;
13 მარტი 2015      • Angel M •     7 კომენტარი     ნანახია 6203-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმაურიან ჰოლივუდში დაიბადა ისეთი წყვილები, რომლებზეც
ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ერთად ვიხილავდით. თუფაქი და მადონა, ელიზაბეტ ტეილორი
და კოლინ ფარელი, ტომ კრუზი და შერი, მაკალეი კალკინი და მილა კუნისი, ასევე სხვა
ცნობილი ადამიანები. წარმოგიდგენთ ჰოლივუდის 11 ყველაზე უცნაურ წყვილს.

მადონა & თუფაქი

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მადონამ გრანდიოზული რამ აღიარა. ის და თუფაქ შაკური
ადრეულ 90-იანებში ერთმანეთს ხვდებოდნენ. “მე ვხვდებოდი თუფაქ შაკურს და მან ჩემი
ცხოვრება საკმაოდ აურია. როდესაც შოუებზე გავდიოდი, თავს განგსტერად ვგრძნობდი
”.



ელიზაბეტ ტეილორი & კოლინ ფარელი

2013 წელს ელენ დეჯენერესის შოუში კოლინ ფარელმა აღიარა ურთიერთობა ცნობილ მსახიობ
ელიზაბეტ ტეილორთან. მათ ერთმანეთი არც ისეთ სასიამოვნო გარემოში - საავადმყოფოში გაიცნეს.
ფარელის ბავშვი ახალი დაბადებული იყო, ხოლო ტეილორი გულზე მკურნალობდა. მათი ეს უბრალო
შეხვედრა ორ წლიან ურთიერთობაში გადაიზარდა, რომელიც არ დასრულბულა. კოლინმა ელენს უთხრა,
რომ სურდა ელიზაბეტის მერვე ქმარი გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ასე ვერ მოხდა.



ედუარდ ნორტონი & კორტნი ლავი

"The People vs. Larry Flynt-ის" გადეხებებზე ედუარდ ნორტონმა და კორტნი ლავმა ერთმანეთი
გაიცნეს. მათი ერთიერთობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა, 1996-დან 1999-მდე.



ტომ კრუზი & შერი

2008 წელს შერმა აღიარა, რომ 80-იან წლებში ის ტომ კრუზს ხვდებოდა. 2013 წელს კი
ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვას, თუ მერამდენე იყო ტომი იმ კაცთა შორის, რომლებთანაც შერი
იწვა, მან ასეთი პასუხი გასცა: "ტომი ტოპ 5-ეულში შევიდა."




ივან რეიჩელ ვუდი & მერლინ მენსონი

19 წლის ასაკში ივან რეიჩელ ვუდი სკანდალურ მერლინ მენსონს ხვდებოდა. ისინი ხშირად
შორდებოდნენ და რიგდებობდენ.
საბოლოოდ კი ეს ამბავი, 2010 წლის იანვარში, მათი ნიშნობით
დაგვირგვინდა. აგვისტოში მათი ქორწილი გაუქმდა. ივანმა კი ასე ახსნა: "ხალხი იცვლება, ხალხი
შეცდომებს უშვებს. ხალხი ცხოვრობს და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს".



ჯულია რობერტსი & კიფერ საზერლენდი

1991 წელს ჯულია რობერტსი ნამდვილი "გაქცეული პატარძალი" აღმოჩნდა. მან ჩაშალა
ქორწინება, რომელიც ერთ წლიან ურთიერთობაზე იყო დაფუძვნებული.



რაიან რეინოლდსი & ალანის მორისეტი

წყვილმა ერთმანეთი 2002 წელს დრიუ ბერიმორის დაბადებისდღეზე გაიცნო. ისინი ორი წლის
განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2004-ში კი რეინოლდსმა მას ცოლობა სთხოვა. 2007 წელს
ისინი დშორდნენ. ალანის ალბომი - "Flavors of Entanglement", რაიანთან განშორებას მიეძღვნა.



ოუენ ვილსონი & შერილ კროუ

წყვილი 2002 წელს დაშორდა ერთმანეთს. განშორების შემდეგ შერილმა ოუვენზე თქვა, რომ
ისევ უყვარდა ის, რადგან ჩალიან ნიჭიერი მსახოიობი და კარგი ადამიანია.




პამელა ანდერსონი & მაიკლ ჯექსონი

2009 წელს უცნაური რაღაც მოხდა. პამელა და მაიკლ ჯექსონი ერთმანეთს ხვდებონდნენ.
"ეს ძალიან უცნაური წყვილია, მაგრამ მაინც მაგრები არიან" - აცხადებდა სანდო წყარო.



მაკალეი კალკინი & მილა კუნისი

კალკინმა და კუნისმა უერთერთობა 2002 წელს დაიწყეს. რვა წლის განმავლობაში ისინი
ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
2011 წელს კი დაშორდნენ. "დაშორება მეგობრული იყო,
ისინი ახლო მეგობრებად დარჩნენ."



ტედ დენსონი & ვუპი გოლდბერგი

წყვილის უერთიერთობა 1992 წელს "Made in America-ს" გადასაღებ მოედანზე დაიწყო.
"სიამოვნებით ვიქნებოდი ვუპის ჩრდილში მთელი ცხოვრება - მე ვაღმერთებ
ამ ქალს
"- განაცხადა დენსონმა.



კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • katokato თქვა:
    14 მარტი 2015 20:20 - ID: 7,
    ავოეეე ტომ კრუზი რა მგააგიჟა,შერი ყოვეთვის შეუხედავი იყო,კოლი ფარლს კი ეტყობა ბაშობაში ტეილორი უყვარდა და დიდობაში აისრულა,არა ნუ სიყვარული მართლა ბრმაა :D

  • maliashine თქვა:
    14 მარტი 2015 16:21 - ID: 6,
    3:) კიდევ კარგი ყველა დაშორდნენ არ შერჩნენ ერთმანეთს lol

  • I.M თქვა:
    13 მარტი 2015 23:42 - ID: 5,
    ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი წყვილები თუ არსებობდნენ lol lol

  • Bellania თქვა:
    13 მარტი 2015 23:32 - ID: 4,
    რაიან რეინოლდსი მგონი ვამპირია wink ტიპი არ ბერდება winked love

  • anaki თქვა:
    13 მარტი 2015 21:35 - ID: 3,
    ვიცოდი ყველა wink

  • demetria თქვა:
    13 მარტი 2015 21:30 - ID: 2,
    მართლა რაუაზრო სიაა winked

  • anabell)) თქვა:
    13 მარტი 2015 20:53 - ID: 1,
    ცუდად ვარ lol ან სიმთვრალეში გააკეეს ეს ან კაიფში

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top