;
21 მაი 2015      Ancho.     9 კომენტარი     ნანახია 5260-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



ნინა სუბლატი
საქართველო: ევროვიზია 2015


ევროვიზიაზე წელს საქართველოს ნინა სუბლატი (სულაბერიძე) წარმოადგენს. მიუხედავად პატარა ასაკისა (დაიბადა რა 1995 წლის 31 იანვარს), მან უკვე მოასწრო მაღალი პროფესიული განათლების მიღება და ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალიც გახდა.




ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, კონკურსის ფინალისთვის ემზადებიან, რომელიც 23 მაისს შედგება. საქართველოს გარდა, ფინალში იასპარეზებენ ალბანეთი, სომხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ბელგია და სერბია. ევროვიზიის სცენაზე გამოსვლა უკვე დიდი წარმატებაა. ნინამ გაიმარჯვა ნაციონალურ კონკურსში და დიდი სცენისკენ საკუთარი დაწერილი სიმღერით გაემგზავრა. "Warrior" მან ქართველ ქალებს მიუძღვნა.



Warrior

Fighter.
Oximated.
World gonna get up and see.
I’m a warrior.

Isolated.
World gonna listen to me.
Violence.
Set the Free.

Wings are gonna spread up.
Still a fighter.
Isolated.
World gonna get up and see, woohoo...

I’m warrior.
still stucked in my mind.
I’ve been in danger for too long.
No no no, woohoo...

I’m warrior.
still stucked in my mind.
I’ve been in danger for too long.
No.

Not a shabby.
Or a money maker.
Worlds gonna light up in peace.
Not in shadows.

Bright a little.
Not your fault you’re just gonna breathe.
Violence.
Break the free.

Wings are gonna spread up.
I’m a fighter.
Oximated.
I’m gonna get up and be, woohoo...

I’m warrior.
Still stucked in my mind.
I’ve been in danger for too long.
No no no, woohoo...

I’m warrior.
Still stucked in my mind.
I’ve been in danger for too long.
No.



2009 წელს ნინამ შემოთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოდან და მუშაობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან და დიზაინერებთან ერთად მოდელის სტატუსით. 2010-2011 წლებში დაიწყო მისი აქტიური სასცენო ცხოვრება. უერთდებოდა სხვადასხვა ჯგუფებს და მართავდა კონცერტებს სხვადასხვა რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მან დაიწყო Georgian Dream Studio-სთან მუშაობა და 2 წლის შემდეგ მიიღო მონაწილეობა შოუში "საქართველოს ვარსკვლავი". პროექტი ფარგლებში მუშაობდა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ნინამ გამარჯვება მოიპოვა და მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკის ინსტიტუტისგან, რათა შეესწავლა ვოკალი პროფესიულ დონეზე.




ნინამ ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინზე და კონსერვატორიაში მუსიკალურ ტექნოლოგიებზე. ასევე, მუშაობს მუსიკალურ სკოლაში Teen Club, სადაც ამზადებს პატარა შემსრულებლებს. 2014 წელს ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი "Dare To Be Nina Sublatti", ალბომი გამოსვლიდან დღემდე საქართველოს ჰიტ-პარადების მოწინავე ადგილს იკავებს.



"ვიყო გულწრფელი სცენაზე-ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე არ მომწონს, როდესაც გოგონები სცენაზე გამოიყურებიან როგორც პლასტიკური თოჯინები, მოძრაობენ როგორც პლასტიკური თოჯინები, ყველანაირი ემოციის გარეშე. მე ვცდილობ ჩემი თავი გამოვხატო ჩემი ნომრითა და ჩემი მუსიკით. ყველაფერი რაც სცენაზე შეიძლება მოხდეს, ძალიან ბუნებრვია ჩემთვის."




Warrior

"ჩემი სიმღერა ეძღვნება ყველა ქალს საქართველოში. ქალები ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ კარგი ცოლები, დედები, მასწავლებლები. ქართველ ქალებს უხდებოდათ დაეცხროთ თავიანთი ტემპერამენტი და გაეზარდათ ბავშვები, როგორც მებრძოლებს."



3 თვისება, რომელიც თქვენს კომპოზიციას ახასიათებს.
ფემინიზმი, ქართველი ქალების ისტორია და გულწრფელობა.

დაასახელეთ 3 ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი თქვენზე.
ძალიან რთულია ილაპარაკო საკუთარ თავზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ მხატვარი.



რატომ არის ევროვიზია თქვენთვის მნიშვნელოვანი.
მე მინდა, რომ ჩემი მუსიკა მოისმინონ ევროპაში, და ვფიქრობ, რომ ევროვიზია ეს საუკეთესო შანსია ამისათვის.



თვითერი მოიცვა ჰაშთაგებმა #Sublatti,ისევე როგორც კლიპის გამოჩენისას

Warrior -- Nina Sublatti
Warrior -- Nina Sublatti
Warrior -- Nina Sublatti
Warrior -- Nina Sublatti

ფაქტები*

მან დაამთავრა სამხატვრო სკოლა, სადაც შეისწავლა გრაფიკა, სკულპტურა და ფერწერა.

უყვარს ტატუები, ნინას ტანზე უკვე 8 ტატუ აქვს, რომელიც მისივე ესკიზებითაა შექმნილი.

მისი მუსიკალური სტილის განვითარებაზე მთავარი გავლენა იქონიეს ჯენის ჯოპლინმა, პლასებოს სოლისტმა ბრაიან მალკომ და ბიორკმა.





facebook

Instagram









კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • nothing here თქვა:
    22 მაი 2015 16:27 - ID: 9,
    მევასება ეს გოგო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top