1 October 2014      AnnLennon1     Views 1 758    
Category: Stars

დინ რეი/Dean Ray


დინ ფრითჩარდი გახლავთ 22 წლის მუსიკოსი მელბურნიდან, ავსტრალიიდან. მისი სასცენო სახელია დინ რეი და ამჟამად ავსტრალიურ ‘X Factor’-ში იღებს მონაწილეობას. ქასთინგის პირველი დღიდანვე მან მოახერხა ოთხივე ჟიურის წევრის და საზოგადოების მოხიბლვა საკუთარი ნიჭით, ფიზიკური მონაცემებითა და როკ ენ როლის უზომო სიყვარულით. დღესდღეობით, დინი 5 ფინალისტს შორის იბრძვის ფინალში მოხვედრისთვის და გამარჯვების ერთ-ერთი უდავო კანდიდატი გახლავთ. საკუთარ თავს კი ახასიათებს შემდეგნაირად: ‘ჩემზე ამბობენ, რომ ვარ იდუმალი, რთული, გიჟი, თუმცა რეალურად ვარ ბიჭი გიტარით ხელში, რომელსაც აქვს ისტორია.’ დინის მენთორი გახლავთ ავსტრალიელი შემსრულებელი ნატალი ბესინგვეითი, რომელსაც აღწერს, როგორც თბილ, გამოცდილ, კეთილ და პირდაპირ ადამიანს.

დინ რეი/Dean Ray


15 წლის იყო, როდესაც სახლი და მშობლები მიატოვა, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო და მიზნების განხორციელება. მოგზაურობდა ავსტალიის გარშემო, მღეროდა ქუჩებში და ამბობს, რომ ხშირად სახსრების უქონლობის გამო ნაგვის ურნიდანაც კი უჭამია, თუმცა განვლილ გზას არ ნანობს, რადგან ამ ყველაფერმა აქამდე მოიყვანა. აღიარებს, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა სასმელთან დაკავშრებით და 3 წლის განმავლობაში ალკოჰოლს ყოველდღიურად ეტანებოდა, თუმცა მშობლებისა და ოჯახის დახმარებით მან ეს ყოველივე დაძლია და დღესდღეობით მრავალი ადამიანის მაგალითია, რომლებსაც სურთ ეს სისუსტე გადალახონ და სწორ გზაზე დადგნენ.

X Factor’-ის შესარჩევ ტურზე მივიდა იმიტომ, რომ თვლის ტელევიზია საოცრებებს ახდენს და შესანიშნავი საშუალებაა იმისა, რათა მისი შემოქმედება და მისი პიროვნება ხალხმა გაიცნოს და შეიყვაროს. თავისუფალ დროს წერს სიმღერებს გიტარის თანხლებით. მისი საყვარელი სიმღერაა ბრუს სპრინგსტინის ‘Hungry Heart’, ხოლო ფავორიტი მუსიკოსები: ბობ დილანი, ელვის პრესლი, ჯოშ სტოუნი, სტივ რეი ვაგანი. ჯგუფებიდან კი გამოარჩევს ‘The Beatles’.

დინ რეი/Dean Ray


კონკურსის პირველ შესარჩევ ტურზე მან კიმ ქერნსის ძველი სიმღერა ‘Bette Davis Eyes’ შეასრულა. მისეულმა ვერსიამ დამსწრე საზოგადოება და ჟიურის ოთხივე წევრი, განსაკუთრებიდ Redfoo აღაფრთოვანა. მათ დინს ‘როკ ენ როლი’ შეარქვეს და მადლობა მოუხადეს ქასთინგზე მისვლისთვის. ასე და ამგვარად, ახალგაზრდა შემსრულებელი შოუს მეორე საფეხურზე უპრობლემოდ გადავიდა.

დინ რეი/Dean Ray




‘Bootcamp’-ზე მან ცნობილი ბრიტანული ბენდის ერთ-ერთი ჰიტი ‘Yellow’ შემოგვთავაზა, თუმცა ამ შემთხვევაშიც საკუთარი ინდივიდუალიზმი არ დაკარგა და სიმღერას მისეული მიმართულება მისცა. ჟიურის წევრები და დარბაზი კვლავ მოხიბლა და ფეხზე დააყენა.

დინ რეი/Dean Ray




დასკვნითი საფეხური კი გახლდათ ვიზიტი მენტორთან. ამ შემთხვევაში ნატალისთან ნიუ-იორკში, სადაც მან მიწვეული სტუმრის ჯენიფერ ლოპესის წინაშე აბას ჰიტი ‘Dancing Queen’ შეასრულა და ნატალის 3 ბიჭს შორის მოხვდა.

დინ რეი/Dean Ray




დღესდღეობით, დინ რეი კონკურსის ხუთეულშია და იბრძვის ფინალში მოსახვედრად. მან გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს და შესაბამისად გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ.

იხილეთ დინის პერფორმანსები კონკურსის ფარგლებში:











ფოტოკრებული:


დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

* * *

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

* * *

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray

დინ რეი/Dean Ray





Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top