;
8 ოქტომბერი 2015      AnnLennon     3 კომენტარი     ნანახია 2114-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

კოლინ ფარელი გახლავთ ირლანდიელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1976 წლის 31 მაისს. ბავშვობიდან სურდა გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორც მამამისი, თუმცა ძმის დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ფარელმა რადიკალურად სხვა მიმართულება აირჩია და გახდა მსახიობი. გარკვეული სირთულეების და სკანდალების მიუხედავად მან სასურველ მიზანს მიაღწია და მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მსახიობის წოდება ჰოლივუდში. გარდა პროფესიული საქმიანობისა კოლინის გულუხვობაზე და სიკეთეზე ლეგენდები დადის. სხვა სელებრითებისგან განსხვავებით ის საქმეს პაპარაცებისა და კამერების გარეშე აკეთებს და ამით გამოირჩევა სხვებისგან. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ირლანდიელი გულთამპყრობელის კოლინ ფარელის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ მისი სრული სახელია: კოლინ ჯეიმს ფარელი
✖ მისი სიმაღლეა: 1,78 სანტიმეტრი
✖ სამარკო ნიშანი: ირლანდიური აქცენტი, ხშირი წარბები, ხშირად
განასახიერებს კრიმინალ
, თუმცა მორალის მქონე პერსონაჟებს.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

დედამისი რიტა დიასახლისი გახლავთ, ხოლო მამა კი ყოფილი ფეხბურთელი. ჰყავს უფროსი ძმა, რომელიც გეია და დაქორწინებულია
ხელოვან სტივენ მანიონზე. მსახიობს ასევე ჰყავს ორი და კლაუდინა და კეტრინი. კლაუდინა მისი პირადი ასისტენტი გახლავთ.

10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასახლდა დუბლინის გარეუბანში და აქვე დადიოდა სკოლაში და კოლეჯში.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

☛ ბავშვობისას მისი ოცნება არასოდეს ყოფილა მსახიობობა. სურდა, რომ მამამისის მსგავსად პროფესიონალი ფეხბურთელი ყოფილიყო.

☛ ფილმ ‘E.T. the Extra-Terrestrial’-ის ნახვის შემდეგ აღეძრა მსახიობობის სურვილი და ძმის ძალისხმევით ჩაირიცხა სამსახიობო
სკოლაში, თუმცა სწავლას მალევე დაანება თავი, რადგან შესთავაზეს ‘ბბს’-ს სატელევიზიო შოუში მონაწილეობა დენი ბარნის როლზე.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

☛ 12 წლის ასაკიდან ქრონიკული უძილობა ტანჯავდა.

☛ ადრეულ ასაკში მუშაობდა ცეკვის ინსტრუქტორად ერთ-ერთ ღამისკლუბში.

☛ 8-9 წლის ასაკში კოლინი ლეგენდარული მერლინ მონროთი იყო გატაცებული.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

◕ 17 წლის ასაკში, მან ქასთინგი გაიარა მუსიკალურ ბენდში ‘Boyzone’-ში მოსახვედრად და იმღერა
ჯორჯ მაიკლის ‘Careless Whisper’
, თუმცა პირველივე მოსმენის შემდეგ ფარელი სახლში გაისტუმრეს.

18 წლის იყო, როდესაც ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც მას ადამიანის მკვლელობა დასდეს ბრალად. მოწმემ დამნაშავე ფარელის
ვიზუალს მიამსგავსა, თუმცა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მსახიობი იმ საღამოს მეგობართან ერთად იყო ერთ-ერთ ბარში.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✌ მსახიობი ადრეული ასაკიდან ეტანებოდა სასმელსა და ნარკოტიკებს. 2005 წელს კი გადაწყვიტა ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა და სარეაბილიტაციო ცენტრში დაწვა. მკურნალობის დასრულების შემდეგ დევიდ ლეტერმანის სატელევიზიო შოუში ამასთან დაკავშირებით ღიად ისაუბრა: ‘ჩემს ირგვლივ არსებობდა ბნელი ენერგია, რაც მაყალიბებდა ისეთ პიროვნებად როგორიც ვიყავი. ის რეალურად ჩემზე ძლიერი იყო და მმართავდა.’

