;
6 თებერვალი 2015      AnnLennon     11 კომენტარი     ნანახია 4000-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

ჯენიფერ ლინ ლოპესი ცნობილი, როგორც ჯენიფერ ლოპესი, უფრო მარტივად კი ჯეი ლო გახლავთ წარმოშობით ლათინო ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი. მან მოხსნა ყველანაირი რეკორდი, რაც ლათინოსს შეეძლო და დაამსხვრია სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ლათინური ფესვების მქონე ადამიანისთვის ჰოლივუდის კარები დაკეტილია. ლოპესს ხშირად უწოდებენ ჩვენი დროის ლეგენდას არა ერთი მიზეზის გამო. ფილმებში მონაწილეობის გარდა მას გამოცემული აქვს არაერთი სტუდიური ალბომი, ფლობს საკუთარ ტანსაცმლის ხაზს, სუნამოსა და რესტორნებს. ამასთანავე, გახლავთ გულუხვი ქველმოქმედი და ‘ლგბტ’ საზოგადოების ერთ-ერთი მხარდამჭერი. მოდით გავიგოთ გაცილებით ყველასთვის კარგად ცნობილი ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების და კარიერის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

..........
✖ ჯენიფერ ლოპესი დაიბადა 1969 წლის 24 ივლისს, ბრონქსში, ნიუ-იორკში.

✖ მისი სრული სახელია: ჯენიფერ ლინ ლოპესი

✖ მისი ზედმეტსახელებია: ჯეი ლო, ლა ლოპეს, ლოლა, Jenny from the Block

✖ მისი სიმაღლეა: 1.64 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.............
✖ მისი მშობლები გუადალუპე როდრიგესი და დევიდ ლოპესი პუერტო რიკოდან არიან. ჰყავს უფროსი და ლესლი და უმცროსი და ლინდა, რომელიც ჟურნალისტია. მამამისი მუშაობდა სადაზღვეო კომპანიის დაცვად მანამ, სანამ კომპიუტერების სპეციალისტი არ გახდებოდა, ხოლო დედა კი ძირითადად დიასახლისობდა.

✖ ოჯახი საკმაოდ პატარა ბინაში ცხოვრობდა, ხოლო როცა ჯენიფერი დაიბადა მათ თავს
უფლება მისცეს ორსართულიანი სახლი
დაექირავებინათ, რაც მათთვის დიდი ფუფუნება იყო.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.........
☞ 5 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე სიარული. დებთან
ერთად ხშირად მართავდა კონცერტებს ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის.

☞ სკოლაში აკადემიურ განათლებაზე უფრო ის გიმნასტიკითა და სპორტით
იყო დაკავებული და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეჯიბრებში.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

..........
☞ მისი დებიუტი კინოში შედგა 1986 წელს ფილმში ‘ჩემი პატარა გოგონა’, სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა. ქასთინგზე მივიდა სრულიად შემთხვევით, როდესაც გაიგო, რომ ფილმისთვის გოგონებს ეძებდნენ. სწორედ აქედან გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო დიდი კინოსვარსკვლავი, თუმცა მშობლები ეუბნებოდნენ, რომ ლათინოსს არანაირი შანსი არ ჰქონდა ამისა.

☞ მიუხედავად წინააღმდეგობისა, ლოპესი საცხოვრებლად გადავიდა მანჰეტენზე და დაიწყო სხვადასხვა შოუებში მონაწილეობა,
მიუზიკლებში, დადგმებში. შემდგომ კი გაემგზავრა იაპონიაში, სადაც ცეკვავდა, მღეროდა და ქორეოგრაფიც იყო.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

...........
★ კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა ჯანეტ ჯექსონთან. მონაწილეობდა
მის მუსიკალურ ვიდეოებში და დაყვებოდა საკონცერტო ტურებში.

