24 March 2015      Ancho.     Views 5 070    
Category: Stars


10 ბრიტანელი, რომლებმაც მოხიბლეს მსოფლიო

სექსუალური აქცენტი, ლამაზი გარეგნობა, ნამდვილი ჯენტლმენის მანერები -- ინგლისელებს კინოინდუსტრიისათვის სასურველ სტუმრებად ხდის.

გასულ წელს, ბრიტანელებმა უფრო აქტიურად დაჯაბნეს ამერიკელები. წლის საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაზე, ერთბაშად ორი ინგლისელი ასპარეზობდა: ედი რედმაინი და ბენედიქტ კამბერბეტჩი. მათ კარიერა ლონდონის სათეატრო სცენაზე დაიწყეს და მოგვიანებით მთელი მსოფლიოს გულშემატკივრების სიყვარული მოიპოვეს.


ედი რედმაინი

დიდება: "საბრალონი"
ბოლო პროექტები: "იუპიტერის აღზევება", "ყველაფრის თეორია".



ედი რედმაინმა მსახიობობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 8 წლის ასაკში უყურა კომედიურ დადგმას "ზაფხულის ღამის სიზმარი". მშობლებმა ხელი შეუწყეს შვილის გატაცებას და ის საბავშვო თეატრალურ კლუბში მიაბარეს. 12 წლის ასაკში რედმაინის დებიუტი შედგა სცენაზე. ის მოხვდა პიესაში "ოლივერი". თეატრმა მსახიობს ხელი არ შეუშალა დაემთავრებინა კოლეჯი და საუკეთესოდ დაესრულებინა კემბრიჯთან არსებული ტრინიტის კოლეჯი.
http://data1.whicdn.com/images/169222516/large.gif


28 წლის ასაკში ედი უკვე დიდი სათეატრო სცენის შემდგარი ვარსკვლავი იყო. ის მსახურობდა ლონდონის საუკეთესო თეატრებში და მიიღო პრემია "ტონი"-ოსკარის ანალოგი სათეატრო ხელოვნებაში.

პიესებში მონაწილეობის პარალელურად ის თამაშობდა პროექტებში ცნობილ ადამიანებთან ერთად. The Good Shepherd-ში იმუშავა ანჯელინა ჯოლისთან და მეთ დეიმონთან ერთად. The Golden Age-ში ქეით ბლანშეტთან ერთად, The Other Boleyn Girl-ში სკარლეტ იოჰანსონთან და My Week with Marilyn-ში მიშელ უილიამსთან ერთად.

http://data2.whicdn.com/images/169522860/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/169021682/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/168539331/large.jpg


მსოფლიო აღიარება მსახიობთან კი მოვიდა ფილმ "საბრალონის" გამოსვლის შემდეგ, 2012 წელს. 30 წლის ედის სასცენო გამოცდილება გამოადგა და ქოროში სიმღერაც, რადგანაც აქ რეჟისორის ჩანაფიქრით მსახიობები პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მღეროდნენ.

მართალია, ამ როლისათვის მას დიდი ჯილდოები არ მიუღია, მაგრამ მისით დაინტერესდა რეჟისორი ჯეიმს მარში და ის გენიოსი ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის როლზე დაამტკიცა, რომლითაც ახალგაზრდა მსახიობმა მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

http://data1.whicdn.com/images/169227367/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/168574969/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/168522338/large.jpg



ბენედიქტ კამბერბეტჩი

დიდება: "შერლოკ ჰოლმსი"
ბოლო პროექტები: "ჰობიტი", "იმიტაციის თამაში".



ბენედიქტ კამბერბეტჩი შესაშურად უთავსებს ერთმანეთს საქმესა და კინოს, თეატრს და ტელევიზიას და აწყობს პირად ცხოვრებასაც თავის ახალგაზრდა ცოლთან. ინტელექტი, არისტოკრატიული მანერები და კარგი განათლება დაეხმარნენ მსახიობს მიეღო გენიოსთა, მხატვართა და პრემიერ მინისტრის როლები. ის თამაშობდა ლონდონის ბევრ სცენაზე, მათ შორის სამეფო ნაციონალურ თეატრში, სატელევიზიო ფილმებისათვის "ჰოკინგსა" და "მარპლში" კი ნომინირებული იყო ბაფტაზე.

http://data2.whicdn.com/images/169559065/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/169422724/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/143935014/large.gif


მიუხედავად კინოკრიტიკოსების კეთილგანწყობისა და ცნობილი კინოპროექტების ყოფნისა მის ფილმოგრაფიაში, ბენედიქტი მაინც დიდხანს იჯდა მომლოდინეთა სკამზე. ტელევიზია BBC-მ 2010 წელს მას ეს შანსი აჩუქა და ისარგებლა. "შერლოკის" პირველი სერიის პრემიერის შემდეგ თვითერი აჭრელდა შეტყობინებებით მთელი მსოფლიოდან ახალ სექსუალურ ბრიტანელზე.

