;
27 სექტემბერი 2015      Ancho.     3 კომენტარი     ნანახია 2207-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



ELLE: ინტერვიუ ენ ჰეტვეი
ჰოლივუდელი მსახიობი ფილმზე, მოდაზე და ნაკლოვანებებზე


ჰოლივუდის ერთ-ერთი ფავორიტი გოგონა ახალ კომედიაში "სტაჟიორში" გამოჩნდა. ენ ჰეტვეი სასაცილო გოგონადან დივად გარდაიქმნა. სულიერად კი მოზარდი დარჩა, რომელიც მზადაა დახარჯოს მთელი ფული მოდის ფასდაკლებებზე და იცეკვოს შეუსვენებლად როკ-კონცერტებზე. ფილმის პრემიერის შემდეგ, ენი ფილმზე, პერფექციონიზმზე, ოსტატებთან მუშაობაზე და საიდუმლო ნაკლოვანებებზე ესაუბრა მოდის ჟურნალს.



32 წლისთვის მან ბევრი სიძნელეები გაიარა. მშობლებმა სახელი უილიამ შექსპირის ცოლის საპატივცემულოდ დაარქვეს და ეს ფაქტი დღემდე შთააგონებს ჰოლივუდის ხუმარა ხალხს. მელოდრამების ოსტატის გერი მარშალის მუზის ბიოგრაფიაში მოიძებნება სკანდალური რომანი მილიონერ რაფაელო ფოლიერთან, რომელიც ციხეში მოხვდა ფინანსური მაქინაციების გამო და "ოსკარის" წარუმატებელი წაყვანა, სადაც მას მეწყვილეობას ჯეიმს ფრანკო უწევდა. მაგრამ, დღესდღეობით, ენ ჰეტვეი სუფთა რეპუტაციის მფლობელია და ამასთან კინოაკადემიის მიერ მრავალგზის დაჯილდოებული პერსონა.

ELLE: Interview

ფეთხუმი სკოლის მოსწავლიდან "პრინცესას დღიურებში" და მერილ სტრიპის გაუბედავი ასისტენტიდან "ეშმაკი ატარებს პრადა"-ში, ის გადაიქცა კრისტოფერ ნოლანის ახალ მუზად "ინტერსტელარში", თეთრ დედოფლად "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და თვით რობერტ დე ნიროს ხელმძღვანელად კომედიაში "სტაჟიორი". წარმატებულ კარიერასთან ერთად, მსახიობი უკვე მესამე წელია ბედნიერ ქორწინებაშია იუველირ ადამ შულმანთან. ენი სულ მუდამ ცდილობს გახდეს უკეთესი - ამიტომაც უყვართ ის უპირობოდ.

ELLE: Interview

-როგორი რეაგირება გქონდათ რობერტ დე ნიროსთან ერთად თამაშის მიწვევაზე?
-როდესაც მე მოსმენაზე მიმიწვიეს, მე ძალიან ბედნიერი ვიყავი - მაგრამ ამავდროულად შეშინებული! მე ისე მეშინოდა ამ როლის ხელიდან გაშვება, რადგან ის ზედმეტად კარგია, თქვენც კი იცით. დე ნირო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია, მე ქედს ვიხრი ნენსი მეიერსის რეჟისორული ტალანტის წინაშე... ამიტომაც მე მუდამ ვუჩიჩინებდი ჩემ თავს: "გთხოვ, არ გააფუჭო ყველაფერი, მის ჰეტვეი!" ერთია, მე ვგრძნობდი ძლიერ მხარდაჭერას მათი მხრიდან.


ELLE: Interview
ELLE: Interview

-მემგონი თქვენ ისევ ნერვიულობთ.
-დიახ, თქვენ მე მიცნობთ. მე ხანდახან უბრალოდ ქუჩაში სეირნობისაც მეშინია, ამიტომაც რაზეა საერთოდ საუბარი. მაგრამ რობერტის გამო ნამდვილი კოშმარი მემართება. ზოგადად, სასტიკად მომწონს მუშაობა ხალხთან, რომლებითაც დიდიხანია აღტაცებული ვარ. შენ სწავლობ მათგან ჯერ კიდევ მაშინ, სანამ შეხვდები, მათი წინა ფილმებით... შემდეგ კი, როცა გეძლევა საშუალება იხილო ისინი, ახლოს შეაფასო მათი ოსტატური სამსახიობო თამაში - ეს გასაოცარია. იდიოტი უნდა იყო, რომ დე ნიროსთან ყოფნისას ვერაფერი ვერ ისწავლო. მაგრამ, რამაც მე ყველაზე მეტად მომხიბლა, ესაა ის პატივისცემა, რითიც ის სხვა ადამიანებს ეპყრობა.


