16 September 2015      Ancho.     Views 5 302    
Category: Stars

ვარსკვლავები, რომლებიც ცდილობენ სამყარო უკეთესი გახადონ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ არიან გულგრილნი ადამიანების პრობლემების მიმართ და სერიოზულად არიან მოწოდებულები რომ დადებითი გავლენა იქონიონ პოლიტიკასა და ხალხის ბედზე.



ელტონ ჯონი

Benevolent Stars

რეიტინგს ხსნის პოპულარული ბრიტანელი შემსრულებელი. ცოტა ხნის წინ, მან თავის ინსტაგრამის ექაუნთზე განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა დაურეკა. "მადლობა ვლადიმირ პუტინს იმისთვის, რომ მოახდინა რეაგირება და მესაუბრა ტელეფონზე. მე ველი მასთან პირისპირ შეხვედრას, რომ განვიხილოთ ლგბტ პრობლემები რუსეთში". - დაწერა მუსიკოსმა. ცნობილი ჰომოსექსუალი მხარს უჭერს სექსუალურ უმცირესობებს მთელ მსოფლიოში და ყოველწლიურად რიცხავს გასაოცარ თანხებს ქველმოქმედების მიზნით.





ლეონარდო დიკაპრიო

Benevolent Stars

იმისათვის, რომ "ეპოვნა თავისი სულის გამოძახილი" დიკაპრიოს თავის დროზე მეგობარი დაეხმარა - ტობი მაგუაიერი. "ადამიანი-ობობას" გავლენით უოლ სტრიტის მგელმა დაიწყო ბრძოლა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენისთვის და თავის რეზიუმეს შემატა მწკრივი "ეკოლოგი". ჰოლივუდელი უცოლო მამაკაცი ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად, აფინანსებს იშვიათი ვეშაპეპის ძიებას, აწყობს საქველმოქმედო გალა-საღამოებს, კლიმატის საკითხებში წარმოადგენს გაეროს და ბელიზის სანაპიროზე აშენებს ეკოკურორტს. ელტონ ჯონის მსგავსად, მანაც მიაწვდინა ხმა ვლადიმირ პუტინს, მაგრამ მისგან განსხვავებით მათი განხილვის საგანს ამურის ვეფხვები წარმოადგენდნენ.





ანჯელინა ჯოლი

Benevolent Stars

ანჯელინა ჯოლის ჰუმანიტარული, მშვიდობიანი და საქველმოქმედო საქმიანობა სულ მალე სერიოზულად გადაწონის მის სამსახიობო დამსახურებას. ჰოლივუდის ამ პირველი ლედის სახელი უკვე დიდი ხანია ასოცირდება გაეროს ელჩობასთან. 2000-იანების დასაწყისში ჯოლი ხშირად სტუმრობდა ლტოლვილთა ბანაკებს, საბავშვო სამედიცინო პუნქტებს, ქალთა დაცვის ფონდებს და ღარიბ აფრიკულ ქვეყნებს. ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამო ის კამბოჯის საპატიო მოქალაქეც კი გახდა. ამასთან, ერთ-ერთი თავისი ოსკარი ანჯელინამ არა სამსახიობო და სარეჟისორო საქმიანობისთვის, არამედ მოხალისეობრივი საქმიანობის გამო მიიღო - ქანდაკება სპეციალური დამსახურებისთვის მას 2014 წელს გადასცეს.






შაკირა

Benevolent Stars

მიმზიდველი ლათინოამერიკელი შემსრულებელი უკვე დიდი ხანია რაც თავის ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს , მაგრამ მშობლიური კოლუმბიის ბედი მისთვის სულერთი ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ ვარსკვლავობის დასაწყისში მან დაარსა ფონდი Pies Descalzos -- ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს განათლება არამარტო სამხრეთ ამერიკაში, არამედ აფრიკაშიც. მისმა საქველმოქმედოსაქმიანობამ მიიპყრო საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება და 2003 წელს შაკირა იუნისეფის ელჩად დანიშნეს.





შარლიზ ტერონი

Benevolent Stars

აფროამერიკელი შარლიზ ტერონი კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც პრეტენდენტია დასახელებისა "სუპერგმირი რეალურ ცხოვრებაში". 2007 წელს მან დაარსა არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დახმარების აღმოჩენა ახალგაზრდებისა და ქალებისათვის, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან. სერიოზული ტრავმული გამოცდილების მიღების შემდეგ ეს თემა განსაკუთრებით ახლოა მსახიობისათვის. როდესაც შარლიზი 15 წლის იყო, დედამისმა მამამისი მოკლა, იმის გამო, რომ დაეცვა საკუთარი თავი და ქალიშვილი. ამას გარდა, თამამი ქერა მსახიობი გაეროს საპატიო სიაშია, ის სელმა ჰაიეკთან ერთად მაროკოში ეხმარება ქალებს გამოიმუშაონ ანაზღაურება ოჯახისათვის და აგრეთვე შარლიზ ტერონი ცხოველების დამცველი ფონდის- РЕТА-ს წევრია.





ჟიზელ ბიუნდჰენი

Benevolent Stars

პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი არასოდეს ძუნწობს კეთილ საქმეებზე. საქველმოქმედო ფოტოსესიების რიცხვი ჟიზელის მონაწილეობით ითვლება ათობით. ბოლო რამდენიმე წელია, პოდიუმის ვარსკვლავის ყურადღებას იწვევს მშობლიური ბრაზილია - საშუალებებით ეკოლოგიური ჩუსტებისათვის საკუთარი ხაზიდან Ipanema, ის ეხმარება ტროპიკული ტყეების აღდგენას.




ბონო

Benevolent Stars

ყველაზე ცნობილი აქტივისტი პლანეტაზე. U2-ს სოლისტი მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, ფოკუსირებულია შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაზე და უღარიბესი ქვეყნების საგარეო ვალებზე. 2006 წელს ის ნობელის პრემიის კანდიდატთა სიაში იმყოფებოდა. მისმა ჰუმანიტარულმა საქმიანობამ მუსიკოსს სამეფო ტიტული მიანიჭა, რომლითაც ის ელიზაბეტ მეორემ დააჯილდოვა.






Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top