;
6 თებერვალი 2015      slimshady     12 კომენტარი     ნანახია 4419-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა

♛ ნაწილი I - საუკეთესო მეგობრები

შოუბიზნესის ორი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ქალბატონი - ქეითი პერი და ტეილორ სვიფტი - დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ,ვარსკვლავები ხშირად შეუნიშნავთ ერთად და ისინი ყოველთვის გულთბილად ხვდებოდნენ ერთმანეთს.მათ განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა 2009 წელს ჰქონდათ,მაშინ,როცა ტეილორი ჯერ კიდევ 20 წლის,ხოლო ქეითი 24 წლის იყო.ორივე მომღერალი წარმატების მთის დასაწყისში იდგა.ქეითიმ იმ დროისთვის გამოუშვა თავისი,ახლა უკვე ცნობილი,სიმღერა "I Kissed A Girl",ხოლო ტეილორმა მრავალი ჯილდოს მფლობელი - "You Belong To Me".

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა

მათი თბილი ურთიერთობა შესამჩნევი იყო თვითერზე,სადაც ისინი მუდამ ერთმანეთს აქებდნენ და ათასგვარ კომპლიმენტებს უწერდნენ .ტეილორი ხან პერის სიმღერებს აქებდა,ხან მის ხუმრობებს.პერი კი ,თავის მხრივ, სვიფტს სთავაზობს ჩაწერონ სიმღერა მათთვის ნაცნობ თემაზე,სავარაუდოდ მამაკაცებზე,რომელიც პერის თქმით ბრწყინვალე გამოვა.მომღერლები ერთმანეთს დაბადების დღეებსაც ულოცავენ და ერთადაც მღერიან "Hot'n Cold"-ს ტეილორის ტურზე.2009 წელს ტეილორმა აგრეთვე დაიწყო ურთიერთობა მომღერალ ჯონ მეიერთან.ტეილორისა და ქეითის მეგობრული ურთიერთობა 2011 წლამდე გაგრძელდა და ის არა მხოლოდ თვითებით გამოიხატებოდა,დაჯილდოებათა წითელ ხალიჩაზე შეხვედრისას ისინი გულითადად მოიკითხავდნენ ხოლმე და ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა


♛ ნაწილი II - უთანხმოება

2010 წელს ტეილორი ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯონ მეიერს დაშორდა.2011 წლის ნოემბერში ქეითი პერიმ თავისი და საკუთარი კატის სურათი გამოაქვეყნა.რასაც მოჰყვა შემდეგი თვითი : "ესეც თქვენ ტეილორ და მერედიტ!".მერედიტი ტეილორის ცნობილი კატაა,რომელთან სურათებითაც მომღერლის ყველა სოციალური ქსელი სავსე იყო.ქეითი თითქოს ტეილორს კატების სილამაზესა და სისაყვარლეში ეჯიბრებოდა.ტეილორმა მას პასუხი არ გასცა.ქეითიმ ტეილორის ყოფილ შეყვარებულთან-ჯონ მეირთან დაიწყო ურთიერთობა.2013 წელს მათი კონფლიქტი თითქოს გამწვავდა.წითელ ხალიჩასა და სცენებს მიღმა პოპ ვარსკვლავები ერთმანეთს უკვე ცივად,მხოლოდ ხელის ჩამორთმებით ესალმებოდნენ .

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ტეილორი და ქეითი პერი 2013 წლის გრემიზე მხოლოდ ხელის ჩამორთმევით მიეგებნენ ერთმანეთს
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერიმ საკუთარი კატის სურათი გამოაქვეყნა თვითერზე,წარწერით : "Take that @taylorswift13 & Meredith!"

ქეითი პერი პაექრობას განაგრძობდა.მან 2013 წლის მარტში გააზიარა მეგობრის ფოტო,რომელზეც შედარებულია ტორტები,პირველი ტორტი ქეითიმ აჩუქა თავის მეგობარს,ხოლო მეორე ტეილორისთვის დაამზადეს მისი ტურის - Red-ის დასრულების აღსანიშნავად.ტეილორმა ეს თვითიც უპასუხოდ დატოვა.

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა


♛ ნაწილი III - საჯარო კონფლიქტი

2014 წელს სვიფტმა ახალი ალბომი გამოუშვა,სახელწოდებით "1989",რომელშიც კრიტიკოსთა თქმით,ყველაზე აგრესიული სიმღერაა "Bad Blood".ამ სიმღერის შესახებ მომღერალი ბილბორდთან ინტერვიუს დროს საუბრობდა და აღნიშნა,რომ ის ერთ ქალ შემსრულებელს ეხებოდა,რომლის სახელს ტეილორი განზრახ არ ამბობდა.

"წლების განმავლობაში არ ვიყავი დარწმუნებული მეგობრები ვიყავით თუ არა.დაჯილდოებებზე მოვიდოდა ჩემთან,რაღაცას მეტყოდა და წავიდოდა,მე კი ვფიქრობდი : "მეგობრები ვართ?თუ ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა მომაყენა ჩემს ცხოვრებაში?" - 2013 წელს კი ეს ზემოთხსენებული "ქალი შემსრულებელი" ყველანაირ ზღვარს გადასცდა

"მან ისეთი საშინელება გააკეთა,მაშინვე მივხვდი,რომ ნამდვილი მტრები ვიყავით.არა მამაკაცის გამო,არა!ეს ბიზნესის საქმე იყო.მან ჩემი ტურს ნამდვილი საბოტაჟი მოუწყო.მან ჩემი თანამშრომლების უმრავლესობის დაქირავება გადაწყვიტა.მე კი კონფრონტაცია არ მიყვარს,ვერ ვიტან კონფლიქტს.ამიტმაც ახლა იძულებული ვარ თავი ავარიდო მას,რაც უხერხულობას იწვევს."

