;
13 იანვარი 2015      AnnLennon     4 კომენტარი     ნანახია 2079-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

ნიკოლას ჰოლტი გახლავთ 25 წლის ბრიტანელი მსახიობი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1989 წლის 7 დეკემბერს, ბერკშირში. აღმოაჩინა ბრიტანელმა რეჟისორმა 3 წლის ასაკში, შესაბამისად მისი სამსახიობო კარიერა საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. მონაწილეობა სატელევიზიო შოუებსა და თეატრალურ დადგემბში. პატარა ნიკოლასი საზოგადოებამ გაიცნო ფილმით ‘About a Boy’, ხოლო შემდგომ უკვე თინეიჯერობის ასაკში სუპერპოპარული ახალგაზრდული სერიალით ‘Skins’. დღესდღეობით, ნიკოლასი აქტიურად თანამშრომლობს ჰოლივუდთან და მისი კარიერა აღმასვლისკენ მიემართება. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის ნიკოლას კარადოკ ჰოლტის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

★ ★ ★
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

.............
✖ ნიკოლას ჰოლტი დაიბადა 1989 წლის 7 დეკემბერს, ბერკშირში, ინგლისში.

✖ მისი სრული სახელია: ნიკოლას კარადოკ ჰოლტი

✖ მისი ზედმეტსახელია უბრალოდ ნიკი.

✖ მისი სიმაღლეა: 1.90 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

..........
✖ დედამისი გლენის ჰოლტი ფორტეპიანოს პედაგოგი გახლავთ, ხოლო მამა როჯერ ჰოლტი
კი პილოტი
. ჰყავს სამი დედმამისშვილი: კლარისა, ჯეიმსი და როზი, რომლებთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

......
☞ ის აღმოჩენილ იქნა 3 წლის ასაკში ბრიტანელი რეჟისორის მიერ.

☞ ის ესწრებოდა სილვია იანგის პრესტიჟულ თეატრალურ სკოლას, ლონდონში.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

........
☞ როდესაც პატარა იყო მონაწილეობა უნდა მიეღო ეონ კოლფერის ფილმში ‘Artemis Fowl’, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო
ფილმის გადაღება დროებით შეჩერდა. შემდგომ ნიკოლასი გაიზარდა და როლისთვის შესაფერისი კანდიდატი არ იყო. საბოლოოდ, პროექტი ჩავარდა და ყველამ ხელი ჩაიქნია.

☞ მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ‘About a Boy’ მისი პირველი სერიოზული როლი იყო,
მანამდე არაერთ ფილმში და თეატრალურ დადგმაში მიუღია მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

........
✖ 2002 წელს, ფილმ ‘About a Boy’-ის ქასთინგზე პატარა ნიკოლასი სკოლის უნიფორმით უნდა გამოცხადებულიყო, თუცა საუბედუროდ ფეხსაცმელები დაავიწყდა. ის მიუახლოვდა ფილმის პროდიუსერებს და უთხრა, რომ ფეხსაცმელებს დედას გამოართმევდა და შეღებავდა მათ.

'About a Boy’-ის გადაღებების დასრულების შემდეგ ფილმის
რეჟისორმა კრის უეიტზმა ნიკოლასს თავისი პერსონაჟის PlayStation-ი უსახსოვრა.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

.........
‘About a Boy’-ში აღებული ჰონორარით მან ველოსიპედი შეიძინა.

✖ ‘About a Boy’-ში მან პარტნიორობა ჰიუ გრანტს გაუწია.
მათ დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა და ხშირი კონტაქტი აქვთ.

✖ ხშირად აღუნიშნავს, რომ ჰიუ გრანტი მისთვის მისაბაძი მაგალითია.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

.....
☢ ერთხელაც გადასაღებ მოედანზე რეკლამის გადაღებისას მას შემთხვევით ავტობუსი დაეჯახა,
თუმცა ნიკოლასი მხოლოდ და მხოლოდ თავზე პატარა ნაკაწრით გამოძვრა მდგომარეობიდან.

☢ ფილმ ‘Wah-Wah’-ის გადაღებების დასრულების შემდეგ რეჟისორმა გაბრიელ
ბარნმა მას საათი
აჩუქა. ნიკოლასმა საათზე საკუთარი ინიციალები ამოტვიფრა.

☢ ნიკოლასის საყვარელი სპორტის სახეობაა კალათბურთი და ხშირად თამაშობს თავისუფალ დროს.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

........
☢ თავისუფალ დროს ნიკი ძირითადად ქველმოქმედებას უთმობს. გაწევრიანებულია არაერთ საქველმოქმედო
ორგანიზაციაში. განსაკუთრებით მხარს უჭერს და თანამშრომლობს ‘Teenage Cancer Trust’-ის ფონდთან.

