;
25 სექტემბერი 2015      AnnLennon     2 კომენტარი     ნანახია 1798-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

ელიზაბეტ ოლსენი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1989 წლის 16 თებერვალს, კალიფორნიაში. ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ხელოვნებას და იზრდებოდა საკმაოდ წარმატებულ და პრესტუჟიულ ოჯახში დებთან მერი ქეით და ეშლი ოლსენებთან ერთად. ბავშვობიდან მონაწილეობდა დების ფილმებსა და ვიდეოებში, ხოლო შემდგომ კი გადაწყვიტა დამოუკიდებლად მიეღწია წარმატებისთვის, დროებით შეიცვალა გვარი და აგენტიც კი იპოვა, რომელიც დამწყებ მსახიობს წარმატებისკენ უხელმძღვანელა. დღესდღეობით, ელიზაბეტი გახლავთ მოთხოვნადი და პოპულარული სახე ჰოლივუდში, გამუდმებით გვევლინება საინტერესო და სერიოზულ პროექტებში. ამასთანავე, იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი თავმდაბალი სელებრითი, რომელიც ცდილობს, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მშვენიერი და დახვეწილი ელიზაბეტ ჩეის ოლსენის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

✖ მისი სრული სახელია: ელიზაბეტ ჩეის ოლსენი
✖ მისი ზედმეტსახელებია: ლიზი და ლიზ
✖ მისი სიმაღლეა: 1.68 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

✖ ოლსენი დაიბადა და გაიზარდა შერმან ოკსში, კალიფორნიაში. დედამისი ჯერნი პირადი მენეჯერი გახლავთ, ხოლო მამა დეივი დეველოპერი და ბანკირი. ელიზაბეტი ცნობილი ოჯახიდან გახლავთ, მისი დები არიან მერი ქეით და ეშლი ოლსენები, რომლებიც მსაიობები და დიზაინერები არიან. ჰყავს უფროსი ძმა ტრენტი.

✖ მამის მხრიდან ოლსენი წარმოშობით ნორვეგიელი გახლავთ, ხოლო დედის მხრიდან კი ინგლისელი.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

◕ ადრეული ასაკიდან დადიოდა ბალეტზე და სიმღერის გაკვეთილებზე, ასევე მონაწილეობას ღებულობდა დების სხვადასხვა ფილმებში და
ვიდეოებში
. მეოთხე კლასში იყო, როდესაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა ქასთინგებზე სიარული და განსხვავებულ პროექტებში მიეღო მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

◕ დადიოდა სამხრეთ ჰოლივუდში კემბელ ჰოლის პრესტიჟულ სკოლაში, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ნიუ-იორკში ‘Tisch
School of the Arts’-ში.
2009 წელს, ოლსენმა ერთი სემესტრი გაატარა მოსკოვში, სადაც სწავლობდა მოსკოვის ხელოვნების თეატრში.

◕ მოსკოვში სწავლისას მას რუსი დრამის სტუდენტი შეუყვარდა, თუმცა საუბედუროდ ელიზაბეტის ამერიკაში
დაბრუნების 7 თვის თავზე წყვილმა ურთიერთობა დაასრულა, რადგან ოლსენის თქმით სიშორემ ყველაფერი გაანადგურა.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

◆ სკოლაში სწავლისას ადამიანებს სხვადასხვა სახელით ეცნობოდა, რადგან არ სურდა ყველას გაეგო, რომ ცნობილი
ოჯახიდან იყო და მერი ქეითი და ეშლი მისი დები იყვნენ. სწორედ ამიტომ მან საბოლოოდ სახელი ელიზაბეტ ჩეისი შეარჩია.

◆ მას არ მოსწონდა კამერის წინ ყოფნა და უფრო მეტიც სცხვენოდა და იძაბებოდა კამერების ჩართვის მომენტიდან. სწორედ
ამიტომაც, ადრეულ ასაკში მან თეატრალური განხრით დაიწყო სწავლა, შემდგომ კი გარკვეული კომპლექსები თანდათან მოეხსნა.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

13 წლის ასაკიდან ოლსენი საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევს.

