;
8 იანვარი 2015      AnnLennon     7 კომენტარი     ნანახია 3449-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


36 წლის ჯეიმს ედუარდ ფრანკო, იგივე ჯეიმს ფრანკო დაიბადა 1978 წლის 19 აპრილს, კალიფორნიაში და გახლავთ ამერიკელი მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი, რეჟისორი და მასწავლებელი. ბავშვობიდან სურდა მსახიობობა, თუმცა სწავლობდა ინგლისურ ენასა და მათემატიკას. მან მიუხედავად წინააღმდეგობისა მაინც აიხდინა ოცნება და გახდა ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი ჰოლივუდში. ძირითადად განასახიერებს რეალურ პერსონაჟებს და მისი ერთ-ერთი სამარკო როლია ჯეიმს დინი, ფილმში ‘ჯეიმს დინი’. ფრანკო მუდამ სასურველი სტუმარია სხვადასხვა სატელევიზიო შოუებისა და 2011 წელს მან არც მეტი არც ნაკლები ოსკარის გრანდიოზული ცერემონიალი წარადგინა. ამ ყველაფერთან ერთად ის აქტიური ქველმოქმედია და თავისუფალ დროს უნივერსიტეტშიც კი კითხულობს ლექციებს. მოდით გავეცნოთ თქვენთვის უცნობ საინტერესო ფაქტებს მრავალმხრივ განათლებული მსახიობის ჯეიმს ფრანკოს შესახებ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


☛ ჯეიმს ფრანკო დაიბადა 1978 წლის 19 აპრილს, კალიფორნიაში.

☛ მისი სრული სახელია: ჯეიმს ედუარდ ფრანკო

☛ მისი ზედმეტსახელებია: ტედ, ტედი

☛ მისი სიმაღლეა: 1.80 სანტიმეტრი

☛ სამარკო ნიშანი: ფილმებში ხშირად განასახიერებს
პრობლემატურ პერსონაჟებს და ასევე რეალურ ადამიანებს.


საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


☛ ფრანკოს დედა ბეტსი ლო მწერალი და მსახიობი გახლავთ, ხოლო მამა დუგლასი კი ბიზნესმენი. ჰყავს
ორი ძმა ტომი და დეივი. დეივი აქტიურადაა ჩაბმული სამსახიობო სფეროში და ერთ-ერთი მოთხოვნადი ახალგაზრდა მსახიობია.

☛ ჯეიმსის მამა წარმოშობით პორტუგალიელი და ნახევრად შვედია, ხოლო დედა კი ებრაელი.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✖ სკოლაში წარდგენილი იყო ‘საუკეთესო ღიმილის’ მქონე მოსწავლის
კანდიდატურაზე. ღიმილი დღემდე მისი სამარკო ნიშანია.

✖ მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ სკოლის ასაკში მეგობრებთან ერთად მაღაზიებიდან სუნამოებს იპარავდა,
ხოლო შემდეგ კი ჰყიდდა. ის დააპატიმრეს კიდეც და საზოგადოებრივი საქმის შესრულება დააკისრეს.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✖ ჯეიმსმა სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღო კრეატიული წერის კონკურსზე.
მაქსიმალური ქულა 19 იყო, თუმცა მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და 62 ქულის მფლობელი გახდა.

✖ ყველაფერთან ერთად ჯეიმსი ნიჭიერი მათემატიკოსია. ის სწავლობდა
ლოკჰიდ მარტინის მათემატიკურ სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✌ ადრეული ასაკიდანვე სურდა მსახიობი გამხდარიყო, თუმცა ეშინოდა ხმამაღლა თავისი სურვილების წარმოთქმის. მან ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში და ძირითად მიმართულებად ინგლისური აირჩია, რადგან წერა მისი ჰობი იყო. თუმცა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად სწავლა შეწყვიტა და გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი.

