;
14 თებერვალი 2015      slimshady     8 კომენტარი     ნანახია 3283-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ვარსკვლავების გარდაცვალება საზოგადოებაში ყოველთვის დიდ მწუხარებას იწვევს,ფანებისთვის ეს ამბავი თავზარდამცემია და ხშირად თავიანთი "კერპების" დაღუპვის გამო თავსაც იკლავენ.განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ სელებრითების სიკვდილი,რომლებიც ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ,ზოგიერთმა მათგანმა საკუთარ მე-20 დაბადების დღესაც კი ვერ მიაღწია.სტატიაში მოგითხრობთ სწორედ ამ ცნობილი ადამიანების ცხოვრების,მიღწევების და გარდაცვალების ვითარების შესახებ.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 1)

➥ ალია (1979-2001)

R&B-ის მომღერალი,მსახიობი,მოდელი და მოცეკვავე ალია (Aaliyah) ჰაფტონი დაიბადა 1979 წლის 15 იანვარს.მას ძალიან მოსწონდა საკუთარი აფრიკული წარმოშობის სახელი და შოუბიზნესში მხოლოდ ალიათი იყო ცნობილი.ალიამ ვოკალის ვარჯიშები ადრეულ ასაკში დაიწყო და ათი წლისა უკვე ქორწილებსა და წვეულებებზე მღეროდა.მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მომღერალი გამოსულიყო.ალიამ თავისი კარიერა სატელევიზიო სერიალებით დაიწყო.სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ის პროდიუსერმა რ.კელიმ,რომლის შემწეობითაც მომღერალმა პირველი სოლო ალბომი გამოუშვა.ამ დროისთვის ალია მხოლოდ 15 წლის იყო.ამავე წელს ალია და 27 წლის რ.კელი საიდუმლოდ,არალეგალურად დაქორწინდნენ .ქორწინება ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა გოგონას მშობლებმა გააუქმეს.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

1996 წლეს ალიამ კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა,რომელმაც სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი შოუბიზნესში.2000 წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად ითვლებოდა უამრავი ჰიტ სიმღერითა და ვიდეო კლიპით.მან არა ერთი ჯილდო მოიპოვა და 2000 წელს პირველი როლი მიიღო ფილმში "რომეო უნდა მოკვდეს",რომელმაც კინო-გაქირავების ბოქს-ოფისები მოხსნა.ფილმის წარმატების შემდეგ ალიამ სამსახიობო კარიერა განაგრძო და "დაწყევლილთა დედოფალში" დედოფალი აკაშას როლი შეასრულა.თუმცა ალია საზოგადოებას ალბათ მაინც მისი მუსიკალური შემოქმედებით დაამახსოვრდა.მომღერალი გრემის დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული და არაერთი VMA-ის პრიზი მოიგო.ალიას საფირმო ნიშანი გახლდათ მარცხენა თვალის დაფარვა თმით ან სათვალეებით.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ალია ფილმში "დაწყევლილთა დედოფალი"

2001 წლის 25 აგვისტოს,საღამოს 6 საათზე ალია თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად ბაჰამის კუნძულებიდან,თავისი უკანასკნელი ვიდეო კლიპის გადაღებებიდან ბრუნდებოდა ფლორიდაში.გაფრენა 26 აგვისტოს იყო დაგეგმილი,თუმცა გადაღების ადრე დასრულების გამო სამშობლოს მონატრებულმა ჯგუფმა 25 აგვისტოს უფრო პატარა თვითმფრინავით გაფრენა ისურვა.აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა.ალია და კიდევ 8 ადამიანი: პილოტი,მისი დაცვა,სტილისტი,ოჯახის მეგობრები და მოცეკვავეები - ყველანი დაიღუპნენ.მხოლოდ ალიას პირადი მცველი გადაურჩა აფეთქებას და სასწრაფოს ცნობით,სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი ალიაზე ღელავდა.ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით,ალიას აღენიშნებოდა დამწვრობები და თავის ტვინის დაზიანება,ასევე სახეზე იყო შოკური მდგომარეობა და გამსკდარი გული.ექიმის თქმით,მომღერალი რომც გადარჩენილიყო,მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნებოდა. პოლიციის გამოძიების შემდეგ კი დადგინდა,რომ თვითმფრინავის წონა აღემატებოდა დაშვებულს და რომ მათ ერთი ადამიანი ზედმეტი მიჰყავდათ.ალია 22 წლისა გარდაიცვალა,მის დასაფლავებაზე 22 მტრედი გაუშვეს,მომღერლის თითოეული წლის აღსანიშნად.დასაფლავებას 800 ადამიანი დაესწრო,მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები : ლილ კიმი,ტიმბელენდი,მისი ელიოტი. ალიამ სიკვდილის შემდეგაც მიიღო უამრავი ჯილდო და 2000-იანებისა და R&B-ის დედოფლად შეირაცხა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)


