20 December 2014      AnnLennon1     Views 5 359    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

შარლიზ ტერონი გახლავთ სუპერპოპულარული სამხრეთ აფრიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი, რომელიც დაიბადა 1975 წლის 7 აგვისტოს ბენონში. კრიმინალური წარსულის შემდგომ მან მოახერხა და ოჯახის ჩრდილიდან გამოვიდა. სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკში და ბალერინობა სურდა. თუმცა, შემდგომ თავი მოდელად მოსინჯა, ხოლო საბოლოოდ კი გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი და ბედი დიდ კინოში ეცადა, რამაც გაამართლა. შარლიზის მშვენიერმა ფიზიკურმა მონაცემებმა და დახვეწილმა მანერებმა ჰოლივუდი უმალვე მოხიბლა. მალევე, მასში დაინახეს არა მხოლოდ უნაკლო ქალბატონი, არამედ ნიჭიერი მსახიობი. მისი კარიერა აღმავლობის გზას დაადგა. სერიოზული როლები, ოსკარი, სხვადასხვა ბრენდის სახე - ეს მხოლოდ მწირი ჩამონათვალია, რაც ტერონის კარიერას ასახავს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს შარლიზ ტრონის, იგივე შარლიზ ტერონის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები

▲ შარლიზ ტერონი დაიბადა 1975 წლის 7 აგვისტოს, ბენონში, სამხრეთ აფრიკაში.

▲ მისი ზედმეტსახელია ჩარლი.

▲ მისი სიმაღლეა 1.77 სანტიმეტრი

▲ სამარკო ნიშანი: ქერა თმები, მწვანე თვალები, მოდელის დახვეწილი ფიგურა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

▲ შარლიზის დედა გახლავთ გერდა ტერონი, ხოლო მამა კი ჩარლზ ტერონი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო და ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა
მეუღლეს და ერთადერთ ქალიშვილს. ერთხელაც, როდესაც გერდას მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა მან თავდაცვის მიზნით მეუღლეს ესროლა და მოკლა.

▲ შარლიზი დედისერთაა. მას არ ჰყავს ღვიძლი დედ-მამიშვილი, ისევე როგორც ნახევარ ძმა თუ და.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

◆ მისი პირველი სასაუბრო ენაა აფრიკანსი, ხოლო მეორე კი ინგლისური ენა,
რომელიც ამერიკული სატელევიზიო შოების
ხშირად ყურების შედეგად ისწავლა.

დედასთან მუდამ მშობლიურ ენაზე საუბრობს და ძალიან ახლო ურთიერთობა
აქვს
მასთან. მათ მსგავსი თევზის ტატუც კი აქვთ.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

◆ მისი გვარის აფრიკული ვერსია წარმოითქმის, როგორც ‘ტრონი’, თუმცა ამერიკაში გადაბრგების
შემდეგ ჩათვალა, რომ ამერიკელებისთვის ტერონი უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე ტრონი.

◆ ის გაიზარდა ფერმაში და დიდ დროს ატარებდა ველურ ბუნებაში. ჰყავდა ერთი თხა,
რომელსაც ბოკი შეარქვა
და დასძინა, რომ ის მისი ერთადერთი საუკეთესო მეგობარი იყო.

◆ სკოლის წლების გახსენებისას ამბობს, რომ ის სულაც არ იყო სასურველი გოგონა.
‘მეკეთა უაზროდ დიდი სათვალეები და თითქმის ბრმა ვიყავი. ბიჭებს ნამდვილად არ ვიზიდავდი.’

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

16 წლის ასაკში მან გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში და გაემგზავრა მილანში, რათა სამოდელო სფეროში ეცადა ბედი.
18 წლის ასაკში, მან მიიღო დაფინანსება საბალეტო სკოლისგან, ნიუ-იორკში. მან ბალერინად ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ შეწყვიტა, რომ მუხლის ტრამვა მიიღო. სწორედ ამ ყველაფერმა გაადაწყვეტინა შარლიზ გამხდარიყო მსახიობი.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

✄ 1999 წელს ის ‘ფლეიბოისთვის’ გაშიშვლდა, თუმცა მისი ეროტიული
ფოტოები უმალვე გაქრა
, როდესაც შარლიზმა პოპულარობა მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

✄ ის აღმოაჩინა თავისმა მომავალმა მენეჯერმა, როდესაც ბანკში ფულის განაღდებაზე შარლიზს მოლარემ უარი უთხრა,
ხოლო გაცხარებულმა ტერონმა მას ჩხუბი დაუწყო. სწორედ ამ სიტუაციაში მენეჯერი მიხვდა, რომ მისგან არაჩვეულებრივი მსახიობი დადგებოდა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

✦ შარლიზი ამჟამად არ ეწევა. მოწევას თავი სპეციალური ჰიპნოთერაპიული კურსების გავლის შედეგად დაანება.