ELLE: Interview
ELLE: Interview

-თქვენთვის ნაცნობია თაობათა შორის პრობლემა?
-ყველა ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემზე 20-30 წლით უფროსია! როდესაც თქვენ გჭირდებათ კარგი რჩევა, ვის მიმართავთ? რა თქმა უნდა მას, ვინც მეტხანს იცოცხლა და მეტი რამ ნახა.




-მოდით, ცოტა გავისეირნოთ თქვენი მეხსიერების კუნჭულებში. მაგალითად გახსოვთ თქვენი პირველი გამომუშავებული თანხა?
-მე ვიყავი 13 წლის, ვთამაშობდი მასაში და 13 კვირიანი სამუშაოს შემდეგ 50 $ მივიღე!

-რაზე დახარჯეთ?
-შარვლებზე! მე დავურეკე დედაჩემს და ვუთხარი რომ ვგეგმავდი მეყიდა ძალიან ძვირიანი ტყავის შარვლები. მან მიპასუხა: "ოჰ საყვარელო, ეს ისეთი სერიოზული გადაწყვეტილება...". შარვლები სხვათაშორის, დღემდე კიდია ჩემს კარადაში. მე ეხლაც შემიძლია მთელი თანხის შოპინგში გაფლანგვა: ზუსტად რამდენიმე დღის წინ, net-a-porter.com-ზე იყო 70 %იანი ფასდაკლება, და მე ვიყიდე The Row-ს მთელი ხაზი, რაც კი ჰქონდათ.

ELLE: Interview
ELLE: Interview

-აი ნამდვილი მოდური ქალბატონი!
-მე მიყვარს ნივთები, რომლებშიც თავს კომფორტულად და დახვეწილად ვგრძნობ. ეს ხდება მაშინ, როდესაც იცმევთ კაბას, რომელიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევასა და სტილისტურ გადაწყვეტილებებს. მე ვგიჟდები მოდურ ჟურნალებზე და ჩვენებებზე, მაგრამ დებ ოლსენებთან არცერთ ლიგაში არ ვარ. თუმცა, მე მათ ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, ისინი მე ნამდვილად შთამაგონებენ.




-და თქვენ ოდესმე ყოფილხართ სტაჟიორი?
-მე მომიწია ვყოფილიყავი ინტერნი Christie’s-ში, რადგანაც ვემზადებოდი ფილმისთვის "Devil Wears Prada". მე მგონია, რომ სტაჟიორის გამოცდილება იმ ადგილზეა დამოკიდებული, სადაც იმუშავა. მე გამიმართლა: ვნახე ხელოვნების არაჩვეულებრივი ქმნილებები, ურთიერთობა მქონდა საინტერესო ადამიანებთან... და კიდევ, ისინი მაძლევდნენ უფლებას მომეწესრიგებინა მათი ბიბლიოთეკა, რაც საერთოდ შესანიშნავია!




-გასაუბრებებზე მუდამ ეკითხებიან, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი თავი 10 წლის შემდეგ? თქვენ როგორ უპასუხებდით?
-ვიმედოვნებ, რომ 10 წლის შემდეგ მე ვიქნები ბედნიერი და ვიქნები საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი... მაგრამ, მესმის, რომ ყველაფერი რაც ჩემ თავს ხდება - ყოველთვის არ არის ჩემი პირადი არჩევანის შედეგი. ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა: "ცხოვრება არის ის რაც ხდება მანამდე, სანამ თქვენ სხვა რამეებს გეგმავთ" ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ! შეუძლებელია მუდმივად ორიენტირდეთ მხოლოდ იმაზე, თუ რა მოხდება და ამის გამო ჩვენ რა გველის.

ELLE: Interview

-ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ახლა თქვენ მუშაობთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე 5 წლის წინ. რატომ?
-სავსებით მართალია! როდესაც მე უფრო ახალგაზრდა ვიყავი, არაფერი ვიცოდი პროფესიის შესახებ და მსურდა მეცადა ყველაფერი და ეგრევე. ახლა მე მესმის, რომ არ უნდა გავმეორდე და არ დავთანხმდე იმ როლებს, რომლებიც ოდესღაც უკვე შევასრულე. რატომ უნდა დააძალო ხალხს გადაიხადოს ფული იმაში, რაც უკვე ნახა? დიახ და ნაკლები სამუშაო-ეს არც ისე ცუდია! მე მაგალთად ძალიან მეშინია არ მოვბეზრდე ხალხს.

