;
5 მარტი 2015      AnnLennon     9 კომენტარი     ნანახია 7520-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


ტუბა ბუიუკუსტუნი გახლავთ თურქი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1982 წლის 5 ივლისს, სტამბოლში. თავდაპირველად მონაწილეობდა სარეკლამო რგოლებში, ხოლო შემდგომ კი მეგობრის რჩევით სამსახიობო სფეროში აქტიურად ჩაბმა გადაწყვიტა. დღესდღეობით ტუბა გახლავთ ერთ-ერთი მოთხოვნადი მსახიობი თურქეთში, რომელსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იცნობენ. ხშირად ეძახიან ‘თურქ ანჯელინა’ ჯოლის არა ფიზიკური მსგავსების გამო, არამედ ქველმოქმედების კუთხით. ის ერთ-ერთი აქტიური თურქი ქველმოქმედი სელებრითია. გთავაზობთ, მოკლე ბიოგრაფიას, კარიერულ წინსვლასა და საინტერესო ფაქტებს ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის ტუბას შესახებ.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


✿ მოკლე ბიოგრაფია ✿

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


ტუბა დაიბადა 1982 წლის 5 ივლისს, სტამბოლში. მან დაამთავრა ‘დოგუსის’ სკოლა, ხოლო შემდგომ კი ჩააბარა ‘Mimar Sinan Fine Arts’-ის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა კოსტუმებისა და სცენის დიზაინს. უნივერსიტეტში სწავლისას მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სარეკლამო რგოლებში, ხოლო შემდგომ გაიცნო მსახიობი ტომრისი, რომელმაც ტუბას სამსახიობო სფეროში აქტიური მოღვაწეობისკენ უბიძგა.


✮ კარიერული წინსვლა ✮

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


ტუბას დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2003 წელს ‘Sultan Makamı’-ის ბოლო ოთხ ეპიზოდში მონაწილეობით. მისმა სილამაზემ და დამაჯერებელმა თამაშმა პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება მიიქცია და მის ცხოვრებაში ახალი ეპიზოდი დაიწყო. სთავაზობდნენ სხადასხვა საპნის ოპერებში მონაწილეობას, ხოლო თურქი საზოგადოება თანდათან იხიბლებოდა მისით.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


2004 წელს მან მონაწილეობა მიიღო სერიალში ‘Çemberimde Gül Oya’, სადაც განასახიერა გულიზარი. მისი პერფორმანსი იმდენად სწორედ იყო განსახიერებული, რომ მან სერბიასა და მონტენეგროს საერთაშორისო ‘ტვ’ ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის წოდება მიიღო. აქედან დაიწყო ტუბას კარიერული წინსვლა, რასაც მოჰყვა 2006 წელს საკმაოდ ცნობილი ფილმი ‘Sınav’, სადაც მან ლეგენდარულ ჟან კლოდ ვანდამს გაუწია პარტნიორობა.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


2007 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა ქართველებისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი სერიალი ‘ასი’, სადაც მან პარტნიორობა მურატ ილდირიმს გაუწია. მათი ერთობლივი პროექტი საოცრად პოპულარული გახდა და ის არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა. გარდა ამისა, სერიალი წარდგენილი იყო 51-ე მონტე კარლოს სატელევიზიო ფესტივალზე, როგორც საუკეთესო საპნის ოპერა.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


2012 წლის მიწურულს, ტუბას მონაწილეობით გამოვიდა კვლავ წარმატებული პროექტი ’20 წუთი’. სერიალში განსახიერებული პერსონაჟისთვის ტუბა წარდგენილი იყო 42-ე ‘International Emmy Award’-ზე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. 2014 წლიდან კი ცნობილ მსახიობ ენგინ აკურეკს უწევს პარტნიორობას სერიალში ‘Kara Para Aşk’.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun



✖ ✖ ✖
საინტერესო ფაქტები


ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


♦ მისი სრული სახელია: Hatice Tuba Büyüküstün

♦ მისი სიმაღლეა: 1.73 სანტიმეტრი

♦ ტუბას ჰობია ხატვა, ცხენზე ჯირითი, მანქანის ტარება.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


♦ სერიალ ‘ასიში’ მურატ ილდირიმთან მონაწილეობის შემდეგ ჭორები დადიოდა მათი ერთად ყოფნის შესახებ. ‘ასის’ ფანებს ძალიან სურდათ ეკრანზე არსებული სიყვარული რეალურ ცხოვრებაშიც გადასულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. მათ ყველანაირი ჭორები უარყვეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები არიან.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


✌ 2014 წელს, ტუბა დაინიშნა თურქული ‘UNICEF’-ის კეთილი ნების ელჩად. ხშირად
სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკებს და სწორედ ამიტომ მას ‘თურქი ანჯელინა’ შეარქვეს.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


♥ 2011 წლის 28 ივლისს, მან ცნობილ თურქ მსახიობზე ონურ სეილაკზე იქორწინა. მათი ქორწინების
ცერემონიალი პარიზში შედგა. 2012 წელს, წყვილი ორი ტყუპი გოგონას მაია და ტოპრაკის მშობლები გახდნენ.

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun


ფოტომასალა/გიფები:

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

ტუბა ბუიუკუსტუნი/Tuba Buyukustun

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • laurenbacall თქვა:
    7 მარტი 2015 16:42 - ID: 9,
    ნეტა უფრო მეტი ფოტო დაგედოთ.ულამაზესია love საოცარი თვალები აქვს love .კარგი სიახლეა love love

  • Tatia-Angelina თქვა:
    7 მარტი 2015 13:21 - ID: 8,
    თურქებმა აქაც შემოაღწიეს ? wink

  • liii :) თქვა:
    6 მარტი 2015 22:56 - ID: 7,
    ვგიჟდებიიიი love

  • demetria თქვა:
    6 მარტი 2015 14:54 - ID: 6,
    აიი რა გოოგოა ვგიჟდები ულამაზესიი ამვდროულად ძალიან ნაზიი <33
    20 წუთს ვუყურებ და ძაან მომწონსს, მაგარიი გოგოა ძალიანნ love

  • teotuka თქვა:
    6 მარტი 2015 14:53 - ID: 5,
    ულამაზესია <3

  • nataa თქვა:
    5 მარტი 2015 22:11 - ID: 4,
    ძაან მიყვარს და ულამაზესია ეს მსახიობი love love love

  • candice თქვა:
    5 მარტი 2015 21:05 - ID: 3,
    ვაიმე რა ლამაზია love ნამდვლად ძალიან ნიჭიერია

  • TikuSi თქვა:
    5 მარტი 2015 20:49 - ID: 2,
    საოოცრად ლაამზიიაა love
    კარგიი მსახიიობიიცააააა love
    ძალიიანნ მომწოონსსსს love love

  • ni_nini თქვა:
    5 მარტი 2015 20:48 - ID: 1,
    ვაა როგორ გამიხარდა ეს სიახლე,ძალიან მაგარი გოგოა ყველაზე ლამაზ თურქ მსახიობადაა აღიარებული და კიდევ ბევრი ფოტოს დადება შეიძლებოდა სადაც მისი სილამაზე კარგად ჩანს love

    ადრე მინდოდა ამ გოგოზე სიახლეს დადება და იმდენი ფოტო გადმოვწერე შემიყვარდა(ფეისბუქზე ძლივს მივაგენი მის ფან გვერდს სადაც უამრავი ფოტოა) ... ახლაც კი მაქ მისი ფოტოები თუმცა ინფორმაციის მოძიება გამიძნელდა ბევრი არ იყო და გადამედო და გადამედო კარგია,რომ დაადგა საშველი...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top