2 August 2015      AnnLennon1     Views 3 984    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


რაიან გოსლინგი გახლავთ კანადელი მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც დაიბადა 1980 წლის 12 ნოემბერს, ონტარიოში. ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა ხელოვნებისადმი სიყვარული, ხოლო 17 წლისამ გადაწყვიტა პროფესიონალი მსახიობი გახმდარიყო. მისი კარიერა უკავშირდება ‘მიქი მაუსის ქლაბს’ ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ბრიტნი სპირსთან და კრისტინა აგილერასთან ერთად. რაიანმა თავისი ნიჭითა და ფიზიკური მონაცემებით მოახერხა ჰოლივუდი დაეპყრო და გამხდარიყო ერთ-ერთი მოთხოვნადი მსახიობი. გარდა პროფესიული მხარისა მას ახასიათებენ, როგორც თავდაბალ, გულუხვ და სიმართლის მოყვარულ ადამიანს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ქალების კუმირ რაიან გოსლინგის შესახებ, რომელიც სულაც არ თვლის საკუთარ თავს სექსუალურად.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


★ ★ ★
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✖ რაიან გოსლინგი დაიბადა 1980 წლის 12 ნოემბერს, კანადაში.
✖ მისი სრული სახელია: რაიან ტომას გოსლინგი
✖ მისი სიმაღლეა: 1.84 სანტიმეტრი
✖ სამარკო ნიშანი: ხშირად განასახიერებს მშვიდ, ემოციურად ღრმა პერსონაჟებს. აქვს მშვიდი ხასიათი
და არის თავმდაბალი პიროვნება
. ხშირად თანამშრომლობს რეჟისორ ნიკოლას უაინდინდ რეფნთან.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✖ დაიბადა ტომას რეი გოსლინგისა და დონა გოსლინგის ოჯახში. მამამისი გამყიდველი
გახლავთ, ხოლო დედა კი მდივანი
, რომელმაც 2011 წელს მასწავლებლის პროფესია აითვისა.

✖ რაიანის წინაპრები იყვნენ ინგლისელები, შოტლანდიელები და ფრანგი კანადელები.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


◕ ამბობს, რომ რელიგია ოჯახში მუდამ პირველ ადგილზე იყო და ვერ წარმოიდგენს საკუთარ თავს რელიგიის გარეშე. ასევე იხსენებს, რომ მამის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად მოგზაურობდა და იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. რაიანი 13 წლის იყო, როდესაც მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს. დასთან ერთად იგი საცხოვრებლად დედასთან გადავიდა და ამ გამოცდილებას ახასიათებს შემდეგნაირად ‘ვფიქრობდი, როგორც გოგო’, იქიდან გამომდინარე, რომ ქალების გარემოცვაში იზრდებოდა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


ვერ იტანდა სკოლას, რადგან კლასელები ხშირად დასცინოდნენ და შესაბამისად ცხოვრობდა მეგობრების გარეშე 14 წლამდე. ამ ყოველივემ მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და რაიანი გადაყვანილ იქნა სპეციალურ კლასში. ცოტახანში დედამ სამსახურს თავი დაანება და შვილი სკოლიდან გამოიყვანა, რათა განათლება სახლში მიეღო.

◕ გოსლინგმა ხელოვნებისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდან გამოავლინა. თავდაპირველად ის დასთან ერთად ქორწილებში მღეროდა და განასახიერებდა სხვადასხვა მომღერლებს მათ შორის მარლონ ბრანდოს. 17 წლისამ გადაწყვიტა, რომ სწავლისათვის თავი დაენებებინა და მთელი ყურადღება მსახიობობაზე გადაეტანა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


▲ რაიანი საკმაოდ პატარა იყო, როდესაც მონრეალში გამოცხადდა ‘მიქი მაუს ქლაბის’ ქასთინგი, სადაც მან მონაწილეობა მიიღო და წარმატებით გაიარა ყველა საფეხური. მალევე ის საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და ქლაბის კონცერტებსა და შოუებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. ქლაბის ცნობილი წევრები იყვნენ ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილერა, ჯასტინ ტიმბერლეიკი და კერი რასელი.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


▲ ცნობილი ფაქტია, რომ რაიანი კლუბის წევრებთან ერთად პრესტიჟულ საცხოვრებელში არ ცხოვრობდა, რადგან ოჯახს საშუალება არ ჰქონდა. დედასთან და დასთან ერთად ტრეილერში ცხოვრობდა და ის იყო ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო. შემდგომ დედას ამერიკის დატოვება მოუწია, ხოლო 16 წლის რაიანი ჯასტინ ტიმბერლეიკის ოჯახმა შეიფარა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


