3 October 2014      ta_mo     Views 3 481    
Category: Stars

ბელორუსი სუპერმოდელმა მარინა ლინჩუკმა, რომელმაც მისი
მრავალწლიანი კარიერის მანძილზე დაამშვენა არაერთი მოდური ჟურნალის
გარეკანი, მათ შორის: ვოგის, ალურის, ნუმეროს, ჰარპერს ბაზარის და სხვ...
ინტერვიუში ისაუბრა ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნების სხვადასხვა ხერხებზე,
რომელთა მეშვეობითაც თავად ტოპ-მოდელი იმყოფება იდეალურ ფორმაში.

მარინა ლინჩუკი ამხელს თუ როგორაა შესაძლებელი იდეალური ფორმის შენარჩუნება

-მარინა გქონია ისეთი მომენტები, როდესაც საკუთარი ფიგურით
არც ისე კმაყოფილი ყოფილხართ?


- რა თქმა უნდა, როდესაც გადატვირთული დღის განრიგი გაქვს, ათასი
არაჯანსაღი პროდუქტის მირთმევისგან ფიზიკურად ვერ იზღვევ თავს. შემდგომ
ყოველთვის ვცდილობ ვივარჯიშო და მიღებული კალორიები გავანულო, თუმცა ხშირად
ესეც ვერ ხერხდება, რადგან თავისუფალ დროს მაინც ძილს ვამჯობინებ.


-და როგორ ინარჩუნებ ფორმას?

-უკვე წლებია რაც იოგით ვარ დაკავებული, ხოლო ცოტა ხნის წინ პარალელურად
ბიქსითაც დავკავდი. ეს რაღაც დაუჯერებელია! ჩემი პირადი მწვრთნელი მაიკლი
საოცრებებს ახდენს, მასთან სულ რაღაც ერთჯერადი ვარჯიშის მეშვეობითაც კი
შესაძლებელია დაიბრუნო ფორმა, განთავისუფლდე დაღლილობისგან და
აგრეთვე აგრესიისგან.


მარინა ლინჩუკი ამხელს თუ როგორაა შესაძლებელი იდეალური ფორმის შენარჩუნება

-როგორია თქვენი დღის რაციონი?

-არ ვჭამ ხორცს. მე ის უბრალოდ არ მომწონს, ჩემი ორგანიზმისთვის
ზედმეტად მძიმე პროდუქტია. სამაგიეროდ ვაღმერთებ პასტას, განსაკუთრებით
კიბორჩხალასთან ერთად, უგემრიელესია. გამოდის რომ ფაქტობრივად ყველაფერს მივირთმევ
ხორცის გარდა, ტორტებით დაწყებული ნამცხვრებით დამთავრებული.

ყოველი თქვენი დილა როგორ იწყება?

- ვარჯიშით, დილიდანვე თუ არ ხარ ამისთვის მოტოვირებული, შემდგომში
უკვე რთულია სპორტით დაკავება. ასე რომ დილით სპორტი-შხაპი, შემდგომ კი
აუცილებლად ვიყენებ დამატენიანებელ ნატურალურ კარაქს.

მარინა ლინჩუკი ამხელს თუ როგორაა შესაძლებელი იდეალური ფორმის შენარჩუნება

-შენთვის სილამაზის იდეალი ვინ არის?

-ქეით მოსი და ქრისტი ტერლინგტონი.

თმის მოვლის რომელ საშუალებებს ანიჭებ უპირატესობას?

- ძალიან მომწონს John Frieda-ს პროდუქცია, მისი მეშვეობით
ჩემი თმის სტრუქტურა ყოველთვის ჰაეროვანი და მბზინავია.


მარინა ლინჩუკი ამხელს თუ როგორაა შესაძლებელი იდეალური ფორმის შენარჩუნება

-და შენი ყოველდღიური მაკიაჟი?

- სიმართლე გითხრათ ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი შემოიფარგლება
მხოლოდ და მხოლოდ ტუშითა და თვალის ფანქრით.


- თქვენი ფავორტი სპა-სალონების შესახებაც გვესაუბრეთ.

- ამ მხრივ საუკეთესო სტოკჰოლმია, Grand Hotel-ში საოცარი ჯაკუზები
და აუზებია. ყოველივე ამას კი ერთვის მექსიკური მასაჟი და გამაჯანსაღებელი
ნიღბები, რომლებსაც ორგანული პროდუქტებისგან ამზადებენ.


ვოგის მკითხველებს რას ურჩევდით?

- აუცილებელია შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, აგრეთვე სილამაზის
შესანარჩუნებლად აუცილებელია ძილი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს.


მარინა ლინჩუკი ამხელს თუ როგორაა შესაძლებელი იდეალური ფორმის შენარჩუნება

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top