მართალია, სექს-სიმბოლოს სახელი და ურიცხვი ფანები არ ყოფილა ის, რაზეც ბენედიქტი ოცნებობდა. სამაგიეროდ ის მოხვდა მაღალ მსახიობთა ლიგაში და საუკეთესო მამაკაცის ნომინაციასაც გამოკრა ხელი.

http://data3.whicdn.com/images/169623385/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/142506820/large.gif
http://data1.whicdn.com/images/85513853/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/143785254/large.gif



რობერტ პეტინსონი

დიდება: "ბინდი"
ბოლო პროექტები: "Maps to the Stars ", "Queen of the Desert ".



რობერტს პეტინსონს ბავშვობიდანვე იტაცებდა თეატრი. მონაწილეობდა სამოყვარულეო და პროფესიონალურ დადგემბში. 18 წლის ასაკში მიიღო თავისი პირველი როლი სატელევიზიო ფილმში "ნიბელუნგების ბეჭედი" და "Vanity Fair", მაგრამ უკანასკნელიდან მისი ყველა სცენა ამოჭრეს. მეტი წარმატება მოუტანა "ჰარი პოტერის" გადაღებებმა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი სედრიკი გმირულად დაიღუპა და საგის ბოლომდე ვერ მიაღწია, მასში მაინც ამოიცნეს მომავალი ბრიტანელი ვარსკვლავი და ის ჯუდ ლოუს ახალგაზრდობას შეადარეს.

რობერტს თავისი ძალების დიდად არ სჯეროდა. "ბინდის" ქასთინგზეც დიდი იმედით არ მისულა. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველასთან იდეალური ურთიერთობის მქონე ედვარდის როლი ნებისმიერს ერგებოდა, მის გარდა. რეჟისორმა და სცენარისტმა კი სწორედ 22 წლის რობერტი აიყვანეს, რამაც მსახიობს მოუტანა დიდება, მილიონები, კრისტენ სტიუარტი და სახლი ლოს-ანჯელესში, გადასაღებ მოედანთან ახლოს.

http://data3.whicdn.com/images/169315361/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/169143325/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/169077764/large.jpg


4 გრძელი წლის განმავლობაში, რობი ოცნებობდა დამშვიდობებოდა ყალყზე დამდგარ ვარცხნილობას, სახის თეთრ ტონს და თინეიჯერი გოგონების მთავარი გმირის ტიტულს.
"სინამდვილეში მე არ მსურდა "ბინდში" თამაში. ეს შემთხვევით მოხდა და გადაღებებამდე არც კი ვიცოდი რა პროექტი მელოდა. მე მაშინ გავაკეთე პირველი ნაბიჯები კარიერაში და ვსწავლობდი თამაშს. თავიდან არც ისე დიდ პროექტში მსურდა მონაწილეობა და შემდგომ რაიმე გრანდიოზულში. მაგრამ, მოხდა "ბინდი" და ეს ამდენი გულშემატკივარი, რომელთაგანაც უკვე თავბრუ მეხვეოდა." თავს იმართლებდა პეტინსონი ჟურნალ Entertainment Weekly-ში.

რობის ოცნება ასრულდა. ის წავიდა დამოუკიდებელ კინოში. ითამაშა მდიდარი ბირჟის გადამყიდველი "კოსმოპოლისში", უსახლკარო ყაჩაღი "The Rover"-ში და მსახიობის კარიერაზე მეოცნებე მძღოლი "Maps to the Stars"-ში.

http://data2.whicdn.com/images/169114846/large.gif
http://data1.whicdn.com/images/169110460/large.gif
http://data1.whicdn.com/images/169099550/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/169073949/large.jpg


ტომ ჰიდლსტონი

დიდება: "თორი", "The Avengers"
ბოლო პროექტები: "Only Lovers Left Alive", "Crimson Peak".