➥ ბრედ რენფრო (1982-2008)

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ბრედ რენფრო 1982 წელს დაიბადა ფაქტორის მუშაკის ოჯახში.11 წლის ბრედის ნიჭი ცნობილმა რეჟისორმა-ჯოელ შუმახერმა აღმოაჩინდა და საკუთარ ფილმში The Client-ში მისცა მარკ სვეის როლი.ფილმი 1994 წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და მაღალშემოსავლიანი გახდა,ის ოსკარზეც იყო ნომინირებული,ხოლოს პატარა ბრედმა არაერთი ჯილდო მიიღო თავისი შესრულებისათვის.შუმახერის "კლიენტი" ბრედის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი იყო.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

თინეიჯერობის წლებში ბრედმა და მისმა ბიძაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეს .არაერთი დაპატიმრებისა და საავადმყოფოში ვიზიტების გამო რენფროს კარიერამ უკუსვლა დაიწყო,მისი კრიმინალური ისტორია კი მკვეთრად გაიზარდა.ბრედი რამდენჯერმა დააპატიმრეს ჰეროინისა და მარიხუანის ტარების გამო.2005 წელს ლოს ანჯელესის პოლიციის საიდუმლო ოპერაციისას დაჭერილ ბრალდებულებს შორის იყო ბრედ რენფროც.მისი ფოტო ხელბორკილებში გაზეთ ლოს ანჯელესის ტაიმსის პირველ გვერდზე მოხვდა და დიდი გამოხმაურება მიიღო.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

2008 წლის 15 იანვარს 25 წლის ბრედი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.ექსპერტიზის მიხედვით სიკვიდლის მიზეზი ჰეროინის ზედმეტი დოზით მოხმარება იყო.მარკ ფოსტერი,ჯგუფიდან Foster The People,ბრედის ოთახის მეზობელი იყო და მისი სიკვიდლის შემდეგ მეგობარს სიმღერა "Downtown" მიუძღვნა.ჯეიმს ფრანკომ კი მარჯვენა მკლავზე ტატუ - სახელი "ბრედი" დაიხატა.ბრედის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში გავრცელდა ხმა,რომ მსახიობს იაპონიაში შვილი ჰყავდა,რომელიც მამის სიკვდილამდე დედასთან იზრდებოდა.ბრედის გამორჩეული ფილმებია "Ghost World","Sleepers","The Cure" და სხვები.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)


➥ ლუსი გორდონი (1980-2009)

ლუსი გორდონი,ბრიტანელი მსახიობი და მოდელი 1980 წლის 22 მაისს დაიბადა.ლუსი ოქსფორდის სკოლაში სწავლობდა,როდესაც ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წამომადგენელმა შენიშნა და სამსახური შესთავაზა.ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო,როდესაც Cover Girl-ის სახე გახდა,რამაც სახელი გაუთქვა და მომდევნო პერიოდში ლუსი მრავალი ჟურნალის გარეკანზე ჩნდებოდა - ელი,გლამური,ვოგი... 17 წლის მოდელს სკოლა არ მიუტოვებია და გაღრმავებულ სწავლას განაგრძობდა ისტორიას,ბიოლოგიასა და ფრანგულში.ლუსი სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს.2001 წელს მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში "Perfume".ლუსი მუშაობდა ისეთ მსახიობებთან,როგორებიც არიან ჰიტ ლეჯერი,ჯონ კუსაკი,კეიტ ბეკენსეილი....

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

2009 წლის 20 მაისს 28 წლის ლუსი საფრანგეთში,პარიზში, საკუთარ ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციამ იმჟამად ლუსის შეყვარებული დაკითხა,გამოძიების შედეგად დადგინდა,რომ მსახიობმა თავი მოიკლა.ლუსიმ ორი წერილი დაწერა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე.პირველში ის თავის ქონებას ანაწილებდა,ხოლო მეორე მშობლებისთვის იყო განკუთვნილი.მისი მეგობრების თქმით,პარიზში ცხოვრებისას ახალგაზრდა მოდელი მუდამ კაფესა და რესტორნებში დადიოდა და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა.თუმცა როგორც მისი მეზობლები იუწყებოდნენ,სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლუსი დეპრესიაში ჩავარდა თავისი ბრიტანელი მეგობრის სიკვდილის გამო.ლუსის მშობლებმა განაცხადეს,რომ მისი თვითმკვლელობა მათთვის შოკი იყო და რომ მისი სიკვდილი ნამდვილი ტრაგედია გახლდათ

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

➥ჯეიმს დინი (1931-1955)

