28 November 2014      AnnLennon1     Views 4 490    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


ჟერარდ ჯეიმს ბატლერი გახლავთ შოტლანდიელი მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც დაიბადა 1969 წლის 13 ნოემბერს. იზრდებოდა შოტლანდიაში და არასოდეს უოცნებია გამხდარიყო მსახიობი და შესაბამისად არანაირი სამსახიობო განათლება არა აქვს მიღებული. მცირე დროის განმავლობაში მუშაობდა საადვოკატო ბიუროში, თუმცა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი, რამაც გაამართლა. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა ამერიკაში და სერიოზულ პროექტებში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მიუზიკლში ‘ოპერის აჩრდილი.’ ჰოლივუდში ლეგენდები დადის მისი პიროვნების შესახებ და ყველა ერთხმად აღნიშნავს თუ როგორი გულახდილი და თბილი ადამიანია ჯერი ჟურნალისტებთან, ფანებთან და მასთან მომუშავე ყველა პიროვნებასთან კადრს მიღმაც, რეალურ ცხოვრებაშიც. გთავაზობთ, ფაქტებს ჟერარდ ბატლერის საკმაოდ საინტერესო ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


★ ჟერარდ ბატლერი დაიბადა 1969 წლის 13 ნოემბერს, შოტლანდიაში.

★ მისი სრული სახელია ჟერარდ ჯეიმს ბატლერი.

★ მისი ზედმეტსახელია: ჯერი

★ მისი სიმაღლეა 1.88 სანტიმეტრი.

★ სამარკო ნიშანი: შოტლანდიური აქცენტი

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


★ ჟერარდის დედა და მამა, მარგარეტ და ედვარდ ბატლერები ბუკმეიკერები იყვნენ.

★ ის ყველაზე უმცროსია 3 და-ძმას შორის.

★ იზრდებოდა კათოლიკურ ოჯახში, რომლებსაც ირლანდიური წარმომავლობა ჰქონდათ.

★ როდესაც ჯერი 6 თვის იყო ოჯახი საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა, თუმცა დედა მალევე დაბრუნდა შოტლანდიაში, რადგან ედვარდმა ოჯახი მიატოვა, როდესაც ბატლერი მხოლოდდამხოლოდ 18 თვის იყო. მამა არ გამოჩენილა 16 წლამდე. მან ჯერის დაურეკა და გლასგოს ერთ-ერთ რესტორანში დაუნიშნა შეხვედრა. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე ისაუბრა და თქვა: ‘ემოციამ, რაც მისი ნახვის შემდეგ დამრჩა დამანახა თუ რაოდენ დიდ ტკივილს ვატარებდი გულით წლების განმავლობაში.’ მათ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეს, თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა, რადგან ედუარდი მალევე გარდაიცვალა კიბოს დიაგნოზით.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


♦ სწავლობდა წმინდა მირინისა და წმინდა მარგარეტის სკოლაში და სწავლა უმაღლესი
ქულებით დაასრულა და გლასგოს უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

♦ იურიდიული ფაკულტეტის ბოლო წელს ბატლერმა დროებით სწავლა შეწყვიტა და საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში. ‘ყველანაირი კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე, გამუდმებით ვსვამდი და სკანდალებს ვაწყობდი. ‘-იხსენებს ჯერი. ამერიკიდან ის კვლავ შოტლანდიაში დაბრუნდა და სწავლის ბოლო წელი დაასრულა.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


♦ სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საადვოკატო ბიუროში, თუმცა იქიდან მალევე გაანთავისუფლეს. დილას სამსახურში ნაბახუსევზე მივიდა, რადგან წინა ღამეს შოტლანდიაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. თუმცა, ამ საქციელს არ ნანობს, რადგან როგორც თავად ამბობს ვერ იტანდა ოფიციალური სამოსის ტარებას და ოფისში ჯდომას.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


◎ პოპულარობამდე სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა. მათ შორის რესტორანში ოფიციანტად.

◎ მას არა აქვს მიღებული არანაირი სამსახიობო განათლება.

◎ სამსახიობო კარიერა დაიწყო საკმაოდ გვიან 25 წლის ასაკში.

