;
11 დეკემბერი 2014      Ancho.     9 კომენტარი     ნანახია 4837-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



როლით მოდელი: კლაუდია შიფერი
ის რასაც ისურვებდით იცოდეთ 90-იანების მთავარ სუპერმოდელზე


კლაუდია შიფერი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე ლამაზი გოგონად მსოფლიოში და
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ტიტულს ატარებდა. მისი პოპულარობის საიდუმლო თანხვედრაში
იყო კომერციასთან. ჩვენ ავარჩიეთ ყველაზე საინტერესო ფაქტები ცნობილ ლამაზმანზე.



90-იანებში კლაუდია შიფერის სხეული ქალის სხეულის ეტალონად ითვლებოდა.
სიმაღლე: 180 სმ, წონა 58 კგ, პარამეტრები - 95-62-92.
ცნობილი სხეულის საზომი 90-60-90 სწორედაც კლაუდიას პარამეტრების საფუძველზე შედგა.




კლაუდია შიფერის ბრწყინვალე კარიერა შემთხვევითობაზე აეწყო. ახალგაზრდა გერმანელი
გოგონა ადვოკატობაზე ოცნებობდა და მამის კომპანიაში უნდა ემუშავა
, მაგრა ერთხელ, ერთ-ერთ
წვეულებაზე ის დაინახა სამოდელო სააგენტო მეტროპოლიტან მიშელ ლევატონის დირექტორმა.
უამრავი მოლაპარაკების შემდეგ, გოგონა საბოლოოდ დანებდა და მისი დებიუტი შედგა პარიზში,
ჟურნალ Elle-ს გარეკანისათვის.




პირველი კონტრაქტი მოდელთან სარეკლამო კომპანია Guess Jeans მა გააფორმა. ყველაზე პროვოკაციულ
როლსა და იმიჯშიც კი არ ჰქონდა კლაუდიას ვულგარული და ეპატაჟური ელემენტები-
მხოლოდ ელეგანტურობა და თავდაჭერილი სექსუალურობა.


კლაუდია შიფერი

ბევრი წლის განმავლობაში იყო კლაუდია კარლ ლაგერფელდის მუზა. ყველა ინტერვიუში ის იმეორებდა,
რომ კლაუდია ულამაზესი იყო ულამაზეს ქალთა შორის. მასავით ვერავინ წარმოაჩენდა შანელის, როგორც
ბრენდის ესთეტიკას, მისი პროვინციული და გულუბრყვილო ბავშვური სახე მხოლოდ და მხოლოდ შარმს
მატებდა იმიჯს.



თითქოს მისი დრო უკვე გასული იყო რომ შიფერი ტრიუმფალურად დაბრუნდა სამოდელო ბიზნესში.
მან საქმიანი მოლაპარაკება წამოიწყო გიგანტურ კოსმეტიკურ ბრენდთან Revlon, რომლის სახეც გახდა
სინდი კროუფორდთან ერთად. ეს იყო პირველი კონტრაქტი, რომელიც 6 ნულს შეიცავდა.
ორივე გოგონა გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე მაღალანზღაურებად მოდელად.




მთელი თავისი სამოდელო ბიზნესის განმავლობაში, ჟურნალის გარეკანზე დაახლოებით 900-ჯერ გამოჩნდა,
რაც 90-წლების მსოფლიო რეკორდი ოყო. 1995 წელს ჟურნალმა Paris Match ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ
ქალად დაასახელა.



***
გიჟდება სანელებლებზე და თითქმის არ სვამს ალკოჰოლს.
საყვარელი ბრენდი - პრადა.

მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ფილმში: Friends & Lovers, Black & White,
Desperate But Not Serious, Life Without Dick, Love Actually

არის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი და ჩართულია მკერდის კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში,
ხშირად წარმოდგება, როგორც სამოტივაციო სპიკერი. კლაუდიას მართლაც გამოარჩევს საუბრის მანერა.
ფლობს: ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

კლაუდია შიფერი კლაუდია შიფერი
კლაუდია შიფერი კლაუდია შიფერი

მისი რეპუტაცია მყარია. მას არასოდეს გადაუღია სრულიად შიშველს,
მონაწილეობა არ მიუღია ინტრიგულ წვეულებებში და არასოდეს მიუცია
საბაბი პაპარაცებისთვის აეგორებინათ სკანდალი მისი ბიოგრაფიის გარშემო.

კლაუდიას ადარებდნენ ბრიჯიტ ბარდოს,
ცნობილი ფოტოგრაფები ხშორად ათამაშებდნენ მათ იმიჯს.




მისი პირადი ცხოვრების ყველაზე პიკანტური მომენტი იყო მისი რომანი ილუზიონისტ
დევიდ კოპერფილდთან
, რომელმაც 1994-99 წლამდე გასტანა. ამ დროის განმავლობაში
ფოკუსნიკი სახალხოდ უძღვნიდა მას დითირამბებს, თავის ცნობილ ტრიუკებს, მაგრამ ძალიან
ცოტას თუ ჯეროდა მათი გრძნობის. ტაბლოიდები მათ ურთიერთობას დიდ აფიორასა და ერთ-ერთ
ცნობილ პიარ-რომანს უწოდებდნენ. (დადიოდა ჭორები, რომ კლაუდია ჰონორარსაც იღებდა ამის
წარმოსაჩენად). ასეა თუ ისე, ილუზიონისტის კარიერაც მწვერვალზე ავიდა და მოდელსაც
კარგი რეკლამა შეექმნა.



***

კარიერის დასაწყისში ძალიან თავმდაბალი იყო, ის იხსენებს, რომ პირველ კასტინგზე გადაღების შემდეგ ფიქრობდა:
"დარწმუნებული ვიყავი რომ ფოტოების ხილვის შემდეგ მიხვდებოდნენ თუ რა შეცდომა დაუშვეს
ჩემი აყვანით და სახლში გამაბრუნებდნენ"
, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რა თქმა უნდა...

კარლ ლაგერფელდი მასზე ამბობდა, რომ ანგელოზივით სახეს მიღმა კლაუდიას გამოარჩევდა
გერმანული სიზუსტე და შრომისმოყვარეობა.

ცნობილია, რომ ის საკმაოდ წუნია მოდელია და მხოლოდ პროფესიონალებთან მუშაობაზე თანხმდება.




ყოველთვის აღნიშნავს მისი ოჯახის მხარდაჭერას, კარიერის დასაწყისში ლაუდიას არ უწევდა მუშაობა ფულისთვის: "მე კარგი სტარტი ავიღე, რადგან ჩემი ოჯახი მიჭერდა მხარს. ზოგიერთი გოგონა იღებს მცდარ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რადგან სჭირდებათ ფული. მე მქონდა საშუალება "მოდი გავერთოთ და ისე გავაკეთოთ, როგორც მე მომწონს", და შემდგომ ყველაფერი კარგად აეწყო."




მისი მეუღლეა ინგლისელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი Matthew Vaughn,
რეჟისორი ფილმებისა: Stardust (2007), X-Men: First Class (2011),
პროდიუსერი: Lock, Stock and Two Smoking Barrels (1998), Snatch. (2000), Kick-Ass (2010)

ყავთ 3 შვილი: ბიჭი - კასპერი (2003) და გოგონები
კლემენტინი (2004) და ვაიოლეტი (2010)




კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • I.M თქვა:
    12 დეკემბერი 2014 17:05 - ID: 9,
    ჩემი ფავორიტი 90-ანი წლების მოდელებიდან .. ვგიჟდები love გარდა იმისა, რომ ულამაზესია, მომწონს მისი თავდაჭერილობა და პიროვნება love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top