;
12 თებერვალი 2015      slimshady     6 კომენტარი     ნანახია 4237-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ვარსკვლავების გარდაცვალება საზოგადოებაში ყოველთვის დიდ მწუხარებას იწვევს,ფანებისთვის ეს ამბავი თავზარდამცემია და ხშირად თავიანთი "კერპების" დაღუპვის გამო თავსაც იკლავენ.განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ სელებრითების სიკვდილი,რომლებიც ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ,ზოგიერთმა მათგანმა საკუთარ მე-20 დაბადების დღესაც კი ვერ მიაღწია.სტატიაში მოგითხრობთ სწორედ ამ ცნობილი ადამიანების ცხოვრების,მიღწევების და გარდაცვალების ვითარების შესახებ.

➥ შერონ ტეიტი (1943-1969)

მეოცე საუკუნის სექს სიმბოლო,მოდელი და მსახიობი შერონ ტეიტი 1943 წელს დაიბადა.ის ცნობილი გახდა Cover Girl-ის საშუალებით,რის შემდეგაც არაერთხელ მოხვდა პოპულარული ჟურნალების გარეკანზე.მან სახელი გაითქვა სატელევიზიო როლებითა და კომედიური ფილმებით.1968 წელს 25 წლის შერონი დაქორწინდა რეჟისორ/პროდიუსერზე - რომან პოლანსკიზე.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

შერონის სახელი ამჟამად ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მკვლელობის ისტორიებში გვხვდება. რვა-ნახევარი თვის ორსული შერონი სახლში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მარტო ღამით,როდესაც ჩარლზ მენსონის კულტის წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ მათ.ჩარლზ მენსონის კულტს სახელის დამკვიდრება და მსოფლიოს დაპყრობა სურდა.ამისათვის კი იმ დროისთვის არსებული ყველა მდიდარი და გავლენიანი ადამიანი უნდა ჩამოეშორებინათ.პირველი მათ სიაში შერონი აღმოჩნდა.შერონისა და მისი მეგობრების გვამები მოდელის მოსამსახურემ აღმოაჩინა დილით.პოლიციამ შემთხვევის ადგილას შერონისა და მისი მეგობრის სხეულები ყელზე თოკით ერთმანეთზე გადაბმული აღმოაჩინა.თავდასხმის ყველა მსხვეპლს მრავალი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული დანით.ოთახის შესასვლელში კი შერონის სისხლით ეწერა "Pig".ექსპერტიზამ დაასკვნა,რომ შერონს 16 ჭრილობა მიაყენეს.მკვლელები 1969 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს.26 წლის შერონი კი მის შვილთან ერთად კალიფორნიაში დაკრძალეს.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
შერონის მეუღლე - რომან პოლანსკი მკვლელობის ადგილას

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ


➥ რივერ ფენიქსი (1970-1993)

რივერ ფენიქსი 1970 წელს დაიბადა ცნობილ ოჯახში ბოტომის გვარით,მისი ძმები და დები დღესდღეისობით მოთხოვნადი და პოპულარული მსახიობები არიან.მისი ოთხი წლით უმცროსი ძმა გახლავთ ხოაკინ ფენიქსი.ჰოლივუდში მოღვაწობენ მისი ასევე უმცროსი დები რეინი და სამერი.რივერს ეს სახელი მისმა ჰიპმა მშობლებმა ჰერმან ჰესის რომანიდან დაარქვეს,ხოლო გვარი ბიტლზების სიმღერიდან "Hey Jude".რივერს არასდროს უვლია სკოლაში და შესაბამისად არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული .ახლობლების თქმით,მან მხოლოდ წერა-კითხვა იცოდა,ლიტერატურისა და ისტორიისა კი არაფერი გაეგებოდა.რივერი და მისი და-ძმა თავდაპირველად რეკლამებში იღებდნენ უმნიშვნელო როლებს,საიდანაც სატელევიზიო სერიალებში გადაინაცვლეს. რივერმა პარამაუნტ ფიქჩერზთან ხელშეკრულება გააფორმა და ამის შემდეგ დიდ ეკრანზე ჩნდებოდა ისეთ მსახიობებთან,როგორებიც არიან : ჰარისონ ფორდი,კიფერ საზერლენდი,ითან ჰოკი,ჰელენ მირენი,მეთიუ პერი.


ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
რივერი მამასთან და ძმასთან - ხოაკინ ფენიქსთან ერთად
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ


1988 წელს 18 წლის რივერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "Running On Empty",რომლისთვისაც 1989 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.ეს ჯილდო 1989 წლის აკადემიის ცერემონიალზე კევინ კლაინს ერგო.რივერის დედა იხსენებს,რომ ახალგაზრდა მსახიობს იმდენად გაუხარდა კევინის გამარჯვება,რომ სკამიდან წამოხტა და კევინის ჩახუტება სურდა,თუმცა ის დედამ დიდი ძალისხმევის შედეგად დააკავა.რივერის კიდევ ერთი დიდი წარმატება იყო მნიშვნელობანი როლის მოპოვება სტივენ სპილბერგის ფილმში "ინდიანა ჯონსი". რივერ ფენიქსი არა მხოლოდ კინოსამყაროში,არამედ შოუბიზნესშიც ცნობილი გახდა.მან ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო გიტარაზე დაკვრა და დებთან ერთად ხშირად ასრულებდა ცნობილი სიმღერების ქავერებს ქუჩებში,საიდანაც ხშირად პოლიციის ძალით აგდებდნენ.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

1993 წლის 30 ოქტომბერს 23 წლის რივერს ჯონი დეპის ცნობილ ღამის კლუბში The Viper Room-ში მაიკლ ბალზარისთან ერთად რამდენიმე სიმღერა უნდა შეესრულებინა.მსახიობი ახალი დაბრუნებული იყო ლოს ანჯელესში იუტადან,სადაც მის ბოლო ფილმს იღებდნენ.ღამის კლუბში რივერის სანახავად მისი შეყვარებული სამანტა მეთისი და ხოაკინ და რეინ ფენიქსები იყვნენ.უკვე 31 ოქტომბრის ადრეული საათები იყო,როდესაც რივერი კლუბის წინ წაიქცა და ხუთი წუთის განმავლობაში კრუნჩხვებში იმყოფებოდა.მისი ძმის- ხოაკინის ზარი 911-ში რამდენიმე კვირის განმავლობაში ტელევიზიასა და რადიოში ტრიალებდა.აუდიო ჩანაწერში 19 წლის შეიშინებული ხოაკინი სასწრაფო დახმარებას ითხოვს.სასწრაფო დახმარების მოსვლისას რივერს ლურჯი ფერი ჰქონდა,მისი გული კი უკვე გაჩერებული იყო.მეორე დღეს ღამის კლუბი ფანებით იყო გადაჭედილი,რომელთაც შესასვლელი ყვავილებითა და სანთლებით შეამკეს.ერთი თვის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა,რომ რივერი კოკაინისა და მორფის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.ამასთან დაკავშირებით მსახიობის მამამ კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა,რომ მისი შვილი ნარკოტიკების რეგულარული მომხმრებელი არ გახლდათ და ის უბრალოდ ჰოლივუდის ღამის ცხოვრებამ შეაცდუნა. რივერ ფენიქსი 23 წლისა გარდაიცვალა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა კინო თუ მუსიკის სამყაროში.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ღამის კლუბის შესასვლელი რივერის გარდაცვალების შემდეგ

აუდიოჩანაწერი ხოაკინ ფენიქსის ზარისა 911-ზე



ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ


➥ კურტ კობეინი (1967-1994)

ამერიკელი მუსიკოსი,ყველასთვის ცნობილი გრანჟ ჯგუფის-ნირვანას სოლისტი კურტ კობეინი 1967 წლის 20 თებერვალს დაიბადა.კურტის ოჯახისთვის მუსიკა უცხო არ იყო,ის ჯერ კიდევ ორი წლის იყო,როდესაც სიმღერა დაიწყო.მისი არტისტული ნიჭი ბავშვობიდანვე შესამჩნევი ყოფილა.კობეინს მისი ახლობლები აღწერდნენ,როგორც მხიარულ და ენთუზიაზმით აღსავსე ბავშვს.კურტის ხასიათი მას შემდეგ შეიცვალა,რაც მისი მშობლები განქორწინდნენ.მომღერალმა ადრეული ასაკიდან დაიწყო თერაპევტთან სიარული.გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ღრმად მორწმუნე გახდა,თუმცა ცოტა ხანში ხელი აიღო რელიგიაზე,რაც მის სიმღერებშიც აისახა.სკოლაში კურტს ჩაგრავდნენ მისი გეი მეგობრის გამო.კურტის თქმით თვითონ გეი არ იყო,მაგრამ მოსწონდა,რომ ამ სტატუსს უკავშირებდნენ,რადგან ამ ხერხით საზოგადოებასთან კონტაქტს გაურბოდა.ერთ-ერთი ინტერვიუში მან განაცხადა,რომ შესაძლოა ბისექსუალი ყოფილიყო და რომ ის "სულით გეი" გახლდათ.კურტმა სკოლის დამთავრება ვერ შეძლო,რის გამოც დედამისმა სახლიდან გამოაგდო.მას მეგობრებთან დარჩენა უწევდა და რამდენჯერმე ხიდის ქვეშაც გაუთენებია ღამე.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

