3 October 2014      liliana     Views 9 715    
Category: Stars

Taylor Marie Hill

ტეილორ მარი ჰილი გახლავთ 18 წლის ამერიკელი მოდელი ,რომელიც დაიბადა 1996 წლის 5 მარტს კოლორადოში .იგი არცთუ დიდი ხანია ჩაერთო სამოდელო ბიზნესში,თუმცა შარშან, 17 წლის ასაკში ტეილორმა ნორვეგიული ELLE-ის ოქტომბრის ქავერი დაამშვენა და ისეთი ბრენდების ლუქბუქების და პამპანიების გადაღებებში მიიღო მონაწილეობა როგორებიცაა : H&M, Bebe, Blugirl, Byblos, DKNY, Ground Zero, Mara Hoffman, Mila Schön, Milly, Ostwald Helgason, Rachel Zoe, Rebecca Minkoff. გარდა ამისა ტეილორი 2014 წლის ოქტომბერში მილანის მოდის კვირეულზე Phillip Lim, DKNY, Ralph Lauren , Chanel და Dolce & Gabbana-ს ჩვენებებზე გამოვიდა ,აგრეთვე ბოლო 2 წლის განმავლობაში Marie Claire , Elle Australia ,Glamour UK , Glamour France,Elle Italy ,Elle France -ის გარეკნები დაამშვენა . მიუხედავად იმისა რომ ტეილორი არცთუ ცნობილი სახეა სამოდელო ბიზნესში და მის შესახებ არცთუ ბევრი ფაქტია ცნობილი მოცელის ბიოგრაფიიდან, მისი სახასიათო გარეგნობის გამო მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ ფაქტებს და ინტერვიუს ტეილორ ჰილის შესახებ.

Taylor Marie Hill Taylor Marie Hill

სიმაღლე -176 სმ
პარამეტრები- 81-59-84
თმის ფერი -ყავისფერი
თვალის ფერი- მწვანე


ტეილორმა მოდელობა 14 წლის ასაკში სამოდელო სააგენტო Ford-თან თანამშრომლებით დაიწყო და საცხოვრებლად კოლორადოდან ლოს ანგელესში გადავიდა.
2013 წელს ტეილორმა ახალი წელი მექსიკაში დასთან ერთად მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაატარა.
ტეილორი Twitter / FB / Instagram -ის აქტიური მომხმარებელია და თითქმის ყოველთვის უზიარებს ფანებს ფოტომასალას ბექსთეიჯიდან.

Taylor Marie Hill Taylor Marie Hill


-ტეილორ შიგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ ჩაერთეთ სამოდელო ბიზნესში?
-14 წლის ასაკში ქალაქ კოლორადოში შემთხვევით აღმომაჩინა , მოდის სფეროს ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯიმ ჯორდანმა და მალევე ლოს ანგელესში გადავედი საცხოვრებლად.ჯიმი საუკეთესო მენტორი და მენეჯერია.

-თქვენ მუშაობთ ავსტრალიაში,აშშ-სა და აზიაში,ბოლო სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეთ პარიზის, მილანის და ნიო იორკის კვირეულებზე.როგორ ანაწილებთ დროს მოგზაურობისათვის?
-ყოველთვის მიჭირს სახლის დატოვება ,რადგან ძალიან მენტარება ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი საყვარელი შინაური ცხოველები,მაგრამ ჩემს გვერდით ყოველთვის არის დედაჩემი.იგი თითქმის ყველგან დამყვება და ყოველდღიურ დაძაბულობას მიმსუბუქებს.
- როგორ გამოიყურება თქვენი ტიპიური დღე?
-რაც ავსტრალიაში ვიმყოფები ყოველ დილით 7 საათზე ვიღვიძებ,ვვარჯიშობ,ვიღებ შხაპს და მივდივარ ქასთინგებზე.იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს დაძაბული სამუშაო გრაფიკი მივდივარ პლაჟზე და უბრალოდ ვისვენებ მანამ სანამ არ დაიწყება გიჟური ფეშენ ვიკების ციებ-ცხელება.

-რომელ მოდელთან და ფოტოგრაფთან მუშაობაზე ოცნებობ?
-დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მირანდა ქერთან და ქენდის სვიპოლთან.ორივე ისეთი ლამაზები და პროფესიონალი მოდელები არიან რომ მათგან ალბათ ბევრ რამეს ვისწავლიდი,აგრეთვე ძალიან მინდა სტივენ მეისელთან მუშაობა.

-შეგიძლიათ გვითხრათ თუ რას გრძნობთ როდესაც ყოველ წელს გამოდიხართ პოდიუმზე,თქვენ იზრდებით,ხოლო დარბაზში ზის ხალხი,რომლებიც ყოველ წელს გაკვირდებიან?
-არასოდეს დავკვირვებივარ თუ ვინ ისხდა დარბაზში როცა ჩვენებაზე გამოდიოდი ,რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.მე ამერიკის ერთი პატარა ქალაქიდან ვარ ,არც კი ვიცოდი სამოდელო სფეროს არსებობის შესახებ სანამ ჯიმი აღმომაჩენდა და როცა ვფიქრობ მოდელობაზე პირველად თავში America’s Next Top Model მომდის.ნამდვილად მსიამოვნებს როცა ფანტასტიური დიზაინერების სამოსი მაცვია და მიყურებს მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ფიგურები.
-მოგვიყევი შენი ინტერესის შესახებ სამსახიობო ხელოვნებისადმი
-მსახიობობა ჩემთვის ახალი ვნებაა და აღმოჩენაა.ჩემმა მენეჯერმა მსოფლიოში ყველაზე დიდ თეატრალურ სააგენტოში ჩამრთო.ძალიან მინდა ჩემი ხმა ბევრს ესმოდეს მსოფლიოში,რაშიც მსახიობობა დამეხმარება და ჩემს თავს დიდ ეკრანზე წარმოვიდგენ ხოლმე,მაგრამ ჩემი ამჟამინდელი პროფესია არ მაძლებს რამდენიმე სფეროში მოღვაწეობის საშუალებას.

-როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის შემდეგ?
-ძალიან მინდა არასამთავრობო ორგანიზაცია Unicef-სთვის ვიმუშაო.




Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill
Taylor Marie Hill








































Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top