✌ სწავლა გააგრძელა რობერტ კერნეგის სამსახიობო სკოლაში და პარალელურად მუშაობდა
მაკდონალდში
, სადაც ხვეწდა სხვადასხვა აქცენტებს, რაც მოგვიანებით დიდ კინოში ძალიან დაეხმარა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✂ 2002 წელს მან ქასთინგი გაიარა ფილმ ‘სპაიდერ-მენში’ პიტერ პარკერის როლისთვის,
თუმცა საბოლოოდ პიტერის როლი ტობი მაგუაიერს ხვდა წილად, ხოლო ჯეიმსმა კი ჰარი ოსბორნი განასახიერა.

✂ მისი საუკეთესო მეგობარია ტობი მაგუაიერი, რომელიც ფილმ ‘სპაიდერ მენის’ გადასაღებ
მოედანზე გაიცნო. ჯეიმსი თავისუფალ დროს ტობის ქალიშვილთან ერთად ატარებს და ძიძის როლს ხშირად ირგებს.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


★ 2008, წელს ბრენდ ‘გუჩის’ ახალი სუნამოს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

★ 2009 წელს ჟურნალ ‘Premiere’-ის მიერ ‘The 40 Most
Handsome Hollywood Men’-ის
სიაში პირველ ადგილზე დასახელდა.

★ 2009 წელს, Salon.com-მა ფრანკოს მიანიჭა ‘Sexiest Man Living’-ის წოდება.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


★ თავისუფალ დროს მუდამ ხატავს. მისი რამოდენიმე ნამუშევარი ‘გლუ’-ს გალერეაში
ლოს ანჟელესშია წარდგენილი. ცნობილმა მსახიობმა შერონ სტოუნმა ფრანკოს არაერთი ნახატი შეიძინა.

★ თავისუფალ დროს ის ხშირად სხვადასხვა უნივერსიტეტს
სტუმრობს და სტუდენტებს სამსახიობო გაკვეთილებს უტარებს.


საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


Δ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო მოწევისა, თუმცა მოწევა დაიწყო 2001 წელს ჯეიმს დინის
როლის მორგების პროცესში
. თუმცა, გადაღებების დასრულების შემდეგ მალევე ჩვეულ ცხოვრების სტილს დაუბრუნდა.

Δ ჯეიმს დინის როლისთვის მან გიტარაზე დაკვრა და მოტოციკლეტის ფლობა ისწავლა. ამასთანავე,
3 თვის განმავლობაში ურთიერთობა გაწყვიტა ოჯახთან და მეგობარ გოგონასთანაც კი, რათა უკეთ შეეგრძნო ჯეიმს დინის მარტოობა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


Δ ლეგენდარული ჯეიმს დინის როლზე თავდაპირველად ლეონარდო დიკაპრიო მოიაზრებოდა, თუმცა
ლეომ უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე, ხოლო ფრანკო კი შემდგომ საუკეთესო კანდიდატურად დასახელდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


● 2011 წელს, ფრანკომ ცნობილი ბენდის ‘R.E.M.’-ის ორი მუსიკალური
ვიდეოს "Blue" და ‘That Someone Is You’-ს რეჟისორად
მოგვევლინა.

● 2006 წელს, ფრანკომ მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Flyboys’, რისთვისაც მას საპილოტო
ლიცენზიის აღება მოუხდა
. მან გამოცდა წარმატებით ჩააბარა და შემდგომ როლზე გააგრძელა მუშაობა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


☢ მას შემდეგ, რაც ფრანკომ ჯეიმს დინი განასახიერა და ჰოლივუდი მოხიბლა, ემოციების გარეშე ლეგენდარული რობერტ დე ნიროც კი არ დარჩენილა. 2002 წელს, მან პირადად შეარჩინა ჯეიმსი ფილმისთვის ‘City by the Sea’, რათა მას ნარკოტიკებზე დამოკიდებული გმირი განესახიერებინა. როლის უკეთ მოსარგებად ფრანკო რამოდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


☢ ის ფლობს კომპანიას ‘Rabbit Bandini Productions’ მეგობართან ვინს ჯოლივეტესთან ერთად.