◎ მისი სამსახიობო დებიუტი თეატრში შედგა კორიოლანუსის როლის განსახიერებით.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


◎ 1997 წელს, ფილმ ‘Mrs Brown’-ის გადაღებების პირველ დღეს სცენარის
მიხედვით მას გაყინულ ზღვაში უნდა გაეცურა. შედეგად ჯერის განუვითარდა ჰიპოთერმია.

◎ ამავე ფილმის გადასაღებ მოედანზე მან გადაარჩინა პატარა ბიჭი, რომელიც მდინარეში
იხრჩობოდა. ამ გმირული საქციელისთვის სამეფო საზოგადოებამ ჟერარდი დააჯილდოვა ‘სიმამაცის სერთიფიკატით.’

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


☞ 2001 წელს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირს პროსნანის შემდეგ მორიგი
ჯეიმს ბონდი
სწორედ ბატლერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ჭორები არ დადასტურდა.

☞ 2004 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმში ‘Mindhunters’, თუმცა სხვა
ფილმზე მუშაობის შედეგად ჯერიმ პროექტში მონაწილეობა ვერ მოახერხა.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


☞ გარკვეული პერიოდი შოტლანდიური როკ ბენდის ‘სიჩქარის’ მთავარი სოლისტი იყო,
თუმცა მუსიკა მეორე პლანზე გადავიდა, ხოლო მსახიობობა კი პირველზე.

☞ ურჩევნია, რომ ჯერი დაუძახონ, რადგან ამერიკელებს უჭირთ ჟერარდის წარმოთქმა.

☞ 2005 წელს ჟურნალმა ‘ჰელოუმ’ აირჩია ‘ყველაზე მიმზიდველ’ მამაკაცად.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


‘The Phantom of the Opera’-ს გადაღებების დაწყებამდე მას პირადი საუბარი
ჰქონდა ფილმსი რეჟისორთან. ოპერის აჩრდილის მარტოობაზე საუბრისას ჯერი იმდენად დაიტვირთა ემოციურად, რომ იტირა კიდეც.

✖ ენდრიუ ლოიდ ვებერმა განაცხადა, რომ ჟერარდს ჰქონდა ზუსტად ისეთი როკ ვოისი, როგორიც აჩრდილის როლს სჭირდებოდა.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


✖ ოპერის აჩრდილის როლისთვის ყოველდღიურად 4 საათიან მაკიაჟის პროცედურას უტარებდნენ.

✖ ხშირად ხუმრობით ამბობს, რომ ‘ოპეროს აჩრდილის’ ნიღბით დაფარული სახე ურჩევნია საკუთარ ნამდვილ სახეს.

✖ ოპერის აჩრდილის როლზე თავდაპირველად ჰიუ ჯეკმანი მოიაზრებოდა,
თუმცა ‘იქს მენით’ იყო დაკავებული და პროექტში მონაწილეობა ვერ შეძლო.

✖ თეთრი ნიღაბი, რომელიც ჟერარდს ეკეთა ფილმში eBay-ზე გაიყიდა 6,450 ევროდ.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


☢ ჰოლივუდში ამბობენ, რომ ჯერი ერთ-ერთი ყველაზე თბილი ადამიანია, რომელიც
მუდამ პოულობს დროს ფანებთან საურთიერთოდ და დიდ დროს ატარებს მათთან ერთად.

☢ 2011 წლის 18 დეკემბერს, ჯერი დახრჩობას გადაარჩინეს კალიფორნიაში ფილმ ‘Chasing Mavericks’-ის ერთ-ერთი სცენის გადაღებისას.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


☢ ჟერარდმა აღიარა, რომ წარსულში ალკოჰოლიკი იყო. მან სმა 27 წლის ასაკში მიატოვა. იხსენებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში ბოთლიც კი გადაუმტვრევია საკუთარ თავზე, პარიზის ერთ-ერთ ქუჩაში სისხლით მოსვრილსაც გაუღვიძია, თუმცა არ ხსომებია თუ რა ხდებოდა წინა ღამეს.

☢ მისი ჰობია: ფეხბურთის თამაში და ცხენზე ჯირითი.