კურტის ცნობილი ჯგუფი ნირვანა 1987 წელს ჩამოყალიბდა,როდესაც ის 20 წლის იყო.ჯგუფმს წარმატების მიღწევა თავდპირველად გაუჭირდა,თუმცა ალბომ Bleach-ის გამოშვებამ კი ჯგუფის წევრები ფინანსურად უზრუნველყო.ნირვანას ყველაზე პოპულარულმა სიმღერამ Smells Like Teen Spirit ალტერნატიული როკის სუბჟანრის - გრანჟის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი .ნირვანამ მსოფლიო მასშტაბით მას შემდეგ 75 მილიონი ალბომი გაყიდა.ჯგუფს 90-იანების საზოგადოების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა : ისინი მხარს უჭერდნენ ჰომოსექსუალთა უფლებების მოპოვებას,მათი პოლიტიკური შხედულებები,რომელებიც სიმღერებში მკაფიოდ ჩანდა,აისახებოდა ჯგუფის მსმენელზეც.კურტს არ მოსწონდა მედიის ყურადღება და თავს შებოჭილად გრძნობდა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

24 წლის კურტმა 1990 წელს კორტნი ლავი გაიცნო ღამისკლუბში.მათიი ურთიერთობა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა,წყვილი განსაკუთრებით ნარკოტიკებმა დაახლოვა.1992 წელს ისინი დაქორწინდნენ.ქორწილზე კურტს მწვანე პიჟამო ეცვა,რადგანაც "დაეზარა კოსტუმის ჩაცმა".იმავე წელს წყვილს ფრენსის ბინი შეეძინათ. მათ პატარა გოგონა სოციალურმა სამსახურმა ჩამოართვა,რადგანაც ნარკოტიკების მოხმარების გამო ისინი მშობლების მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ.სასამართლოს შემდეგ მათ ბავშვი უკან გადასცეს,იმ მოთხოვნით,რომ სოციალური მუშაკი რეგულარულად შამოწმებდა მათ.კორტნი და კურტი მუდამ მედიის ყურადღების ქვეშ იყვნენ.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
კურტისა და კორტნის ქორწილის ფოტო
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

1994 წელს კურტმა სარეაბილიტაციო კურსის გავლა გადაწყვიტა მეუღლის დაჟინებული თხოვნით.ერთ საღამოს მომღერალი გამოიპარა საავადმყოფოდან და სიეტლში გაფრინდა.თვითმფრინავზე ის ჯგუფ Guns N' Roses-ის წევრს შეხვდა,რომლის დანახვა ძალზედ გაუხარდა.ამის შემდეგ კურტი დღეების განმავლობაში არ გამოჩენილა არსად.8 აპრილს მისი გვამი აღმოაჩინეს ვაშინგტონის სახლში.კურტმა თავი იარაღით მოიკლა.მას სუიციდის მცდელობა აქამდეც არაერთხელ ჰქონია.სახლში კურტმა წერილი დაუტოვა საკუთარ ცოლს,სადაც წერდა,რომ წლების განმავლობაში გრძნობდა თავს უბედურადად და სთხოვდა კორტნის გაეგრძელებინა ცხოვრება ფრენსისისთვის.27 წლის კურტის სუიციდი ნირვანას ფანებისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა.მომღერალმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკისა და კულტურის განვითარებაში და მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ შემორჩება ისტორიაში.


ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
კურტის წერილი კორტნის ლავისთვის | ნირვანას სიმბოლო

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
კურტის შვილი ფრენსის ბინი 2015 წელს
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ


➥ ჰეზერ ო'რურკი (1975-1988)

ჰეზერ ო'რურკი,ამერიკელი მსახიობი,ღარიბ ოჯახში დაიბადა.ის დიდი ხნის განმავლობაში სამოგზაურო მანაქანაში ცხოვრობდა.1982 წელს ლეგენდარული რეჟისორი სტივენ სპილბერგი მაშინ ახალი,ახლა კი საკულტო ფილმისათვის "პოლტერგეისტისთვის" ოთხი წლის საყვარელ,"ყველა დედის საოცნებო" გოგონას ეძებდა.ერთხელაც რეჟისორი შემთხვევით გადაეყარა ჰეზერს და დედამისს ლანჩის დროს.სპილბერგმა მეორე დღესვე შესთავაზა ხუთი წლის ჰეზერს კეროლ ენის როლი.გოგონამ მშობლების თანხმობით ხელი მოაწერა კონტრაქტს და როლი დრიუ ბერიმორს წაართვა,რომელიც იმ დროისთვის გასაუბრებებს გადიოდა ამ ფილმისთვის.

