22 September 2014      ni_nini     Views 4 464    
Category: Stars



ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი უილიამ ბრედლი „ბრედ პიტი'' ,რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის,საკუთარი ''ცხოვრების წესის შესახებ'' მაიკ ზაგერის ინტერვიუში ისაუბრა.
„არ მიყვარს, როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ. მოდით, რაიმე მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ...“



''არ მიყვარს ინტერვიუ. ჟურნალისტები მეკითხებიან რა ვიცი ჩინეთსა და ტიბეტზე. ვის რაში აინტერესებს ჩემი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით? მე ვარ სცენართან მომუშავე ადამიანი და მეტი არაფერი.''



იყო ცოლიანი ეს ნიშნავს, დაიცალო გაზებისგან პირდაპირ საწოლში, ან ჭამო იქ ნაყინი.

ზებუნებრივი ნიჭი რომ მქონდეს , დროს დავაბრუნებდი უკან, აი რას ვიზამდი...



უამრავი გეგმა მაქვს. მინდა მქონდეს ბევრი სახლი ბორბლებზე, ჯენიფერ ლოპესის მსგავსად მინდა ჩავწერო ალბომი, მინდა მქონდეს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი. ყველაფერი მექნება, როგორც ფაფ დედის, ოღონდ სინთეზური ბეწვით.

ჩვენ, ცნობილი ადამიანები, იძულებულნი ვართ ერთად ვიდგეთ. მე ხომ არ შემიძლია უბრალოდ წავიდე ექიმთან და მოსაცდელში ჟურნალი ვიკითხო? არ შემიძლია აეროპორტში ვიჯდე და ველოდო ჩემს რეისს, იქ ხომ უბრალოდ დამასახიჩრებენ ცნობიცმოყვარენი.



მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისაც ვერ იტანენ გენეტიკურ დონეზე. ერთხელ დავურეკე ბაბუაჩემს, „ ჩვენ ვნახეთ შენი ფილმი,“- მითხრა ბაბუამ. „ რომელი?“- ვკითხე მე. მან კი ბებიაჩემს დაუძახა: „ეი, ბეტი, რა ერქვე კინოს, რომლის გამოც 3 დღე გული მერეოდა?“

ჩემი კვირა უბრალოა - 7 დღიდან 5 დღეს მანქანის უკან პაპარაცები მომსდევენ.






ფეხებზე მკიდია ჩემი უსაფრთხოება.

გულახდილად მჯერა საკუთარი მეთოდის - თავიდან კარგად იჟიმავებ და მერე კარგად დაისვენებ.



მორალთან მიმართებაში მაინცდამაინც არ გამოვირჩევი, არ ვარ მორალის მქადაგებელი ნატურა.

მე ვეწევი. ვანებებ თავს და თვიდან ვიწყებ, ისევ ვანებებ და ისევ ვეწევი, და ასე დაუსრულებლად.



ჩემი პირველი კოცნა კარგად მახსოვს. სკოლაში ერთ გოგონასთან მოვილაპარაკე, რომ კოცნისთვის ავტო ფარეხის უკან შევხვედროდით. საოცრად სერიოზულები ვიყავით, ვაკოცე და სახლში გავიქეცი. აი ასეთი პირველი კოცნა მქონდა.

ყველაზე დიდი ბედნიერებაა გესმოდეს, როგორ ამოაქარვებს შენი პატარა. ეს არის მომენტი, როდესაც კმაყოფილება გეუფლება.




განმარტოვება ეს არის, როდესაც შეგიძლია გამოხვიდე და მარტო ჩამოჯდე კიბეზე. მარტოობაა ისიც, როდესაც ნაგვის გამტანი აღარ გყავს და იგი შენ თვითონ უნდა გაიტანო.

ვგიჟდები მოტოციკლებზე. მყავს ყველა სახის და ტიპის მოტოციკლი, ასევე პირადად ჩემთვის შექმნილი ექსკლუზიური მოდელებიც. ყველა მათგანი ხელოვნების ნიმეშია. მოკლედ, ამით ნამდვილად დაავადებული ვარ.



სიტყვის თავისუფლება ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და მგონია, რომ იგი ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ აჯობებს ანჯელინას ჰკითხოთ, ის ბევრად მეტს გეტყვით.

არ ღირს ილაპარაკო იმაზე, რაზეც ბევრი არაფერი იცი. ამიტომაც არ მიყვარს ინტერვიუ. ჟურნალისტები მეკითხებიან რა ვიცი ჩინეთსა და ტიბეტზე. ვის რაში აინტერესებს ჩემი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით? მე ვარ სცენართან მომუშავე ადამიანი და მეტი არაფერი.



არაფერი ვიცი მხატვრებზე. მხოლოდ მოქანდაკეებზე. ისიც ცოტა...

დიდი დრო გავატარე კინოფილმ „ტროა“ -ს გადაღების დროს ქვედაბოლოში, მაგრამ ეს არც ისე ცუდი იყო.



იმისათვის, რომ იპოვო - ჯერ უნდა დაკარგო.

დიდება -კიდევ გვექნება ძმებო!
















მსახიობი კარიერის დაწყებიდან დღემდე:













































































































































Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top