☢ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია მილა კუნისი, რომელთანაც ოთხ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ‘Oz The Great and Powerful’, სადაც ცირკის ილუზიონისტი განასახიერა. როლის უკეთ მოსარგებად საცირკო ნომრებისთვის ემზადებოდა ილიზიონისტ ლენს ბარტონთან.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


☢ მიუხედავად იმისა, რომ ებრაული ტრადიციებით ნაკლებად იზრდებოდა საკუთარ თავს ებრაელად მიიჩნევს და ამაყობს, რომ ბევრი ებრაელი მეგობარი ჰყავს. კითხვაზე სჯერა თუ არა ღმერთის, ფიქრობს, რომ დარწმუნებული არაა, თუმცა აღიარებს, რომ რაღაც დიდი და არაამქვეყნიური ქმნილება მართლა არსებობს.

☢ გადასაღებ მოედანზე ხშირად საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს, რადგან ძირითადად რეალური ადამიანების განსახიერება უწევს.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✍ მან ქველმოქმედების მიზნით უმასპინძლა ‘ჯეიმს ფრანკოს საღამოს’ ვაშინგტონში, რომლის
მიზანი იყო სტუდენტების ხსნა ყოველგვარი საშიშროებისგან და მათი მიზნების მაქსიმალურად სისრულეში მოყვანა.

✍ 2006 წელს მან მონაწილეობა მიიღო ისტორიულ ფილმში ‘ტრისტანი და იზოლდა’.
ტრისტანის როლზე მზადების პროცესში მან შეისწავლა ხმლის გამოყენება და ცხენზე ჯირითი.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✍ მისი სამომავლო გეგმაა მსურველებს ასწავლოს
კრეატიული წერა და ასევე დაწეროს საბავშვო წიგნი.


✍ მან დაწერა წიგნი სახელწოდებით ‘პალო ალტო’,
რომელიც კალიფორნიის ქალაქის სახელწოდებაა
, სადაც ჯეიმსი იზრდებოდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


♒ ის ფლობს საკუთარ ვარსკვლავს ჰოლივუდში ცნობილ ვასრსკვლავთა ქუჩაზე.

♒ მას არ უყვარს ძილი და თვლის, რომ ძილი დროის უაზროდ ხარჯვაა.

ღამღამობით ჯეიმს ხშირად იხილავთ ლეპტოპთან წერის პროცესში.
♒ ფრანკო არასოდეს ატარებს საათს.

♒ ფრანკომ ცნობილ სატელევიზიო შოუს
‘Saturday Night live’-ს ორჯერ
უმასპინძლა 2008 და 2009 წლებში.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


☢ ფრანკო საქველმოქმედო ფონდის ‘The Art of Elysium’-ის აქტიური მხარდამჭერია და ხშირად დაჯილდოებულა
ფონდის მიერ, როგორც ერთ-ერთი ქველმოქმედი სელებრითი. ფონდის პროექტებში მასთან ერთად ემბერ ჰარდიც ხშირად იღებს მონაწილეობას.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


♥ მიუხედავად ჭორებისა მუსიკოსი ლანა დელ რეი და ჯეიმსი მხოლოდ და მხოლოდ ახლო მეგობრები არიან. ჯეიმსმა კატეგორიულად უარყო ხმები მათი ინტიმური კავშირისა და დასძნა, რომ ის ლანას რეპერტუარის დიდი ფანია და სიამოვნებით ექნებოდა სექსი მის სიმღერებთა, თუმცა თავად დელ რეისთან არასოდეს, რადგან მათ პლატონური სიყვარული აკავშირებთ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


❥ 2007 წელს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ლინდსი ლოანი მოხიბლული იყო ჯეიმსით და ძალღონეს არ იშურებდა იმისთვის, რათა მისი გული მოერგო. ამბობდნენ იმასაც, რომ ლინდსი მას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა, თუმცა ფრანკომ ყველანაირი მცდელობა უარყო.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


★ 2010 წელს, მან განასახიერა არონ რელსტონი ფილმში ‘127 საათი’ და ოსკარზე ნომინაციაც დამსახურებულად მოიპოვა. ის 24 საათის
განმავლობაში უყურებდა რელსტონის მიერ გადაღებულ ვიდეობს, რომლებიც უბედური შემთხვევის შემდეგ კანიონში ყოფნისას აღბეჭდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


