;
4 ოქტომბერი 2015      AnnLennon     2 კომენტარი     ნანახია 2007-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


ბრედლი კუპერი გახლავთ ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, რომელიც დაიბადა 1975 წლის 5 იანვარს. ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში და ამასთანავე სწავლობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. კარიერის მანძილზე ბრედლი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა, თუმცა ყოველივე დაძლია და ოჯახსა და თავის საქმიანობაზე გადაერთო. დღესდღეობით, მსახიობი ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეა ჰოლივუდში, რომელიც სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. რეალურ ცხოვრებაში კუპერი თავმდაბალი და დადებითი პიროვნება გახლავთ, რომელიც არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გამოირჩევა. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი ბრედლის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


✖ მისი სრული სახელია: ბრედლი ჩარლზ კუპერი
✖ მისი ზედმეტსახელია: კუპ
✖ მისი სიმაღლეა: 1.85 სანტიმეტრი
✖ სამარკო ნიშანი: თვალისმომჭრელი ლურჯი თვალები

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


✖ დედამისი გახლავთ გლორია, რომელიც ‘ნბს’-ს ადგილობრივ ფილიალში მუშაობდა, ხოლო მამა ჩარლზ კუპერი, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა იყო საბირჟო მაკლერი. გყავს უფროსი და ჰოლი. მას დედასთან უახლოესი ურთიერთობა აქვს და როგორც ცნობილია ყველაფერს დედას უთანხმებს და ხშირად დაყავს სხვადასხვა დაჯილდოებაზე.

✖ ბრედლის წინაპრები იყვნენ ირლანდიიდან მამის მხრიდან, ხოლო იტალიიდან დედის მხრიდან.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


◕ ბრედლი საკმაოდ განათლებული პიროვნებაა და დამთავრებული აქვს არაერთი ცნობილი უნივერსიტეტი. ამასთანავე მას ფრანგულად გამართულად შეუძლია საუბარი და ადრეულ წლებში 6 თვე საფრანგეთში გაატარა გაცვლითი პროგრამით. 2000 წელს, მას გადაეცა ‘MFA’-ს დიპლომი ‘The New School’-ის დრამის სფეროდან.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


◕ ‘The New School’-ში სკოლაში სწავლისას იგი მუშაობდა ერთ-ერთი სასტუმროს შვეიცარად. ამ პერიოდის გახსენებისას ამბობს, რომ ყოველდღიურად ჩანთების თრევა უწევდა და სტუმრების მისალმება. ასევე იხსენებს, რომ ამ სასტუმროში ბევრი სელებრითი რჩებოდა, ერთ საღამოს მან ლეონარდო დიკაპრიოს უმასპინძლა, რომელიც იმ პერიოდში სუპერპოპულარული იყო ‘ტიტანიკის’ ციებ-ცხელების შედეგად. დღესდღეობით ბრედლი და ლეო საუკეთესო მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


◆ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახიობობამდე სურდა ჯარში ემსახურა და სამხედრო ყოფილიყო.

◆ იხსენებს, რომ სწორედ მამამისმა აღუძრა მსახიობობის სურვილი, რადგან მამა კინომატოგრაფიის დიდი მოყვარული იყო.
ცხოვრობდნენ თეატრის გვერდით და მას ხშირად დაჰყავდა ბრედლი თეატრალური დადგმების სანახავად.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


◆ ბავშვობის წლების გახსენებისას ამბობს, რომ თავისი ვიზუალის გამო ხალხს გოგონა ეგონა. ‘მართლაც პატარა გოგოს ვგავდი, ალბათ იმიტომ, რომ დედას მოსწონდა ჩემზე გრძელი თმები. ერთხელად დაახლოებით 10 ან 11 წლის ასაკში ყავას მივირთმევდი ერთ-ერთ სასადილოში, ოფიციანტი მომიახლოვდა და მეკითხება ‘რას მიირთმევთ მის?’.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


✌ აღიარებს, რომ 29 წლამდე ალკოჰოლს საკმაოდ ხშირად ეტანებოდა და დიდი რაოდენობით იღებდა მას. 29 წლის ასაკში კი გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების სტილი შეეცვალა და მას შემდეგ სასმელს არასოდეს გაკარებია. მსახიობი იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


✌ მას უყვარს ფეხბურთისა და გოლფის თამაში.

✌ ის საკმაოდ კარგი მზარეულია და იხსენებს, რომ სკოლაში სწავლისას ხშირად ამზადებდა კერძებს კლასელებისთვის.
მე ვამაყობ საკუთარი თავით, რადგან მაცივარში არსებული მიზერული პროდუქტიდან შემიძლია ლაზანია შევქმნა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


★ მისი დებიუტი ბროდვეიზე შედგა 2006 წელს, სადაც პარტნიორობა გაუწია ჯულია რობერტსა და პოლ რადს.

★ კუპერმა სამსახიობო კარიერა ტელეეკრანებზე დაიწყო 1998 წელს სატელევიზიო შოუ
‘Sex and the City’-ში
მონაწილეობით, სადაც კერი ბრედშოუს საყვარლის როლი მოირგო.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


∞ მისი ოცნებაა ერთ დღესაც გახდეს რეჟისორი.