ELLE: Interview

-თქვენი კარიერის რომელ ეტაპს დაარქმევდით გარდამტეხს?
-ვფიქრობ, ისინი რამდენიმეა. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი კარიერა მოძრაობს როგორც სპირალი: პირველი სარეკლამო კამპანია (90-იანების შუაში, ენი იყო ამერიკული სატელეფონო კომპანიის Cincinatti Bell-ის სახე), პირველად როცა დავინახე დედაჩემი სცენაზე მივხვდი, რომ მსურდა გავყოლოდი მის ნაკვალევს. იმდენია ასეთი მომენტი! მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მკაცრად გადავწყვიტე რომ გავხდებოდი მსახიობი-თუმცა მშობლები მთხოვდნენ დამეცადა მოზარდობის ასაკამდე. მას შემდეგ მუდამ ვცდილობ საკუთარი თავის გამოწვევას. გამომდის კი ამით გავაოცო ჩემი მაყურებელი? ვიმედოვნებ კი.

ELLE: Interview

-ჯულსი, თქვენი გმირი "სტაჟიორში" ძალიან წარმატებულია: ის ბოსიცაა, დედაც, ცოლიც. მაგრამ ამავე დროს ძალიან მარტოსულია. თქვენ ოდესმე გამოგიცდიათ იგივე? თქვლით რომ მარტოობა თან სდევს წარმატებას?
-ცოტა ხნის წინს ვითამაშე სპექტაკლში ბროდვეიზე და ვიდექი სცენაზე სულ მარტო 75 წუთის განმავლობაში. გულახდილად გეტყვით: მე ისეთი კმაყოფილი ვიყავი მარტოობით, რომ ეს დიდი წარმატება იყო! საერთოდ მე ძალიან გამიმართლა:მყავს მეგობრები, ქმარი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტეთ რომ გავიაროთ ეს ცხოვრება ერთად. მე თავს უფრო მარტოსულად ვგრძნობდი ადრეულ ახალგაზრდობაში, მაგრამ მაშინ ჩემ თავს ასე კარგად არ ვიცნობდი! თუმცა, ხანდახან ვსაჭიროებ რომ ვიყო მარტო: მოვუსმინო შინაგან ხმას ან ვიმუშაო ახალ როლზე.

ELLE: Interview

-ერთხელ, თქვენ თქვით, რომ წარმატებული ქორწინების საიდუმლო იმაშია, რომ საყვარელ ადამიანს 2 კვირაზე მეტხანს არ დაშორდეთ. იცავთ ამ წესს? და როგორ თვლით, წარმატება შესაძლოა გახდეს კატალიზატორი ქორწინებაში?
- დიახ, რჩევა მუშაობს. ჩვენ არ ვწუწუნებთ, ადამთან ყველაფერი ძალიან კარგადაა! რაც შეეხება წარმატებას, ეს დამოკიდებულია წყვილზე და მათი ურთიერთობის ტიპზე: მათ კონკურენცია აქვთ ერთმანეთში ან პირიქით მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ ქორწინება ეს ინტიმური რამაა და სწორედ ამიტომ ყველა ოჯახი განსაკუთრებული და თავისებურად ბედნიერია.

ELLE: Interview

-თქვენ რა გხდით ბედნიერს?
-მე ვცდილობ ვიყო ჩემი თავი და ფოკუსირება მაქვს ამაზე იმაზე მეტი, ვიდრე ბედნიერებაზე როგორც ასეთზე. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ძალიან ჭკვიან ბიჭს და მან მითხრა სწორი რამ: ბედნიერება დამოკიდებულია ქიმიაზე ჩვენ თავში. ხდება როდესაც დღე ბრწყინვალედ ლაგდება, მაგრამ ჩვენი ტვინი არ გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ თავი ბედნიერად ამ მომენტში.

ELLE: Interview

-მაგრამ ხომ არის ის წვრილმანები, რასაც შეუძლიათ თქვენი განწყობის ამაღლება?
-რა თქმა უნდა ! მუსიკა, კონცერტები... და კიდევ მომწონს როდესაც ვდგები მაგიდიდან და გარშემო მყოფი ყველა მამაკაცი ჩემთან ერტად დგება. ეს ჯენტლმენური ჟესტი ისეთი სასიამოვნოა... ასეთ მომენტებში ჩემ შიგნით მთელი პეპლების რიგი დაფრინავენ!




