20 September 2014      AnnLennon1     Views 2 721    
Category: Stars

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


ერიკ ბანადოვიჩი, იგივე ერიკ ბანა ავსტრალიელი მსახიობია, რომელიც დაიბადა 1968 წლის 9 აგვისტოს, მელბურნში. სამსახობო კარიერა დაიწყო კომიკოსობით, ხოლო ძალიან მოკლე დროში ჰპოვა საქვეყნო აღიარება და გახდა ლეგენდარული ბრედ პიტის ფავორიტი მსახიობი. ბანას ცნობილი ფილმებია ‘Chopper’, ‘Black Hawk Down’, ‘Hulk’, ‘The Time Traveler’s wife’ და რა თქმა უნდა ‘ტროა’, სადაც პიტის პერსონალური თხოვნით პრინცი ჰექტორი განასახიერა. ერიკი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცია მსოფლიოში და ამასთანავე დიდი ქველმოქმედი. მოდით გავეცნოთ მსახიობისადრეულ ცხოვრებას, კარიერულ წინსვლას და რამოდენიმე საინტერესო ფაქტს მის მიერ განვლილი გზიდან.

ერიკ ბანა/Eric Bana


✖ ადრეული ცხოვრება ✖

ერიკ ბანა/Eric Bana


ერიკ ბანადინოვიჩი, იგივე ერიკ ბანა დაიბადა მელბურნში, ვიქტორიაში. მამამისი, ივანი წარმოშობით ხორვატიიდან იყო და ავსტრალიაში მუშაობდა, როგორც ლოჯისტიკის მენეჯერი, ხოლო დედა ელეონორი კი გერმანიაში დაბადებული გახლდათ, პროფესიით სტილისტი. ერიკს ჰყავს უმცროსი ძმა ენტონი. ბავშვობის წლებიდან მას უსიამოვნოდ ახსენდება რამოდენიმე რასიზმთან დაკავშირებული ფაქტი: ‘ბავშვობისას ხშირად ვიყავით რასიზმის მსხვერპლნი, თუმცა მუდამ ვამაყობდი ჩემი წარმომავლობით.’

ერიკ ბანა/Eric Bana


სამსახიობო ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა. როდესაც დაახლოებით 6 ან 7 წლის იყო ოჯახის წევრებს განასახიერებდა. ბაბუას სიარულის მანერას, ხმასა და ქცევას. სკოლაში კი განასახიერებდა მასწავლებლებს. თინეიჯერობის ასაკში მან უყურა მელ გიბსონის ფილმს ‘Mad Max’ და სწორედ მაშინ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი. თუმცა, სერიოზულად ამ კუთხით განვითარებისკენ 1991 წლამდე არც უფიქრია. 1991 წელს, ის მუშაობდა ბარმენად მელბურნის ერთ-ერთ სასტუმროში, როდესაც მას შესთავაზეს თავი ეცადა კომედიურ ჟანრში, როგორც კომიკოსი. ერიკმა დაიწყო ადგილობრივ პაბებში სპექტაკლებში მონაწილეობა, თუმცა გამომუშავებული თანხით არ შეეძლო ოჯახის რჩენა და პარალელურად განარგძობდა ბარმენად მუშაობას.


★ კარიერის დასაწყისი ★

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


ერიკ ბანას სატელევიზიო დებიუტი შედგა 1993 წელს სტივ ვიზარდის ‘ღამის შოუში’. მან კომედიური ჟანრის პროდიუსერების დიდი ყურადღება დაიმსახურა, რის შემდეგაც გადაცემა ‘Full Frontal’-ში მოგვევლინა, როგორც სცენარისტი და შემსრულებელი. 4 წლიანი თანამშრომლობის განმავლონაში ბანა განასახიერებდა ისეთ მსახიობებს როგორებიც არიან, კოლუმბო, არნოლდ შვარცნეგერი, სილვესტერ სტალონე და ყველაზე ხშირად ტომ კრუზს. ამ ყველაფერმა გზა გაუხსნა საკუთარი შოუს ჩამოყალიბებისაკენ და 1994 წელს მართლაც ერიკის სატელევიზიო გადაცემის ‘The Eric Bana Show’-ს პრემიერა შედგა. შოუ 8 სეზონის შემდეგ დაიხურა, ხოლო 1997 წელს ‘ლოჯი’-ს დაჯილდოებამ მას მიანიჭა ‘ყველაზე პოპულარული კომიკოსის’ სახელწოდება. 1997 წელსვე, ბანას დებიუტი შედგა ამჯერად კინოში, ავსტრალიურ ფილმში ‘The Castle’, სადაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. ფილმმა კრიტიკოსების მიერ დიდი აღიარება ჰპოვა და დიდი რაოდენობის თანხაც გამოიმუშავა ავსტრალიაში.


