12 March 2015      AnnLennon1     Views 4 905    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

ჯულია რობერტსი გახლავთ ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც მთელი მსოფლიო თავისი არაჩვეულებრივი და სახასიათო ღიმილით დაიპყრო და რომელიც თანდათან მისი სამარკო ნიშანი გახდა. ჯულია დაიბადა 1967 წლის 28 ოქტომბერს, ჯორჯიაში და საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება. ეტაპობრივად მან გადაწყივტა ნიუ-იორკში გამგზავრება და დამოუკიდებლად ცხოვრება. სამოდელო კარიერიდან გადავიდა სამსახიობო სფეროში და სწორადაც მოიქცა, რადგან დღესდღეობით ის ‘A-List’-ის მსახიობებს შორის ერთ-ერთ მთავარ პოზიციას იკავებს და გახლავთ პირველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი ჰოლივუდში. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მშვენიერი ჯულია ფიონა რობერტსის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

✖ ჯულია რობერტსი დაიბადა 1967 წლის 28 ოქტომბერს, ჯორჯიაში, ამერიკაში.
✖ მისი სრული სახელია: ჯულია ფიონა რობერტსი
✖ მისი ზედმეტსახელია: ჯულსი
✖ მისი სიმაღლეა: 1.73 სანტიმეტრი
✖ ჯულიას სამარკო ნიშანია ღიმილი, რომლითაც მთელი ჰოლივუდი მონუსხა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

დედამისი და მამამისი ორივენი მსახიობები იყვნენ და სკოლის დამაარსებლები. ისინი განქორწინდნენ მაშინ, როდესაც ჯულია საკმაოდ პატარა იყო, ხოლო 10 წლის ასაკში კი მისი მამა გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებამდე დედა მეორედ გათხოვდა ნარკომანსა და ლოთზე, რომელიც ოჯახს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. რობერტსი მას ვერ იტანდა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

◕ ჯულიას ჰყავს უფროსი ძმა ერიკ რობერტსი, რომელიც ასევე ცნობილი მსახიობი გახლავთ. და-ძმას შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა 2004 წლამდე. ჰყავს ასევე და ლიზა რობერტსი და ნახევარ დაც, რომელიც სამწუხაროდ 2014 წელს ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა.

ემა რობერტსი - თინეიჯერების საყვარელი მსახიობი სწორედ ჯულიას ძმისშვილია. ემასა და ჯულიას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

◆ ბავშვობისას მას სურდა ვეტერინარი გამხდარიყო.

◆ სკოლაში სწავლისას მუსიკალურ წრეზე დადიოდა და კლარინეტზე უკრავდა.

◆ ჯორჯიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, რათა სამსახიობო კარიერაში ბედი ეცადა. ჩასვლისას მან კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან და აქედან დაიწყო ყველაფერი.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

★ ჯულიას დებიუტი ეკრანზე შედგა 1986 წელს სატელევიზიო შოუში ‘Crime Story’.

★ 1990 წელს ის მთელმა ჰოლივუდმა და მსოფლიომ გაიცნო ვივიანის როლით ფილმში ‘Pretty Woman’. თუმცა, დისნეის თავდაპირველი არჩევანი რობერტსი არ ყოფილა. მათ როლზე მეგ რაიანის დამტკიცება სურდათ, რომელმაც უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე, ხოლო შემდგომ კი განიხილავდნენ სანდრა ბალოკსა და უმა თურმანს. საბოლოოდ, როლზე ჯულია რობერტსი დამტკიცდა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

ინტიმური სცენის გადაღების დროს ჯულიამ იმდენად ინერვიულა, რომ შეუძლოდ გახდა. რეჟისორმა გარი მარშალმა და რიჩარდ გირმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მსახიობს თავი უკეთ ეგრძნო და სტრესისგან განთავისუფლებულიყო.