ტომ ჰიდლსტონმა ინტელექტუალად ჩამოყალიბების სრული განათლება მიიღო. სწავლობდა ოქსფორდთან არსებულ სკოლაში, ითონის კოლეჯში, მოგვიანებით დაამთავრა სამეფო აკადემია დრამატული ხელოვნების განხრით. თეატრმა მსახიობს ღირებული პრიზები მოუტანა. (როლები შექსპირისა და ჩეხოვის პიესებში)

რაც არ უნდა უცნაური იყოს, სწორედ თეატრი დაეხმარა ტომს მოხვედრილიყო მარველის ბლოკბასტერში "თორი". ფილმის რეჟისორმა ის გაიცნო ჩეხოვის "ივანოვა"-ში და სერიალში "Wallander". ამიტომაც უკვე მის ფავორიტს შესტავაზა კინოში ეცადა ბედი. თავიდან, ტომი გათვალისწინებული იყო სიმპატიური თორის როლზე, მაგრამ კასტინგის შემდეგ მას მთავარი ბოროტი გმირის, ლოკის როლი მისცეს. ფილმისთვის მან არამხოლოდ გადაიკითხა სკანდინავიური მითოლოგია, არამედ მოიმატა 9 კილოგრამი და აშ. მაგრამ ყველაფერი ღრდა ამად. ფილმმა გაქირავებაში 449 მილიონი $ გამოიმუშავა და მსახიობის მთელი ცხოვრების სამსახური უზრუნველყო. ახლა ტომს იღებენ "თორისა" და "შურისმაძიებლების" გაგრძელებებში.

http://data3.whicdn.com/images/169689020/large.png


მარველის კომიქსების შემდეგ, მას ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობენ. 4 წლის განმავლობაში მან მოასწრო გადაეღო ფილმებისთვის ვუდი ალენის "შუაღამე პარიზში", სტივენ სპილსბერგის "War Horse ", ჯიმ ჯარმუშის ვამპირულ დრამაში "Only Lovers Left Alive ". მოკრძალებული თეატრის მსახიობიდან ის პირველი ხარისხის ვარსკვლავად გადაიქცა, რაც მას კვლავ აბნევს.
http://data2.whicdn.com/images/169627545/large.gif


"მე არასოდეს ველოდი დიდებას. ის უცნაურია, ქაოტური და არაპროგნოზირებადი. რა უცნაურია მიდიოდე ქუჩაში და ჩერდებოდე, იმიტომ რომ შენთან სელფის გადაღება უნდათ. მაგრამ მე ვცდილობ ყველაფერს წყნარად და კეთილად მივუდგე."

http://data3.whicdn.com/images/169594738/large.gif
http://data1.whicdn.com/images/169388700/large.png
http://data1.whicdn.com/images/169387805/large.gif
http://data1.whicdn.com/images/169198595/large.gif



ტომ ჰარდი

დიდება: "დასაწყისი"
ბოლო პროექტები: "№ 44", "Mad Max: Fury Road ".



ჰარდი შემქმედებით ოჯახში დაიბადა. მამა კომედიებს, წერდა, დედა მხატვარი იყო. ტომი სამსახიობო კარიერით დაინტერესდა. რიჩმონდის თეატრალური სკოლის დამთავრების შემდეგ, ის უცებ ჩაერთო დიდ კინოში. 24 წლის ჰარდის უკვე იღებენ რიდლი სკოტის საომარ დრამაში "Black Hawk Down ", 1 წელიწადში კი ის მოხვდა ფანტასტიკურ "Star Trek"-ში.

ნამდვილი დიდება ჰარდისთან 2008 წელს მოვიდა. ჩარლ ბრონსონი-ბრიტანელი დამნაშავის ბიოგრაფია, რომელიც ერთდროულად აფრთხობს და ცნობისმოყვარეობას იწვევს. ბრონსონის როლით ტომმა დაამტკიცა, მისი სამსახიობო ნიჭის ფართო საზღვრები და მრავალფეროვნება.

http://data2.whicdn.com/images/169298061/large.jpg


ის ჰარმონიულია ყველანაირ ხასიათში, როგორებიცაა დამნაშავე, საიდუმლო აგენტი, რუსი ოფიცერი... თავისი დამსახურებებით, ტომმა მოიპოვა ჯილდო ბაფტაზე და ბილეთი ჰოლივუდში, მთელი ბეტმენის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბოროტი გმირის განსახიერებით. The Dark Knight Rises -ში მსახიობი გახდა უშნო, ღონიერი ბეინი ნიღაბში.

