;
26 დეკემბერი 2010      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2207-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

იოკო ონოს ინტერვიუ

იოკო ონოს ინტერვიუ

"ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება როდესაც ჯონს პირველად შევხვდი გალერეაში" - იხსენბს იოკო და გვიყვება ბიტლზების და კერძოდ ჯონის შესახებ.

დღეს კარგად ცნობილი ავანგარდისტი ხელოვანი იოკო ონო 1933 წელს დაიბადა ტოკიოში, მისმა ოჯახმა მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაფერ დაკარგა. მამამისი კი საპატიმრო ბანაკში იყო. ის ორჯერ იყო დაქორწინებული სანამ 1966 წელს ჯონს შეხვდებოდა. ქორწინების შემდეგ ნიუ იორკში ცხოვრობდნენ ვაჟივილთან შონთან ერთად, სანამ 1980 წელს ჯონი არ მოკლეს.

"ვფიქრობ გაგვიმართლა რადგან დიდ დროს ვატარებდით ერთად როგორც წყვილი, ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელ სელებრითებს არ აქვთ საშუალება გამონახონ დრო პირადულისთვის" თუმცა კი არანაკლები ინტერესი იყო პრესის მხრიდან იოკოს და ჯონის მიმართ. სწორედ #1 ცნობადობის გამო ამოირჩია მკვლელმა ჯონი.

იოკოს ინტერვიუ რამოდენიმე გრაფად დავყოთ

"მე არ დამინგრევია The Beatles"

ბიტლზები ოთხი ძლიერი კაცის ჩამოყალიბებული ჯგუფი იყო და ჩემს სუსტ ხელს არ შეეძლო მისი დაშლა. ისინი დაიშალნენ და ამით მრავალ ახალს ჩაუყარეს საფუძველი. - გაიმართლა თავი იოკომ, თუმცა კი ბიტლზების ფანები სხვაგვარად თვლიან, როგორც ნათქვამია "ყველა წარმატებული კაცის უკან დგას ქალი"

იოკო ონოს ინტერვიუ

"მრავალი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოს ვძულდი"

როდესაც ჯონს შევხვდი მაშინვე დამადანაშაულეს ბიტლზების დაშლაში, დამადანაშაულეს, რომ ჯონი მოვტაცე მათ და ჩემი ნახატები კი დრაკონებს გავდნენ. მომიწია ამას შევგუებოდი. ჯონსაც სხვა გზა არ დარჩენოდა. შემეძლო გავბრუნებულიყავი და წავსულიყავი, მაგრამ ეს არასდროს მოხდებოდა. ყოველ დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მე იღბლიანი ადამიანი ვიყავი რადგან შევხვდი მამაკაცს რომელიც შემიყვარდა, არ ვშიმშილობდი და არ ავადვმყოფობდით, აქ არ იყო ბომბები ჩემს სახლში. ეს რთული პერიოდი იყო, მე გამოვძებნე საკუთარ თავში ძალა, გამოვნახე ძალა ჩვენ ორისთვის.

"დიდებული ოჯახიდან ლუკმა პურის გასაჭირამდე"

ძალიან მნიშნველოვან ოჯახში დავიბადე. ბაბუა იმპერატორის კარზე იყო და გავლენიანი ოჯახი გვქონდა. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც 12 წლის ვიყავი ტოკიო დაიბომდა და ყველაფერი გაქრა. მაშინ მოგვიწია ლუკმა პურის თხოვნა. მე ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეს რეალობა სრულად აღვიქვი. ამან დამანახა, როგორ შეიძლება ყველაფერი უცაბედად შეიცვალოს, როგორ შეიძლება ფორტუნის ბორბალი ამოტრიალდეს. მთელი ცხოვრება მშვიდობას ვეძებდი

იოკო ონოს ინტერვიუ

"პოლ მაკკარტნიმ იხსნა ჩემი ოჯახი დანგრევისგან"

ჯონი და მე 1973 წელს 1 წლით დავშორდით (როდესაც ჯონის ვნება აღეძრა ვინმე მეი პანგისადმი), პოლმა ჩვენ შეგვარიგა. ის დამელაპარაკა მე, შემდეგ გაესაუბრა ჯონს და დაარწმუნა დაბრუნებულიყო ჩემთან, აუხსნა რომ სახლის კარები მისთვის ღია იყო. ეს ძალიან დიდი რამ იყო, რაც პოლმა ჩვენთვის გააკეთა. პოლს ძალიან კეთილი გული აქვს და ამას ვაფასებთ. ჩვენ დღესაც ბიზნეს პარტნიორები ვართ Apple -ში და ვმეგობრობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მართალია წარსულში უთანხმოებებიც გვქონდა.

