;
17 თებერვალი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2884-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ბილი რეი ნანობს, რომ მაილის უფრო მკაცრი მამობა ვერ გაუწია

ბილი რეი საირუსი სულ უფრო ხმამაღლა და გულახდილად გამოხატავს გულის ტკივილს მისი ქალიშვილის მაილი საირუსის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მამა წუხს და ამბობს, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მაილის მეგობარი, უნდა გამოეჩინა მეტი სიმტკიცე და ეზრუნა მის აღზრდაზე. ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ბილი რეი იხსენებს, როცა ამბობდა, რომ მთავარი იყო მეგობრობა მშობლებსა და შვილებს შორის.

"რამდენი ინტერვიუ მიმიცია და რამდენჯერ მითქვია: 'იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემსა და მაილის შორის, რომ მე ვცდილობ ჩემი შვილების მეგობარი ვიყო. - ეს მართლაც მრავალჯერ მითქვამს."
ამბობს 49 წლის ბილი რეი - "და ხშირად წამიკითხავს, როცა სხვები ამბობდნენ, რომ შვილის მეგობარი კი არა მშობელი უნდა იყოო და იცით, ეხლა სწორედაც რომ ვეთანხმები მათ."

“I’ll tell you right now — the damn show destroyed my family.”

he adds he wishes “Hannah Montana” never happened.

“I hate to say it, but yes, I do. I’d take it back in a second”



"უკეთესი მშობელი უნდა ვყოფილიყავი. უნდა მეთქვა "საკმარისია - ეს უკვე სახიფათო ხდება და ვიღაც დაზიანდება. უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვთქვი. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი, რომ ასეთი რთული სიტუაცია იყო."
- ამბობს ბილი რეი და ყოველ ახალ სკანდალს მაილისკენ ნასროლ ტყვიას ადარებს.

მაილის 18 წლის დაბადების დღეზე: "იცით რატომ არ მივედი? იმიტომ, რომ გადაიხადეს ბარში. ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო 21 წლის ან უფრო უფროსი ადამიანისთვის!" - სწორედ ამ წვეულების შემდეგ შენიშნეს ბარზე გადაწოლილი მაილი შეყვარებულთან ერთად.

Hannah Montana-ზე: "მეოთხე სეზონი იყო საშინელება. ყოველ დღე ვმუშაობდი და ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი ნაწილ-ნაწილ იშლებოდა, მაგრამ კამერის წინ ჯდომა მევალებოდა. ახლა უკან ვიყურები და ვხედავ უკეთესი მსახიობი ვყოფილვარ ვიდრე მეგონა."

მაილის ფინანსურ შემოსავალზე კი განაცხადა, რომ არასდროს არ აუღია არცერთი ცენტი მაილის შემოსავლიდან. "For the record, to set it straight, I want to tell you I've never made a dime off of Miley. I'm proud to say to this day I've never made one commissioned dollar, or dime, off of my daughter."

"შეშინებული ვარ მაილის გამო. მის გარშემო უამრავი ხალხია და ყველა საფრთხისკენ უბიძგებს. ვიცი ის უკვე 18 წლის არის, მაგრამ მაინც ვცდილობ დავეხმარო ჩემს გოგონას. მინდა ამ შტორმიდან გამოვიყვანო."
- როგორც ჩანს ბილი რეის ქალიშვილის გადარჩენა მისი შოუ ბიზნესიდან 'გამოთრევის' გზით ესახება.

ბილი რეი ნანობს, რომ მაილის უფრო მკაცრი მამობა ვერ გაუწია

ბილი რეი უკვე რამოდენიმე თვეა განმარტოებით ცხოვრობს. ინტერვიუში ასევე თქვა, რომ შეეძლოს უკან დაბრუნება ჰანა მონტანას შოუზე უარს იტყოდა, რადგან ამან მისი ოჯახი დაანგრია და მაილის ცხოვრება ასე არია.

მაილი კი ამ ინტერვიუს შემდეგ საკმაოდ ნაწყნი დარჩა, რადგან ბილი რეიმ ოჯახის შიდა სამზარეულო გამოაშკარავა, თუმცა კი მაილი ამბობს, რომ ტაბლოიდები ვერ დაანგრევენ მათ მამაშვილობას - "მაილიმ იცის, რომ მამამის ის უყვარს და უბრალოდ ნაწყენია ამ ინტერვიუს გამო"

ცოტა ხნის წინ კი გრემის დაჯილდოებაზე მაილი საირუსი და მასზე 15 წლით უფროსი მომღერალი ჯონ მაიერი კულისებს მიღმა დაუფიქსირებიათ, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. 33 წლის ჯონ მაიერი მაილის კისერზე კოცნიდა და ზურგზე უსვამდა ხელებს, ისინი განმარტოებას არც ცდილობდნენ. მაილიც კოცნაში აყვა და უთხრა ‘You rock!’.

ბილი რეი ნანობს, რომ მაილის უფრო მკაცრი მამობა ვერ გაუწია

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top