;
31 დეკემბერი 2014      AnnLennon     7 კომენტარი     ნანახია 3802-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


ჯასტინ რენდელ ტიმბერლეიკი, იგივე ჯასტინ ტიმბელეიკი - მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ისაა მრავალმხრივ განათლებული პიროვნება, მომღერალი, მწერალი, მსახიობი, პროდიუსერი, ბიზნესმენი. კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და მალევე მიაღწია საქვეყნო წარმატებას. მან არამხოლოდ მუსიკალური სფერო, არამედ დიდი კინოც დაიპყრო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი მსახიობი. კარიერასთან ერთად ის აქტიურად ზრუნავს გაჭირვებულ ადამიანებზე და ქველმოქმედების სფეროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დგას ჰოლივუდელ სელებრითებს შორის. ტიმბელეიკს მოუპოვებია არაერთი ჯილდო, 9 გრემის მფლობელია და ამასთან ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში. მოდით სიახლის საშალებით გავიგოთ გაცილებით მეტი სენსაციური ჯასტინ ტიმბელეიკის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


♔ ♔ ♔
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✖ ჯასტინ ტიმბერლეიკი დაიბადა 1981 წლის 31 იანვარს, მემფისში, ამერიკაში.

✖ მისი სრული სახელია: ჯასტინ რენდელ ტიმბერლეიკი

✖ მისი ზედმეტსახელია უბრალოდ ‘ჯტ’

✖ მისი სიმაღლეა: 1.85 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✖ ჯასტინის დედა ლინ ჰარლესი მენეჯერი გახლავთ, ხოლო მამა რენდელ ტიმბერლეიკი კი ბაპტისტური ეკლესიის მომღერალთა ჯგუფის ხელმძღვანელი. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც ჯასტინი სულ რაღაც 2 წლის იყო. მას ჰყავს ორი ნახევარ ძმა, რომლებთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.

✖ მისი მშობლების თქმით ის იყო საკმაოდ წყნარი ბავშვი და ამასთანავე პერფექციონისტი.
ვერ იტანდა სიბინძურეს და მისი ფეხსაცმელები მუდამ სუფთად გამოიყურებოდა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


11 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო საბავშვო სატელევიზიო
შოუში ‘Star Search’,
სადაც ქანთრის სტილის სიმღერა შეასრულა.

☛ 1993 წელს ის შეუერთდა ‘The Mickey Mouse Club', სადაც მისი თანაგუნდელები
იყვნენ კრისტინა აგილერა, ბრიტნი სპირსი, რაიან გოსლინგი და კერი რასელი.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


☛ ‘The Mickey Mouse Club’-ის ფარგლებში ჯასტინი და რაიან გოსლინგი ძალიან დაახლოვდნენ. უფრო მეტიც, 6 თვის განმავლობაში
ჯასტინის დედა გახლდა რაიანის ოფიციალური მეურვე, რადგან გოსლინგის დედას კანადაში დაბრუნება და მუშაობის გაგრძელება მოუხდა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


14 წლის იყო, როდესაც შეუერთდა ბოი ბენდს სახელწოდებით ‘*NSYNC’. ჯგუფის სახელი ჯასტინის დედამ მოიფიქრა. ბენდი საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობდა ამერიკაში და ქვეყნის გარეთაც, თუმცა ამ პერიოდის გახსენებისას მომღერალი ამბობს, რომ საშინლად სასაცილოდ გამოიყურებოდა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


★ თინეიჯერობის ასაკში მისი ზედმეტსახელი იყო ‘Pizza Face’, რადგან სახეზე მუდამ ფერისმჭამელები ჰქონდა.

★ როდესაც ვერ იძინებს საკუთარ თავს უმღერის, რათა ტკბილად დაეძინოს.

★ მას ეშინია გველების, ზვიგენის და ობობის.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


◆ მისი სამსახიობო დებიუტი დიდ კინოში შედგა ‘Model Behavior’-ში,
სადაც მან მოდელი განასახიერა, რომელსაც მიმტანი უყვარდება.

◆ კარიერის დასაწყისში მისი შთაგონების წყარო იყო ჯანეტ ჯექსონი. ‘ის არა მხოლოდ დგას და მღერის საკუთარ სიმღერას, არამედ დარბაზს ენერგიითა და ემოციებით ავსებს.’ ჯასტინს ოცნება აუხდა და 2004 წელს ‘Super Bowl’-ის სცენაზე ჯანეტთან ერთად წარსდგა. პერფორმანსს სკანდალის გარეშე რა თქმა უნდა არ ჩაუვლია. ტიმბერლეიკმა მას გამიზნულად ზედატანი შემოახია.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


◆ ლონდონური ტურისას მან გაიცნო ჯგუფ ‘ქოლდფლეის’ სოლისტი კრის მარტინი. მათ უმალვე ჩამოუყალიბდათ ახლო ურთიერთობა, რაც
მეგობრობაში გადაიზარდა. 2003 წელს, ჯასტინმა ბენდი ‘VMA awards’-ზე წარადგინა და მათ ‘მსოფლიოში საუკეთესო ბენდი’ უწოდა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


Δ მან დაარსა ‘ჯასტინ ტიმბერლეიკის ფონდი’, რომლის მიზანია მუსიკის ხსნა და ამ კუთხით წინსვლა.