იოკო ონოს ინტერვიუ
ჯონი და მისი საყვარელი მეი პანგი


"ჯონი რომ ცოცხალი იყოს ის მოიწონებდა facebook"

მოიწონებდა როგორ შეიცვალა სამყარო. შეიყვარებდა ინტერნეტს და Twitter. ის მუდამ გაუზიარებდა ხალხს მის ხედვებს და მოწოდებებს. ის 70 წლის იქნებოდა და ისურვებდა ყველაფრის შესახებ ინფორმირებული ყოფილიყო. მე დღესაც ვერ ვჩერდები, ვიღებ ხალხისგან მის სიყვარულს და ვაცოცხლებ მის შემოქმედებას.

აქვე დასძინა, რომ როდესაც გაიცნო ლედი გაგა მიხვდა თუ რაოდენ ხელოვანი ადამიანია ის. იოკო ფიქრობს, რომ ლედი გაგას ჯონიც მოიწონებდა. რადგან ემსახურება მუსიკას და ამის გამოხატვისას არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.

"ჩემი ყოფილი ქმარი ჩემს გოგონა კიოკოს მიმალავდა"

როდესაც ჯონს გავყევი ცოლად 1971 წელს არ ვიცოდი სად იყო ჩემი გოგონა. დეტექტივებიც კი ვერ ადგენდნენ მის ადგილმდებარეობას. თუკი ტელევიზორში მისი ასაკის გოგონას აჩვენებდნენ ჯონი მირთავდა ტელევიზორს, რადგან იცოდა რა მძიმედ ვრეაგირებდი ამაზე. როდესაც შონი გაჩნდა ჯონი რჩებოდა სახლში და მას უვლიდა. მე მუდამ შიშები მქონდა, რომ შეიძლებოდა ის ვინმეს წაერთმია ჩემთვის. როდესაც ჯონი მოკლეს მე და შონმა სრული აგონია გამოვიარეთ. დავიწყე ახალი ცხოვრების შექმნა ჩემთვის და შონისთვის, მხოლოდ ის მინდოდა შონს ცოდნოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუნდაც მხოლოდ დედის იმედზე.

იოკო ონოს ინტერვიუ
იოკოს ალბომის It’s Alright გარეკანი

იოკო ონოს ინტერვიუ
ჯონი, შონი და იოკო

იოკო ონოს ინტერვიუ
ჯულიანი (ჯონის პირველი ვაჟი) და კიოკო

იოკო ონოს ინტერვიუ
იოკო და შონი


"მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც ჯონის სისხლიანი გატეხილი სათვალის ფოტო ალბომის ყდად გამოვიყენე"

ჩემთვის ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. ჯონი ტყვიით მოკლეს, ის ატარებდა სათვალეებს როდესაც ის მოკლეს, ეს იყო რეალობა. ჯჯონი იყო მუსიკოსი, ის იყო ჩემი მეუღლე, ის იყო Beatle, მაგრამ ყოველივე ამის მიღმა მე ვარ ხელოვანი. მე დავინახე რეალობა ხელოვნებაში. ამ ალბომით შეგიძლიათ დატკბეთ ჯონის მუსიკით. ეს ფოტო Season Of Glass -ის გარეკანზე ჯონის ნაწილია.

"მე არასოდეს არაფრის მეშინია"

მრავალი გასაჭირი გამოვიარე და გადავიტანე ეს ყველაფერი რაღაც წესების წიგნის გარეშე. შეუძლებელია ცხოვრება დაგეგმოთ. შეგიძლიათ მხოლოდ სცადოთ დაიჭიროთ ცხოვრებისგან ბოძებული საუკეთესო მომენტები. ჯონმა მე ამ ცხოვრებაზე დაცინვა მასწავლა, და მე ეს ავითვისე


იოკო ონოს ინტერვიუ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top