◆ ბავშობიდან მისი ფავორიტი მსახიობი და მისაბაძი მაგალითი
მიშელ ფაიფერი
გახლდათ, რომელიც 2001 წელს გაიცნო.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

✌ 2004 წელს მან თითქმის გადაწყვიტა უარი ეთქვა მსახიობობაზე და ჩამოშორებოდა ჰოლივუდს. იმ პერიოდში მერი ქეითის კვების რეჟიმზე და ბულემიაზე ხშირად იწერებოდა და პრესა აჭრებული იყო მსგავსი შინაარსის სტატიებით. ელიზაბეტი იხსენებს: ‘მედია უხეშად მოიხსენიებდა ჩემს დებს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ამ ინდუსტრიის წევრობა არ მსურდა. გამუდმებით დაგვყვებოდნენ პაპარაცები და არაერთხელ გავმხდარვართ სხვადასხვა ინციდენტის ეპიცენტრში. მიმაჩნდა, რომ ეს ყოველივე არ იყო ჩემთვის.’

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

Δ 2008 წელს, მან ნიუ-იორკის უძრავი ქონების აგენტის ლიცენზია მოიპოვა.

Δ ცნობილი ფაქტია, რომ ელიზაბეტმა აგენტის პოვნა დამოუკიდებლად მოახერხა, ისე, რომ
არ დასჭირვებია თავისი დების კონტაქტების გამოყენება იმისთვის, რათა ჰოლივუდში წარმატებისთვის მიეღწია.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

■ მას უყვარს მიუზიკლები, თუმცა დარწმუნებული არაა,
რომ მისი ვოკალური მონაცემები ამის საშუალებას მისცემს.

■ მან მსახიობ აარონ ტეილორ-ჯონსონთან სამ სხვადასხვა ფილმში მიიღო მონაწილეობა
ორი წლის განმავლობაში და საკმაოდ დაუახლოვდა მას. ისინი უახლოესი მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

■ მერი ქეითისა და ეშლის ტანსაცმლის ხაზი ‘ელიზაბეტი და
ჯეიმსი’ ეძღვნებათ სწორედ ელიზაბეტსა და მათ ძმას ჯეიმსს.

■ ელიზაბეტს უყვარს ქასთინგებზე სიარული და თვლის, რომ თითოეული
მათგანი ახალი გამოწვევაა, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს გასწავლის.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

☛ მას უყვარს ჭამა და ასევე საჭმლების კეთება. ‘ვუყურებ ზოგიერთ მსახიობს და ვფიქრობ,
რომ ისინი არაფერს მიირთმევენ. მე კი პირიქით ვარ, ჭამა უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს.’

☛ ოლსენს არ უყვარს დაგვიანება და თვლის, რომ დაგვიანება ადამიანების უპატივცემლობაა.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

☢ არ მიეკუთვნება ისეთი მსახიობების სიას, რომლებიც თავიანთ ფილმებს არ უყურებენ. ამ შემთხვევაში ელიზაბეტი პირიქით ფიქრობს. ‘ საინტერესოა,
როდესაც შენს მიერ შესრულებულ პერსონაჟებს უცქერ, რადგან ამ დროს ფიქრობ თუ რა უნდა გამოასწორო და რა უნდა შეცვალო საკუთარ თავში.’

☢ ის არ ერიდება თამამ სცენებში მონაწილეობას და სიშიშვლეს, რადგან თვლის, რომ მსახიობმა
ყველაფერი უნდა სცადოს მრავალფეროვნებისთვის თუ რა თქმა უნდა პროექტს აუცილებლად სჭირდება.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

★ 2011 წელს, ოლსენმა თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი განასახიერა ფილმში ‘Martha Marcy May Marlene’, სადაც მარტას როლი მოირგო. ფილმის რეჟისორს შონ დარკინს მარტას პერსონაჟის მინიჭება უცნობი მსახიობისთვის სურდა. ელიზაბეტის ქასთინგის ხილვის შემდეგ დარწმუნდა, რომ სწორედ ეს გოგონა უნდა ყოფილიყო მისი რჩეული. ‘მისი თვალების მიღმა ბევრი რამ ვნახე.’ - განაცხადა რეჟისორმა.