★ 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო კომედიური ჟანრის ფილმში ‘Pineapple Express’ სეტ როჯენთან ერთად, რომელსაც ეკუთვნის ფილმის სცენარიც. თავდაპირველად, სეტმა სოლ სილვერის როლი თავისთვის დაწერა მანამ, სანამ აღმოაჩინა, რომ ჯეიმს ფრანკოს იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონია და უკეთ მოახერხებდა სოლის როლი განესახიერებინა.

★ 2014 წელს, სეტი და ფრანკო კვლავ დაწყვილდნენ ფილმისთვის ‘ინტერვიუ’, რომელიც 2014 წლის ერთ-ერთი
პოპულარული პროექტია. ფილმს არც მეტი არც ნაკლები ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც უჭერს მხარს.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


✄ 2012 წელს, მან ფილმში ‘Spring Breakers’ პარტნიორობა გაუწია სელენა გომესს, ეშლი ბენსონსა და ვანესა ჰაჯენსს. გადაღებების დასრულების შემდეგ ფრანკოსა და ეშლის ხშირად აფიქსირებდნენ ერთად და წერდნენ მათი შესაძლო რომანის შესახებ, თუმცა ხმები არ დადასტურდა და ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


❥ 2008 წელს ფრანკომ რომანტიკული კომედიის ‘კამილას’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო სიენა მილერი, რომელთანაც მცირეხნიანი
რომანიც გააბა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ყველაფერს უარყოფდნენ წყვილს გადასაღები მოედნის გარეთაც ხშირად აფიქსირებდნენ ერთად.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


❥ 2011 წელს, ჯეიმს ფრანკო მსახიობ ენ ჰეტევეისთან ერთად ოსკარის ცერემონიალის წამყვანად მოგვევლინა და მიუხედავად კრიტიკისა ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. ენი და ჯეიმსი დიდიხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ დღისთვის და ჩამოუყალიბდათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა. ჯეიმსმა ერთ-ერთი ინტევიუში აღიარა, რომ ოსკარის დასრულების შემდეგ ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მათი კავშირი მალევე დასრულდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


❤ დღესდღეობით 36 წლის ფრანკო ხვდება არც თუ ისე ცნობილ 27 წლის მოდელს ერინ ჯონსონს, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე
გაიცნო. წყვილს ხშირად აფიქსირებენ ერთად და უახლოეს მეგობრებზე დაყრდნობით მათ საკმაოდ სტაბილური და სერიოზული ურთიერთობა აქვთ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს ფრანკოს შესახებ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • Ggvantsa თქვა:
    10 იანვარი 2015 02:58 - ID: 7,
    ეს გელფრენდი როდისღა ააგდო მე მარტო მეგონა :)) ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს მართლა საერთოდ winked

  • jamesana თქვა:
    9 იანვარი 2015 23:33 - ID: 6,
    მიყვარსსსსსსსსსსსსს!!!!! love love

  • demetria თქვა:
    8 იანვარი 2015 19:50 - ID: 5,
    უდაოდ ნიჭიერიი და ქარიზმატული ფრანკო love

  • marikohope თქვა:
    8 იანვარი 2015 18:18 - ID: 4,
    საოცრად განათლებული და ნიჭიერია.ძაან მაგარი მსახიობია love winked

  • GLao თქვა:
    8 იანვარი 2015 16:57 - ID: 3,
    მაგარი კაცია

  • nini:)(: თქვა:
    8 იანვარი 2015 16:02 - ID: 2,
    რა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი ყოფილაა, არ ვიცოდი ესეთი მრავალმხრივად განვითარებული უნარები თუ ჰქონდა... მარამ მე არ მომწონს მისი გარეგნობა:/

  • R.W თქვა:
    8 იანვარი 2015 15:20 - ID: 1,
    როგორ მიყვარს love love love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top