★ კარიერა: 1997 – 2005 წლები ★

ერიკ ბანა/Eric Bana


მიუხედავად იმისა, რომ მას დრამის ჟანრში გამოცდილება არ ჰქონდა 1997 წელს რეჟისორმა ენდრიუ დომინიკმა ბანას შანსი მისცა ფილმში ‘Chopper’. ეს იყო ბიოგრაფიული სურათი და ყვებოდა ავსტრალიელი კრიმინალის ჩოპერ რიდის სიცოცხლეს. რეჟისორი დომინიკი ამ პროექტზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ვერ პოულობდა შესაბამის მსახიობს. თუმცა, საბოლოოდ ერიკით დაინტერესდა და პირადად შესთავაზა თანამშრომლობა.
ბანას დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდა როლისთვის, თუმცა ყველანაირი შრომა დაუფასდა და მის პერფორმანს დადებითი შეფასება მოჰყვა. ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა განაცხადა: ‘კომიკოსი ერიკ ბანა ვფიქრობ, რომ მომავალი ვარსკვლავი გახლავთ. მას არა აქვს დამთავრებული სამსახიობო სკოლა, თუმცა ვერც ერთი მსახიობი ვერ შეედრება. მას უბრალოდ თვალს ვერ მოსწყვეტ.’ ერიკმა 2001 წელს ჩოპერ რიდის როლისთვის ‘საუკეთესო მსახიობის’ წოდება მოიპოვა.

ერიკ ბანა/Eric Bana


2001 წელს კი რეჟისორმა რიდლი სკოტმა რასელ ქროუს რეკომენდაციის შედეგად ბანას შესთავაზა ამერიკელი ჯარისკაცის განსახიერება ფილმში ‘Black Hawk Down’. მას ინტენსიური ვარჯიში მოუხდა, რათა ფორმაში ჩამდგარიყო და ჩოპერისთვის მომატებული 30 ფუტი მოკლე დროში დაეგდო. შემდგომ მას შესთავაზეს ბრუს ბენერის როლი პოპულარული კომიქსების ადაპტაციაში ‘The Incredible Hulk’. ბანა მას შემდეგ დათანხდა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში ენგ ლი იყო ჩაბმული. ლის დიდი გულშემატკივარი გახლდათ და მის ყველა ფილმს თვალყურს ადევნებდა. ფილმში ბანას მიერ შესრულებულმა როლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას არა ერთი ჯილდო მოუტანა. 2004 წელს, მან ბრედ პიტთან და ორლანდო ბლუმთან ერთად მონაწილეობა მიიღო მაღალბიუჯეტიან ფილმში ‘ტროა’, სადაც პრინც ჰექტორი განასახიერა და საკუთარი პერფორმანსი ყველას კარგად დაამახსოვრა.

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana




★ კარიერა: 2005 და შემდგომი წლები ★

ერიკ ბანა/Eric Bana


2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო სტივენ სპილბერგის ფილმში ‘Munich’ დენიელ კრეიგთან და ჯოფრი რაშთან ერთად. ფილმმა დიდი აღიარება ჰპოვა და 2006 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე 5 ნომინაციაში იყო წარდგენილი. გარკვეული პროექტების შემდეგ საზოგადოებამ ის იხილა ისტორიული ჟანრის ფილმში ‘The Other Boleyn Girl’ ნატალი პორტმანთან და სკარლეტ იოჰანსონთან ერთად.

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


2009 წელს, რეიჩელ მაკადამსთან ერთად მოგვევლინა რომანტიკული ჟანრის ფილმში ‘დროში მოგზაურის მეუღლე.’ ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა თავის ჟანრში, ხოლო ერიკმა კი კიდევ ერთი საქვეყნო აღიარება. 2011 წელს, მან მონაწილეობა მიიღო თრილერში ‘ჰანა’ ქეით ბლანშეტთან ერთად და გამოსვლისთანავე ამერიკულ ჩარტებში მეორე ადგილზე მოექცა. სამომავლოდ, მსახიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ ‘Elvis & Nixon’, სადაც მას ლეგენდარული ელვის პრესლის როლში ვიხილავთ.

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana



❤ პირადი ცხოვრება ❤

ერიკ ბანა/Eric Bana


1995 წელს, ‘Full Frontal’-ზე მუშაობისას მან გაიცნო მომავალი მეუღლე რებეკა გლისონი, რომელიც პუბლიცისტი გახლდათ და ამასთანავე მიურეი გლისონის, უელსის მთავარი მოსამართლის, ხოლო შემდგომ კი ავსტრალიის ქალიშვილი. მათ 1997 წელს იქორწინეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ ორ შვილთან კლაუსთან და სოფიასთან ერთად.