★ ელიზაბეტმა მარტას როლი უნაკოდ განასახიერა და კრიტიკოსების მხრიდან დადებითი
შეფასებაც
მოიპოვა. ამასთანავე წარდგენილ იქნა არაერთი დაჯილდოების ნომინაციებში.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

∞ 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღ ფილმში ‘ძალიან კარგი გოგონები’, სადაც მისი პარტნიორი დაკოტა
ფენინგი
გახლდათ. გოგონებმა უმალვე მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და ისინი დღემდე მეგობრობენ.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

♕ 2014 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘Captain America: The Winter Soldier’, სადაც თავდაპირველად ქასთინგი გაიარა შერონ კარტერის როლისთვის. მისი კონკურეტები იყვნენ ანა კენდრიკი, ფელისიტი ჯონსი, ტერეზა პალმერი, ემილია კლარკი და სხვები, თუმცა შერონ კარტერის როლი კანადელმა მსახიობმა ემილი ვენპამპმა მოიპოვა, ხოლო ელიზავეტი კი სკარლეტის ჩადოქრის როლზე დაამტკიცეს.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

★ 2014 წელს ელიზაბეტმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი საშინელებათა ჟანრის ‘Godzilla’-ს რიმეიქში, სადაც პარტნიორობა კვლავ აარონ ტეილორ ჯონსონს გაუწია. ფილმის რეჟისორის თქმით ელიზაბეტი, ჯულიეტ ბინოსი, აარონ ტეილორ ჯონსონი იყვნენ მისი პირველი და ერთადერთი რჩეულები. ელე ბროუდის როლზე ასევე განიხილებოდნენ ჰილარი დაფი, ჯენიფერ ლოურენსი, მარგო რობი, ემილია კლარკი და ემი როსამი.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

★ 2015 წელს ელიზაბეტი კვლავ ჯადოქრის როლზე დაამტკიცეს ფილმში ‘Avengers: Age of Ultron’. სანამ როლზე თანხმობას განაცხადებდა მან რჩევა თავის უახლოეს მეგობარს აარონ ტეილორ ჯონსონს ჰკითხა, რომელსაც ამავე პროექტში Quicksilver-ის პერსონაჟის მორგება შესთავაზეს. მეგობრებმა ერთმანეთში გადაწყვიტეს საბოლოო პასუხი და ერთად თანამშრომლობის გამო როლებზე თანხმობა განაცხადეს.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

✖ 2012 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ელიზაბეტისა და მსახიობ ალექსანდრ სკარსგარდის რომანის შესახებ მას შემდეგ, რაც ეს ორი ჰოლივუდის ერთ-ერთ საღამოზე იხილეს ერთად, სადაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. თუმცა, ჭორები არ დადასრუდა, რადგან ოლსენმა თავადვე განაცხადა, რომ საუბარი სხვა პიროვნებასთან რომანს არ ნიშნავს.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

✖ 2012 წელს, მსახიობმა ფილმ ‘ძალიან კარგი გოგოების’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო მსახიობი ბოიდ ჰოლბრუკი. წყვილს ერთმანეთი უმალვე შეუყვარდათ და დაინიშნენ კიდეც, თუმცა რამოდენიმე დღის წინ მათი განშორების შესახებ დაიწერა. უფრო მეტიც, პრესაში ოლსენი და მისი პარტნიორი ფილმში ‘I Saw the Light’ ინგლისელი ტომ ჰიდლესტონი ახალ წყვილად შერაცხეს. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია გარკვეული.

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ ოლსენის შესახებ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

2

  • meducha თქვა:
    25 სექტემბერი 2015 21:48 - ID: 2,
    დებს ჯობს, გარეგნოდითაც და ჩაცმულობითაც :D

  • liliana თქვა:
    25 სექტემბერი 2015 18:39 - ID: 1,
    საყვარელია..ჩემი ტომის გოგო love კარგი ნიუსია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top