ჰარდი უყვართ არამარტო რეინაკარნაციის ცოდნის გამო, არამედ უშუალო გულწრფელობის გამოც, რომელიც იშვიათია ცნობილებში. ის თავისუფლად ყვება ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებუ პრობლემებზე, აღნიშნავს ბისექსუალურ გამოცდილებას და აცხადებს იმას, რომ ვერ იტანს ჰოლივუდს თავისი მატყუარა ღიმილითა და ყალბი სახეებით.

"შეიძლება, ეს ჩემგან ცოტა პრეტენზიულია, მაგრამ ჩემთვის სულერთია როგორ "მაგარ" ფილმში ვთამაშობ ახლა, მე ყოველთვის შემიძლია ჩავირბინო მაღაზიაშია და ვიყიდო რძე ჩემთვის. მე არასოდეს გავხდები იმდენად ცნობილი, რომ ეს დამოუკიდებლად ვეღარ შევძლო. დიდება-ეს მაგარია, მაგრამ სამუშაო დღის ბოლოს, ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ".

http://data2.whicdn.com/images/165340026/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/163180860/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/162111908/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/160026677/large.jpg


ორლანდო ბლუმი

დიდება: "ბეჭდების მბრძანებელი"
ბოლო პროექტები: "ჰობიტი (The Battle of the Five Armies )", "კარიბის ზღვის მეკობრეები (Dead Men Tell No Tales)".



ორლანდოს ბავშვობიდანვე იტაცებდა ხელოვნება. თავისუფალ დროს ფოტოებს იღებდა. თამაშობდა საბავშვო დადგმებში, რის შემდეგადაც გაემგზავრა ბრიტანულ-ამერიკული დრამატული ხელოვნების აკადემიაში და ლონდონის მუსიკისა და თეატრის სკოლაში. სწავლის წყალობით ბლუმი განთავისუფლდა დისლექსიისგან და შეძლო ეთამაშა ტელევიზიასა და თეატრში.

24 წლის ასაკში, ორლანდომ საკუთარი თავის მოსინჯვა გადაწყვიტა და მასშტაბური პროექტის კასტინგი გაიარა, სადაც ფარამირის როლი სურდა, მაგრამ მას ლეგოლასის როლი შესთავაზეს. ორლანდომ კონტრაქტს ხელი მოაწერა და მისი ვარსვკლავობის საათმაც ჩამოკრა, მის ცხოვრებაში ხანგრძლივვადიანი პროექტი: "კარიბის ზღვის მეკობრეები" გაჩნდა.


http://data1.whicdn.com/images/169500403/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/169122347/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/168004408/large.gif


ბლუმის ფილმოგრაფია სავსეა მელოდრამებითა და ისტორიული ფილმებით, სადაც ის გადასაღებ მოედანზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან ერთად მუშაობს. (ბრედ პიტთან "Troy ", ევა გრინთან "Kingdom of Heaven" კირსტენ დანსტთან "Elizabethtown "), მაგრამ ორლანდომ ვერ შეძლო გამომშვიდობებოდა "კარგი ბიჭის" ამპლუას. 2013 წელს მსახიობი ჰობიტის ტრილოგიას დათანხმდა და ამ სახით დაუბრუნდა კარიერის სათავეს.

"მე ვიყავი ნაწილი ორი ფრანშიზის, ორი ტრილოგიის, რომლებმაც მე ლამაზი ბიჭი გამხადეს პოსტერიდან. და მე სხვა არაფერი მრჩება, გარდა იმისა, რომ ვითამაშო ის როლი, რომელიც იმის საწინააღმდეგოა, რაც მე სინამდვილეში ვარ. მაგრამ მე ვიცი, რომ მეტი შემიძლია."

http://data2.whicdn.com/images/168641317/large.gif
http://data3.whicdn.com/images/168471633/large.png
http://data3.whicdn.com/images/168082149/large.jpg


დანიელ რედკლიფი

დიდება: "ჰარი პოტერი"
ბოლო პროექტები: "ფრანკენშტეინი", "Now You See Me: The Second Act".



