22 May 2015      AnnLennon1     Views 4 633    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

ემილია კლარკი გახლავთ ბრიტანელი მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც დაიბადა 1986 წლის 26 ოქტომბერს, ლონდონში. 3 წლის ასაკიდან ოცნებობდა მსახიობობაზე და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სპექტაკლებში. მისი დებიუტი დიდ კინოში შედგა 2009 წელს, ხოლო საქვეყნო პოპულარობა 2011 წელს მოიპოვა ცნობილი სატელევიზიო შოუს ‘Game of Thrones’-ის და მასში განსახიერებული პერსონაჟის დეინერის დარგარიენის, იგივე ‘დრაკონების დედის’ დახმარებით. გარდა მსახიობობისა ემილია არაჩვეულებრივი მუსიკოსია, უკრავს სხვადასხვა საკრავებზე და წერს სიმღერებს. ასევე კლარკი აქტიურ დროს უთმობს ქველმოქმედებას და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, დადებითი, თავმდაბალი ქალბატონი ჰოლივუდში. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება და ემილია მზადაა მწვერვალების დასაპყრობად. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ახალგაზრდა და პერსპექტიული ემილია კლარკის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☞ ემილია კლარკი დაიბადა 1986 წლის 26 ოქტომბერს, ლონდონში.

☞ მისი ზედმეტსახელია: მილი

☞ მისი სიმაღლეა: 1.57 სანტიმეტრი

☞ სამარკო ნიშანი: ფერმკრთალი კანი, ტუჩები, ქალური ფიგურა

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☞ ემილია დაიბადა ლონდონში, თუმცა იზრდებოდა ბერკშირში. მამამისი თეატრის
ხმის ინჟინერი გახლავთ, ხოლო დედა კი ბიზნესვუმენი
. ჰყავს უმცროსი ძმა.

☞ მისი ინტერესი მსახიობობისადმი დაიწყო სამი წლის ასაკში, როდესაც
პირველად ნახა თეატრალური დადმა, რომელზეც მამამისი მუშაობდა.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

✖ კლარკი დადიოდა ‘Rye St Antony School’ და ‘St Edward's School’-ში ოქსფორდში, ხოლო შემდგომ ჩააბარა დრამის ცენტრში
ლონდონში
, სადაც 2009 წელს დაამთავრდა სწავლა. ამ პრესტიჟულ ცენტრში დადიოდნენ პოლ ბეთანი, კოლინ ფირტი და პირს ბროსნანი.

✖ ემილიას სამსახიობო კარიერა დაიწყო 3 წლიდან თეატრალურ დადგმებში მონაწილეობით, ხოლო მისი პირველი სატელევიზიო როლი შედგა 2009 წელს სერიალ ‘Doctors ‘-ის ერთ-ერთ ეპიზოდში, შემდგომ კი ფილმ ‘Triassic Attack’-ში. ზუსტად ამ პერიოდში ჟურნალ ‘Screen International’-მა დაასახელა, როგორც ‘ბრიტანეთის მომავალი ვარსკვლავი.’

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

✖ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლისას მუშაობდა, როგორც უძრავი ქონების აგენტი. ეს იყო
ერთ-ერთი სამსახური დანარჩენი 5-დან იმისთვის, რათა სწავლის და საცხოვრებელი ქირა გადაეხადა.

✖ რომ არა მსახიობობა, მისი თქმით გახდებოდა არქიტექტორი, მომღერალი ან დიზაინერ გრაფიკოსი.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

★ ★ ★ 2010 წელს, მსახიობის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო შოუს ‘სამეფო კარის თამაშების’ ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. დეინერის ტარგარიენის როლი მას შემდეგ მოირგო, რაც ბრიტანელმა მსახიობმა ტამზინ მერშანტმა პროექტში მონაწილეობას უარი განაცხადა.

★ ★ ★ სერიალის ქასთინგისთვის მოსამზადებლად ემილიას მხოლოდ 24 საათი ჰქონდა და იმდენად ნერვიულობდა, რომ ვიკიპედიაში ყველანაირი ინფორმაცია გადაქექა პროექტის შესახებ. ქასთინგზე მისულს დევიდ ბენიოფმა მას სთხოვა ეცეკვა. ემილია კი არც მეტი არც ნაკლები წიწილად გარდაისახა, ხოლო შემდგომ კი რობოტად.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☆ 2011 წლის, პირველი სეზონიდანვე მის მიერ შესრულებული დეინერისის როლმა კრიტიკოსებს აღფრთოვანება
გამოიწვია
და პროექტის პროდიუსერებმა ერთხმად გადაწყვიტეს ემილიასთან ერთად თანამშრომლობა მეორე სეზონზეც.

☆ 2011 წელს, კლარკმა გაიმარჯვა ‘EWwy Award’-ზე ‘Best Supporting Actress’-ის კატეგორიაში, ხოლო 2013 წელს
წარდგენილი იყო რიგით 65-ე ემის დაჯილდოებაზე ‘Outstanding Supporting Actress in a Drama Series’-ის ნომინაციაში.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☆ ემილიას ბუნებრივად ბრუნეტია, თუმცა შოუში დეინერისის როლისთვის თეთრი თმებით გვევლინება. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ არასოდეს შეუღებავს თეთრად თმა და თავისი პერსონაჟის ლამაზი თმები პარიკის და სწორი მაკიაჟის დამსახურება. ემილიამ ასევე დასძინა, რომ ფანებს და ზოგადად საზოგადოებას მისი ცნობა ძალიან უჭირს პარიკის გარეშე, რაც ინკოგნიტოდ სიარულში ეხმარება.

