25 April 2015      Ancho.     Views 5 186    
Category: Stars



24 საათი კიმ კარდაშიანთან ერთად

რეალური ვარსკვლავი ბოლო 9 წლიანი ცხოვრების სელფებით აღწერის ოსტატობაში, წარმოგიდგენთ ერთ ფოტოგენურ დღეს მისი ცხოვრებიდან.

6:00 A.M. მე ყოველთვის ძალიან ადრე ვდგები, დაახლოებით 6 საათისკენ. მე მძინავს ჩემს ბლექბერისთან, აიფონთან და საწოლის წინ მდგარ მონიტორთან. პირველად შემიძლია მკაიფოდ დავინახო ეკრანები, რადგანაც ისინი ნათელია, ჩემი ოთახი კი ბნელი. მე ვაკლიკებ მონიტორს და ვათვალიერებ იმეილზე მოსულ წერილებს. მათ მე იმ მომენტში არ ვპასუხობ, უბრალოდ ვსქროლავ. პირველი ადამიანი ვისაც ველაპარაკები კეინია, იმიტომ, რომ ის იქ ჩემ გვერდითაა საწოლში. მე ვეკითხები: "გინდა სარბენად გავიდეთ?" ის ამას თანხმდება, ან თუ არ უნდა, იმიტომ რომ ვარჯიში აქვს. ამაზე ვსაუბრობთ და მერე ერთმანეთს ვკოცნით."





6:15 A.M. ჩემი პირველი რეალური საუბარი მაქვს ნორსთან, მაგრამ მისგან მე ჯერ არ მოველოდები ბევრს. მე მიყვარს მისი ოთახის შემოწმება, ეგრევე როცა ვდგები. შემდეგ მივდივარ სარბენად. მე ვცხოვრობ დასახლებაში, სადაც ცხენის ტრასებია, ამიტომ მე დავრბივარ ან მათზე ან ჩვენი სახლის დარბაზში. ჩემი ვარჯიშის ხანგრძლივობა 1 საათია, ან შესაძლოა საათი და 15 წუთი. ტრასაზე სირბილში 25 წუთი მეხარჯება, შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვავარჯიშებ ჩემს კუნთებსა და ფეხებს. მე მიყვარს ვარჯიშის დროს მუსიკის მოსმენა, მაგრამ არ მჭირდება ენერგიულები. უცნაურია-მე ვიღებ აიპოდს და ვუსმენ წყნარ "R&B" სიმღერებს ან კლასიკურ მუსიკას, რომელიც ყველა ადამიანს უცნაურობად მიაჩნია. მე არ მჭირდება არაფერი სწრაფი. როდესაც ბარის აგარაკზე მივდივარ, ისინი რთავენ საცეკვაო ან ჰაუს მუსიკას ხანდახან და ეს მე მთენთავს.






8:00 A.M. მე მივეჩვიე ვარჯიშს სავარჯისო დარბაზში, მაგრამ ახლა სახლში ვრჩები, რადგან მინდა იქ ვიყო, როცა ჩემი ქალიშვილი იღვიძებს, დაახლოებით 8 საათზე. ეს ჩემი დღის საყვარელი დროა მასთან, ამიტომ არ მინდა გამოვტოვო. მე ვცდილობ სწრაფად ვისაუზმო, სანამ ის ადგება, მაგრამ სულ მივქრივარ და ყოველთვის ვამოწმებ ეკრანს.მე ყოველთვის მაქვს კვერცხი ან შვრიის ფაფა, ან პროტეინის შეიკი ხილით. კეინის უყვარს ჯანსაღად კვება და ის ყოველთვის სხვადასხვა დიეტაზეა. მას ჰყავს მზარეული, რომელიც მოდის დილაობით და ამზადებს საუზმეს ჩვენ ორისთვის და იღებს ჩვენი საკვების დღის გეგმებს. ჩვენ დავიწყეთ მრჩეველის მონახულება, რომელიც ჩვენ დიეტას ყოველ 10 დღეში ცვლის.




9:00 A.M. მიყვარს აბაზანები. მე მათ რეგულარულად ხშირად ვიღებ, მაგრამ ჩვენ ეხლახანს გადმოვედით ამ სახლში და ვიყენებთ ძველებურ აბაზანას, რადგან ახალი ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული. არ შემიძლია ავხნა, როგორ მიყვარს ჩემი აბაზანა. ექიმი ლანსერი აკეთებს ტანის სკრაბს, რომელსაც ვიყენებ. მე სპეციფიკურ რუტინას არ მივმართავ, მოვლის პროდუქტებში. ჩემს საშხაპეში უამრავი სხვადასხვა შამპუნი და კონდიციონერია, მე მომწონს მათი ცვლა.