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✌ 2006 წელს, კოლინი დიდ სკანდალში გაეხვა, როდესაც მისი ყოფილი შეყვარებული, ფლეიბოის მოდელი ნიკოლ ნარაინი სექს ვიდეოს შესახებ ალაპარაკდა, რომელიც წყვილმა 2003 წელს გადაიღო. ის მსახიობისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. დავა სასამართლომდე მივიდა. თუმცა, 2006 წელს, ისინი ორივე მხარისთვის სასურველ შედეგამდე მივიდნენ.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

◆ მას წლებია ფრენის შიში აქვს.

◆ 2003 წელს, ერთ-ერთმა ჟურნალმა ფარელს ‘მსოფლიოში
ყველაზე სექსუალურ მამაკაცებს’
შორის მე-6 ადგილი მიანიჭა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

◆ მისი ფავორიტი მსახიობები არიან კლინტ ისტვუდი,
სტივ მაქუინი, მარლონ ბრანდო და პოლ ნიუმენი
.

◆ ამბობს, რომ ხშირად შეშლიათ მომღერალ ენრიკე იგლესიასში.
‘ლოს ანჟელესში ვიყავი, როდსაც ვიღაცა მომიახლოვდა და ენრიკე დამიძახა.’

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

∞ განიხილებოდა ჯეიმს ბონდის როლზე 2006 წელს გადაღებულ ფილმში ‘Casino Royale’.

∞ მისი საუკეთესო მეგობარია ბრიტანელი მსახიობი ჯერემი რენერი.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

▲ არაერთხელ უთქვამს, რომ მისი შთაგონების წყარო და მისაბაძი მაგალითი ალ პაჩინო იყო. მას ოცნება აუსრულდა და 2003 წელს ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშა ერთ-ერთი ფილმისთვის. ფარელი აცხადებს, რომ ლეგენდის გვერდით თამაში შიშისმომგვრელი იყო, თუმცა ამასთანავე ალპაჩინო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანია ვისაც ოდესმე შეხვედრია. მსახიობის თქმით მათ დღემდე აქვთ ურთიერთობა და თავისუფალ დროს ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ალპაჩინომ კი განაცხადა, რომ კოლინ ფარელი თავისი თაობის საუკეთესო მსახიობია.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

მოწევას თავი დაანება 2010 წელს თავის 34-ე დაბადების დღეზე. იხსენებს, რომ იმ დღეს სიგარეტის მთლიანი
შეკვრა მოწია და გამოსამშვიდობებელი წერილიც კი დაწერა. ბოლო სიგარეტი კი 11:55 გაუკიდა და მას შემდეგ არ მოუწევია.

▲ მან ორჯერ მოირგო ჰიტ ლეჯერისთვის განკუთვნილი როლი. პირველი იყო 2004 წელს გადაღებულ ფილმში ‘Alexander’, ხოლო მეორე კი
‘The Imaginarium of Doctor Parnassus’-ში, სდაც ჯუდ ლოუსთან და ჯონი დეპთან ერთად ლეჯერის პერსონაჟი განასახიერა სხვადასხვა სამყაროში.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

ვერ იტანს საკუთარი ფილმების ყურებას და ყოველთვის თავს არიდებს მათ ნახვას.

★ 2008 წელს ფილმისთვის ‘In Bruges’ კოლინი და მისი პარტნიორი ფილმში ბრენდან
გლისონი ორივენი იყვნენ წარდგენილი ოქროს გლობუსზე. ჯილდო კოლინ ფარელს გადაეცა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

☢ კოლინი ლეგენდარული ელიზაბედ ტეილორის უახლოესი მეგობარი
გახლდათ, რომელსაც სიკვდილამდე რამოდენიმე თვით ადრე დაუახლოვდა.

