In Time და რობერტ დენიროსა და სიგურნი ვივერთან ერთად ფილმში Red Lights.
2011 წელს მერფი ჯენიფერ კონელისთან ერთად გამოჩნდა ფილმში Aloft,ხოლო ჯონი დეპთან ერთად ფილმში Transcendence.
კილიანი ლონდონში მეუღლესთან ივონე მაგგვინესთან და 2 ვაჟთან ერთად ცხოვრობს და ხშირად მონაწილეობს ლონდონის ცნობილი თეატრების დადგმებში.

Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy Cillian Murphy
Cillian Murphy Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy
Cillian Murphy


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top