☢ 2010 წელს ის გახდა ტომ ფორდის სათვალეების სახე და
ბრენდის არაერთ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

........
✄ 2007 წელს მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ პოპულარულ და ნახვად ბრიტანულ ახალგაზრდულ სერიალში ‘Skins’. მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა წარმატებული და მომგებიანი ნაბიჯი იყო, თუმცა ხშირად უფიქრია მსახიობობისთვის თავი დაენებებინა მოზღვავებული და ზედმეტი ყურადღების გამო, რომელსაც ქუჩაში გამოსვლისას იწვევდა. ‘ვფიქრობდი, რომ ვიყავი ცხოველი, რომელიც ზოპარკში გალიაში იყო გამომწყვდეული, რადგან არ შემეძლო ქუჩაში თავისუფლად გავლა.’

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

..........
✄ 2011 წელს ნიკოლასი შეუერთდა ‘X-men: First Class’-ის ქასთის წევრებს. ბისთის როლისთვის მზადებისას ის აქტიურად უყურებდა კისლი
გრამერის პერფორმანსს 2006 წელს გადაღებულ ‘იქს-მენში.’ ჰოლტი ასევე დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს, რათა როლი უკეთ მოერგო.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

......
✄ 2013 წელს მან მსახიობ ტერეზა პალმერთან ერთად მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ კომედიაში ‘თბილი სხეულები’, სადაც ვამპირი
განასახიერა. გადაღებების დაწყებამდე ის აქტიურად ვარჯიშობდა თითოეულ მოძრაობაზე, რათა მისი პერფორმანსი დამაჯერებელი ყოფილიყო.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

............
✌ ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოჰამად ალის პოსტერის ქვეშ სძინავს, რომელზეც ალის სიტყვები წერია:
"I know where I'm going and don't have to be what you want me to be: I'm free to be what I want."

✌ მსახიობობასთან ერთად ჰოლტს კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს. მან იმღერა ფილმში
‘About a Boy’,
ხოლო შემდგომ კი სერიალში ‘Skins’. ამასთან ერთად უკრავს ტრომბონზე.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

........
♦ მისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო მომენტი ცხოვრებაში იყო ქასთინგი პრინც კასპიანის როლისთვის ფილმში ‘The Chronicles of Narnia’.
მას სთხოვეს ჰისპანიკური აქცენტით ელაპარაკა, ნაცვლად ამისა ნიკოლასი იხსენებს, რომ ანტონიო ბანდერასის აქცენტით ალაპარაკდა.

♦ 2013 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა კიდევ ერთი ფილმი ‘JackThe Giant Slayer’. ფილმის რეჟისორის ბრაიან
სინგერის ერთადერთი კანდიდატი ჯეკის როლის განსახიერებისთვის სწორედ ნიკოლასი იყო.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

.....
♦ 2009 წელს მან სტუდენტი კენი განასახიერა ფილმში ‘A Single Man’ და
‘BAFTA’-ს
დაჯილდოებაზე ‘Rising Star’-ის ნომინაციაზეც მოხვდა.

♦ ის ნამდვილად უშიშარი ადამიანია, რადგან ხშირად განუსახიერებია
გეი პერსონაჟები
და არ შეუშინებია საზოგადოების რეაქციას.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

........
❥ 2010 წელს ნიკოლასი ხვდებოდა ამერიკელ მსახიობს ვიქტორია ჯასტისს. წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ ერთად, თუმცა არც ერთი მხარე კონკრეტულად არ ადასტურებდა ხმებს მათი ერთად ყოფნის შესახებ. ისინი რამოდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ დროსი უქონლობის და გადატვირთული გრაფიკის გამო მათი გზები გაიყარა.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

......
♥ ♥ ♥

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

2010 წელს ‘იქს-მენის’ გადასაღებ მოედანზე ნიკოლასმა გაიცნო მშვენიერი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი. წყვილმა მალევე დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა 2013 წელს ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო 6თვის შემდეგ კი კვლავ შერიგდნენ. წყვილი ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა 2014 წელს მათ საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობა, მაგრამ როგორც თავად ამბობენ კარგ მეგობრებად დარჩნენ.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

.............
❥ 2014 წელს, ლოურენსთან განშორების შემდეგ აქტიურად წერდნენ ჰოლტისა და კრისტენ სტუარტის რომანის შესახებ მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა არა ერთხელ დააფიქსირეს ერთად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ისინი საერთო ფილმზე ‘Equal’-ზე მუშაობდნენ და მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ.

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნიკოლას ჰოლტის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

4

  • marikohope თქვა:
    13 იანვარი 2015 21:06 - ID: 4,
    wow very sexy boy love winked

  • natianatia თქვა:
    13 იანვარი 2015 19:58 - ID: 3,
    კარგი ბიჭია love

  • Ggvantsa თქვა:
    13 იანვარი 2015 18:46 - ID: 2,
    დებილი ლოურენსი დაშორდა ამ ბიჭს და აეტორღიალა კრის მარტინს, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია და უბრალოდ კრის-გვინეტის სათამაშოა ზალიან რო არ მოიწყინონ

  • Ruska თქვა:
    13 იანვარი 2015 17:24 - ID: 1,
    ძაან სიმპათიურია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top