ყელსაბამის ცნობილი სცენა არ იყო დადგმული. იმ დღეს, რობერტსი გადასაღებ მეოდანზე გადაღლილი მივიდა და უხასიათოდ იყო, ხოლო რიჩარდი კი შეეცადა მსახიობი გაემხიარულებინა. გარიმ კი გადაწყვიტა, რომ ნამდვილი ემციები ფილმის საბოლოო ვერსიაში დაეტოვებინა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

◕ 1998 წელს, მან უარი განაცხადა მთავარი როლის შესრულებაზე ფილმში ‘Shakespeare in Love’, რომელიც გვინეტ პელტროუმ მოირგო და ოსკარიც კი მოიპოვა.

◕ 1993 წელს მან დენზელ ვაშინგტონთან ერთად ითანამშრომლა ერთ-ერთი ფილმისთვის. მას შემდეგ ეს ორი ვარსკვლავი უახლოესი მეგობრები არიან.

◕ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია ბრუს უილისი.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

Δ თავისუფალ დროს მსახიობი აქტიური ქველმოქმედებითაა დაკავებული და არ ენანება დიდი თანხის გაღება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდისთვის. რეგულარულად ეხმარება და მხარში უდგას ‘იუნისეფის’ ფონდს.

Δ 1997 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული კომედია ‘ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი’, სადაც მას პარტნიორობა კამერონ დიასმა გაუწია.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

Δ 1993 წელს მან უარი განაცხადა ფილმ ‘Sleepless in Seattle’-ში მთავარ როლზე, რომელიც მეგ რაიანს გადაეცა.

Δ 2009 წელს, ჯულიამ უარი განაცხადა რომანტიკულ კომედიაში ‘The Proposal’-ში მონაწილეობაზე, რადგან გაცილებით მეტი ჰონორარი სურდა, ვიდრე სთავაზოვდნენ. დისნეიმ სანდრა ბალოკი ნაკლებ ფასში დაამტკიცა როლზე და ფილმი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროექტი თავის ჟანრში.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

✿ 2001 წელს დასახელდა ამერიკის ყველაზე ფავორიტ კინოვარსვლავად.

22 წლის ასაკში ის დასახელდა ყველაზე ლამაზ ადამიანად მსოლფიოში.რეჟისორმა გარი მარშალმა კი ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ‘ჩემი აზრით, მისი სილამაზე ოდრი ჰეპბერნის, ლუსილ ბოლისა და ბამბის შერწყმას წააგავს.’

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

✿ ის გახლავთ ინდოელი მსახიობის აიშვარია რაი ბაჩანის უდიდესი ფანი და ერთხელაც განაცხადა, რომ აიშვარია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია.

✿ კანადელმა მუსიკოსმა შანტალ კრევიაზუკმა მას სიმღერა მიუძღვნა სახელწოდებით ‘ჯულია’ მას შემდეგ, რაც მსახიობი ლოს ანჟელესის ერთ-ერთ რესტორანში იხილა.

✿ მისი შთაგონების წყაროა ლეგენდარული მსახიობი კეტრინ ჰეპბერნი.

✿ მისი ერთ-ერთი ჰობია ქსოვა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

▲ 1998 წელს კი ჯულიამ სიუზან სარანდონთან ერთად ითანამშრომლა ფილმისთვის ‘დედინაცვალი’. სცენარის მიხედვით ორი მსახიობი ერთმანეთს არ სწყალობს, რეალურ ცხოვრებაში კი ისინი ძალიან ახლო მეგორები არიან და პროექტში მონაწილეობას სწორედ იმიტომ დათანხმდნენ, რომ დრო ერთად გაეტარებინათ.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

▲ 1999 წელს, მან ბრიტანელ მსახიობ ჰიუ გრანტთან ერთად მონაწილეობა მიიღ ერთ-ერთი ცნობილ რომანტიკული ჟანრის ფილმში ‘ნოტინგ ჰილი’. რეჟისორმა და სცენარისტმა ერთხმად განაცხადეს, რომ უილიამისა და ანას როლზე თავდაპირველი არჩევანი სწორედ ჯულია და ჰიუ იყვნენ.

