;
24 იანვარი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2691-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ცნობილი ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ნამდვილად რთული ცხოვრება გამოიარა. ალბათ ამიტომაც ის საუკეთესო Talk Show -ს წამყვანია და ყოველთვის დიდი გულისყურით უდგება ყოველი ახალი რესპოდენტის ისტორიას, მას შეუძლია აალაპარაკოს, უთანაგრძნოს და გაახალისოს მისი სტუმარი და მაყურებელი.

თუმცა კი არც თავად ოპრას აკლია საიდუმლოებები. უკვე კარგად ცნობილი აღიარებაა ოპრასი, რომ მას ძალიან მძიმე ბავშვობა ქონდა.

ოპრა მისისიპიში დაიბადა. მისი დედა თინეიჯერი გახლათ, როდესაც გოგონა შეეძინა და მარტო ზრდიდა. მამამისად მოიაზრებოდა ვერნონ უინფრი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა როდესაც გოგონა დაიბადა, თუმცა მოგვიანებით ოპრას მამობას ირწმუნებოდა მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი ნოა რობინსონი. მცირე ასაკიდან იზრდებოდა ბებიასთან, რომელმაც 3 წლისას ასწავლა კითხვა და შეაყვარა ბიბლია. მოგვიანებით დედამ წაიყვანა საცხოვრებლად და როგორც ოპრა ირწმუნება 9 წლის ასაკიდან ძალდატანებით სექსუალურ კავშირს აიძულებდა მისი ბიძა, ბიძაშვილი და ოჯახის ერთი მეგობარი. ანუ აუპატიურებდნენ და ეს პერიოდულად ხდებოდა! შეშინებული გოგონა ვერაფერს ხდებოდა მათ წინაშე. 14 წლის ასაკში მას გაუჩნდა ბიჭუნა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ოპრამ განაცხადა, რომ ყოველთვის გადაწყვეტილი ქონდა, რომ ის არ უნდა გამხდარიყო დედა. (ოპრას ორიენტაცია საეჭვოდ ეჩვენებათ - ლესბოსელი (?)) რადგან ბავშვობაში ამის საშინელი მაგალითი ქონდა მისი დედის სახით. მშობიარობის შემდეგ ოპრა ხშირად პარავდა დედას ფულს და ხალხში გაღწევას ცდილობდა. ოპრა გაგზავნეს საცხოვრებლად ტენეზისში მამად მოსაზრებულ - ვერონ უინფრისთან, სადაც რადიოში მუშაობა დაიწყო და წარმატებით სწავლობდა. ოპრა მსოფლიოს პირველ შავკანიანი მილიონერი ქალბატონი გახდა მისი Talk Show -ს დამსახურებით. სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი ტელეარხი ჩამოაყალიბა OWN: Oprah Winfrey Network

თემატური ნიუსი:
შავბნელი წარსული

ეხლა კი ოპრამ მისი ცხოვრების ახალი საიდუმლო გასცა და ეს თემა რა თქმა უნდა შოუდ აქცია.
მაშინ როდესაც 9 წლის იყო მამასთან ცხოვრობდა, ამ დროს დედამისი დაორსულებულა და გაუჩენია შვილი, რომელიც მალევე გააშვილა. (ოპრას მშობლები ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ, მათ მხოლოდ ოპრა აკავშირებდათ). გასულ კვირას ჩაწერიილ შოუში კი წარადგინა მისი ნახევარდა - პატრისია, მილვაუკიდან.
"ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთერთი უდიდესი სიურპრიზი"
- განაცხადა ოპრამ, რომელმაც დიდს შესახებ ამა წლის ოქტომბერში გაიგო პირველად.

პატრისია 1963 წელს დაიბადა. მასაც ოპრასავით რთული ცხოვრება ხვდა წილად. 17 წლისას შეძინა გოგონა აქუარიუსი და 6 წლის შემდეგ ბიჭი ანდრე.
პატრისია მარტოხელა დედაა და უწევდა რამოდენიმე სამუშაოზე ერთდროულად მუშაობა, რათა ბავშვები გამოეკვება. ის ყოველთვის ეძებდა მშობელ დედას.

პატრისიას და ოპრას დედა გამოტყდა, რომ პატრისიას დაბადების ისტორიის გამხელას ერიდებოდა, რადგან რცხვენოდა რომ ბავშვი გააშვილა. იცოდა, რომ ვერ შეძლებდა კიდევ ერთ ბავშვის აღზრდას, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მიიღოთ. შემდეგ მიაკითხა გოგონას, თუმცა უთხრეს რომ ის უკვე გაშვილებული იყო. (პატრისია 7 წლის ასაკში გააშვილეს)


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top