24 May 2015      Ancho.     Views 5 442    
Category: Stars



"და შემდეგ მოხდა მაგია"
კიმ კარდაშიანი ყვება, იმაზე თუ როგორ დაიწყო რომანი კანიე ვესტთან


24 მაისს რეაითი შოუ Keeping Up with the Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მის ქმარი კანიე ვესტი თავიანთი ქორწინების 1 წლის თავს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, კიმმა ინტერვიუ მისცა პროგრამას - Access Hollywood, სადაც გამოტყდა, რომ თავად იყო ურთიერთობის ინიციატორი.




კიმმა და კანიემ ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს. როგორც კიმი აღიარებს, მათ შორის ეგრევე გაიელვა ნაპერწკალმა, მაგრამ იმ დროს ის დაქორწინებული იყო პროდიუსერ დეიმონ ტომასზე. 8 წლის შემდეგ, 2012 წელს, სწორედ კიმმა გამოიჩინა ინიციატივა, კალათბურთელ კრის ჰამფრისთან დაშორების შემდეგ, მან თავად დაურეკა კანიეს.
(კიმი და კრისი ოფიციალურად დაქორწინებულები იყვნენ 2011-2013 წლებში, მაგრამ ერთად მხოლოდ რამდენიმე თვე იცხოვრეს)



"მე თავისუფალი ვიყავი უკვე ნახევარი წელი, ამიტომაც ვიფიქრე, რატომაც არა? მე მეგონა, რომ მას შემდეგ რაც გაიგებდა ჩემი განქორწინების ამბავს, კანიე თავად დამირეკავდა, მაგრამ ესე არ მოხდა. მომიწია, ყველაფერი მე ამეღო ჩემ თავზე. მე დავურეკე და ვუთხარი: "გამარჯობა, მე მეგონა დამირეკავდი და რაიმეს მაინც მეტყოდი", ამის შემდეგ მან დამპატიჟა პარიზში მოდის ჩვენებაზე. და იქ კი მოხდა მაგია!"






კანიე ვესტმა თავის გრძნობები სინგლში გადმოსცა სახელწოდებთ Cold ალბომიდან Cruel Summer (2012). "ვაღიარებ, რომ კიმი შემიყვარდა მაშინ, როდესაც მას უყვარდებოდა ის" (კრის ჰამფრისი)

კიმ კარდაშიანმა დაამატა, რომ არ იყო მზად წამოეწყო სერიოზული ურთიერთობა მალევე განშორების შემდეგ. "მაგრამ, შემდეგ დავფიქრდი, იქნებ ეს ზუსტად ის არის, რასაც მთელი ცხოვრება ველოდი?" დაამატა მან.





კიმმა და კანიემ შეხვედრები დაიწყეს 2012 წლის გაზაფხულზე. დეკემბრის ბოლოს, ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე რეპერმა გამოაცხადა, რომ კიმი ბავშვს ელოდება. North West დაიბადა 2013 წის 15 ივნისს. 4 თვის შემდეგ კი, კიმის დაბადების დღეზე, 21 ოქტომბერს, კანიემ მას ცოლობა თხოვა. წყვილი 2014 წლის 24 მაისს დაქორწინდა ფლორენციაში. კიმისთვის ეს მესამე ქორწინება გამოდგა, კანიესთვის პირველი.














Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top