ამერიკელი მსახიობი,ამერიკის კულტურული აიკონი და თინეიჯერების მეამბოხე სულის სიმბოლო,ჯეიმს დინი 1931 წლის 8 თებერვალს დაიბადა.ჯეიმსი სამი ძირითადი ფილმით გახდა ცნობილი,რომლებმაც ნადვილი გარდატეხა მოახდინეს მის კარიერასა და ცხოვრებაში.ეს ფილმებია : "უმიზეზოდ მეამბოხე" (A Rebel Without A Cause),"სამოთხიდან აღმოსავლეთისკენ" (East Of Eden) და "გიგანტი" (Giant).ამ ფილმებმა მოუპოვეს მას დიდება და პოპულარობა,ჯეიმსი პირველი მსახიობი გახდა,რომელმაც სიკვდილის შემდეგ მოიპოვა ოსკარი და დღემდე ერთადერთი ადამიანია,რომელიც აკადემიის ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი გარდაცვალების შემდეგ.ჯეიმსი საუკუნის ტოპ 100 მსახიობის სიაში ნომერი 18-ია.ჯეიმსის დედა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა,მამა მას სათანადოდ ვერ უვლიდა,ამიტომ მსახიობმა ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი დასთან გაატარა.ჯეიმსმა უმაღლესი სასწავლებელი არ დაამთავრა და ამის ნაცვლად მსახიობობას მიჰყო ხელი.დინს თავდაპირველად გაუჭირდა ჰოლივუდში ადგილის დამკვიდრება და დიდი ხნის განმავლობაში უმნიშვნელო როლებს სჯერდებოდა.22 წლისამ პირველი მთავარი როლი მოიპოვა,რის შემდეგაც მისი კარიერა სწრაფად გახდა წარმატებული.ჯეიმსი ცნობილი გახდა მეამბოხე თინეიჯერების როლის თამაშით,თავისი მშვენიერი გარეგნობითა და იმპულსიური,ემოციური შესრულებით.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

უორნერ ბრაზერსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,სტუდიამ დაიწყო ხმების გავრცელება ჯეიმსისა და სხვადასხვა ქალი მსახიობების ურთიერთობის შესახებ,რათა ჯეიმსისთვის "სასურველი სასიძოს" იმიჯი შეექმნათ.ჯეიმს დინი განთქმული იყო ველური ცხოვრების წესით,მას ძალიან უყვარდა წვეულებები,სწრაფი მანქანები,ქალები... მასთან ურთიერთობა ჰქონდა უამრავ მომხიბვლელ ქალს 40-იანებში : ლიზ შერიდანს,ურსულა ენდერსს...ჯეიმსის ყველაზე გახმაურებელი რომანი იყო იტალიელ მსახიობთან პიერ ანჟელთან.რომელსაც არაერთი ძვირფასი სამკაული უსახსოვრა.პიერის დედას არ მოსწონდა წყვილის ურთიერთობა,რადგანაც მიაჩნდა,რომ დინს სერიოზული მოტივები არ გააჩნდა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

1954 წელს ჯეიმსი დაინტერესდა ავტო რბოლებით.მან შეიძინა სხვადასხვა ძვირადღირებული მანქანები ფილმ "East Of Eden"-ის გადაღების შემდეგ.ის პროფესიონალ მრბოლელთა ღონისძიებებში იყო აქტიურად ჩაბმული.შეჯიბრებებში ჯეიმსი იღებდა უამრავ საპრიზო ადგილებს.ერთ-ერთი რბოლის დროს კი მისი მანქანის ძრავა აფეთქდა,რის გამოც უორნერ ბრაზერსმა მას აუკრძალა მანაქანის ტარება ახალი ფილმის "გიგანტის" გადაღების პერიოდში.გადაღებების შემდეგ დინი კვალვ დაუბრუნდა ძველ საქმიანობას: ჯეიმსი მეგობართან ერთად პირველ რბოლაზე მიდიოდა დიდხნიანი შესვენების შემდეგ,როდესაც მანქანა გზაზე მომავალ ფორდ ტუდორს დაეჯახა.მსახიობი მგზავრის ადგილას იჯდა.ავარიას უამრავი თვითმხილველი შეესწრო,რომელთაც დახმარება სცადეს.მათ შორის იყო ექთანი ქალბატონი,რომელმაც დინი უკვე გარდაცვლილი იპოვა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)
ავტოკატასტროფის ადგილი
ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

24 წლის მსახიობის დასაფლავებას 3000-მდე ფანი და 600 ნაცნობი ადამიანი ესწრებოდა.მისი გარდაცვალების ამბავი შოკისმომგვრელი ტემპით გავრცელდა და მთელ მსოფლიოს მოედო.ჯეიმსის სახელი ისტორიაში შემორჩა მისი არაჩვეუელბრივი სამსახიობო კარიერით,მისი "ექსპერიმენტალური" ცხოვრების სტილით (გავრცელებული ხმებით,მსახიობი დაინტერესებული იყო არა მხოლოდ ქალებით),თავისი ზეგავლენით 50-იანი წლების თინეიჯერებზე და თავისი მომხიბლელობით.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)