იმ როლიდან გასვლა, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი გაგხადა, დავალებაა, რომელიც სამსახიობო კარიერის დროს უნდა შეასრულო. გახდა ცნობილი საგით ჯადოქარზე, მაგრამ დანიელმა დაამტკიცა, რომ უკვე დიდიხანია გაიზარდა და მაგიასთან არაფერი არ აქვს საერთო. ჯერ კიდევ ბოლო ნაწილების გადაღებებისას, დენიელმა ითამაშა სკანდალურ სპექტაკლში "ეკვუსი." სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა მეჯინიბე, ემოციებისგან ჭკუიდან იშლება და სცენაზე სულ მთლად შიშვლდება. ამ ფაქტმა გააბრაზა ბიჭის ახალგაზრდა გულშემატკივრების მშობლები. მაგრამ დენიელმა თავისუფლების გემო შეიგრძნო და უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო სოციალურ რეკლამაში გეების დასაცავად, 4 წლის შემდეგ მწერალი ჰომოსექსუალისტი ალან გინზბერგი ითამაშა ფილმში Kill Your Darlings .

http://data3.whicdn.com/images/169663437/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/169664902/large.png
http://data3.whicdn.com/images/169540958/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/168891940/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/168804732/large.gif


"მე გზადაგზა აღარ მიყვირიან ჰარი პოტერს. მე მიცნობენ ჩემი სახელით, რაც მშვენიერია. მაგრამ მე მუდამ მადლიერი ვიქნები ამ როლის მის მიერ მოცემული შესაძლებლობების გამო. უბედური რომ ვიყო ვერ ავიტანდი ჩემი ცხოვრების ამ 10 წელიწადს."

საოცარი აქცენტი და მის მიერ შესრულებული რეპი ანბანის მიხედვით


ჰიუ ლორი

დიდება: "ექიმი ჰაუსი"
ბოლო პროექტები: "Tomorrowland"



ჰიულორის დიდება მუდამ დაკავშირებული იყო ტელევიზიასთან. ის მონაწლეობდა ბრიტანულ სერიალებში, მოგვიანებით მეგობართან ერთად ქმნიდა კომედიურ შოუ პროგრამას "ჯივი და ვუსტერი" და 6 წლის განმავლობაში ამყოფეს დიდი ბრიტანეთი მათ იუმორისტულ დიქტატურაში.

ინგლისის მოხიბვლის შემდეგ, ლორი ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრა. თავიდან, შეუმჩნეველი როლები ხვდებოდა "101 დალმატინელი", "სტიუარტ ლიტლი"... მაგრამ, იმისათვის, რომ დაეპყრო მსოფლიო, უნდა გამოსულიყო კომედიური ამპლუიდან. ჰიუს გამოუვიდა დაეჯერებინა რეჟისორი, რომ მზად იყო გარდაქმნილიყო როლისათვის ექიმი ჰაუსი. გადამღებ ჯგუფთან ერთად, ლორის გამოუვიდა თავისი გმირი შეეყვარებინა მთელი მსოფლიოს მაყურებლისათვის, ისე რომ გულშემატკივრები წლების განმავლობაში თვალს არ აშორებდნენ სკეპტიკოსსა და მეამბოხე ექიმს. როლმა მსახიობს ორი ოქროს გლობუსი მოუტანა და ბრიტანული იმპერიის ორდენი ელიზაბეტ მეორისგან.

https://40.media.tumblr.com/2bf1eaf658026a6b24e946016c9743cd/tumblr_nhrayheZVZ1qjsn9po1_500.jpg
https://33.media.tumblr.com/778b00b0ff01c079e268c1c52f94dfdd/tumblr_nes8j1P83Y1tq4of6o1_500.gif
https://38.media.tumblr.com/ed624603fd3e4e93857dc86ca986302a/tumblr_nj037g7nB91u2zo2eo1_500.gif


სერიალის დასრულების შემდეგ, ლორიმ თავისი თავი გულშემატკივრებს სხვა ამპლუაში დაანახა და ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში ტურზე გაემგზავრა, სადაც თავის ალბომს წარმოადგენდა ბლუზის სტილში სახელწოდებით Didn’t It Rain.

https://33.media.tumblr.com/81c7b6c32805d239b9bedf37f75b9ebb/tumblr_nieyotbVZU1sr5pboo3_500.gif
https://38.media.tumblr.com/6a270c8ce30317feaa27e7938962bdb8/tumblr_nieyotbVZU1sr5pboo2_500.gif
https://38.media.tumblr.com/fb6a1427dfc3c975c0f3ed7f01faaa40/tumblr_nieyotbVZU1sr5pboo4_500.gif