★ სპორტდარბაზში ვარჯიშისას მას ეძახდნენ ‘გიტარას’ სხეულის ფორმის გამო.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

........
★ 2001 წელს გახდა ‘FHM’-ის 100 სექსუალურ
ქალს შორის პირველი ადგილის
მფლობელი.

★ 2001 წელს, ჟურნალმა ‘ე!’-მ დაასახელა ‘Top 20 Entertainers’ შორის.

★ 2001 წელს, ბრიტანულმა სელებრითურმა ჟურნალმა მას მიანიჭა
პირველი ადგილი ‘საუკეთესო სხეულის’
კატეგორიაში.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

........
☢ მსახიობობამდე და მომღერლობამდე ის მუშაობდა
საადვოკატო ბიუროში და სურდა გამხდარიყო ადვოკატი.

☢ ის ფლობს კუბურ რესტორანს სახელად ‘დედა’ პასადენაში, კალიფორნიაში.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.........
☢ ჯენიფერ არ ეწევა და არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს.

უჭირს ესპანურად საუბარი მიუხედავად იმისა,
რომ გაიზარდა პუერტო რიკოელ მშობლებთან ერთად.

☢ 2005 წელს მას სერიოზული პრობლემები შეექმნა, როდესაც ‘PETA’-ს წარმომადგენლები აუჯანყდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში,
რომ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის წარმოებისთვის გადაჭარბებული რაოდენობით იყენებდნენ ცხოველის ბეწვს და კლავდნენ მათ.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

...........
Δ ის იყო ერთ-ერთი დამსახურებული სტუმარი ტომ
კრუზისა და ქეითი ჰოლმსის ქორწილში,
იტალიაში.

Δ 2008 წელს მან საკუთარ 4 თვის ტყუპებთან ერთად იპოზიორა
‘People’-თვის. ჟურნალმა ლოპესს 6 მილიონი
დოლარი გადაუხადა.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

............
Δ მისი ფავორიტი ჟანრია რომანტიკული კომედია, ხოლო ფავორიტი ფილმი კი ‘როცა ჰარი შეხვდა სალის’.

Δ ის ‘LGBT’ საზოგადოების აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ გამოსულა სიტყვით მათ სასარგებლოდ.

Δ მისი უახლოესი მეგობრები არიან ლეა რემინი და უილიამ ლევი.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

............
◕ 2005 წელს ‘Monster-in-Law’-ში განსახიერებული როლისთვის მას გადაუხადეს 15 მილიონი
დოლარი. ამ ჰონორარით ის გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლათინო ამერიკელი, ჰოლივუდში.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.........
◕ 1997 წელს ჯეი ლოს მონაწილეობით გამოვიდა სათავგადასავლო/საშინელებათა ჟანრის
ფილმი ‘ანაკონდა’
, სადაც მან თავგადასავლების მაძიებელი პერსონაჟი განასახიერა.

◕ დღესდღეობით, ჯენიფერი გახლავთ მუსიკალური
კონკურსის ‘American Idol ‘-ის ერთ-ერთი ჟიურის
წევრი.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

..........
◕ მას უყვარს საკუთარ თავზე ხუმრობა და არასოდეს არ ამბობს უარს სხვადასხვა სკეტჩებში მონაწილეობაზე. მისი
ერთ-ერთი ცნობილი სკეტჩია ელენ დეჯენერასის მიერ მოფიქრებული, როდესაც ჯეი-ლო ორ პიროვნებას ინტერვიუზე იბარებს.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.........
✄ 1997 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი ‘სელენა’, სადაც მან
ლეგენდარული ლათინო მომღერალი სელენა განასახიერა და ეს იყო პირველი წამყვანი როლი მის კარიერაში.

✄ როლზე მზადებისას ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა
სელენას ოჯახთან ერთად
, რათა მისი პიროვნება უკეთ გაეთავისებინა.