➥ სელენა (1971-1995)

სელენა პერეზი,ცნობილი სასცენო სახელით "სელენა",იყო ამერიკელ-მექსიკელი მომღერალი,რომლის სიმღერები და მოდური საქმიანობა გახდა საფუძველი ახალდგაზრდა ლათინო-ამერიკელის წარმატებისა.სელენას "ლათინური" და "ტეხასური მუსიკის დედოფალს" უწოდებენ.სელენა ღარიბ ოჯახში დაიბადა,გარეუბანში.ის 9 წლის იყო,როდესაც მამამისმა მისი სიმღერის ნიჭი აღმოაჩინა და შექმნა ბენდი.სელენა საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული,გააფორმა ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სტუდიასთან და გამოუშვა ექვსი სოლო ალბომი.მომღერალმა მიიღო გრემის ჯილდო "საუკეთესო მექსიკურ-ამერიკული ალბომისთვის".სელენამ გამოუშვა საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც და ტეხასში გახსნა არაერთი ბუტიკი.


ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

სელენას მკვლელობა საზოგადოებისთვის თავზარდამცემი იყო.23 წლის მომღერალი საკუთარმა მენეჯერმა-იოლანდა სალდივარმა მოკლა.იოლანდა სელენას მაღაზიების მენეჯერიც გახლდათ.მაღაზიის თანამშრომლების თქმით "იოლანდა ყველას ათავისუფლებდა სამსახურიდან,ვინც თვითიონ არ მოსწონდა",მაგრამ სელენამ არ დაიჯერა,რომ საკუთარი მეგობარი ასეთ საქციელს იკადრებდა.1995 წლის იანვარში მომღერალმა მიიღო უამრავი სატელეფონო ზარი,უკმაყოფილო ფანები წუწუნებდნენ,რომ მათ 1000 დოლარი გადაიხადეს ფან კლუბში გაწევრიანებისთვის,თუმცა არაფერი მიუღიათ.როგორც აღმოჩნდა,ამის უკან სალდივარი იდგა,მან 60000 დოლარი გამოსტყუა ფანებს.სელენას არ სურდა მეგობრის დაკარგვა და გადაწყვიტა თავად დალაპარაკებოდა მას,31 მარტს მან მენეჯერი სასტუმროში მოიწვია და მოსთხოვა პასუხი ყველა ბრალდებაზე.სალდოვარმა კი განაცხადა,რომ ფულს ვერ დააბრუნებდა და მოიმიზეზა,თითქოსდა მექსიკაში ყოფნისას გააუპატიურეს.სელენამ მენეჯერი საავადმყოფოში წაიყვანა,სადაც შემოწმების შემდეგ სალდოვარის ყველა ნაამბობი ტყული აღმოჩნდა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

სასტუმროში დაბრუნების შემდეგ სალდივარმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და სელენა მხარში დაჭრა,არტერიის დაზიანების გამო მომღერალმა უამრავი სისხლი დაკარგა.დაჭრილი სელენა სასტუმროს მისაღებისკენ გაიქცა,თან სისხლის ნაკვალევს ტოვებდა.მან გონების დაკარგვამდე საკუთარი მკვლელი დაასახელა.სალდივარმა გაქცევა სცადა და 10 საათიანი დევნის შემდეგ დაპატიმრებული იქნა.სასტუმროსთან მომღერლის ფანებმა მოიყარეს თავი.ბევრი ტიროდა როდესაც პოლიციამ სელენას გვამი შენობიდან გამოიტანეს.მის დასაფლავებას 60000 ადამიანი დაესწრო. მან წარუშლელი კვალი დატოვა მუსიკის ინდუსტრიაში და ლათინო-ამერიკელებისთვის აიკონად იქცა.

ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2) ვარსკვლავები,რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ (ნაწილი 2)

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

8


  • maliashine თქვა:
    14 თებერვალი 2015 23:34 - ID: 8,
    რა საცოდაობაა ღმერთო sad
    ჯეიმსი ძალიან ძალიან მიყვარს, ბრედი love
    ლუსის ისტორიამ დამთრგუნა ყველაზე მეტად sad რესთ ინ ფის იუ ოლ love

  • anabell) თქვა:
    14 თებერვალი 2015 23:11 - ID: 7,
    ჯეიმსი love სელენა love სიტყვები არ მყოფნის recourse recourse

  • jonsos თქვა:
    14 თებერვალი 2015 23:01 - ID: 6,
    იმ გოგომ თავი რომ მოიკლა შემეცოდა ყველაზე ნეტად recourse

  • liliana თქვა:
    14 თებერვალი 2015 22:44 - ID: 5,
    ვაიმე საწყლები... R.I.P

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top