☢ პრესა ხშირად წერდა იმის შესახებ, რომ კოლინი რეალურად გეი იყო. 2005 წელს, მან ახალი ჭორებს დაუდო დასაბამი, როდესაც
ცნობილ ფეხბურთელს დიეგო მარადონას ტუჩებზე ეამბორა. თუმცა, ეს ყოველივე მან პაპარაცების დასაცინად გააკეთა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✌ პროფესიოულ საქმიანობასთან ერთად კოლინის გულკეთილობაზე და გულუხვობაზე მართლაც, რომ ლეგენდები დადის. 2007 წელს, ტორონტოს კინოფესტივალზე მიწვეულმა მსახიობმა ფესტივალთან უსახლკარო ადამიანი ნახა. მიუახლოვდა მას, ჩააცვა, რესტრანში დაპატიჟა, ხოლო შემდგომ კი ბინა უქირავა და ერთი წლის ქირა წინასწარ გადაუხადა. შემდეგ წელს, 2008-ში როდესაც კვლავ გაიმართა ფესტივალი მან ეს ადამიანი მოინახულა და კიდევ ერთი წლის თანხა გადაუხადა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✌ მსახიობი ხშირად ესწრება სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს, თუმცა პაპარაცებისგან და კამერებისგან მალულად. ამ ყველაფერს იქ მყოფი ადამიანები ფოტოებით ადასტურებენ. ერთ-ერთი საქველმოქმედო სადილი გაიმართა ამერიკაში 2011 წელს, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის იყო გამართული. აი რას ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი: ‘დაალხოებით 300 ოჯახი იყო შეკრებილი, რომლებიც შეექცეოდნენ ჩვენს მიერ გაშლილ სუფრას. ჩვენ დავინახეთ კოლინ ფარელი, რომელიც ყველას საჭმელსა და სასმელს აწვდიდა. არ იყო კამერები, არ იყვნენ პაპარაცები. უბრალოდ კოლინი, რომელიც ცდილობდა ყველას დახმარებოდა. სასაცილო იყო ის ფაქტი თუ როგორ ეპყრობოდნენ ბავშვები მას, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ კოლინ ფარელი ვინ იყო. გამომდინარე აქედან, მე ამაყი ვარ, რომ კოლინის ფანი ვარ, რადგან ისაა უბრალოდ კეთილი ადამიანი, რომელიც ცდილობს სხვებს ბედნიერება მიანიჭოს.’

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✌ მსახიობი დუბლინში არსებულ საავადმყოფოსაც მალულად ესტუმრა შობის დღეს და იქ მყოფი ბავშვები მოინახულა. ამ ყველაფრის ამსახველი ფოტო მისმა ფანმა დადო, რომელმაც განაცხადა: ‘ნახეთ ვინ გვესტუმრა დღეს და ვინ მოინახულა მაქსი. კოლინ ფარელი უკვე ბოლო რამოდენიმე წელია პაპარაცების და კამერების გარეშე ჩნდება ჩვენს საავამდყოფოში და ბავშვების საჩუქრებს ჩუქნის. ის ნამდვილი ჯენტლმენია.’

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✄ ფაქტები მისი ფილმებიდან ✄

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

★ 2002 წელს, მსახიობმა მონაწილეობა მიიღო სტივენ სპილბერგის ფილმში ‘Minority Report’, სადაც პარტნიორობა ტომ კრუზს გაუწია. თავდაპირველად, ვიტვერის როლზე მეთ დეიმონი მოიაზრებოდა, ხოლო შემდგომ კი ხავიერ ბარდემი, თუმცა საბოლოოდ როლი ფარელს გადაეცა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

