;
2 ივნისი 2015      Ancho.     25 კომენტარი     ნანახია 8566-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



კიმ კარდაშიანის მამინაცვალი, სქესის შეცვლის შემდეგ
Vanity Fair-ის გარეკნიდან გაგვეცნო - როგორც ქეთლინი


ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ბრიუს ჯენერი მოითხოვს მას
ჟურნალის გამოსვლის დღიდანვე ქეთლინად მოიხსენიონ


ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ჟურნალის გარეკანზე გვევლინებიან პროფესიონალი მოდელები და უფრო ხშირად, მსახიობები, მომღერლები და საზოგადო პირები. ამჟამად კი "Covergirl"ის სტატუსი ამერიკელი სატელევიზიო ოჯახის "მთავარმა მამამ", კიმ კარდაშიანის და კენდალ და კაილი ჯენერების სქესშეცვლილმა მამამ მიიღო. Vanity Fair-მა გადაწყვიტა გარეკნის ისტორია სენსაციური გაეხადა და ამისათვის ქეთლინ ჯენერი, წარსულში ბრიუს ჯენერი დაპატიჟა.




65 წლის ქეთლინ/ბრიუსი ლეგენდარული ანე ლეიბოვიცის ობიექტივის წინ დადგა. ეს არის მისი პირველი გაელვება პუბლიკაში სქესის შეცვლის პროცედურების შემდეგ. სურათების გამოქვეყნების შემდეგ, ჯენერმა ბლოგზე ჩანაწერი დატოვა: "მე ისეთი ბედნიერი ვარ საკუთარი თავის აღმოჩენით ამხელა ბრძოლის შემდეგ. კეთილი იყოს შენი ყოფნა სამყაროში, ქეთლინ. მოუთმენლად ველი, როდის გაიცნობთ მას/მე."

ინტერვიუში ჯენერმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა. მან თქვა, რომ სქესი შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ უბრალოდ აღარ შეეძლო საკუთარ სხეულში ცხოვრება და საკუთარი თავის მოტყუება.








გადაღებებმა ამერიკასა და ევროპაში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. "კარდაშიანების ოჯახის" გულშემატკივრებმა დაცნობილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ ქეთლინისთვის და აქვეყნებდნენ თავიანთ ექაუნთებზე ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოებს ჰეშთეგებით #CallMeCaitlyn. ჯენერის საგულშემატკივრო ჯგუფში, თავისი ცნობილი ნათესავების ჩათვლით, არც ისე ცოტა ვარსკვლავები აღმოჩნდნენ: სემ სმიტი, მია ფეროუ, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი ჰადიდი და სხვები.

2015 წელი

1976 წელი


1976 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრიუს ჯენერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამ წლის აპრილში განაცხადა, მას შემდეგ რაც კრის ჯენერთან განქორწინების პროცესი დასრულდა. მათმა ქორწინებამ 24 წელს გასტანა. ბრიუსსა და კრის 2 საერთო ბავშვი ჰყავთ კენდალი და კაილი ჯენერი, ამას გარდა ბრიუსი ზრდიდა ცოლის წინა ქორწინებიდან გამოყოლილ 4 შვილს, მათ შორის კიმს. ამას გარდა, ბრიუსი ორჯერ იყო დაქორინებული. პირველი ცოლისგან მას ჰყავს ბიჭი და გოგო, ხოლო მეორესგან 2 ბიჭი. მრავალშვილიანი მამა ინტერვიუში გამოტყდა, რომ თავის თავს ყოველთვის ქალად აღიქვამდა, მაგრამ მამაკაცებისადმი მიზიდვას არ განიცდიდა. ის ასევე გამოტყდა, რომ მრავალი წლის მანძილზე იღებდა ქალის ჰორმონებს.









კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

25


  • katokato თქვა:
    7 ივნისი 2015 21:47 - ID: 25,
    რა შიგ უნდა გქონდეს 65 წლის ასაკში თავში ეს რომ მოგივიდეს,თუმცა არ მიკვირს რასაც ეგ თვაის გერებს ცოლს და შვილების ამდენ ზმანებს და პლასტიკურ ოპერაციებს უყურებდა რა გასაკვირია რომ მასაც გაპრანჭვა მოუნდა.

    ისე თავის ყოფილ ცოლზე კარგად გამოიყურება.მარა ბავშებისთვის მამა უკვე ვეღარ იქნება მამას ვერ დაუძახებენ უბრალოდ,.

  • HotMess თქვა:
    7 ივნისი 2015 18:12 - ID: 24,
    გენდერი და სექსუალობა ორი განსხვავებული ცნებაა. შეიძლება თავი ქალად მიაჩნდა მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს რო კაცები უნდა მოსწონდეს.
    65 წლის ასაკში არ მიხვდა ამას, მთელი ცხოვრება იმალებოდა და საბოლოოდ გაბედა და შეუძლია იყოს ის ვინც არის. ერთხელ მოდის ადამიანი და ზედმეტად ცოტა დრო აქვს ტანჯვაში რომ გაატაროს. მთავარია ბედნიერია.

