;
16 ივნისი 2015      sabavachiberidze     9 კომენტარი     ნანახია 8592-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



41 წლის ასაკში გარდაცვალა რუსი მომღერალი, მსახიობი და მოდელი ჟანა ფრისკე . მომღერალი უკვე 2 წლის განმავლობაში ებრძოდა ტვინის სიმვსივნეს. მკურნალობას ის გერმანიაში, იაპონიასა და ნიუ იორკში გადიოდა თუმცა უშედეგოდ.

ყველაფერი კი 2013 წელს დაიწყო. რუსეთის დამსახურებულ არტისტს უკურნებელი სენი დაუდგინეს, იმ დროს ჟანა ორსულად იყო. მან აბორტის გაკეთებაზე უარი თქვა, დიდმა ფიზიკურმა დატვირთვამ და სტრესმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა. 2013 წლის 7 აპრილს, 39 წლის ასაკში ჟანას და ტელეწამყვან დმიტრი შეპელევს (30) ვაჟიშვილი პლატონი შეეძინათ. ჟანამ მაიამიში იმშობიარა, სადაც ვაჟიშვილთან და ოჯახის უახლოეს წევრებთან ერთად თავის კერძო სანაპიროს პირა სახლში ცხოვრობდა გარდაცვალებამდე.



დმიტრი ფეისბუქის გვერდის საშუალებით ავრცელებს განცხადებას, სადაც ის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის იმ ქველმოქმედებს, ვინც თანხა გაიღო ჟანას მკურნალობისთვის და ფანებს - მხარდაჭერისთვის. ტელეწამყვანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის არ ისაუბრებს მისი და ჟანას პირად ცხოვრებაზე, ეს მისთვის უძვირფასესი მოგონებებია და წყვილი იზიარებდა მოსაზრებას, რომ ხმამაღლა არ ესაუბრათ მათ ბედნიერებაზე. გასაჭირში კი ხალხისგან შეგროვილი თანხა დიდად დაეხმარა ჟანას ხალგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობების ხარჯის დასაფარად, რის გარეშეც ჟანას ახალშობილ შვილთან ამ მცირედი დროის გატარების საშუალებაც კი არ ექნებოდა :(
ჟანა ფრისკე გარდაიცვალა
@Dmitry Shepelev:
Мы всегда повторяли: "Счастье любит тишину". Я остаюсь верен этим словам, потому что Жанна остается для меня абсолютным, чистым, неповторимым счастьем.

Мы не сдавались и сражались, чтобы победить. Говорят, 2 года в такой ситуации это много. Но, конечно, для нас это очень мало.
Я твердо знаю, что мы не смогли бы справиться без вас. Я хочу поблагодарить каждого: кто жертвовал деньги для лечения Жанны, молился о ее здоровье, просто думал о ней, желал счастья и сил. Хочу, чтобы вы знали: эти два года - во многом ваша заслуга. Спасибо!

Я желаю здоровья вам, вашим близким. И ближайшее время хотел бы сосредоточиться на помощи тем, кто как и мы, не сдается и борется за здоровье и жизнь.

----

ჟანა ფრისკე გარდაცვალებამ შეძრა რუსეთი, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. მის გარდაცვალებას ეხმაურებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ფილიპ კირკოროვი, ანი ლორაკი, თინა კანდელაკი, ჯგუფი "ვია გრა", მაქსიმ გალკინი, ალა პუგაჩოვა, ვლადიმერ პუტინი და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ჟანას სოციალური ქსელით ემშვიდობებიან.



არ ვრცელდება ჟანა ფრისკეს ბოლოდროინდელი ოფიციალური-ფოტოები,
პაპარაცული ფოტოებიდან ცნობილია, რომ სასტიკ დაავადებასთან მებრძოლმა ერთ დროს ამ ულამაზესმა ქალბატონმა დაკარგა ფორმა და ვერ აკონტროლებდა წონას. ჟანა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლობლების გარემოცვაში ცხოვრობდა და პუბლიკაში გამოჩენას ერიდებოდა. ვისურვებდით დავიმახსოვროთ ჟანა მისი ჯანსაღი იმიჯით, დაავადებამდე.











ორსული ჟანა ფრისკეს ფოტოები მაიამიდან

ჟურნალ OK!-ს რუსული გამოცემისთვის, 2013 წელი.
(დაავადების პროგრესირების ადრეულ სტადიაში)










ჟანა და მისი ბოიფრენდი: დმიტრი შეპელევი





















Город 312-ის სიმღერა ფილმიდან Ночной Дозор (2004)
ჟანა ფრისკეს მონაწილეობით




Жанна Фриске
რუსი მომღერალი 2003-წლამდე ჯგუფ Блестящие-ს წევრიც გახლდათ.
ჟანა ფრისკეს სიმღერები:









კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • ani:) თქვა:
    19 ივნისი 2015 00:06 - ID: 9,
    ვამე რა ლამაზი იყო და დაავადებამ გაანადგურა საშინელებაა :(((((((((

  • angelangel თქვა:
    17 ივნისი 2015 14:54 - ID: 8,
    მაგარი ქმარი ყავს

  • natianatia თქვა:
    17 ივნისი 2015 00:55 - ID: 7,
    სამწუხაროა :( :(

  • ni_nini თქვა:
    16 ივნისი 2015 23:59 - ID: 6,
    ძალიან ვწუხვარ და პირველ რიგში ვუსამძიმრებ პატარას,რომელმაც დედის ნორმალურად გაცნობა ვერც კი მოასწრო sad

    მისი ქმრის მხარდაჭერა კი ცოლის მიმართ მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის.. საოცრად ედგა გვერდით ასეთ მძიმე წუთებში... ზოგი ამას ვერ გაუძლებდა სამწუხაროდ ...:'(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top