∞ თვლის, რომ დენიელ დეი ლუისი მსოფლიოში ყველაზე მაგარი მსახიობია.

∞ მისი საუკეთესო მეგობრები არიან ჯიმ ქერი და ზაკ გალიფიანაკისი.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


★ თავისი კარიერის განმავლობაში ბრედლი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარის გრანდიოზულ ცერემონიალზე, თუმცა ჯერჯერობით მან ჯილდოს მოპოვება ვერ მოახერხა. აცხადებს, რომ ნაკლებად ადარდებს მიიღებს თუ არა ოსკარს, რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ფასეულობები რადიკალურად შეიცვალა და ოსკარის ჯილდო ამ ფასეულობებს შორის არაა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


☛ აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში აგენტები მას მხოლოდ და მხოლოდ
ლამაზ ბიჭად
აღიქვამდნენ და სერიოზულ როლებს არ სთავაზობდნენ.

☛ 2011 წელს ბრედლი ჟურნალ ‘People’-ს მიერ დასახელდა
‘Sexiest Man Alive’-ის
ტიტულის მფლობელად.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


☛ ერთ-ერთ ფრანგულენოვან ინტერვიუზე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ფრანგ
რეჟისორთან და მარიონ კოტიარის მეუღლესთან გიომ კანესთან თანამშრომლობა
.

☛ მან ქასთინგი გაიარა ფილმისთვის ‘Green Lantern’, სადაც კომიქსების გმირი უნდა განესახიერებინა, თუმცა ამაოდ. იხსენებს, რომ ქასთინგის
განმავლობაში კრისტიან ბეილის იმიტაციას აკეთებდა და თქვა კიდეც, რომ ბეტმენი იყო. შედეგად, როლი რაიან რეინოლდს გადაეცა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


Δ მისი ყველა დროის ფავორიტი ბენდია ‘Radiohead’,
თუმცა ასევე უსმენს მეტალიკას, ჯონი ქეშსა და ფილიპ გლასს.

Δ 2010 წელს, ფილმისთვის ‘Team-A’ კვების რაციონი 180 გრადუსით შეცვალა და
ყოველდღეიურად პირად მწვრთნელთან ერთად 2 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


Δ მიუხედავად იმისა, რომ სამკაულები არ უყვარს და არ ატარებს მათ, არასოდეს იშორებს ქორწინების ბეჭედს, რომელიც გარდაცვლილი მამისგან ერგო. მამამისი 2011 წელს კიბომ იმსხვერპლა და ბრედლი სიკვდილის ბოლო წუთამდე არ მოსცილებია მას. ბეჭედი სწორედ მამამ დაუტოვა, ხოლო ბრედლიმ კი შეჰფიცა, რომ არასოდეს მოიხსნიდა მას.

Δ მას ცხოვრებაში საკმაოდ სწორი პრინციპები აქვს და ამბობს, რომ არასოდეს გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას გათხოვილ ქალთან და მასზე გაცილებით უმცროს ქალბატონთანაც. როდესაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ჯენიფერ ლოურენსთან რომანის შესახებ ბრედლიმ მათ უპასუხა: ‘მე მას მამად ვერგები.’ აქვე გეტყვით, რომ ეს ორი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი უახლოესი მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


✄ ფაქტები ბრედლის ფილმოგრაფიიდან ✄

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


★ გასაკვირია, რომ მსახიობმა, რომელმაც თავის კარიერაში ურთულესი როლები მოირგო, განასახიერა გმირი, პოლიციის აგენტი და ა.შ. თვლის, რომ ყველაზე რთული როლი იყო ფილის, ყველასთვის კარგად ცნობილ ფილმში ‘The Hangover’. ‘ეს ტიპი იმდენად განსხვავებულია ჩემგან, რომ როდესაც მას ეკრანზე ვხედავ საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ასევე მინდა დავამატო, რომ რეალურ ცხოვრებაში სასაცილო საერთოდ არ ვარ, ხოლო ფილი კი პირიქით.’ - აცხადებს კუპერი.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


★ მან ლეგენდარულ მსახიობ რობერტ დე ნიროსთან ერთად თავისი კარიერის
განმავლობაში სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთია ‘Limitless’.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


☢ 2012 წელს, მისი, რაიან გოსლინგის და ევა მენდესის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘The Place Beyond the Pines’. ფილმის რეჟისორი დერეკი აცხადებს, რომ ბრედლის გარეშე პროექტს უბრალოდ თავს ვერ მოაბამდა, რადგან ეივერი კროსის პერსონაჟი გამიზნულად კუპერისთვის შექმნა. დერეკი პირადად ჩავიდა მონრეალში, რათა ბრედლი პროექტში მონაწილეობაზე დაეთანხმებინა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


♕ პირადად ბრედლისთვის საუკეთესო და ფავორიტი როლი საკუთარ კარიერაში გახლავთ პატ სოლიტანოს როლი ფილმში ‘Silver Linings Playbook’. ფილმის რეჟისორი დევიდ ო რასელი ირწმუნება, რომ მსახიობმა თავისი მაქსიმუმი ჩადო შეშლილი სკოლის მასწავლებლის პერსონაჟის მოსარგებად.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


♕ თავდაპირველად პატის როლზე მარკ ვოლბერგი მოიაზრებოდა, თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა ბრედლი
დაემტკიცებინა მთავარ როლზე, რადგან მისი თვალების მიღმა სწორედ ის დაინახა, რაც სოლიტანოს როლს სჭირდებოდა.