✄ თავდაპირველად, სელენას როლზე განიხილებოდა სელმა ჰაიეკი, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან არ სურდა
ზედიზედ ორჯერ ლათინოამერიკელი განესახიერებინა. საუბარია, მის მიერ შესრულებულ ფრიდა კალოს როლზე.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

..........
✄ 2002 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა რომანტიკული ჟანრის ფილმი ‘Maid in Manhattan’, სადაც მან პარტნიორობა რალფ ფაინსს გაუწია. ფილმში მონაწილეობაზე ინტერესი გამოთქვეს სანდრა ბალოკმა და ჯულია რობერტსმაც, თუმცა საბოლოოდ როლი ჯენიმ მოირგო. მის მცირეწლოვან შვილს ფილმში ტაილერ პოუზი განასახიერებს.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

............
❥ 1996 წელს, ფილმ ‘სისხლი და ღვინოს’ გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო კუბელი მიმტანი ოჯანი ნოა. ერთი წლის თავზე ფილმ ‘სელენას’ საპატივცემლოდ გამართულ წვეულებაზე, სან ანტონიოში ოჯანიმ მიკროფონი აიღო ხელში და ყველას თანდასწრებით ლოპესს ცოლობა სთხოვა, ისიც რა თქმა უნდა დათანხმდა. თუმცა, მათმა ქორწინებამ მხოლოდ და მხოლოდ 13 თვეს გასტანა. განქორწინების შემდეგ აგორდა სკანდალები ჯეი ლოს წინააღდეგ. ყოფილი მეუღლე მას ემუქრებოდა ცოლ-ქმრული თანაცხოვრების ფაქტების შესახებ წიგნის დაწერაში. გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც გამარჯვებული ჯენიფერი გახდა.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

...........
❥ წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მან ურთიერთობა გააბა რეპერ შონ კომბთან. 1999 წელს, ღამისკლუბში ისინი დააკავეს უმისამართო სროლის შედეგად. პოლიციამ მათ მოპარული იარაღები უპოვა. სასამართლო პროცესის შემდგომ ლოპესს ბრალდებები მოუხსნეს, ხოლო შონს კი არა. შედეგად, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.............
❥ შონთან განშორების შემდეგ მან ურთიერთობა დაიწყო მოცეკვავე კრის ჯუდთან, რომელიც თავისი მუსიკალური ვიდეოს ‘Love Don't
Cost a Thing’-ის
გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მათ იქორწინეს, ხოლო ქორწინებამ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.............
❥ ❥ ❥

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

მეორე წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მან ურთიერთობა დაიწყო ცნობილ მსახიობთან ბენ აფლეკთან, რომელიც ფილმ ‘გიგლის’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ისინი ტაბლოიდებში ცნობილი გახდნენ, როგორც ‘ბენიფერი’. ბენმა საყვარელი ქალბატონი 2002 წელს დანიშნა უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდით. მათ იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ლოპესი თანახმა იყო ქორწინების შემდეგ გვარი შეეცვალა და გამხდარიყო ჯენიფერ აფლეკი. მან სიმღერაც კი დაწერა საყვარელი მამაკაცისთვის სახელწოდებით ‘ძვირფასი ბენი.’ თუმცა, სამწუხაროდ ოფიციალური ნიშნობის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მათ ყოველივე გააუქმეს, ხოლო ერთმანეთს ეტაპობრივად დაშორდნენ.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.............

❤ ბენთან განშორების შემდეგ ლოპესის ცხოვრებაში გამოჩნდა ცნობილი ლათინო ამერიკელი მომღერალი მარკ ენტონი. მათ საიდუმლოდ იქორწინეს 2004 წელს, ხოლო ქორწილზე მიწვეულ სტუმრებს კი წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ სად მიდიოდნენ. ერთობლივი თანაცხოვრებიდან 4 წლის შემდგომ 2008 წელს ისინი ტყუპი გოგო და ბიჭის მშობლები გახდნენ. სამი წლის შემდგომ კი განქორწინება გადაწყვიტეს. ისინი დღემდე მეგობრობენ, შვილებს ზრდიან და საერთო ბიზნესსაც განაგებენ.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

.............
❤ 2011 წელს მან ურთიერთობა გააბა მასზე გაცილებით უმცროსს მოცეკვავესთან 24 წლის კასპერ სმარტთან, რომელიც ჯეი ლოს მოცეკვავეთა გუნდში ცეკვავდა. წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ ერთად ტყუპების გარემოცვაში. ჩნდებოდნენ წითელ ხალიჩაზე, არდადეგებზე მიდიოდნენ ერთად, თუმცა საბოლოოდ მათი კავშირი 2014 წელს გაწყდა.