☛ ‘მიკი მაუსის ქლაბის’ წევრობის პერიოდში მას ბრიტნი სპირსი აწუხებდა სექსთან დაკავშირებული კითხვებით. რაიანიც უხსნიდა მას პოზიციებსა და სხვა დეტალებს. ‘მე მას ვეუბნებოდი იმ დეტალებს, რაც სხვებისგან მქონდა გაგებული. შემდგომ კი მშობლები საჩივრით გამოცხადდენ და ამბობდნენ, რომ მე მათ შვილებზე ცუდ ზეგავლენას ვახდენ. თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ვთვლი და ვფიქრობ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ბრიტნის სექსუალურ ცხოვრებაზე. როდესაც მას ვხედავ ყელზე გველშემოხვეულს, ვფიქრობ ნუთუ ამაშიც ჩემი ხელი ურევია.’ - ხუმრობით განაცხადა მსახიობმა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


‘უბის წიგნაკის’ რეჟისორთან პირველ შეხვედრას რაიანი შემდეგი სიტყვებით იხსენებს: ‘მასთან სახლში როცა მივედი, იდგა ეზოში, შემომხედა და მითხრა, რომ სურდა ნოას როლი სწორედ მე მომერგო, რადგან სხვა ახალგაზრდა მსახიობებს არ ვგავდი. ბოლოდ კი დაამატა, რომ მე არ ვიყავი გამორჩეულად სიმპატიური, გამორჩეულად მაგარი, უბრალოდ ვიყავი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ცოტა უბერავს.’

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


★ რაიანის ხილვის შემდეგ რეჟისორის ნიკ კასავეტესის ერთადერთი რჩეული ის
გახდა. მანამდე როლზე განიხილებოდნენ ტომ კრუზი და ჯასტინ ტიმბერლეიკი.

★ ნოას როლისთვის მზადებაში რაიანი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ტყეში და
საკუთარი ხელით აკეთებდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, მაგიდას, სკამებს და ა.შ.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


★ ნიკ კასავეტესის თქმით თავდაპირველად რაიანი და რეიჩელი ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ და უფრო მეტიც ერთმანეთი სძულდათ, ხოლო რაიანი
კი ცდილობდა მაკადამსი როგორმე პროექტიდან წასულიყო
, თუმცა ეტაპობრივად მათ საერთო ენა გამონახეს და ეკრანს თუ მის მიღმა საოცარი ქიმია დაგვანახეს.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✘ იყო ძირითადი განდიდატურა ჯეკ სელმონის როლზე ფილმში ‘The Lovely Bones’, თუმცა გადაღებების
დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე პროექტს გამოეთიშა და როლზე მარკ უოლბერგი დაამტკიცეს.

ქასთინგი გაიარა ფრენკის როლზე ფილმში ‘Alpha Dog’, თუმცა ის თავისმა მეგობარმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაამარცხა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✘ 2006 წელს მან ნომინაცია მოიპოვა ოსკარზე ‘'Half Nelson’-ში შესრულებული როლისთვის და გახდა პირველი
კანადელი მსახიობი 1943 წლის
შემდეგ, რომელმაც ნომინაცია მოივა ‘საუკეთესო მსახიობის’ კატეგორიაში.

✘ ფილმ ‘Drive’-თვის საკუთარი მანქანა მან თავადვე შექმნა. ‘რაიანს თვითონ სურდა,
რომ მანქანა აეშენებინა. მან ის დაშალა და თავიდან ააწყო.’
-განაცხადა ფილმის რეჟისორმა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


Δ 2007 წელს, ფილმ ‘Fracture’-ის პროდიუსერი რაიანს გამალებით ეძებდა, რათა მისთვის სცენარი გადაეცა, თუმცა ვერ
უკავშირდებოდა მას, რადგან მსახიობმა გადაწყვიტა 2 თვის გარესამყაროს მოშორებოდა და ცხოვრობდა კარვით ტყეში.

Δ ქარიშხალ კატრინას შემდეგ მან მანქანაში ჩაალაგა თავისი ბარგი და გაემგზავრა მისისიპიში, რათა იქ მონასტერი აეშენებინა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


‘უბის წიგნაკის’ გადაღებების დასრულების შემდეგ ის მუშაობდა სენდვიჩის მაღაზიაში.

◆ ამბობს, რომ ძალიან ცოტა ახლო მეგობარი ჰყავს და თავისუფალ დროს მარტო ყოფნას ამჯობინებს.

◆ მისთვის იდეალური დღეა სახლში მარტო ყოფნა და ქსოვა, რაც არაჩვეულებრივად გამოსდის.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✌ ერთ-ერთი ცნობილი ფაქტია, რომ მსახიობმა ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა.

✌ რაიანი ნიუ-იორკის ქუჩებში ატეხილ ჩხუბში ჩაერია და ორი პიროვნება გააშველა. ეს ყველაფერი
ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღბეჭდა და ინტერნეტში გაავრცელა. გოსლინგი პრესამ შერაცხა, როგორც გმირი.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


☛ მის მფლობელობაში შედის მაროკოული რესტორანი, რომელიც მდებარეობს ბევერლი ჰილსზე, კალიფორნიაში. ამბობს, რომ იმპულსურად და სწრაფად გადაწყვიტა რესტორნის ყიდვა და მთელი მისი ფული ამ საქმეში ჩადო. შედეგად, რაიანი გაკოტრდა და მასთავადვე მოუხდა აეშენებინა რესტორანი და უფრო მეტიც ის ჭურჭელსაც კი რეცხავდა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✦ 2012 წელს, რაიანის რეჟისორობითა და პროდიუსერობით გამოვიდა დოკუმენტური
ფილმი ‘რეგენერაცია’, რომელიც ეხება ახალგაზრდების კულტურას.