♕ ბრედლიმ და ჯენიფერ ლოურენსმა ცეკვის სცენის გადაღებებისთვის კვირეები გაატარეს საცეკვაო დარბაზში. ‘არც ერთი
მოძრაობა არ ყოფილა ჩვენს მიერ იმპროვიზირებული, რადგან მე საშინელი მოცეკვავე ვარ.’
- მოგვიანებით განაცხადა ლოურენსმა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


★ ‘Silver Linings Playbook’-ის შემდეგ, 2013 წელს ბრედლიმ და ჯენიფერმა დევიდ ო რასელის მორიგ პროექტში ‘American Hustle’-ში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ბრედლიმ FBI-ს აგენტი განასახიერა. რიჩი დიმაზოს ფილმში აფრიკული ვარცხნილობა აქვს ხვეული თმები, რაც თავიდან ბოლომდე კუპერის იდეა იყო.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


♛ 2014 წელს, ბრედლიმ რიგით მესამედ მოიპოვა ნომინაცია ოსკარზე კლინტ ისტვუდის ფილმ ‘ამერიკელ სნაიპერში’ განსახიერებული კრის კაილის როლისთვის. კრის კაილი რეალური პიროვნება იყო და მისი ისტორიაც რეალურია, რაც ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ბრედლისთვის. მსახიობი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა მაქსიმალურად დამსგავსებოდა მთავარ გმირს. დღეშო 8,000 კალორიას იღებდა რათა 20 კილოგრამით მეტი ყოფილიყო და კაილის მსგავსად დიდი აღნაგობა ჰქონოდა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


♛ სპორტდარბაზში ვარჯიშისას ბრედლის კაილის სურათი ჰქონდა კედელზე გაკრული იმისთვის, რათა დასახული მიზნისთვის მიეღწია. ვარჯიშის და წონაში მომატების შემდეგ თავად კაილის ოჯახის წევრებიც კი ირწმუნებოდნენ, რომ ბრედლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა რეალურ ამერიკელ სნაიპერს.

სროლა და სნაიპერული უნარები ბრედლის კრის კაილის მასწავლებელმა ასწავლა. იხსენებს,
რომ თითოეული სროლის სცენის დროს მას კლინტ ისტვუდი გვერდზე ედგა და ამხნევებდა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


∞ ბრედლიმ 2005 წელს გაიცნო მსახიობი ჯენიფერ ესპოსიტო. წყვილმა 2006 წელს იქორწინა,
თუმცა ერთწლიანი ქორწინების შემდეგ მათ გაყრა გადაწყვიტეს ყოველგვარი სკანდალის გარეშე.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


∞ 2009 წელს, კი მსახიობმა საშინელებათა ჟანრის ფილმის ‘საქმე 39’-ის გადასაღებ მეოდანზე გაიცნო ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი რენე ზელვეგერი. წყვილი ერთმანეთს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდა და მოარული ხმები ამტკიცებდნენ იმასაც, რომ რენე ნიშნობის ბეჭედსაც კი არჩევდა, თუმცა 2011 წლის მარტში მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ დაშორდნენ.



საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


∞ 2011 წელს ბრედლიმ ურთიერთობა გააბა ზოე სალდანასთან, რომელიც ფილმ ‘სიტყვების’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. პაპარაცები მათ ხშირად აფიქსირებდნენ ერთად, ხოლო სანდო წყარო იუწყებოდა, რომ ისინი ემპყრობოდნენ ერთმანეთს ისე, როგორც მეშვიდე კლასელები. თუმცა, 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


∞ სალდანასთან განშორების შემდეგ კუპერმა გაიცნო ბრიტანელი მოდელი და მსახიობი სუკი ვოთერჰაუზი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა, წყვილი ხშირად ჩნდებოდა ბრედლის დედასთან გლორიასთან ერთად. მსახიობს გამუდნებით თან დაყავდა შეყვარებული სხვადასხვა დაჯილდოებებზე, თუმცა 2015 წელს მათი ურთიერთობა დასრულდა.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


∞ 2015 წელს, კი მის ცხოვრებაში რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი გამოჩნდა. სანდო წყაროს თქმით
მათ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვთ და ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე და ბავშვის ყოლაზე.

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ საინტერესო ფაქტები ბრედლი კუპერის შესახებ

2


  • mari hiddleston თქვა:
    5 ოქტომბერი 2015 17:26 - ID: 2,
    როგორ მიყვარს love

  • niniiiiiii თქვა:
    4 ოქტომბერი 2015 14:00 - ID: 1,
    ბრედლიიიი :) გარეგნულად დიდად არ მომწონს, მაგრამ ძალიან მიყვარს... love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top