1 February 2015      slimshady     Views 5 445    
Category: Stars

ფეხმძიმობის გამოცხადებიდან დაწყებული,დაბადების დღის მილოცვითა თუ უბრალო სელფის გამოქვეყნებით,სელებრითები ინსტაგრამს თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.გადახედეთ,თუ რა ხდებოდა ვარსკვლავთა ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში : ვინ იყო შვებულებაში,ვინ მოგზაურობდა პარიზში და ვინ წავიდა მეგობრებთან ლაშქრობაზე სტატიაში!

_______________________________________________________________________________


31 იანვარს პოპ მომღერალს - ჯასტინ ტიმბერლეიკს, 34 წელი შეუსრულდა.ინსტაგრამზე მან სელებრითებისგან მოლოცვების საპასუხოდ გამოაქვეყნა ფოტო,რომელზეც ის თავის 32 წლის ორსულ მეუღლეს - ჯესიკა ბილს მუცელზე კოცნის.ჯესიკას ორსულობის შესახებ ჭორები მთელი დეკემბრის განმავლობაში ვრცელდებოდა,როდესაც ის რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოებაში დიდი მუცლით,თუმცა წყვილს ოფიციალური კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.ჯასტინმა ფოტოს წააწერა :

"დიდი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვებისთვის!წელს მე მივიღებ საუკეთესო საჩუქარს ჩემს ცხოვრებაში.ერთი სული მაქვს..."

მან ისიც დაამატა,რომ ბავშვის სქესი ჯერ დადგენილი არ არის და თვითონაც არ იციან არაფერი და სურათს ტეგი #BoyOrGirl დაურთო.ჯასტინი და ჯესიკა 2012 წელს დაქორწინდნენ და მათთვის ეს პირველი შვილი იქნება.


უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან


ტეილორ სვიფტმა ამ Throwback Thursday ფოტოთი მიულოცა ჯასტინს 34 წლის შესრულება და გაიხსენა თავისი 25 წლის დაბადების დღის წვეულება,რომელსაც ჯასტინი,ბიონსე და ჯეიზიც ესწრებოდნენ სხვა ისეთ სტუმრებთან ერთად,როგორებიც არიან სემ სმიტი,კარლი კლოსი,სელენა გომეზი,ნიკ ჯონასი,ანზელ ელგორტი... ტეილორმა სურათს შემდეგი წარწერა დაურთო : "გილოცავ ჯასტინ,დიდი მადლობა შენი მუსიკისთვის,იუმორისთვის,ცეკვისთვის და ამ სელფისთვის!"



უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

უილოუ სმიტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია მითქმა-მოთქმა მედიაში თავისი ახალი,სკანდალური,"შიშველი" ფოტოთი. 2014 წელს უილ სმიტის უმცროსმა ქალიშვილმა გაავრცელა თავისი და "ჰანა მონტანას" მსახიობის მოისეს არიასის ფოტო საწოლში,რომელზეც 14 წლის გოგონას დედამ-ჯადა პინკეტ-სმიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა : "იმ ფოტოში და იმ სიტუაციაში არაფერი ინტიმური არ იყო.თქვენ რაღაცებს თხზავთ და ჩუმი პედოფილებივით იქცევით.ნუ აბინძურებთ იმას,რაც ჭუჭყიანი არ არის!". ახლახან კი უილოუმ კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფოტო გააზიარა,სადაც მას აცვია მაისური შიშველი ქალის გამოსახულებით,ფოტოს კი ტეგით #freethenipple დაურთო : "როდის გახდა ქალის სხეული დასამალი?"

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უილოუს ფოტო 2014 წლიდან


ბიონსეს მეორე ბავშვზე ორსულობის შესახებ დიდი ხანია ხმები დადიოდა,ეს კი უფრო მეტად იმან გაამძაფრა,რომ 33 წლის პოპ დივამ ინსტაგრამზე ორაზროვანი ფოტო გამოაქვეყნა.ფოტოზე ბიონსე ქვიშაშია დამარხული,ქვიშაში კი ქალის მკერდისა და დიდი მუცლის ფორმებია გამოყვანილი,სავარაუდოდ მისი 3 წლის შვილის-ბლუ აივის მიერ,რომელიც ფოტოს მარჯვენა კუთხეში შეგვიძლია ვიპოვოთ,ვარდისფერ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი.ფეხმძიმობის შესახებ ჭორები მაშინ დაიწყო,როდესაც ჯეი ზიმ ერთ-ერთი კონცერტისას სიმღერის "Beach Is Better"-ის ტექსტი შეცვალა და წაიღიღინა :"Cause she pregnant with another one".წყვილმა მოგვიანებით არავითარი კომენტარი არ გააკეთა.ბიონსე ოჯახთან ერთად ფოტოს გამოქვეყნების დროს კამბოჯაში იმყოფებოდა.

