;
28 ივლისი 2015      AnnLennon     5 კომენტარი     ნანახია 2184-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


ნაომი უოტსი გახლავთ ნახევრად ბრიტანელი და ნახევრად ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს, ინგლისში. გამხდარიყო მსახიობი დედამ შთააგონა და მცირე, უმნიშვნელო როლების შემდეგ მტკიცედ დამკვიდრდა ჰოლივუდში. ნაომის იცნობენ, როგორც რიმეიქების პრინცესას, შესანიშნავ მსახიობს, დადებით პიროვნებასა და ლეგენდარული ნიკოლ კიდმანის უახლოეს მეგობარს. შესრულებული კინოროლებითა და სამსახიობო ნიჭის წყალობით მან მოახერხა და გახდა ჰოლივუდელ ‘A-List’ მსახიობებში ერთ-ერთი დამსახურებული ადგილის მფლობელი. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ნაომის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


✘ ნაომი უოტსი დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს, ინგლისში
✘ მისი სრული სახელია: ნაომი ელენ უოტსი
✘ მისი ზედმეტსახელია: რიმეიქების პრინცესა
✘ მისი სიმაღლეა: 1.64 სანტიმეტრი
✘ სამარკო ნიშანი: ხშირად განასახიერებს დეპრესიულ, ბნელ და გასაჭირში მყოფ
პერსონაჟებს, ხშირად თამაშობს შონ პენთან ერთად, მისი ფილმების უმეტესობა რიმეიქია.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


◕ ნაომის დედა ანტიკური ნივთების მეწარმე, კოსტუმებისა და დადგმის დიზაინერია, ხოლო მამა პიტერი კი ინჟინერი, რომელიც მუშაობდა ცნობილ ბენდ ფინქ ფლოიდთან. 4 წლის იყო ნაომი, როდესაც მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს და გოგონა დედასთან ერთად სამხრეთ ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. მამა კი 1976 წელს ჰეროინის დიდი დოზის მიღების შედეგად მკვდარი იპოვეს.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


◕ უოტსს ღრმა წყალში ცურვის შიში აქვს მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში ძმამ დახრჩობას გადაარჩინა.

◕ 14 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა. დედამ სამსახიობო გაკვეთილებზე შეიყვანა. ნაომიმ სხვადასხვა
ქასთინგებზე დაიწყო სიარული, სადაც გაიცნო ლეგენდარული მსახიობი ნიკოლ კიდმანი. ნიკოლი და ნაომი დღემდე უახლოესი მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


☛ ადრეულ ასაკში მუშაობდა მაღაზიაში, ხოლო 20 წლის ასაკში
კი ასისტენტ რედაქტორად ერთ-ერთ ავსტრალიურ ჟურნალში
.

18 წლის ასაკში ნაომიმ გადაწყვიტა მოდელი გამხდარიყო. ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ ის
სამუშაოდ იაპონიაში გააგზავნა, თუმცა უოტსმა ის სამოდელო კარიერა ვერ აიწყო და სიდნეიში დაბრუნდა.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


☛ მსახიობი საკუთარ ეროვნებაზე შემდეგნაირად საუბრობს: ‘თავს მივიჩნევ ბრიტანელად, რადგან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს ინგლისთან. 14 წელი
ინგლისში და უელსში გავატარე და არასოდეს მინდოდა ამ მხარის დატოვება. თუმცა, ძალიან ვარ მიჯაჭული ავსტრალიასთან. ჩემი სახლი ავსტრალიაშია.’


საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


★ მისი შთაგონების წყარო გახდა დედამისი, რომელიც თეატრალურ დადგმებში იღებდა
მონაწილეობას, ხოლო შემდგომ ნახა ფილმი ‘Fame’ და მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო.

★ ჰოლივუდში თავდაპირველად, როგორც დამწყები მსახიობი მცირე და უმნიშვნელო როლებით შემოიფარგლებოდა, ხოლო 2001 წელს რეჟისორმა დევიდ
ლინჩმა მას შანსი მისცა და თავის ფილმში ‘Mulholland Drive’-ში
მთავარ როლზე დაამტკიცა. სწორედ აქედან დაიწყო მისი ჰოლივუდური კარიერის აღმავლობა.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


✄ 2002 წელს უოტსი კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო იაპონური საშინელებათა ჟანრის ფილმის რიმეიქში ‘The Ring’.
რეიჩელის როლზე თავდაპირველად ჯენიფერ კონელი განიხილებოდა, შემდგომ გვინეტ პელტროუ და ქეით ბეკინსეილი. საბოლოოდ როლი ნაომი უოტსს ერგო.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


☆ 2003 წელს მის კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულ ფილმში ’21 გრამი’ და პარტნიორობა გაუწია შონ პენს. ნაომის პერფორმანსი კინოკრიტიკოსებმა და საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. ნაომიმ როლზე თანხმობა სცენარის წაკითხვის გარეშე განაცხადა.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


◆ 2005 წელს ნაომის მონაწილეობით გამოვიდა კიდევ ერთი წარმატებული ფილმი ‘კინგ კონგი’, სადაც მან პარტიორობა ენდრიან
ბროუდის გაუწია
. ენ დეროუს როლზე თავდაპირველი არჩევანი ქეით უინსლეტი იყო, თუმცა როლი ნაომის გადაეცა.