♚ საინტერესო ფაქტები ♚

ერიკ ბანა/Eric Bana


☛ ფილმ ‘Troy’-ს გადაღებების მსვლელობისას გადასაღებ მოედანზე საკუთარი ტრეილერი აქცია ბარად, რათა დატვირთული დღის დასრულების შემდეგ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი დამსხადიყო და დრო სასიამოვნოდ გაეტარებინა. სწორედ იმავე გააკეთა ბრედ პიტმაც.

ფილმ’ ‘Troy’-ს ქასთს მას შემდეგ შეუერთდა, როდესაც ბრედ პიტმა პერსონალურად სთხოვა მას მონაწილეობა მიეღო, რადგან ის ერიკის ერთ-ერთი ფილმის ‘Chopper’-სა და ფილმში მისი პერსონაჟის დიდი გულშემატკივარი გახლდათ.

ფილმ ‘ტროა’-მდე არასოდეს მჯდარა ცხენზე.

☛ ‘ტროა’-ში მას შეეძლო ნებისმიერი პერსონაჟი განესახიერებინა, რომელიც მას სურდა. თუმცა, გადაწყვიტა ჰექტორის როლი მოერგო.

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


ფილმ ‘Chopper’-თვის მას მსხვერპლის გაღება მოუხდა. 30 ფუტი მოიმატა, გადაიპარსა თმები და 5 საათს ყოველდღიურად სპეციალური მაკიაჟით ატარებდა, ამასთან ტატუებით ჰქონდა მოხატული მთელი სხეული.

☞ გახდა რიგით მეორე ავსტრალიელი მსახიობი ჯიუ ჯეკმანის შემდეგ, რომელმაც შეასრულა კომიქსებიდან გადმოღებული ერთ-ერთი პესონაჟი.

☞ მისი უახლოესი მეგობარია ცნობილი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი.

ერიკ ბანა/Eric Bana


♕ მისი სიმაღლეა 1.89 სანტიმეტრი.

♕ 2008 წელს, ‘ვიქტორია სიკრეტის’ ანგელოზების მიერ დასახელდა ‘ყველაზე სექსუალურ’ სელებრით მამაკაცად.

♕ 2003 და 2008 წლებში მან ჟურნალ ‘GQ’-თან ითანამშრომლა.

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


☞ მისი პირველი სამუშაო იყო ავტოსამრეცხაოში მანქანების რეცხვა.

☞ პირველი მანქანა იყიდა 15 წლის ასაკში 1000 დოლარად.

☞ ის ფლობს დაახლოებით 8 მანქანას, თუმცა ზუსტ ციფრს არ ასახელებს.

☞ ის ვერ იტანს იარაღს.

☞ ერიკი მოტოციკლეტების დიდი მოყვარული გახლავთ და პროფესიონალურ დონეზე ატარებს მათ. ხშირად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ შეჯიბრებებში.

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


✖ მისი ფავორიტი მსახიობები არიან სემ ელიოტი და ნიკ ნოლტი, რომლებთანაც ითანამშრომლა კიდეც, ფილმში ‘ჰალკი.’

✖ ფილმ ‘ჰალკის’ გადაღებების დასრულების შემდეგ მან 9 თვე გაატარა ოჯახთან ერთად.

✖ როდესაც ჰკითხეს თუ ვინაა მისი აიდოლი, მან დაასახელა სამი ადამიანი: რიჩარდ პრაორი, პოლ ნიუმანი და ბერი ჰამფრისი.

ერიკ ბანა/Eric Bana


❤ ბანა დიდი ქველმოქმედი გახლავთ და ამ საქმეზე სხვადასხვა კუთხით მუშაობს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ის საქველმოქმედო ორგანიზაციის ‘Father Chris Riley’-ის ელჩი გახლავთ. ორგანიზაცია ეხმარება უსახლკარო ახალგაზრდებს. ის ასევე აქტიურად მონაწილეობს ავსტრალიური საბავშვო ფონდის სხვადასხვა კამპანიაში, რომლებიც პოულობენ დონორებს. 1995 წლიდან, მონაწილეობს მოტოციკლეტების შეჯიბრებაში, რაც ეხმარება მელბურნის ბავშვთა ფონდს. 2004 წლიდან, გაწევრიანებულია სამეფო საზოგადოებაში, რომლის მიზანია ყველანაირი ძალადობის აღმოფხვრა ცხოველების მიმართ და უსახლკარო ცხოველების დაბინავება.

ერიკ ბანა/Eric Bana


ფოტომასალა/გიფები:

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

* * *

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

* * *

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


* * *

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana

ერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Banaერიკ ბანა/Eric Bana


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top