-როგორ უნდა შეიქმნა ჰარმონიული დამოკიდებულება საკუთარ სხეულთან?
-ვერ დაიჯერებთ და სწორედ წინა ღამით ვფიქრობდი ამაზე! მე ვიყავი კონცერტზე, მოვისმინე სიმღერა და ისე მომინდა ცეკვა! დაჯდომა უკვე შემდეგ კომპოზიციაზე მომიწია, ისე ამტკივდა ზურგი. მე ვიჯექი, ვუყურებდი გარშემო მყოფ მოცეკვავე თინეიჯერებს და ვფიქრობდი: დაბერება არც თუ ისე ცუდია. მაგრამ მინდა ეს პროცესი მიმდინარეობდეს რაც შეიძლება ნელა, რომ მოვასწრო რაც შეიძლება მეტი რამის გამოცდა და გაგება ამ ცხოვრებაში. ვფიქრობ მნიშვნელოვანია იცხოვრო ჰარმონიაში საკუთარ სხეულთან: გარშემო იმდენი საზიანო რამაა, რამდენი საწამლავი... ხანდახან ნამდვილად სასიამოვნო რამაა ვთქვათ ალკოჰოლი. მაგრამ, განა არ ვიღლებით მისგან? შეგვიძლია ვიდგეთ განცალკევებით ამ სიამოვნებებისგან და ხანდახან საკუთარ თავს მივცეთ უფლება ცოტათი ჩავეფლოთ მათში. ეს ნორმალურია! მე მგონია, რომ სწორედ ასეთი ბალანსი ეხმარება სხეულთან საუბარს.



ELLE: Interview

-რას ფიქრობთ პლასტიკურ ქირურგიაზე?
-მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პირადული რამაა და არჩევანი მომხრეობაზე თუ მოწინააღმდეგეობაზე მე კი არ უნდა გავაკეთო, არამედ კონკრეტულმა ადამიანმა. პლასტიკა ერთ მიზანს ემსახურება-დაეხმაროს ადამიანებს მოიპოვონ თავდაჯერებულობა და შეიყვარონ თავიანთი გარეგნობა. რატომ უნდა ვიყო მე წინააღმდეგი?

ELLE: Interview

-თქვენ გქონიათ ოდესმე პრობლემები თვითშეფასებასთან დაკავშირებით?
-მე ძალიან მკაცრი ვარ ჩემი თავის მიმართ! ვცდილობ ეს თვითკრიტიკა იყოს დადებითი, რაც ძირითადად არ გამოდის-და სწორედ ესაა ის რაზეც მუდმივად ვმუშაობ. ბავშვობიდან ჩემში ცხოვრობს მოკირკიტე და მშიშარა ენი ერთდროულად. ეხლაც ასეთი ვარ: ინტერვიუს დროსაც კი შეიძლება რაღაცით შევშინდე და უაზრო საუბარი დავიწყო. ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ნაკლებად მეშინია ხალხის და ჩემი თავის. გამოცდილებასთან ერთად მოდის თავდაჯერებულობაც. მთავარია იმუშაო საკუთარ თავზე.

ELLE: Interview

-ძალიან გონივრული ნათქვამია! თქვენ ისინი ძალიან გამოგადგებათ, როდესაც აღზრდით ბავშვებს...
-იცით, განასახიერო გონიერი დედა-ეს ერთი საქმეა, მაგრამ როგორია იყო მშობელი რეალურ ცხოვრებაში, მე თქვენ მოგიყვებით როცა მოვხვდები ბარიკადის მაგ მხარეს!

ELLE: Interview

-რაზე ოცნებობთ რაც ჯერ არ აგხდენიათ?
-თქვენ უკვე მიხვდებოდით ყველაფერს! და რა თქმა უნდა, მშვიდობაზე, საყოველთაო მშვიდობაზე.

ELLE: Interview

"სტაჟიორი" შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კინოთეატრებში
ამირანი, რუსთაველი, აპოლო, კავეა, კავეა IMAX
კინოაფიშა: new.kinoafisha.ge/


ELLE: Interview

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

3


  • PotterK თქვა:
    27 სექტემბერი 2015 12:30 - ID: 3,
    ძალიან საყვარელი გოგოააა <3

  • ana_ana თქვა:
    27 სექტემბერი 2015 11:21 - ID: 2,
    უნიჭიერესი და უსაყვარლესი ენიი love

  • Bradshaw ^_^ თქვა:
    27 სექტემბერი 2015 11:15 - ID: 1,
    ყველაზე მაგარი გოგოა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top