▲ 1999 წელს, რობერტსმა კიდევ ერთხელ ითანამშრომლა რიჩარდ გირთან და რეჟისორ გარი მარშალთან ერთად ფილმზე ‘გაქცეული პატარძალი’. ჯულიას ცხენზე ჯირითის სცენები დუბლი ორის გარეშე გადაიღეს, რადგან მსახიობი ბავშვობიდან აჭენებს ცხენს.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

♕ 2000 წელს, ჯულიას მონაწილეობით გამოვიდა საკმაოდ განსხვავებული ფილმი ‘Erin Brockovich’. მან ჰოლივუდსა და მთელ მსოფლიოს სხვა ამპლუაში დაანახა თავი და როლისთვის 20 მილიონი დოლარი მოიპოვა. ის გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელსაც ამ რაოდენობის ჰონორარი გადაუხადეს.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

♕ ერინ ბროკოვიჩის პერსონაჟის მოსარგებად მან მარჯვენა ხელით წერა ისწავლა, რადგან ჯულია ცაციაა.

♕ მსახიობმა ერინის როლისთვის 2001 წელს საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

Δ 2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘მექსიკელი’ ბრედ პიტთან ერთად, ხოლო იმავე წელს კვლავ ითანამშრომლა პიტთან ერთად ფილმისთვის ‘Ocean’s Eleven’. როდესაც მას სცენარი გაუგზავნეს თან დაურთეს 20 მილიონიანი ჩეკი და ჯორჯ კლუნისა და ბრეტ პიტის წერილი: ‘გავიგე, რომ ფილმებში უკვე 20 მილიონ დოლარს იღებ.’ ეს წერილი რა თქმა უნდა ხუმრობით იყო დაწერილი და ხაზს უსვამდა იმას, რომ რობერტსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი იყო. ჯორჯი და ჯულია უახლოესი მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

♛ 2012 წელს, მან ბოროტი დედოფალი განასახიერა ფილმში ‘Mirror Mirror’. მისმა ბავშვებმა სწორედ ამ ფილმით შეიტყვეს, რომ მათი დედა ჰოლივუდის ვარსკვლავია. გადასაღებ მოედანზე ჯულიას უზარმაზარი სამეფო კაბები ემოსა, რომელშიც მისი ბავშვები იმალებოდნენ ისე, რომ მათ ვერავინ ამჩნევდა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

◕ 2013 წელს რობერტსმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘August: Osage Country’ მერილ სტრიპთან ერთად. მან იმდენად გაუხარდა მერილ სტრიპთან თანამრომლობის შანსი, რომ ‘Mirror Mirror’-ის პრომოუშენზე ატირდა და განაცხადა: ‘ის ჩემი ფავორიტი მსახიობია და მე უბედნიერესი ვარ, რომ ცხოვრებაში პირველად მიწევს მასთან ერთად ფილმში მონაწილეობა.’

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

■ 1987 წელს, მან ლიამ ნისონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Satisfaction’, სადაც მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ლიამი 35 წლის იყო, ხოლო ჯულია კი 19-ის. წყვილმა 2 წლის განმავლობაში მოახერხა ერთად ცხოვრება, ხოლო შემდგომ მათი გზები გაიყარა.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

▲ 1990 წელს, მან ურთიერთობა დაიწყო მსახიობ კიფერ საზერლენდთან და დაინიშნა კიდეც მასზე. ქორწინებიდან რამოდენიმე დღით ადრე მათ ურთიერთობა დაასრულეს. 1995 წელს, მცირე დროის განმავლობაში ჯულია ხვდებოდა ლეგენდარულ ბრიტანელ მსახიობს დენიელ დეი ლუისს.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

◕ 1993 წელს, ჯულია პირველად დაქორწინდა მომღერალ ლილ ლოვეტზე. მათ ინდიანაში იქორწინეს, თუმცა ერთობლივმა ცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა. წყვილი 1995 წელს ოფიციალურად გაეყარა ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

♥ შემდგომ, მან გაიცნო თავისი ახლანდელი მეუღლე დანიელ მოდერი ფილმ ‘მექსიკელის’ გადასაღებ მეოდანზე. იმ პერიოდში ჯულიას ბოიფრენდი ჰყავდა, ხოლო დანიელს კი მეუღლე. თუმცა, მათ ამ ყველაფერმა ხელი არ შეუშალა და 2002 წელს იქორწინეს. დღესდღეობით, ჯულია და დანიელი სამ შვილს ზრდიან და ბედნიერად ცხოვრობენ.

საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments
Back to Top