ჰეზერი პოლტერგეისტის ტრილოგიის სამივე ნაწილში თამაშობდა.კრიტიკოსებისგან მან დადებითი შეფასება მიიღო.მათი თქმით "დიდთვალება,ქერათმიანი ჰეზერი ფილმის მთავარი ნაწილი იყო".პოლტერგეისტის გადაღებებისას სტივენ სპილბერგს ხშირად უწევდა შეშინებული ჰეზერის დამშვიდება.განსაკუთრებით საშიშ სცენებში კი რეჟისორი დუბლიორს იყენებდა ქერა პარიკით.პატარა მსახიობმა ამ ფილმით $35,000–$100,000 შემოიტანა ოჯახში,რისი მეშვეობითაც მათ სახლი შეიძინეს კალიფორნიაში.ჰეზერის მიერ ნათქვამ ფრაზას : "They're here!" ,ტრილოგიის პირველ ნაწილში, ტოპ ფილმების ციტატების სიაში 69-ე ადგილი უჭირავ

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ
12 წლის ჰეზერი | ჰეზერი და სტივენ სპილბერგი | ჰეზერი და დრიუ ბერიმორი

1987 წელს 11 წლის ჰეზერს კრონის დაავადება დაუდგინეს შეცდომით.დაავადებისგან განსაკურნებლად გოგონას კორტიზონი დაუნიშნეს,რამაც ალერგიული რეაქცია გამოიწვია.1988 წლის 31 იანვარს ჰეზერი ისევ დაავადმყოფდა,მას შეუწყვეტელი ღებინება აწუხებდა.მომდევნო დილას,საავადმყოფოში წასასვლელად მზადების დროს ჰეზერმა გონება დაკარგა.მშობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.საავადმყოფოს გზაზე ჰეზერს გული გაუჩერდა.ექიმებმა შეძლეს მისი გულის მუშაობის აღდგენა და ვერტმფრენით გადაიყვანეს სან დიეგოს კლინიკაში,სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა.მოგვიანებითმა ექსპერტიზამ დაასკვნა,რომ ჰეზერს ნაწლავის გაუვალობა აწუხებდა და თავდაპირველად დადგენილი არასწორი დიაგნოზის (კრონის დაავადება) გამო გარდაიცვალა.მსახიობის მშობლებმა საავადმყოფოს უჩივლეს,იმ მიზეზით,რომ მათი შეცდომის გარეშე ჰეზერი კვლავაც ცოცხალი იქნებოდა.დღესდღეისობით ჰეზერის სასაფლაო "ჰოლივუდის მოჩვენებების" ტურის ერთ-ერთ სანახაობად იქცა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

პოლტერგეისტის მესამე ნაწილი ჰეზერის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა კინოთეატრებში.ფილმის გამოსვლის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა,რადგანაც მასში ჰეზერის პერსონაჟი კვდება.ფილმის სხვა მსახიობები ერიდებოდნენ ინტერვიუებს,რათა ჰეზერის სიკვდილის შესახებ კითხვები აეცილებინათ.ჰეზერის დედა მხარს უჭერდა ფილმის გამოსვლას,რადგანაც მიაჩნდა,რომ ეს შესანიშნავი მემორიალი იქნებოდა თავისი შვილისათვის.პატარა ჰეზერი 2015 წელს 39 წლის უნდა გამხდარიყო.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

6


  • Mari.♫ თქვა:
    15 თებერვალი 2015 16:04 - ID: 6,
    :((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
    რა საცოდაობაა :((((((

  • Ggvantsa თქვა:
    13 თებერვალი 2015 22:55 - ID: 5,
    საშინელი ისტორიებია, განსაკუთრებით ხუაკინი შემეცოდა, ეს ჩანაწერი საშინელებაა sad

  • cuca :))) თქვა:
    13 თებერვალი 2015 15:57 - ID: 4,
    recourse

  • demetria თქვა:
    13 თებერვალი 2015 14:40 - ID: 3,
    შემეცოდნენ recourse

  • liliana თქვა:
    13 თებერვალი 2015 10:55 - ID: 2,
    საწყლებიიი recourse

  • ბუპა bupa თქვა:
    13 თებერვალი 2015 00:16 - ID: 1,
    ძალაინ ძლააინ მომეწონა ესეტი ნიუსები დადეთ რა:*

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top