◆ ‘კინგ კონგის’ გადაღებები მიმდინაროებდა ახალი ზელანდიის ჯუნგლებში. ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს
ნაომი მაღალი ადგილიდან ჩამოვარდა, თუმცა უმტკივნეულოდ გამოძვრა, რაშიც იოგაში მრავალწლიან ვაჯიშს უმადლის.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


◆ 2006 წელს უოტსმა პარტნიორომა გაუწია ლეგენდარულ ედუარდ ნორტონს ფილმში ‘The Painted Veil’. ნორტონი
ნაომის სამსახიობო ნიჭით იმდენად აღფრთოვანებული
იყო, რომ თავად აიყვანა იგი ერთ-ერთ მთავარ როლზე.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


♔ 2005 წელს ის რეჟისორ ფერნანდო მეირელესის ერთადერთი რჩეული იყო ტესას როლისთვის ფილმში
‘Constant Gardener’,
თუმცა ნაომიმ უარი განაცხადა, რადგან კინგ კონგში უნდა მიეღო მონაწილეობა.

♔ 2012 წელს მან ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა ფილმ ‘შეუძლებელში’ დაუვიწყარი როლის განსახიერებისთვის.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


❀ ნაომიც ცხოვრებიდან ერთ-ერთი ცნობილი და საინტერესო ფაქტია, რომ მან
ლეგენდარულ ტომ კრუზთან პაემანზე პირადპირ ეთერში უარი განაცხადა
.

❀ნიკოლ კიდმანის გარდა მისი ახლო მეგობრები არიან მარკ რუფალო, ქეით ჰადსონი, კარლა
გუგინო და შონ პენი. ამ უკანასკნელთან მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.


საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


Δ 2002 წელს ‘People’-ის მიერ მსახიობი დასახელდა ერთ-ერთ ლამაზ ქალბატონად მსოფლიოში.

Δ2011 წლიდან ნაომი გახლავთ აუდისა და პანტენის წარმომადგენელი.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


Δ მისი ფავორიტი ბენდებია: Fiona Apple, Coldplay, Radiohead, Pink Floyd.

Δ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი ფავორიტი მსახიობები არიან მერილ სტრიპი, ჯუდი ფოსტერი და ჯულიანა მური.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


☢ თავისუფალ დროს დაკავებულია საბრძოლო ხელვინებით, ძიუდოთი. 90-იან წლებში არაერთხელ
მიუღია მონაწილეობა ძიუდოს შეჯიბრებზე. დღესდღეობით ვაჯიშობს იოგაში და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში.

☢ ეზიარა ბუდიზმს ფილმ ‘The Painted Veil’-ის გადაღებების დასრულების შემდეგ.

☢ მას ტელეფონის ზარად გამუდმებით ფინქ ფლოიდის სიმღერა ‘ფული’ უყენია.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


2002 წელს ნაომიმ ფილმ ‘ნედ კელის’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლეგენდარული მსახიობი ჰიტ ლეჯერი. უოტსი ჰიტზე 11 წლით უფროსი იყო, თუმცა წყვილისთვის ეს დაბრკოლება არ ყოფილა. იმ პერიოდში ერთ-ერთი პოპულარული კავშირი იყო, რომელიც პრესის და პაპარაცების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცეოდა. 2004 წელს, ორი წლის შემდეგ ისინი მეგობრულად ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს. 2008 წელს, როდესაც ჰიტი გარდაიცვალა ნაომიმ განაცხადა, რომ მისთვის ლეჯერის სიკვდილი უდიდესი ტრაგედია იყო.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


❤ 2005 წელს ნაომიმ ურთიერთობა გააბა მსახიობ ლივ შრეიბერთან, რომელზეც 2009 წელს დაინიშნა. წყვილს დღესდღეობით
ორი შვილი ჰყავს
. ისინი დაქორწინებას არ ჩქარობენ, თუმცა მიუხედავად ამისა ერთ-ერთ მყარ კავშირს ინარჩუნებენ ჰოლივუდში.

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ


ფოტომასალა:

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ნაომი უოტსის შესახებ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

5


  • LoveMeHateMe თქვა:
    30 ივლისი 2015 02:30 - ID: 4,
    ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ქალია. მოხატული პირბადე და შეუძლებელნი ჩემი ფავორიტებია.

  • Ggvantsa თქვა:
    29 ივლისი 2015 18:33 - ID: 3,
    მაგარი ქმარი ყავს love 'შეუძლებელში' შეუდარებელია, სვა ფილმეში კი დიდად არ ბრწყინავს ჩემთვის

  • ni_nini თქვა:
    28 ივლისი 2015 22:41 - ID: 2,
    უნიჭიერესი მსახიობია მიყვარს ნაომი love

  • kikimaari თქვა:
    28 ივლისი 2015 19:17 - ID: 1,
    ვაიმე აი ვგიჟდები ძალიან მაგარია, მადლობა ავტორს <3 <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top