☢ ჟერარდი არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


☛ მისი საყვარელი მსახიობია კრისტიან ბეილი.

☛ მუდმივად ცდილობს მოწევას თავი დაანებოს სხვადასხვა ხერხით, თუმცა არ გამოსდის.
ფილმ ‘300’-ის გადაღებებისას 3 თვე არ მოუწევია, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ კვლავ დაიწყო.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


ბენ სტილერთან, დემი მურთან, სიუზან სარანდონთან და რეჟისორ
პოლ ჰეგისთან ერთად ესტუმრა ჰაიტის შონ პენის საქმელმოქმედო ორგანიზაციის ფარგლებში.

▼ ჯერი გლასგოს ‘Celtic Football’ კლუბის უდიდესი ფანია. 2011 წელს მათთვის
ითამაშა საქველმოქმედო მატჩი მანჩესტერ იუნაითედის წინააღმდეგ.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


▼ 2009 წელს ფილმი ‘Law Abiding Citizen’ გადაიღეს რეალურ ციხეში, ნამდვილი პატიმრების გარემოცვაში.

▼ თავდაპირველად, ‘Law Abiding Citizen’-ში რიკ რაისის როლი ჯერის უნდა მოერგო, ხოლო შელტონისა
კი ჯეიმი ფოქსს, თუმცა სცენარის საკითხვის შემდეგ ჯეიმიმ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იყო ბატლერს განესახიერებინა შელტონი.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


★ 2008 წელს ის ფიზიკურად გაუსწორდა ერთ პაპარაცს, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში უთვალთვალებდა მას.

★ 2009 წელს ჟერარდმა მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ კომედიაში ‘The Ugly Truth’ და პარტნიორობა კეტრინ ჰეიგლის გაუწია.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


★ 2007 წელს ჟერარდმა ჰილარი სვონკთან ერთად ითანამშრომლა ფილმისთვის ‘პ.ს. მე შენ მიყვარხარ.’ სტრიპტიზის სცენის გადაღებისას ჟერის წვივსაკრავი შემთხვევით ჰილარის შუბლზე მოხვდა. შედეგად მსახიობი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში და რამოდენიმე ნაკერი დაადეს.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


‘EVIL TWINS’ არის მისი კუთვნილი კომპანია, რომელიც გახსნა მენეჯერთან ალან სიგელთან ერთად.

★ ფილმისთვის ‘300’ ჯერი დღეში 4 საათს ვარჯიშობდა სპორტდარბაზში 4 თვის განმავლობაში,
რათა სხეული იდეალურ ფორმაში მოეყვანა და უკეთ გაეთავისებინა მეფის როლი.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


✘ ხშირად უთქვამს, რომ საკუთარ თავს ვერ იტანს, რადგან ჰოლივუდში როლების მოსაპოვებლად შოტლანდიურ აქცენტზე უარის თქმა უწევს.

✘ 2004 წელს ჟურნალმა ‘PEOPLE’ მას მიანიჭა ‘Sexiest Man Alive’-ის წოდება.
‘როდესაც 80 წლის გავხდები ჩემს შვილიშვილებს ვეტყვი, რომ ახალგაზრდობის წლებში სექსუალური ვიყავი.’

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


✘ ის ვერ იტანს თეფშების რეცხვას. ‘როდესაც დღესასწაულებზე სახლში მივდივარ დედა მეუბნება,
რომ სადილის შემდეგ თეფშების რეცხვაში დავეხმარო. მე კი ხუმრობით ვპასუხობ მას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს ეს არ ეკადრება.’


✘ მისი უახლოესი მეგობარია ცნობილი ტელეწამყვანი კრეგ ფერგუსონი.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


❤ 2010 წელს ბატლერმა მორიგ რომანტიკულ კომედიაში მიიღო მონაწილეობა ჯენიფერ ენისტონთან ერთად. პრესაში წერდნენ მათი რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ, რაც გადასაღები მოედნის გარეთ რამოდენიმეჯერ დააფიქსირეს ერთად. თუმცა, არც ერთ მხარეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებსაინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჟერარდ ბატლერის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top