სვიფტმა აღიარა,რომ კონფლიქტს შესაძლოა პირადული მოტივებიც ედოს საფუძვლად,მაგრამ ეს მოტივი არ იარსებებდა "ის" ასეთი შეჯიბრების მოყვარული რომ არ იყოს. "ზოგჯერ სიმღერის ტექსტი ზუსტად გამოხატავს იმას,რასაც სიამოვნებით ვეტყოდი ჩემს მეტოქეს.ვიცი,რომ ხალხი ეცდება გამოიცნოს,ვიზე ვლაპარაკობ,რადგანაც ფიქრობენ ყველაფერი იციან ჩემ შესახებ.მაგრამ სიმღერაში აშკარა მინიშნებები არ არის და ამას თავისი მიზეზი აქვს: ჩემი მიზანი იყო არა ჭორების შექმნა,არამედ ისეთი სიმღერის დაწერა,რომელსაც მსმენელი თავის სიტუაციას მოარგებდა,სიტუცაციას,როცა ვიღაც გიღალატებს."

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა

სწორედ ტეილორის ამ ინტერვიუდან გაჩნდა ვარაუდები,რომ მომღერლის მოპაექრე ქეითი პერი იყო.სვიფტის მიერ ინტერვიუში ნახსენები "საბოტაჟი" მის მოცეკვავეებს ეხებოდა.ქეითი პერის California Dreams-ის ტურნეს მოცეკვავეებიდან სამი ადამიანი -ლოკჰარტ ბრაუნლი,სკოტ მირიკი,ლეა ადლერი-2013 წელს ტეილორის მსოფლიო ტურნეს Red-ს შეუერთდა.ბრაუნლიმ ერთ-ერთი ჟურნალის ინტერვიუში განაცხადა,რომ მას ტურნეს მიმდინარეობისას ქეითის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მის მეორე ტურნეზე მოიწვიეს,თუმცა ერთი პირობით:კონტრაქტი მოითხოვდა სვიფტის კონცერტებზე ცეკვაზე უარის თქმას ტურნეს დასრულებამდე.სამივე მოცეკვავე დათანხმდა მოწვევას,რადგანაც ისინი ქეითის 3 წლის მანძილზე იცნობდნენ და მზად იყვენენ მისთვის ყველაფრის გაკეთებაზე.ბრაუნლის თქმით,ორი მომღერალი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები არიან:"ტეილორი თითქოს შეუხებელი იყო.როცა ვხედავდით,მასთან ძალიან ვერთობოდით,მაგრამ უფრო დაცული იყო.ქეითი კი უფრო კომუნიკაბელური გახლდათ,მისი გუნდი შესანიშნავი იყო და ქეითის თითქოს კონტროლი ჰქონდა ყველაფერზე".


ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერის მოცეკვავეები,რომლებიც ტეილორ სვიფტის გუნდს შეუერთდნენ
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
მოცეკვავე ლოკჰარტ ბრაუნლი ქეითი პერისთან და ტეილორ სვიფტთან
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
მოცეკვავე სკოტ მირიკი ტეილორ სვიფტთან და ქეითი პერისთან

მას შემდეგ რაც მოცეკვავეებმა ტეილორის ტურნე დატოვეს,ფანებმა შეამჩნიეს,რომ ტეილორი მათ თვითერზე აღარ "მისდევდა".იმ დროისთვის 23 წლის მომღერალმა სოციალური ქსელით დაწერა : "ქეითი პერი,გთხოვ არასდროს შეიცვალო!".ერთი შეხედვით ეს თითქოს კომპლიმენტია,მაგრამ სინამდვილეში პოსტი სწორედ მათ დაძაბულ ურთიერთიბაზე მიუთითებდა.

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა

ქეითი პერიმ ტეილორის თამამ ინტერვიუზე,რომელშიც ის "ცნობილ პოპ მომღერალზე საუბრობს" კომენტარიც გააკეთა.მიუხედავად იმისა,რომ ტეილორი არ არის ნახსენები,ფანებმა მალე ამოიცნეს თვითის ნამდვილი შინაარსი : "უფრთხილდით რეჯინა ჯორჯს (ბოროტი პერსონაჟი ფილმიდან "Mean Girl") კრავის ტყავში"

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა

ქეითი პირველ თებერვალს Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუსაც გაუძღვა,სადაც ერთ-ერთი ნომრისას მოცეკვავეები გამოწყობილები იყვნენ ჭრელ,ძველმოდურ საცურაო კოსტუმებში.სწორედ ისეთებში,რომლებშიც პაპარაცები ხსირად აფიქსირებენ ტეილორ სვიფტს სანაპიროებზე.ფანების უმრავლესობის აზრით,ეს ერთგვარი დაცინვაა ქეითი პერისგან.

ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა
ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა ქეითი პერისა და ტეილორ სვიფტის მტრობა


არც ტეილორსა და არც ქეითის დაპირისპირებაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ და არც ერთი აღიარებს უთანხმოების არსებობას.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

12


  • Ggvantsa თქვა:
    7 თებერვალი 2015 00:42 - ID: 12,
    აუფ ნახევარი ჰოლივუდის კეცები ტეილორთან იწვნენ და მაშინ ყველა ქალს უნდა გადაემტეროს wink

  • liliana თქვა:
    7 თებერვალი 2015 00:11 - ID: 11,
    ვერცერთს ვერ ვიტან..დაუხოციათ ერთმანეთი tongue

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top