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან


28 წლის მსახიობი ლინდსი ლოჰანი ამჟამად თავს ცუდად გრძნობს,ის გასულ თვეს ბორა ბორაზე შვებულების დროს უკურნებელი ვირუსული ავადმყოფობით - ჩიკანგანიათი დაავადდა,რომელიც სახსრების ტკივილსა და სიცხეებს იწვევს და გადაეცემა კოღოს ნაკბენით.ახლახანს კი ლინდსიმ ინსტაგრამით დაგვარწმუნა,რომ მიუხედავად ყველაფრისა,ის თავს მაინც უვლიდა და შესანიშნავ ფორმაში იყო,წარწერით : "#mycalvins are helping me fight off my chikungunya hehe".თუმცა ფოტო ფანების უმრავლესობამ არა რეალურად და დაფოტოშოპებულად მიიჩნია.

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

მსახიობმა ემა რობერტსმა ინსტაგრამის საშუალებით მიულოცა თავის საქმროს - "ამერიკული საშინელებათა ისტორიის" ვარსკვლავს - ევან პიტერსს 28 წლის შესრულება,წარწერით : "Happy Birthday to the coolest guy I know". ემა და ევანი საერთო ფილმის Adult World-ის გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს და სხვა პროექტებზე განაგრძეს მუშაობა.2013 წელს ისინი დაინიშნენ უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდით,თუმცა ნიშნობა სულ რამდენიმე თვეში ჩაიშალა,როდესაც წყვილს მონრეალის სასტუმროში ჩხუბი მოუვიდა.მონრეალის პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა,რაც მეზობლებს ყვირილის ხმები შემოესმათ.პოლიციამ ემა რობერტსი დააპატიმრა,რადგანაც ევანს ფიზიკური ტრამვის ნიშნები ჰქონდა.მოგვიანებით ემა გაანთავისუფლეს,ახლა კი ის ამ ფოტოთი აშკარად აცხადებს,რომ წყვილი კვლავ ერთად არის და მათ დაბრკოლებების გადალახვა შეუძლიათ.

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან


კაილი ჯენერის Throwback Thrusday ფორო,რომელშიც პატარა კაილი და კენდალი ჩანან მამასთან - ბრუს ჯენერთან ერთად საწოლში

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

კარდაშიანების ოჯახური ყრილობა კიმის ინსტაგრამზე წარწერით : "ოჯახი პირველ ადგილზეა"

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

ლენა დანჰემი და ნორმან რიდუსი ლენას ინსტაგრამიდან,რომელიც მინიშნებაა მათი საერთო პროექტისა.ლენამ ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა : "ბევრი ფული დაიხარჯა იმისთვის,რომ ასე ცუდად გამოვიყურებოდე"

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

ჯასტინ ბიბერი მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე,მათ შორის იყო მოდელი -კენდალ ჯენერი

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

მინდი კეილინგისთვის კი მოდა თოვლში და სიცივეშიც კი მნიშვნელოვანია

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

კარა დელავინის ფოტოები მისი ინსტაგრამიდან:

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

ლეიტონ მისტერი პარიზში კატას გადააწყდა

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

ჯენიფერ ლოპეზი საკუთარ მანქანაში პროფესიონალურ მაკიაჟს გვიჩვენებს.

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

ზაკ ბრაფი და დონალდ ფეისონი ზაკის სახლში მარტინ ლუთერ კინგის დღეს ისვენებენ

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

ტეილორ სვიფტი მაუიზე ისვენებს მეგობრებთან - დებ ჰეიმებთან ერთად

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

მაილი საირუსი ლაშქრობაზე მამასთან - ბილი რეი საირუსთან,დედასთან- ტიშ საირუსთან და დასთან-ნოასთან ერთად.

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან

_______________________________________________________________________________

უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
ჯეიმს ფრანკო
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
კაილი ჯენერი
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
სელენა გომეზი
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
კიმ კარდაშიანი
უახლესი ფოტოები ვარსკვლავების ინსტაგრამებიდან
დემი ლოვატო

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top