;
23 ივლისი 2015      Serenay.     11 კომენტარი     ნანახია 7425-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



თურქი მსახიობი და მოდელი "მის თურქეთი სამყარო "2010 სერენაი სარიკაია
დაიბადა ანტალიაში. იყო ოჯახის ერთადერთი ბავშვი, მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, როცა გოგონას 6 წელი შეუსრულდა. სამოდელო კარიერის წარმატებამ გადაწყვეტინა,მსახიობი გამხდარიყო,დღეს კი ერთ ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანზღაურებადი მსახიობია თურქეთში,მას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იცნობენ.


✿ ბიოგრაფია ✿
სერენი სარიკაია დაიბადა ანტალიაში. იყო ოჯახის ერთადერთი ბავშვი, მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, როცა გოგონას 6 წელი შეუსრულდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სარიკაია ჩაირიცხა უნივერსიტეტში. სწავლის გაგრძელება სურდა უცხოეთში, მაგრამ მისი გეგმები არ გამართლდა.ადრე სარიკაია ცეკვითა და სპორტით იყო დაკავებული, ამჟამად კი, მსახიობობითა დაინტერესებული. ბევრი განსხვავებული პერსონაჟი აქვს შექმნილი და ყოველ ჯერზე მაყურებელს სხვადასხვა სტილით ევლინება

სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya
♔ კარიერა ♔
სერენაი რამდენიმეჯერ იყო თურქეთის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, ასევე მის ფარგლებს გარეთაც
.მან მონაწილეობა მიიღო "მის თურქეთი" 2010 წელს და მან აიღო უნივერსის წოდება ამ წოდებით ის გაემგზავრა პრაღაში სადაც მთელი მსოფლიოს მაშტაბით სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა,ამ კონკურს ერქვა "მის თინეიჯერი" აღფრთოვანებულმა ჟიურმა მას პრიზიც გადასცა

სერენაი თურქეთში ყველაზე მაღალანზღაურებადი მოდელია
, მას პოდიუმზე 10 წუთში იმდენ ჰონორარს უხდიან რასაც დანარჩენ წარმატებულ მოდელებს თვეების განმავლობაში. თავისი შემოქმედების ყველა სფეროში წარმატებულია. სარიკაიას ლირიკული ხმით მოხიბლულია მსმენელი,მას დისკის ჩაწერაც შესთავაზა ცნობილმა თურქმა მომღერალმა

სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya

2006 წელს შეასრულა როლი ფილმში "ქუჩის ქალი", ამ ფილმა სამსახიობო კარიერაში გზა გაუკვალა და მთავარი როლი მიიღო ფილმში "პლაჟზე" ფილმებს სერიალიც მოჰყვა სადაც სოფიას როლი შეასრულა და პარტნიორობა მეჰმედ აკიფ ალაკურტს გაუწია,2010 წელს მან პარტნიორობა ტოლგაჰან საიშმანს გაუწია ქართველებისთვის კარგად ნაცნობ სერიალ "ტიტების დროში" სადაც იეშიმის როლი განასახიერა,ეს სერიალი სერენაისთვის არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა,მან აზერბაიჯანში კონკურსზე საუკეთესო ანტაგონისტის ჯილდო აიღო და ასევე უამრავი პრიზი თურქეთში.

2013 წელს ცნობილმა თურქმა სცენარისტმა ეჯე იორენჩმა მთავარი როლი შესთავაზა ამერიკული სერიალის რიმეიქში,ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ თურქულ სერიალში "მოქცევითში" / "გზაჯვარედინი" ამ სერიალმა სერენაი აქცია თურქეთში ყველაზე მაღალაზნაღაურებად მსახიობად
სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya
სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya

სერენაიმ ამ როლით აიღო თურქეთში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "ოქროს პეპელა" ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი, იმავე წელს ოქროს პეპელამ ჯესიკა ალბას უმასპინძლა
2013 წელს მისი დებიუტი შედგა დიდ კინოში,ფილმის სიუჟეტი კრიმინალურ ამბავზე იყო დაფუძნებული,სადაც სერენაი ნარკობარონის გიოლფრენდის როლს ასრულებდა,ფილმი ბილეთების გაყიდვის რაოდენობით პირველ ადგილზე იყო 3 დღეში გაიყიდა 330.696 ბილეთი.

სერენაი სარიკაიამ 2014 წელს ელიდორთან გააფორმა კონტრაქტი, მან 1 მილიონი დოლარი მიიღო რეკლამაში, ელიდორმა სერენაი სარიკაია დაასახელა მის თურქეთი 2014-ზე წამყვანად,სერენაი საღამოს ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად დასახელეს.

სერენაი ერთადერთი თურქი მოდელი გახლავთ რომელიც MAVI-ს რეკლამებში მიიღო მონაწილეობა,MAVI-ის სახეა ასევე ქერემ ბურშინი და ადრიანა ლიმა,ერთ ერთ ინტერვიუში სერენაიმ ისიც განაცხადა რომ ადრიანა მისი საყავრელი მოდელი არის,ერთ ერთმა სარეკლამო კომპანიამ სერენაის შესთავაზა კონტრაქტი გაეფორმა მაგრამ MAVI-სთან თანამშრომლობის გამო ვერ დათანხმდა,შემდეგ კი შემოთავაზებას ადრიანა ლიმა დასთანხმდა
სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya
სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya სერენაი სარიკაია/Serenay Sarikaya
სერენაი პირველი მოდელია რომელმაც GRAZIA TURKEY -ს ყდა დაამშვენა,ჟურნალის პირველი ფოტოსესია სერენაისთან შედგა,ასევე GRAZIA TURKEY -ს მიერ გამართულ საღამოზე სერენაი საპატიო სტუმარი იყო.