☆ კლარკი გიჟდება თავის პერსონაჟზე. ‘ერთ-ერთი თვისება, რომელსაც დეინერისში ვაღმერთებ ესაა, რომ მან დროშა აღმართა ახალგაზრდა
გოგოებსა და ქალბატონებში იმისთვის, რათა მათ გადასცეს მესიჯი იყვნენ არა მარტო ცოლები და მეგობარი გოგონები, არამედ მებრძოლი ქალები.’

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

◕ 2013 წელს მან ქასთინგი გაიარა შერონ კარტერის როლზე ‘Captain America: The Winter Soldier’-ში, თუმცა სამწუხაროდ
ის ემილი ვენკამპმა დაამარცხა. ემილიასთან ერთად როლისთვის იბრძოდნენ ტერეზა პალმერი, იმოგენ პუტსი და ელისონ ბრაი.

‘Game of Thrones’-დან მას ყველაზე კარგი და ახლო ურთიერთობა აქვს ჯონ სნოუსთან ანუ კიტ ჰარინგტონთან.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

✦ მისი ჰობია ცხენზე ჯირითი, სირბილი, ცურვა, თხილამურებით სვლა და ტენისი.

✦ ემილიას შეუძლია შემდეგ დიალექტებზე საუბარი: ამერიკულ კალიფორნიული,
ამერიკულ ნიუ-იორკული, ამერიკულ სამხრეთული, ავსტრალიური, ირლანდიული
და ა.შ.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

✿ 2013 წელს, ჟურნალ ‘Askmen’-ის მიერ დასახელდა რიგით მე-15 ყველაზე
სასურველ ქალბატონად
, ხოლო 2014 წელს კი მან პირველი ადგილი მოიპოვა.

✿ 2012 წელს ‘Independent Critics List’-ში პირველი ადგილი მოიპოვა ‘ყველაზე ლამაზი სახის’ კატეგორიაში.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

✿ ემილიას ფავორიტი სატელევიზიო შოუა ‘Breaking Bad’, ხოლო
მისი ოცნებაა სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობის მიღება.

✿ 2013 წლის შემოდგომაზე მას ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუდგინეს, თუმცა
ნიუ-იორკის საავადმყოფოში რეგულარული მკურნალობის შედეგად ის განიკურნა.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

Δ მანამ, სანამ ‘გრეის 50 ელფერში’ ანასტასია სტილის როლზე დაკოტა ჯონსონს დაამტკიცებდნენ როლის მორგება ემილია კლარკს შესთავაზეს, თუმცა მსახიობმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ მის პერსონაჟს ფილმში კვლავ უნდა გაეხადა, რაც მსახიობმა სერიალ ‘Game of Thrones’-ში არაერთხელ გააკეთა. ‘არ მსურდა, რომ საზოგადოებას შევერაცხე ისეთ მსახიობად, რომელიც ყოველთვის შიშვლდება.’

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

Δ ემილიას დებიუტი ბროდვეიშე შედგა 2013 წელს, სპექტაკლ ‘Breakfast at Tiffany’-ში, სადაც მან ჰოლის
როლი მოირგო. კრიტიკოსების აზრით ახალგაზრდა მსახიობმა შესანიშნავად გაართვა ამ ურთულეს დავალებას თავი.

Δ ემილიას ერთ-ერთი სამარკო ნიშანია მისი ხშირი წარბები. სკოლაში მას მუდამ დასცინოდნენ და არაერთი ზედმეტსახელიც შეუერჩიეს. თუმცა, ამბობს, რომ დედა მუდამ ეუბნებოდა ერთ რამეს: ‘არასოდეს გასინჯო ნარკოტიკი, ნუ გექნება ინტიმური კავშირი ადრეულ ასაკში და ხელი არ ახლო შენს წარბებს. თუ დამიჯერებ მოგებული დარჩები, როცა გაიზრდები და მე მართლაც ვარ.’

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

♬ ალბათ უდავოა ის ფაქტი, რომ კლარკი არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე მსახიობია, თუმცა ბევრმა თუ იცის, რომ ის მუსიკოსიცაა,
მღერის და უკრავს სხვადასხვა საკრავებზე და წერს სიმღერებს. პროფესიონალურ დონეზე უკრავს ფლეიტაზე, პიანინოზე და გიტარაზე.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

✄ 2013 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სწორედ ემილიას ერგო სარა კონორის როლი ფილმში ‘Terminator Genisys’. როლისთვის
იბრძოდნენ მარგო რობი და ბრია ლარსონი, თუმცა ემილიამ ყველა დაამარცხა. ფილმი მსოფლიო კინოთეატრებში 2015 წლის 1 ივლისიდან გამოვა.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

♥ ♥ ♥
პირადი ურთიერთობები

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებსაინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☞ 2012-2013 წლებში მსახიობი ხვდებოდა მსახიობ სეტ მაკფარლეინს, რომელთან ერთადაც არც თუ ისე ხშირად აფიქსირებდნენ პაპარაცები,
ხოლო 2013 წლის მარტში კი ოფიციალურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ორი ვარსკვლავი უმტკივნეულოდ დაშორდა ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☞ 2013 წელს ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშვენიერი ემილია ჯეიმს ფრანკოს ხვდებოდა, თუმცა ხმები არ დადასტურდა და ყვითელი პრესის ჭორადვე დარჩა. იმავე წელს, მას რომანს მიაწერდნენ მსახიობ კორი მაიკლ სმიტთან, თუმცა არც ერთ მხარეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

☞ ამჟამად, კი სანდო წყარო იუწყება, რომ კლარკი ხვდება ავსტრალიელ მსახიობს
ჯეი კორტნის, რომელიც ‘ტერმინატორის’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო.

საინტერესო ფაქტები ემილია კლარკის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments
Back to Top