Δ მისი ჰობია სპორტული ჯერსეების შეგროვება.

Δ ხშირად უთქვამს, რომ მუსიკოს ბიორკის დიდი ფანია.

Δ მან და მისმა უახლოესმა მეგობარმა ტრეის აიალამ 2005 წელს ჩამოაყალიბეს
საკუთარი ერთობლივი ტანსაცმლის ხაზი სახელწოდებით ‘William Rast’.

Δ ჯასტინი საპატიო სტუმრების სიაში იყო მეგობრის კრისტინა აგილერას ქორწილში.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


Δ ჯასტინი 2003 წლის ‘MTV Movie awards’-ის წამყვანი იყო მსახიობ შონ უილიამ სკოტთან ერთად.

Δ 1998 წელს, საკონცერტო ტურის ფარგლებში სცენაზე მას ცერა თითი მოტყდა.

Δ 2006 წლის სექტემბერში, მისმა სიმღერამ ‘SexyBack’ ნომერ პირველი პოზიცია დაიკავა ბრიტანულ ჩარტებში. მაგრამ ამ წარმატების
მოპოვებამდე ჯასტინი პირადად რეკავდა რადიო სადგურებში და ესაუბრებოდა დირექტორებს, რათა სიმღერისთვის შანსი მიეცათ.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


◕ 2006 წელს, ევროპულ ‘ემტივის მუსიკალურ’ დაჯილდოებაზე ის გახდა ორგზის
გამარჯვებული, როგორც ‘Best Male Artist’ და ‘Best Pop’
არტისტი.

◕ ხშირად აღუნიშნავს, რომ ქანთრი მუსიკის დიდი გულშემატკივარია.

◕ ელენ დეჯენერასმა ტეილორ სვიფტს დიდი სიურპირიზი გაუკეთა პირდაპირ ეთერში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტეილორი მილიონობით ადამიანის გულის დაპყრობას ცდილობდა ის ელენმა თავის შოუში მიიწვია, სადაც მომღერალმა აღიარა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის დიდი ფანია. ელენმა კი არც მეტი არც ნაკლები ტიმბერლეიკთან შეახვედრა, რაც სვიფტისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


◕ ერთხელაც ერთ-ერთ რესტორანში მან ნახევარი ფრანგული ტოსტი დატოვა და გავიდა. იქვე მყოფმა
ოფიციანტმა ‘eBay’-ზე ჯასტინის ტოსტის ნარჩენები 1.025 დოლარად გაყიდა.

◕ 2003 წელს, ეშტონ კატჩერის პირველი მსხვერპლი გადაცემა ‘Punk'd’-ში სწორედ, რომ ტიმბერლეიკი გახდა.
კატჩერმა მას ისეთი სიურპრიზი მოუწყო, რომ მომღერალმა იტირა კიდეც.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


◕ ჯასტინი ლიბერალ დემოკრატია და ბარაკ ობამას დიდი მხარდამჭერი. მის ოჯახს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან. ტიმბერლეიკი საპატიოდ იყო მიწვეული ჯესიკა ბილთან ერთად ‘თეთრ სახლში’ გამართულ ყოველწლიურ კონცერტზე, სადაც მომღერალმა ოტის რედინგის ‘sitting on the dock of the bay’ შეასრულა და დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


⊗ ჯასტინის მფლობელობაშია სამი რესტორანი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

⊗ ის ფლობს საკუთარ ტეკილას ბრენდს სახელწოდებით ‘901’.

⊗ კარიერის განმავლობაში მას 9 გრემი აქვს აღებული.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


⊗ 2003 წელს მან ურთიერთობა გააბა ცნობილ მსახიობთან კამერონ დიასთან. 2007 წელს მათ ერთობლივად მიიღეს დაშორების გადაწყვეტილება და
დასძინეს, რომ მიუხედავად ამისა დარჩნენ მეგობრებად. 2011 წელს მათ ფილმ ‘'Bad Teacher’-ში გაუწიეს ერთმანეთს პარტნიორობა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✖ მას ნამდვილად გიჟი ფანები ჰყავს მსოფლიოს გარშემო. თუმცა, კარენ მკნეილმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. კარენი წლების განმავლობაში უთვალთვალებდა ჯასტინს და არა ერთხელ ესტუმრა მის უზარმაზარ სახლს ლოს ანჟელესში. ეს ყველაფერი შეწყდა, როდესაც ტიმბერლეიკის წარმომადგენლებმა მკაცრი ზომები მიიღეს.