✦ ის წლებია იტანჯება ‘OCD’-ის სინდრომით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა სახლსა თუ სასტუმროს
ნომერში მსახიობი ამოწმებს ყველა თაროს, უჯრას თუ გარდერობს,
რათა დარწმუნდეს რომ ყველაფერი რიგზეა და მას არაფერი ემუქრება.

✦ 2000 წელს, ‘People magazine’-ის მიერ დასახელდა ‘50 Most Beautiful People’ შორის.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

★ 2003 წელს, შარლიზმა მონაწილეობა მიიღო რეალურ მოვლენებზე გადაღებ ფილში ‘მონსტრი’, სადაც ნამდვილი სერიული მკვლელი ქალი აილინი განასახიერა. როლისთვის მსახიობს დიდი გარდასახვა დასჭირდა და მან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო. ტერონმა 30 ფუნდი მოიმატა და სრულიად გარდაისახა, თუმცა ყველაფერი დაუფასდა და მან საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარი აიღო.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

★ ოსკარის მოპოვების შემდეგ ის გაემგზავრა მშობლიურ აფრიკაში და საკუთარ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნა ეს საოცარი
მოვლენა. ის აფრიკის პრეზიდენტს ნელსონ მანდელასაც კი შეხვდა. როდესაც ნელსონმა ის შეაქო და გადაეხვია შარლიზმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

✿ მისი ფავორიტი მსახიობია ტომ ჰენქსი, რომელიც ბავშვობიდან მოსწონდა და აღიქვამდა, როგორც მამაკაცის იდეალს.

✿ მას ვარსკვლავი გაუხსნეს 2005 წლის 29 სექტემბერს, კალიფორნიაში.

✿ 2001 წელს უარი განაცხადა ფილმ ‘პერლ ჰარბორში’ მონაწილეობის მიღებაზე, რათა კიანო რივზის
გვერდით ეთამაშა ფილმში ‘Sweet November’.
კიანო და შარლიზი გადასაღებ მოედანზე ძალიან დაახლოვდნენ და ახლო მეგობრები გახდნენ.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

✿ 2007 წელს, ჟურნალმა ‘Esquire’-მა მას ‘Sexiest Woman Alive’-ის წოდება მიანიჭა.

✿ 2001 წელს, განიხილებოდა სატინას როლზე ფილმში ‘მულენ რუჟი’, თუმცა როლი საბოლოოდ ნიკოლ კიდმანს გადაეცა.

✿ მის ბიუჯეტს ყოველწლიურად ემატება 2 მილიონი დოლარი ბრენდ დიორისგან, რადგან
შარლიზი სუნაო ‘ჟადორის’ სახე გახლავთ და სარეკლამო რგოლებშიც იღებს მონაწილეობას.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

ამერიკის მოქალაქეობა მიიღო 2007 წლის, მაისში.

☞ 2012 წელს, ვიქტორია სიკრეტის ანგელოზებმა შარლიზი დაასახელეს ‘ყველაზე სექსუალურ მსახიობად.

☞ ის აქტიური ქველმოქმედია. ფლობს საკუთარ ფონდს აფრიკაში, რომელიც იბრძვის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.
ასევე მონაწილეობს ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციებში, თანამშრომლობს ცხოველების დამცავ ორგანიზაციასთან ‘PETA’.

☞ მისი საუკეთესო მეგობარია მსახიობი ჯერემი რენერი.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

☞ 1999 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა მორიგი დრამა ‘The Cider House Rules’, სადაც პარტნიორობა
ტობი მაგუაიერს გაუწია. როლისთვის იბრძოდა ლივ ტაილერი, მაგრამ შარლიზმა ის დაამარცხა.

☞ 1997 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულ ფილმში ‘ეშმაკის ადვოკატი’, სადაც პარტნიორობა გაუწია
კიანო რივზსა და ალ პაჩინოს. როლისთვის შარლიზი ნიუ-იორკში ფქსიქოთერაპიის კურსებს გადიოდა, რათა კარგად შეესწავლა შეზოფრენია.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

✖ 2012 წელს მან შესანიშნავად მოირგო ბოროტი დედოფლის როლი ფილმში ‘Snow White and the Huntsman’
კრისტენ სუარტთან და კრის ჰემსვორტთან
ერთად. მისთვის ურთულესი იყო გარდერობის მორგება, რადგან როგორც
თავად ამბობს კაბები იყო ძალიან მძიმე და მას პრაქტიკულად მოძრაობა უჭირდა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

★ 2006 წელს, ტერონი დასახელდა რიგით მე-7 ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ჰოლივუდში.