★ 2002 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა ტრილერი ‘Phone Booth’, სადაც მან მთავარი როლი მოირგო და განასახიერა პერსონაჟი სტიუ. ერთ-ერთი ურთულესი სცენა ფილმში, სადაც მის პერსონაჟს ყველაფრის აღიარება უწევს კოლინმა შეცდომების გარეშე შეასრულა და სცენა ერთი დუბლით გადაიღეს. გადაღების დასრულების შემდეგ მთელმა ქასთმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა ფარელი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

★ 2004 წელს, კოლინმა ანჯელინა ჯოლისთან, ჯარედ ლეტოსთან და სხვებთან ერთად ითამაშა ფილმში
‘Alexander’
. გადაღებების მსვლელობისას ის კიბიდან დაგორდა, შედეგად მკლავი და მუხლი მოიტეხა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

★ 2010 წელს, მან ბრიტანელ მსახიობ კირა ნაითლთან ერთად მონაწილეობა
მიიღო ერთ-ერთ პოპულარულ ფილმში ‘London Boulevard’.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

★ 2015 წელს, საზოგადოებამ მსახიობი იხილა ერთ-ერთ სუპერპოპლარულ სატელევიზიო შოუში ‘ნამდვილი დეტექტივი’,
სადაც მან დეტექტივის როლი მოირგო და პარტნიორობა გაუწია რეიჩელ მაკადამსსა და ტეილორ კიტჩთან ერთად.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ 2000 წელს, მსახიობმა ფილმ ‘Quills’-ის პრემიერაზე გაიცნო ჯეიმი დორნანის ამჟამინდელი მეუღლე ამალია ვორნერი. მათ ურთიერთობა უმალვე გააბეს და პრესაში დაიწერა, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა. 2001 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შემდეგ ამალიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქორწინება არალეგალური იყო: ‘ჩვენი ასე ვთქვათ ქორწინების ცერემონია შედგა ტაიტის ერთ-ერთ სანაპიროზე, რაც არ იყო ნამდვილი.’

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ 2002 წელს, კოლინმა ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მიშელ
როდრიგესი.
წყვილი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ 2003 წელს, კი მსახიობმა ფილმ ‘Alexander’-ის გადასაღებ მეოდანზე გაიცნო მშვენიერი ანჯელინა ჯოლი.
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ხშირად იწერებოდა მათი რომანის შესახებ წყვილი ამას კატეგორიულად უარყოფდა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ 2003 წელსვე, მსახიობი ხვდებოდა პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსს. ისინი ხშირად ჩნდებოდნენ
ერთად წითელ ხალიჩაზე, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები იყვნენ.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ 2003 წელს, ის დაუახლოვდა ამერიკელ-კანადელ მოდელს კიმ ბორდენავეს. მათი
შვილი ჯეიმსი იმავე წელს დაიბადა, თუმცა მიუხედავად ამისა წვილი ერთმანეთს დაშორდა.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

✖ 2008 წელს, ფარელმა ფილმ ‘Ondine’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მშვენიერი ალისია
ბაჩლედა.
2009 წელს, მათ ვაჟი ჰენრი გაუჩნდათ. 2010 წელს კი ისინი დაშორდნენ.

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

3

  • ana_ana თქვა:
    9 ოქტომბერი 2015 23:17 - ID: 3,
    უსიმპატიურესი და უნიჭიერესიი კაციაა love

  • liliana თქვა:
    8 ოქტომბერი 2015 18:32 - ID: 2,
    არიან მამაკაცები რომლებსაც ვუყურებ და ვფიქრობ Fuck me as much as you want .. კოლინიც ამ სიას მიეკუთვნება... love უნიჭიერესი და უსექსუალურესია.. სიახლეც მომეწონა love

  • ni_nini თქვა:
    8 ოქტომბერი 2015 15:56 - ID: 1,
    საყვარელი და უსიმპატიურესია კოლინი love

    ანჯელიანას და კოლინს რომანი ჰქონდათ და ამის დამადასტურებელი არაერთი პაპარაცული ფოტო არსებობს და უარყონ რამდენიც უნდათ fellow

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top