კოლინ ფერტი

დიდება: "სიამაყე და ცრურწმენა", "მეფის სიტყვა"
ბოლო პროექტები: "Magic in the Moonlight ", "Kingsman: The Secret Service "



კოლინ ფერტი 10 წლის განმავლობაში თამაშობდა უცნობ ფილმებსა და სერიალებში, სანამ მიიღებდა ოქროს ბილეთს სატელევიიო სერიალში "სიამაყე და ცრურწმენა". რომანი აქამდე ყველა ბრიტანელი ქალის სამაგიდო წიგნს წარმოადგენდა, კოლინის მომხიბვლელობამ კი დარსის გმირი იმ დროისთვის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი გახადა ბრიტანეთში. სცენა, სადაც მსახიობი ყვინთავს წყალში და შეყვარებულთან სხველ ტანისამოსში მიდის, ინგლისური კინოს ყველაზე სექსუალურ სცენად ჩაითვალა.

http://data2.whicdn.com/images/168605982/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/166090903/large.jpg


"ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" ავტორი, რომანის დიდი გულშემატკივარი იყო რეჟისორი დაარწმუნა ბრიჯიტის ოცნების მამაკაცი სწორედ ფერტი გამხდარიყო. ნელ-ნელა კოლინმა სხვადასხვა ამპლუა მოირგო: სასოწარკვეთილი მამა "გენუაში" და მგრძნობიარე გეი A Single Man -ში; უგონოდ შეყვარებული Love Actually -ში და სპეცაგენტი "კინქსმენში". მოკლედ, რა როლზეც არ უნდა აირჩიონ, შეუძლებელია ის არისტოკრატიული მანერების გარეშე წარგვიდგეს.
http://data1.whicdn.com/images/133893755/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/168398157/large.jpg


და რა თქმა უნდა, ოსკარის გარეშე არ დარჩა. 2011 წელს კინოაკადემიამ "მეფის სიტყვა" დაუფასა.

http://data3.whicdn.com/images/168099720/large.gif
http://data3.whicdn.com/images/168063248/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/166488258/large.gif
http://data3.whicdn.com/images/38438289/large.gif


ჯუდ ლოუ

დიდება: "The Talented Mr. Ripley "
ბოლო პროექტები: "The Grand Budapest Hotel ", "Black Sea"



6 წლის ასაკში ჯუდ ლoუმ თავისი პირველი როლი შეასრულა სპექტაკლში, 12 წლის ასაკში კი ნაციონალური მუსიკალური თეატრის დასში ჩაირიცხა. 17 წლისამ მიატოვა სკოლა და აქტიურად დაკავდა სატელევიზიო გადაღებებითა და სცენაზე გამოსვლებით.

25 წლის ასაკში დადიოდა ამერიკულ კინოსტუდიებში და საბოლოოდ მიიღო ნიჭიერი მისტერ რიპლის როლი. განებივრებული მდიდარი ბიჭის განსახიერებით მან მოიპოვა ნომინაციები ოქროს გლობუსსა და ოსკარზე.

http://38.media.tumblr.com/tumblr_mb4waiA0j01rxbkjao1_500.gif
http://31.media.tumblr.com/tumblr_ma8uukKzGN1rq6q99o1_500.gif
http://38.media.tumblr.com/d172d9c91c358c62cb106c44d4c17b4a/tumblr_msa4zvGSKZ1s4vw07o1_500.gif


მისმა მომხიბვლელობამ და აქტიურმა პირადმა ცხოვრებამ ის რაღაც დროით ყველაზე სასურველ მამაკაცთა რეიტინგის ლიდერი გახადა. მაგრამ როლებმა ფილმებისთვის "ანა კარენინა" და "გვერდითი ეფექტი" დაამტკიცა, რომ ის მსახიობი მხოლოდ გარეგნობით არ გამხდარა.


http://33.media.tumblr.com/3158c3f6167224cd6d87adbe5cd41ef3/tumblr_ni9u9vQuqo1r7eta3o1_500.gif
http://36.media.tumblr.com/7e03b2be16ef14f5b04de1a1cd1a18fd/tumblr_nh8gdiDI9S1rsyukao1_500.jpg
http://33.media.tumblr.com/89d242f7d5d7420431f0b4758f91bcc9/tumblr_nikmh6LlRq1tmppzvo2_r3_500.gif
Share it
Comments
Back to Top