  • elga თქვა:
    7 ივნისი 2015 10:34 - ID: 23,
    შვილები დედას დაუძახებენ :D.


    ნაშა დადგა :D. ალბათ თAვის ყოფილ ცოლთან ერთად ბუწიკებში ივლის :D.

    Gმერთო წარგვნა მოავლინე D

  • fuck selena თქვა:
    3 ივნისი 2015 23:23 - ID: 22,
    5 შვილის მამაა თან
    აუუუ რა ნაშა დადგა ;დდ

  • TaKki თქვა:
    3 ივნისი 2015 19:26 - ID: 21,
    ამის შვილი რომ ვიყო თავს მოვიკლავდი no

  • ana-sofia თქვა:
    3 ივნისი 2015 15:13 - ID: 20,
    მეშინია ამ სამყაროსი what wink

  • Crooks თქვა:
    3 ივნისი 2015 10:59 - ID: 19,
    lol

  • tak-o თქვა:
    3 ივნისი 2015 09:25 - ID: 18,
    no

  • natianatia თქვა:
    3 ივნისი 2015 01:28 - ID: 17,
    ჩავთვალოთ ასაკის ბრალია :D D: :D აბა 65 წელი ქალად აღიქვამდა თავს და კაცები არ მოსწოონდა ეს ვერ გავიგე ახლა მოსწონს?

  • ani:) თქვა:
    2 ივნისი 2015 22:59 - ID: 16,
    რატო უნდა მოგინდეს იყო "ქალი" როცა ამდენი ბავშვის მამა გქვია..არ მესმის belay

  • LohanFan თქვა:
    2 ივნისი 2015 21:26 - ID: 15,
    ძალიან ლამაზია

  • Ggvantsa თქვა:
    2 ივნისი 2015 20:54 - ID: 14,
    აი მომკალით და არ მესმის, ვიცი რომ იტანჯებოდა და ძალიან ცოდი იყო და ა.შ. მაგრამ მეც იმდენად არ მჯერა ამ ჯენერ-კარდაშიანის ოჯახობის რომ რავიცი

  • ni_nini თქვა:
    2 ივნისი 2015 20:45 - ID: 13,
    რავიცი რავიცი ეს კარგადაშიანები და შესაბამისად მისი ოჯახის წევრები ისე არიან გადარეული პოპულარობაზე რას არ იზამენ.. ეს კაცი ცოლს დაშორდა ალბათ პოპულარობა და ფული მოუნდა და აი ქეთლინიც გაადზრო რავი აბა სხვა ახსნას ვერ ვპოულობ არა მეორეც არის დაბერდა და გამოჩერჩეტდამ,მაგრამ პირველი უფროს სარწმუნოა no

  • NiNi_N თქვა:
    2 ივნისი 2015 20:20 - ID: 12,
    სხვათაშორის არ გამოიყურება ცუდად wink

  • amanda თქვა:
    2 ივნისი 2015 20:14 - ID: 11,
    საზიზღრობაა,უბრალოდ საზიზღრობაა !თან 65 წელი კაცად იცხოვრო და უცბად ქალი გახდაა...

  • SaLuKaAa თქვა:
    2 ივნისი 2015 19:50 - ID: 10,
    მთავარ ფოტოში ხელები ცუდად აქვს.

  • smileyz_xato თქვა:
    2 ივნისი 2015 19:37 - ID: 9,
    მაილის ჰქოდნა გაზიარებული ეს სურათი ინსტაგრამზე და მეთქი ვა რა ლამაზი ქალია და ცოტა ხანში ვხედავ ყველგან ამ სურათს და წავიკითხე რომ თურმე ეს არა პროსტა ლამაზი ქალი არამედ ბრუსია ყბა ჩამომვარდა :D ჩემთვის უცნაური ისაა რომ 65 წლის ასაკში მივიდა ამ დასკვნამდე თორე საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი და პირიქით მივესალმები თუ მას ეს გადაწყვეტილება სწორედ მიაჩნია ღმერთმა ხელი მოუმართოს მარა აი კრისი მეცოდება ცოტა არ იყოს :D

  • Tatia_M. თქვა:
    2 ივნისი 2015 19:32 - ID: 8,
    რომ ვუყურებ უბრალოდ მეცინება :D

  • liliana თქვა:
    2 ივნისი 2015 19:25 - ID: 7,
    აგრესიას არ გამოვხატავ.... ყველა ადამიანი დამოუკიდებელია მის ქმედებებში და მის სხეულს რასაც უნდა იმას უზამს, მაგრამ ამას რომ შევხედე გული ამერია... ეტყობა კიმის პოპულარობის და ყურებადობის რეკორდის მოხნას ცდილობს..ეს კარდაშიანები ასე ერმანეთზე ნაგვები სად დაიბადნენ... უიმე..

  • Annnn...♥♥ თქვა:
    2 ივნისი 2015 19:04 - ID: 6,
    აი ეს მართლა საშინელებააა უკვე ,ამის მართლა აღარ მესმის.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top