✦ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ცოტამ თუ იცის, რომ რაიანი პროფესიონალი ჯაზ გიტარისტია,
ამასთანავე მღერის, უკრავს პიანინოზე
და დაარსა ბენდიც კი უახლოეს მეგობართან ერთად.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


✦ მისი საყვარელი ადგილი ლოს ანჟელესში დისნეილენდია. ხშირად ატარებს
დროს მარტოდ მარტო, ყურსასმენებითა და ქუდით, რათა ვერავინ შეამჩნიოს.

✦ სან დეიგოში არსებულ სუშის რესტორანის სააბაზანო რაიანის ფოტოებითაა მორთული.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


♦ რეალურ ცხოვრებაში ის არასოდეს იყენებს ცნობილ ფრაზას ‘Hey, girl’.

ადამ ლევინი ამბობს, რომ რაიანი არის ის მამაკაცი, რომელიც
ყველას სურს იყოს ‘მსოფლიოში ყველაზე სექსუალური’ მის ნაცვლად.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


ჰოლივუდელებიდან თითქმის არავისთან მეგობრობს, თუმცა ერთ-ერთი გამონაკლისი ბრედლი კუპერია. კუპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანზე ისაუბრა:
‘ის გულუხვია და მასში არ სუფევს არანაირი სიყალბე და ტყუილი. მუშაობს ისე, როგორც მე. მისი გაცნობისას ვიფიქრე, რომ რაიანი ჩემთვის ახლობელი ადამიანი იყო.’

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


გოსლინგი მოხიბლულია ემა სტოუნით, რომელთანაც ფილმ ‘Crazy, Stupid, love’-ში მონაწილეობს. ‘ემა არავის არ ჰგავს. როგორც კი ფილმში მონაწილეობას დაეთანხა მივხვდი, რომ პროექტი ძალიან ძალიან კარგი გამოვიდოდა. როდესაც პირველად ოთახში შემოვიდა ყველაფერმა მნიშვნელობა შეიძინა. მანახეთ ვინმე, რომელსაც ემა სტოუნი არ მოსწონს და მე დაგანახებთ თუ ვინაა მატყუარა.’- განაცხადა რაიანმა.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


ფილმ ‘Crazy, Stupid, Love’-ში განსახიერებული როლისთვის მას თვეობიდ მოუწია სპორდარბაზში წვალება იმისთვის, რათა იდეალური
სხეული ჰქონოდა. ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია ექნება თუ არა კუნთები, რადგან დაკუნთულ სხეულში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


☛ რაიანს ხშირად ამსგავსებენ მსახიობ რაიან რეინოლდსს. თავად გოსლინგი ამბობს, რომ
ქუჩაში არაერთხელ შეშლიათ რეინოლდსში და ამ უკანასკნელის ფანებს ავტოგრაფები უთხოვიათ.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


❤ 2001 წელს რაიანმა ფილმ ‘Murder by Numbers’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მშვენიერი სანდრა ბალოკი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა წყვილი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. სანდრა მასზე 16 წლით იყო უფროსი. 2011 წელს გოსლინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ‘მე მყავდა ორი არაჩვეულებრივი მეგობარი გოგონა.’ ამ ინტერვიუში ის მოიაზრებდა ბალოკსა და მაკადამსს.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


❤ 2004 წელს რაიანმა რომანი გააბა ‘უბის წიგნაკის’ პარტნიორთან რეიჩელ მაკადამსთან. ისინი მუდამ პრესის ყურადღების ცენტრში იყვნენ და მათი წყვილი
ერთ-ერთი პოპულარული სახე იყო ჰოლივუდში. ფანებმა მათ 2008 წელს გული დაწყვიტეს და ოფიციალურად განაცხადეს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


❤ 2010 რაიანი და ბლეიკ ლაივლი ერთად დისნეილენდში ხელიხელჩაკიდებულები შენიშნეს. აგორდა ჭორები
მათი რომანის შესახებ, თუმცა წყვილი ამტკიცებდა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები იყვნენ.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


❤ 2011 წელს გოსლინგმა თავისი ცხოვრების სიყვარული ევა მენდესი გაიცნო გადასაღებ მოედანზე. წყვილი ოსტატურად ახერხებდა პაპარაცების თვალისგან
შორს ყოფნასა და ურთიერთობის მალვას, თუმცა რამოდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი ოფიციალურ დონეზე გახდა ცნობილი. 2014 წელს მათ გოგონა ესმერალდა შეეძინათ.

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან გოსლინგის შესახებ




Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top