✖ 3 კვირის განმავლობაში იარა გიტარის გაკვეთილებზე, მაგრამ მობეზრდა და სწავლა სახლში გააგრძელა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✂ 2011 წელს, მან ამანდა სეიფრიდთან და ოლივია უაილდთან
ერთად მონაწილეობა მიიღო კრიმინალურ დრამაში ‘In Time’.


✂ 2011 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა მეორე ფილმი ‘Friends With Benefits’, სადაც მშვენიერ მილა კუნისს
გაუწია პარტნიორობა
. მოგვიანებით, ფილმის პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ჯასტინი იყო ფილმის ამგვარი ზეწარმატების მომტანი.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✂ 2011 წელს, მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ გრემიზე გამარჯვებული სიმღერა 'Cry Me a River' დაწერა ბრიტნი
სპირსთან განშორების შემდეგ
. ურთიერთობის გაწყვეტამ იმდენად დაამწუხრა, რომ ძილის წინ ტიროდა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✍ 2010 წელს მან ენდრიუ გარფილდთან და ჯესი ეისენბერგთან ერთად მონაწილეობა მიიღო რეალურ მოვლენებზე აგებულ ფილმში
‘სოციალური ქსელი’. ფილმისთვის ჯასტინმა 17 ფუნტი დაიკლო და შეეცადა მის ნამდვილ პერსონაჟს შონ პარკერს უფრო დამსგავსებოდა.

✍ 2008 წელს მან რიანას სინგლი ‘Rehab’ დაწერა და მუსიკალურ ვიდეოშიც მიიღო მონაწილეობა ბარბადოსელ ლამაზმანთან ერთად.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


✍ დღესდღეობით ის ერთ-ერთი მოდური სელებრითია, თუმცა სულაც არ ამაყობს იმ ნაბიჯებზე, რაც წარსულში ამ თვალსაზრისით გადაუდგამს. ყველაზე სასაცილოდ მიიჩნევს 2001 წელს ‘American Music Awards’-ზე ბრიტნი სპირსთან ერთად ჯინსის მსგავსი სამოსით გამოჩენას. ‘ვფიქრობ, რომ მჭირდება სპეციალური თერაპიის კურსი, რათა ეს დავივიწყო. შესაძლოა გადავიხადო დიდი რაოდენობის თანხა, რათა ეს სურათები გავაქრო ინტერნეტიდან.’ - ტიმბერლეიკმა აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


Δ მას არაერთხელ ღიად განუცხადებია, რომ ‘დედიკოს ბიჭია’ და თითოეული ნაბიჯი,
რაც ცხოვრებაში გადაუდგამს დედამისს უპირველეს ყოვლისა სცოდნია.

Δ ჯასტინი გატაცებულია გოლფის თამაშით და მისი მწვრთნელი ცნობილი მწვრთნელი ტაიგერ ვუდსი გახლავთ.
უფრო მეტიც, ტიმბერლეიკმა და მისმა მშობლებმა შეიძინეს გოლფის კორტი მემფისში.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


Δ მისი ცნობილი სიმღერის ‘What Goes Around, Comes Around’ მუსიკალურ ვიდეოში სექსუალური სკარლეტ იოჰანსონი მონაწილეობს.
კლიპის გამოსვლის შემდეგ პრესაში ხშირად წერდნენ მათი რომანის შესახებ, თუმცა ორივე მხარემ ეს ყოველივე კატეგორიულად უარყო.

Δ ხშირად მონაწილეობს სასაცილო სკეტჩებში და კომედიურ სიმღერებში.
ბევრჯერ უთანამშრომლია ჯიმი ფელონთან, რომელიც მისი უახლოესი მეგობარია.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


♬ 2006-2012 წლებში მან მუსიკალური კარიერა გვერდზე გადადო და სამსახიობო სფეროში აქტიურად ჩაება. 2013 წელს ის კვლავ
დაუბრუნდა მუსიკას ახალი შემართებით და უახლოეს მეგობართან ჯეი-ზისთან ერთად არაერთ კოლაბორაციაში მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


☢ ხელოვნებასთან ერთად ის აქტიურადაა დაკავებული სპორტით და რეგულარულად თამაშობს კალათბურთს. არაერთხელ მიუღია მონაწილეობა საქველმოქმედო თამაშებში ცნობილ კალათბურთელებთან ერთად. ამასთან ერთად, ჯასტინი გუნდ ‘Memphis Grizzlies’-ის ერთ-ერთი მეწილეა.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


☢ პოპვარსკვლავ მადონასთან ერთად სტუდიაში თანამშრომლობისას ჯასტინი შეუძლოთ გახდა.
პოპ დივამ კი არც მეტი არც ნაკლები ვიტამინ ბ12 გაუკეთა უკანალზე, რათა სიმღერაზე მუშაობა შეფერხების გარეშე დაესრულებინათ.