10:00 A.M. თუ მე ვმუშაობ ან გადაღების დღე მაქ, თმასა და მაკიაჟს სახლში ვიკეთებ. ამას საათნახევარი მიაქვს. თუ ადრე ვერ მოვასწარი საუზმე, მაშინ ახლა ვჭამ და ვპასუხობ მეილებს. ყველა მწერს გვიან, იქამდე სანამ დაიძინებენ, რაც ხდება მას მაშინ, როცა მე მძინავს. არ მინდა მათ ადრიანად ვუპასუხო რომ დილით არ შეწუხდნენ. ჩემი ფავორიტი ხერხი ურთიერთობაში არის მიწერ-მოწერა. ხანდახან ვიდეო ჩათი მაქვს შვილთან ან დისშვილებთან. მეგობრებს ახლა უბრალოდ ვწერ "hi". თმისა და მაკიაჟის შემდეგ ვიცმევ 10-15 წუთში. მე ამისთვის დიდი ხანი არ მჭირდება. თუ შეხვედრა გვაქვს დილით, მაშინ არ გვაქ დრო თმისა და მაკიაჟისთვის და ჩვენ თავს თვითონ ვამზადებთ. ვაკეთებთ იმას, რისთვისაც დრო გვეყოფა. თმა და მაკიაჟი ყოველდღიური საკითხი არ არის. 15 წუთი მჭირდება რომ გავიკეთო მაკიაჟი ჩემ თვითონ, თუ თმა წინა დღეს მაქ გაკეთებული, მაშინ მალევე ვარ მზად. თმას ძალიან ხშირად არ ვიბან-ყოველ 3-4 დღეში. როდესაც ვიბან და ვიშრობ, კარგად მყოფნის.






11:30 A.M. როგორც ყოველთვის ჩვენ მზად ვართ ნახევარი ან ერთი საათით ადრე გადაღებებამდე. ჩვენ დილის 7-ზე ვიწყებდით მუშაობას, მაგრამ ახლა გვიანია, ასე რომ საღამოს 7-8 საათისკენ დავამთავრებთ. შესვენებას ძირითადად ვერ ვიღებთ, რადგან სამი გუნდი გვყავს და სამივე გადის, რომ თავისი შესვენება მიიღოს. ჩვენ ვისვენებთ მხოლოდ მაშინ თუ ვჭამთ, თუ საერთოდ ვასწრებთ ხოლმე დავისვენოთ.




12:00 P.M. თუ გადაღება არ გვაქვს, მაშინ ერთი ან ორი შეხვედრა მაქვს დღეში, რომლებიც ძირითადად შუადღეს იწყება. კვირაში ერთხელ გვაქვს Sears-თან შეხვედრა დიზაინის შესახებ, რომელიც ყოველთვის სამ საათზეა. ან გვაქვს შეხვედრები სხვა პროექტების შესახებ, მაგალითად ამ წიგნის Rizzoli.-სთან ერთად. სურათების გადაღება წლების წინ დავიწყე, 2006 წლიდან, და მე მათ ვინახავ კომპიუტერში არსებულ მოწესრიგებულ ფაილებში. მაშინ ჩვენ მათ სელფებს არ ვეძახდით. არც ვიცოდი რას ვინახავდი, უბრალოდ მოგონებებია. წიგნი სავსე იქნება ბევრი კარგი მოგონებით, და ყველა მათგანი ყვება იმ წლის ისტორიას, როცა გადაღებულია. სულ 1 წუთი უნდა იმის გაანალიზებას თუ რატომ არიან ზუსტად ისინი შერჩეულები. თავიდან ის უნდა ყოფილიყო დაყოფილი ჯერ გლამურულ სელფებად, შემდეგ ყოფილიყო სელფები მეგობრებთან, დებთან, სექსუალური სელფები, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უფრო შევძენდით აზრს თუ ქრონოლოგიურად დავალაგებდით. მე არ მაქვს სელფის ჯოხი. მე უბრალოდ ვიღებ ფოტოებს ჩემი აიფონით.


"These are some of my favorite selfies ever..." (2009)


1:00 P.M. მე ვამჯობინებ, ჩემმა მზარეულმა გამიკეთოს ლანჩი, რადგან უფრო ჯანსაღი იქნება. ეს არის ხოლმე ან თევზი და ბოსტნეული, ან ქათამი და ბოსტნეული. რაღაც ამის მსგავსი.