★ ტერონს ჰყავს ერთი აყვანილი შვილი ჯექსონი, რომელიც 2012 წელს ოფიციალურად იშვილა.

★ ისინი ცხოვრობენ ლოს ანჟელესში. ის ცნობილი სატელევიზიო შოუს ‘Saturday night live’-ის წამყვანად მოგვევლინა ორჯერ.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

★ ფილმ ‘The Legend of Bagger Vance’-ის გადასაღებ მოედანზე მას უილ სმიტისგან მუშტი მოხვდა სახეში.
უილი როლის მოსარგებად გადასახებ მოედანზე მუდამ კრივით იყო დაკავებული და ერთხელაც შემთხვევით ტერონმა მისი მუშტის სიძლიერე გამოცადა.

★ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ლას ვეგასური როკ-ინდი ბენდის ‘The Killers’-ის მუსიკალურ
ვიდეოში
‘Crossfire’ ჯგუფის სოლისტთან ბრენდონ ფლაუერთან ერთად.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

⊗ შარლიზმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში
იქორწინებს თუ ამერიკის ყველა შტატში უმცირესობის შეუღლება
ს დააკანონებენ.

⊗ 2005 წელს გადაღებულ ფილმში ‘Æon Flux’ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ
სთავაზობდნენ 10 მილიონიან ჩეკს. რომ არა თანხა, ის არ დათანხმდებოდა შემოთავაზებას, რადგან ფილმის სცენარმა სულაც არ მოხიბლა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

⊗ რეიმონდ უეილის საათების ბრენდმა მას 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადა, რათა ბრენდის სახე გამხდარიყო. თუმცა, შემდგომ
სასამართლოში უჩივლა და თანხა გამოსძალა, რადგან შარლიზს ერთ-ერთ წითელ ხალიჩაზე კრიტიან დიორის საათი ეკეთა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

⊗ 2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო დრამაში ‘Young Adult’, სადაც შესანიშნავად მოირგო პრობლემური მწერლის როლი,
რომელიც ბრუნდება სახლში, რათა ყოფილი შეყვარებული დაიბრუნოს. ტერონის პერფორმანსი კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებსაინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

❥ ❥ ❥

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

2001 წლიდან შარლიზი ხვდებოდა ირლანდიელ მსახიობს სტუარტ ტოუნსენდს, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური 9 წლის განმავლობაში იყო. სტუარტს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მსახიობის დედასთანაც და მუდამ მათ გვედით აფიქსირებდნენ პაპარაცები. სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა შარლიზმა დაასრულა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ 9 წლის შემდეგ სტუარტი უკვე აღარ უყვარდა. ახლო მეგობრის თქმით, დროის გასვლის შემდეგ ისინი და და ძმა უფრო იყვნენ, ვიდრე საყვარლები.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

2008 წელს, ტერონი ხვდებოდა ცნობილ მსახიობს უილ სმიტს. მათი ურთიერთობა გადასაღებ მეოდანზე შედგა და შარლიზმა აღიარა, რომ უილი
5 წუთის განმავლობაში შეუყვარდა. თუმცა, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა. ეს იყო წუთიერი გატაცება, ვიდრე დიდი და ხანგრძილივი სიყვარული.

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

2013 წლიდან ის ხვდებოდა ლეგენდარულ მსახიობს შონ პენს, რომელთანაც 18 წლის განმავლობაში მეგობრობდა და პლატონური სიყვარული აკავშირებდა. წყვილი შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს და შონის შვილებისთვის შარლიზი იდეალური კანდიდატურაა. ტერონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ურთიერთობის შიშებზე და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა: ‘ჩვენი ურთიერთობა დაიწყო პლატონური მრავალწლიანი მეგობრობიდან და როდესაც მივხვდით, რომ სხვა რამე გვაერთიანებდა ორივენი დიდხანს ვფიქრობდით, რათა ჩვენი დიდხნის მეგობრობა ამ გადაწყვეტილებით არ დაგვენგრია. დღესდღეობით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და შონის კავშირმა შემცვალა და ჩემი მეგობრებიც დამემოწმებიან ამაში.’

საინტერესო ფაქტები შარლიზ ტერონის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments
Back to Top