2014 წელს ჟურნალ GQ-მ სერენაი სარიკაია დაასახელა წლის ქალად,
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ცნობილი მსახიობები ,დიდებული საუკუნის ვარსკვლავი ჰალიტ ერგენჩი და მისი მეუღლე ბერგიუზარ კორელი."წლის ქალი"-ს ჯილდო მხოლოდ მერიემ უზერლის, ბერენ საატს და სერენაი სარიკაიას აქვს აღებული.



2011 წელს ELLE STYLE AWARD-მა დაასახელა როგორც ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავი, 2013 წელს კი საუკეთესო თმის სტილის მქონე თურქ სელებრითად


სერენაის სერიალ "გზაჯვარედინი"-ში მირას როლისთვის აქვს მიღებული ჯილდოები როგორიცა Kristal Fare Award,Ayakli Gazete TV Stars Award-ი 2014 წელს სადაც წლის მსახიობად დასახელეს,2015 წელს attend Turkey Youth Award-ი, attends AYD Award-ი 2014 წელს როგორც წლის საუკეთესო მოდელი/სარეკლამო სახე,2015 წელს სერენაი სარიკაიამ გაიარა წითელი ხალიჩა რომელიც ეძღვნებოდა თურქული კინოს 100 წლის თავს/Celebration of Turkish Cinema's 100th year,სერენაიმ უამრავი კონკურენტი დაამარცხა(როგორებიცა:ტუბა ბუიუკუსტუნი,ბერენ საატი)და გახდა წლის მსახიობის ტიტულის მფლობელი,ამით ის ყველაზე პრესტიჟულ თურქ ქალ მსახიობთა სიაში მოხვდა,სულ ახლახანს სერენაი სარიკაიამ და ბერგიუზარ კორელმა მოიპოვეს ჯილდო Golden Lens Award-ი როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი,2014 წელს კი ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო თურქეთში Kristal Fare აიღო მირას როლისთვის, 2015 წელს სერენაიმ და ქერემ ბურშნმა აიღეს ჯილდო ნომინაციაში წლის ვარსკვლავები Stars of the Year Award.ასევე სერენაიმ სერიალ "ტიტების დროიდან" 3 მილიონი თურქული ლირა მიიღო, სერიალ "გზაჯვარედინში" კი მისი შემოსავალი საკმაოდ გაიზარდა



სერენაი სარიკაიამ და ჩაათაი ულუშოიმ ურთიერთობა სერიალიდან სინამდვილეშიც გადმოიტანეს,ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

სერენაი სარიკაიას თურქეთის სექს სიმბოლოსგან ბურაკ ოზჩივიტისგან შემოთავაზება ჰქონდა,სერენაი შემოთავზებას არ დასთანხმდა ბურაკმა კი ფილმში მთავარ როლზე ფაჰრიე ევჯენი აიყვანა.სერენაი სარიკაია უკვე აღიარეს აზიის მარგალიტად.



♔ საინტერესო ფაქტები ♔

✦სერენაი სარიკაია დაიბადა თურქეთში-ანტალიაში1991 წლის 1 ივლის
✦ მისი სიმაღლეა: 1.75
✦ სამარკო ნიშანი: მიმზიდველი ლირიკული ხმა
✦ზედმეტსახელი: სერე
☢ ის გამართულად საუბრობს ინგლისურად,იცის ფრანგულიც
✦პატარაობაში უნდოდა, რომ ფსიქოლოგი გამხდარიყო
✦სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელია მას ინსტაგრამზე 2 მილიონი,
ფეისბუქზე-3.5 მილიონი ტვიტერზე კი 1 მილიონი ფოლოუერი აქვს



✦პირველად 4 კლასში შეუყვარდა
✦უყვარს ძილი
✦ეშინია ლიფტის
✦უყვარს წერა და დღიურებსაც ავსებს
✦ფანები "ჩემ ნუთელას" უძახიან რაც ძალიან მოსწონს






კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

11


  • ninuzza თქვა:
    11 აგვისტო 2015 13:32 - ID: 11,
    როგორ მიყვარს <3

  • keta თქვა:
    24 ივლისი 2015 16:22 - ID: 10,
    უნაკლო ტანიაქვს,სახეზე დიდი არაფერია მაგრამ ძალიან ნიჭიერიია

  • shatirinka თქვა:
    24 ივლისი 2015 16:10 - ID: 9,
    ძალიან საშულაო გარეგნობა აქვს,საკმაოდ მამაკაცური მხრები და ოდნავ მრუდე ფეხი,თუმცა საოცრად უხდება ნებისიერი მაკიაჟი და უყვარს კამერას,რადგან იცის თავის დაჭერა,ზოგადად ძალიან ნიჭიერი ადამიანია,ძალიან მომწონს,ამის გამო ვუყურებდი "ტიტების დროს"და ვუყრებ "გზაჯვარედინს" winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top