2:00 P.M. მე არ შემიძლია სიცოცხლე ჩემი ოჯახის წევრების გარეშე. ჩვენ ვართ ჯგუფურ ჩათში ყოველ დღე-რა თქმა უნდა, სულ გოგონები. მე თუ ლონდონში ვარ, ქენდალი კი მილანში, ჩვენ მაინც ერთ საათობრივ ზონაში ვართ. ჩვენ ყოველ წუთას ვწერთ ერთმანეთს. და როდესაც მთელი ოჯახი იღვიძებს, მათ ბევრი მესიჯი ხვდებათ იმის გასარკვევად თუ ვინ რას აკეთებს.


"This was a dream come true! Every girl's fairy-tale wedding dress brought to life by my good friend Riccardo Tisci for Givenchy couture." (2014)

"My snuggle bear" (2015)

3:00 P.M. თუ რაიმე ტკბილი მჭირდება, მე არაქისის კარაქის შეკვრა მაქვს. ნუშის კარაქი ასევე ძალიან კარგია. მე ტონობით ცივ ჩაის ვსვამ. ჩემი და კორტნი სულ მეუბნება "შენ არ უნდა იღებდე ამდენ ტკბილეულს." მე ვცდიდი ჩემ თავს, რომ მიმეღო მხოლოდ 1 ცივი ჩაი კვირაში, მაგრამ მე გავუთანაბრდი სამს. მე არ ვარ ყავის მსმელი. მე მომწონს ის, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვსვამ, როდესაც მოთენთილი ვარ, ალბათ თვეში ერთხელ. მე ვცდილობ დავლიო წყალი. მას შემდეგ რაც შვილი გიჩნდება, გინდა ყველაფერი ისე სუფთად და სწორად იყოს როგორც შეგიძლია. მე მინდა ვიყო მაგალითი ნატურალობისა და ჯანსაღის. ეს და კეინის გადაწყვეტილებაა ნუტრონისტის (დიეტოლოგი რჩეველი) ნახვა. ასევე, ვფიქრობ რა შეიძლება დაეხმაროს იმას, თუ დაფეხმძიმებას ვცდილობ.




7:00 P.M. სადილისთვის მე მაქვს თევზი ან ქათამი, როგორც ლანჩზე. მთლად კოქტეილები და დესერტები არ მაქვს-ვგულისხმობ, ვისურვებდი არ მქონდეს. მე სახლის მოყვარული ტიპაჟი ვარ, ასე რომ მიყვარს მოგვიანებით დიდხანს ყოფნა. ისე არაფერი არ მიყვარს, როგორც მთელი დღე სახლში დარჩენა და არაფრისთვის მზადება, როგორცაა ხოლმე ნახევარი კვირა. შემდეგ არის უქმე კვირა. ამ დეს ყოველთვის ქალიშვილთან ერთად ვატარებ და ჩვენ სადმე მივდივართ. მე მიყვარს ტარება ჩემ მანქანაში ჯდომა და მუსიკის მოსმენა. ვუსმენ რადიოს.


"Late-night studio support..." (2015)

"I was doing a photo shoot. I took a selfie before I went out." (2013)

9:00 P.M. ბავშვი რომ იძინებს, მივდივარ საძინებელში და გარკვეულ საქმეებს ვაგვარებ. ვიცმევ ხალათს, ვპასუხობ მეილებს, ვარ ონლაინში. მე არ ვუყურებ ტელევიზორს და ფილმებს, მაგრამ თუ მაინც ვნახავ ეს იქნება შოუები მკვლელობაზე ან NBC. მიყვარს eBay-ზე ძებნა. ხშირად ვყიდი ებეის მეშვეობით ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელს. ამიტომ ვამოწმებ ჩემს აუქციონს და ვპასუხობ წევრების შეკითხვებს. ასევე ვნახულობ ჩვენი ხაზის ახალ ნაწარმებს და ვაგზავნი მოწონებებს.

11:00 P.M. მე ყოველთვის ვიწევ თმას მაღლა, ვიწმინდავ სახიდან მაკიაჟს, ხშირად ვიყენებ სახის ზეთს. საწოლში 10 საათისთვის ვწვები, მაქსიმუმ 11-ისთვის. ისეთი დაღლილი ვარ, რომ ეგრევე მეძინება.











Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top