☢ ლეგენდარული ელტონ ჯონის მუსიკალურ ვიდეოში ‘This Train Don’t Stop There Anymore’-ში სწორედ ჯასტინ ტიმბერლეიკი განასახიერებს
ახალგაზრდა ელტონს
. ჯასტინი ელტონის მიერ სახელდახელოდ იქნა შერჩეული, რადგან როგორც აღმოჩნდა ჯონი ტიმბერლეიკის დიდი ფანია.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


❥ 1996 წელს ახალგაზრდა ჯასტინმა ურთიერთობა გააბა მასზე გაცილებით უფროს ვარსკვლავთან ფერგისთან. მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ‘ის სულ რაღაც 16 წლის იყო, ხოლო მე კი 23. ჩვენი ურთიერთობა მანამ მიმდინარეობდა, სანამ ჯასტინი ბრიტნისთან გააბამდა რომანს.’ - განაცხადა სტეისიმ.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


❥ ❥ ❥

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


ჯასტინის ერთ-ერთი ცნობილი რომანია ურთიერთობა პოპვარსკვლავთან პრიტნი სპირსთან ერთად. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ 1993 წელს გაიცნეს, როდესაც ერთად მონაწილეობდნენ საბავშვო რეალითი შოუში ‘The New Mickey Mouse Club’. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა შედგა 1999 წელს და მიმდინარეობდა 2002 წლამდე. ჯასტინზე და ბრიტნიზე ყველა ლაპარაკობდა, მათ ურთიერთობას უკლებლივ ყველა განიხილავდა და დღევანდელ დღემდე მათი ურთიერთობა პოპულარობის თვალსაზრისით პირველობას არ თმობს.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


❤ ❤ ❤

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


2007 წელს ჯასტინმა ‘Golden Globe’-ის შემდგომ გამართულ წვეულებაზე მშვენიერი ჯესიკა ბილი გაიცნო. წყვილმა უმალვე გააბა რომანი და მათ ხშირად აფიქსირებდნენ ერთად. ტიმბერლეიკისთვის ყველაფერი უბრალო ურთიერთობით დაიწყო, თუმცა მალევე სიყვარულში გადაიზარდა. თითქმის ყველა ინტერვიუში ჯესიკაზე საუბრობდა და აღნიშნავდა თუ როგორი პიროვნებაა იგი. თუმცა, 2010 წელს მათი ურთიერთობა დროებით შეწყდა. გავრცელდა ხმები ჯასტინის ღალატის შესახებ, თუმცა ეს ყოველივე არ დადსტურდა. წყვილმა ერთმანეთისკენ მიმავალი გზები 2011 წელს კვლავ იპოვა და მას შემდეგ განუყრელნი არიან. იმავე წელს, ისინი დაინიშნენ, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში იქორწინეს. გაიმართა გრანდიოზული ქორწილი იტალიაში, რომელიც დაახლოებით 6,5 მილიონი დოლარი დაჯდა. წყვილი პირველ შვილს 2015 წელს ელოდება.

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ

7


  • guanwei თქვა:
    13 იანვარი 2015 11:09 - ID: 7,
    <a href="http://prfdsgafgs.html">reprry</a>repryhttp://prersdfgdsfgs.html<a href="http://prfdsgafgs.html">reprry</a>repryhttp://prersdfgdsfgs.html<a href="http://prfdsgafgs.html">reprry</a>repryhttp://prersdfgdsfgs.html<a href="http://prfdsgafgs.html">reprry</a>repryhttp://prersdfgdsfgs.html<a href="http://prfdsgafgs.html">reprry</a>repryhttp://prersdfgdsfgs.html

  • demetria თქვა:
    8 იანვარი 2015 12:43 - ID: 6,
    საცორებაა ჯასტინიიი love

  • Bao თქვა:
    2 იანვარი 2015 22:11 - ID: 5,
    ვგიჟდები

  • naglia თქვა:
    2 იანვარი 2015 21:16 - ID: 4,
    ვაიმე,რომ ვუყურებ სუნთქვა მეკვრის love ბავშვობიდან დღემდე მისი ფანი ვარ.

  • SaLiSa თქვა:
    1 იანვარი 2015 01:26 - ID: 3,
    ჩემი ბავშვობის სიყვარული :დ <3
    მაი ლავ <3

  • marikohope თქვა:
    1 იანვარი 2015 01:13 - ID: 2,
    მაგარი ხარ ჯუსოოო მიყვარს love winked

  • M))10 თქვა:
    31 დეკემბერი 2014 17:57 - ID: 1,
    ვგიჟდები love
    და სტატია სუპერ drunk

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top