10 October 2015      Ancho.     Views 16 934    
Category: Stars



ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ფანებზე იქორწინეს
ჰოლივუდში სახელგანთქმულების კავშირები გულშემატკივართან


ჰოლივუდის ათობით წყვილს შორის მოიძებნებიან ისინიც, ვისი რომანებიც თაყვანისცემის საფუძველზე შეიქმნა. უამრავი კომპლიმენტებსა და შეყვარებულ მზერებს თავიანთი მისამართით ვერ გაუძლო ბევრმა ცნობილმა მსახიობმა და ბევრი მათგანისთვის შემთხვევითი პაემნები გადაიქცა გრძელვადიან ბედნიერ ურთიერთობად. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებმაც იქორწინეს თავიანთ ფანებთან.

ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი
ერთად: 24 წელი

Stars who have a wedding with their fans

კელი პრესტონი ბევრჯერ გამოტყდა ინტერვიუში, რომ ჯონ ტრავოლტა პირველივე დანახვისას შეუყვარდა, მას შემდეგ რაც ნახა ფილმი Grease. ის იყო 16 წლის და უყვარდა მეგობრებთან იმის განხილვა, რომ ერთხელაც ცოლად გაყვებოდა ამ სექსუალურ შავგვრემან მამაკაცს. ჯონ ტრავოლტამ ახალგაზრდა მსახიობი საერთო გადაღებებზე შენიშნა, მაგრამ მაშინ კელი უკვე დაქორწინებული იყო და ჯონს მოუწია მოთმინებით მოეცადა თავისი რიგისთვის. 24 წლის შემდეგ მათი ქორწინება კვლავ მყარია მიუხედავად ტაბლოიდების დაუსრულებელი მცდელობისა მათ ურთიერთობას პრობლემები შეუქმნან.





ელვის პრესლი და პრისცილა ვაგნერ პრესლი
ერთად: 6 წელი

Stars who have a wedding with their fans

გამოჩენილი ელვისი 7 წელი უცდიდა მისი სასურველის სრულწლოვანებას - მომავალ ცოლს პრისცილას, რამდენადაც ის იყო 10 წლით უმცროსი მასზე. ეს მდგომარეობა მათ ქორწინებას ტიპიურ სასიყვარულო ისტორიად ხდის-თაყვანისმცემელსა და მის მუზას შორის. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ურთიერთობა სწრაფად დასრულდა - ელვისი და პრისილა გაშორდნენ 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.







ენ ჰეტვეი და ადამ შულმანი
ერთად: 7 წელი

Stars who have a wedding with their fans

მშვენიერმა ენ ჰეტვეიმ საკუთარ მაგალითზე შეძლო დაენგრია მითი იმის შესახებ, რომ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი მსახიობები ქორწინდებიან თავიანთ გულშემატკივრებზე. ჰეტვეიმ თავის ფანთან, ადამ შულმანთან შეხვედრა 2008 წელს დაიწყო, 4 წლიანი ვნებიანი რომანის შემდეგ კი წყვილი დაქორწინდა. წყვილის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ მხოლოდ ადამთან შეძლო ენმა თავდაჯერებულობა გამოემუშავებინა.







მეთ დეიმონი და ლუჩიანა ბაროზო
ერთად: 12 წელი

Stars who have a wedding with their fans

რესტორანში შემთხვევითმა შეხვედრამ, სადაც არგენტინელი ლუჩიანა ბაროზო ბარის მაგიდაზე მუშაობდა, ის ერთ-ერთ ყველაზე შესაშურ ჰოლივუდურ ქორწინებამდე მიიყვანა. მეთ დეიმონი შავგვრემანმა პირველივე დანახვისას მოხიბლა, გოგონაც მალევე გამოუტყდა მისი დიდხნიანი სიმპატიის შესახებ, ახლა კი 12 წლის შემდეგ, წყვილი ოთხ ქალიშვილს ზრდის, სამ საერთოს და ერთს ლუჩიანოს პირველი ქორწინებიდან.




ჯულია რობერტსი და დენი მოდერი
ერთად: 13 წელი

Stars who have a wedding with their fans

კინოოპერატორ დენი მოდერს ჰქონდა შესაძლებლობა ყველა რაკურსით დამტკბარიყო თავისი საყვარელი ქალის, ჯულია რობერტსის სილამაზით. მას ხშირად ეკავა კინოკამერა იმ ფილმების გადასაღებ მოედანზე, სადაც ჯულია იღებდა მონაწილეობას. მსახიობი დიდი ხანი იყო გულგრილი თაყვანისმცემლის ყურადღების მიმართ და მხოლოდ ერთწლიანი აქტიური ყურადღების შემდეგ დანებდა. მათი ქორწინება ყვითელი პრესის ჩარევების მიუხედავად ძველებურად მყარია, შედეგი კი 3 შვილია.





ჯესიკა ალბა და კეშ უორენი
ერთად: 11 წელი

Stars who have a wedding with their fans

ჯესიკა ალბამ ბევრი თინეიჯერის გული გატეხა, როცა გადაწყვიტა ცოლად თავის დიდ გულშემატკივარს კეშ უორენს გაყოლოდა. ამისათვის კი კეშს ეყო ასისტენტად მოწყობილიყო "ფანტასტიკური ოთხეულის" გადაღებებზე, სადაც თავისი სათაყვანებელი ქალბატონი მონაწილეობდა. ჯესიკამ ვერ გაუძლო სიმპატიური მამაკაცის შემტევ ყურადღებას. მას შემდეგ ცხოვრობს მასთან ერთად და ერთობლივად ზრდიან ორ გოგონას.








ფერგი და ჯოშ დუამელი
ერთად: 11 წელი

Stars who have a wedding with their fans

მსახიობი ჯოშ დუამელი ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ საიდუმლოდ ოცნებობდა სექსუალური ფერგის ცოლად მოყვანაზე, დიდი ხნით ადრე იქამდე, სანამ ეს მართლაც მოხდა. მომღერლის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თაყვანისმცემელი დღემდე ცდილობს არ გამოტოვოს არცერთი მისი გამოსვლა. მათი რომანი 2004 წელს დაიწყო, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა, ქორწინებით დაგვირგვინდა და ვაჟიშვილის დაბადებით გაგრძელდა. ახლა შესაძლოა ჯოშის პოპულარობა არ ჩამორჩება ფერგისას, თუმცა მაშინ მისი სახელი მხოლოდ ცოტასთვის თუ იყო ცნობილი.








რიზ უიერსპუნი და ჯიმ ტოტი
ერთად: 5 წელი

Stars who have a wedding with their fans

ვინ იფიქრებდა, რომ დამწყები მსახიობი და ჰოლივუდის აგენტი, დიდი ხნის შეყვარებული იყო მსახიობ რიზ უიერსპუნზე. ოცნებობდა არამარტო იმაზე, რომ ერთხელ შეხვდებოდა, არამედ იმაზე რომ გახდებოდა მისი ქმარი და შვილების მამა. ასეც მოხდა. ჯიმ ტოტმა თავის კუმირთან გაბედნიერება მოახერხა, მას შემდეგ, რაც 5 წელი გავიდა მსახიობის ქმართან, დაშორების შემდეგ. რიზი და ჯიმი დაქორწინდნენ 2011 წელს,გაუჩნდათ ბიჭი ტენესი, ერთად დადიან კვირაობით ეკლესიაში და ქმნიან ყველაზე ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას.






Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top