საინტერესო ფაქტები ჯენიფერ ლოპესის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

11

  • Tatia-Angelina თქვა:
    7 თებერვალი 2015 15:48 - ID: 11,
    მაგარი ქალია
    შოუს დგამს ყოველთვის ძაან მაგარს

  • liii :) თქვა:
    7 თებერვალი 2015 12:32 - ID: 10,
    მაგარი ქალია

  • tako_takunebi თქვა:
    7 თებერვალი 2015 03:44 - ID: 9,
    როგორც მსახობი კარგია, მარა როგორც მომღერალი არა

  • liliana თქვა:
    6 თებერვალი 2015 22:10 - ID: 8,
    ჩემი და........ wink

  • jonsos თქვა:
    6 თებერვალი 2015 20:27 - ID: 7,
    მკერდი გაუდიდებია smile

  • koko10 თქვა:
    6 თებერვალი 2015 20:22 - ID: 6,
    როგორც მომღერალი არაფერი არაა მაგრამ ძაან მოვლილია.მაგრად უვლის თავს

  • demetria თქვა:
    6 თებერვალი 2015 19:48 - ID: 5,
    შეუძლებელია ამსზე ცუდი ვთქვაა საოცრებაა. ძალიან მოვლილია, ნიჭიერიი და მიმზიდველია საოცრად

  • lori თქვა:
    6 თებერვალი 2015 19:25 - ID: 4,
    164 არაა.162-ია სიმაღლეში ზუსტად ვიცი დამიჯერეთ.არასწორად წერია ინტერნეტში.მანდ მხოლოდ მიახლოვებული სიმააღლეებია.
    რაც შეეხება ჯენიფერს როგორც მომღერალი ნულია,უფრო მსახიობათ მოვიაზრებ მაგრამ არც როლები ააქვს ისეთი.კომედია და არცერთი სერიოზული როლი.გარეგნობით არაა ლამაზი მაგრამ კარგ მაკიაჟში და ჩაცმული ეფექტურია. smile ხო ისე ეხლა უფრო კარგია ვიდრე წლების უკან საერთოდ არ მომწონს :დ

  • qeti-tamu თქვა:
    6 თებერვალი 2015 19:18 - ID: 3,
    თავიდან-ბოლომდე სისულელე ქალია

  • ni_nini თქვა:
    6 თებერვალი 2015 18:11 - ID: 2,
    ადრე არ მომწონდა ჯეილო მაგრამ ახლა ნამდვილად მაოცებს ამ ასაკში საოცრად ფორმებს ინარჩუნებს და მგონი 45წლის ასაკში მიაღწია ამ ქალმა სრულყოფილებას(ფიზიკურობას ვგულისხმობ)...

    რაც შეეხება მის კაცებს მხოლოდ და მხოლოდ აფლეკს გამოვარჩევდი... დანარჩენებზე რა მოგახსენოთ არც ერთი არ მომწონს....

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    6 თებერვალი 2015 17:37 - ID: 1,
    როგორც მომღერალი არ მომწონს,ლამაზი არა მაგრამ შარმი აქვ და მიმზიდველი ამით... აი რაც შეეხება მსახიობის კუთხით უფრო რო დაეთმო დრო იქ უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით

    ხო კიდევ ავატარის შEცვლა მასწავლეთ ვინმემ რაა :)) პროფილიდან ვერაფრით შევცვალე :))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top