;
2 მარტი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1792-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პარიზში კაფე La Perle მყოფი ჯონ გალიანო ანტისემიტისტური გამონათქვამის გამო დააკავეს. ამ აგორებულმა სკანდალმა Dior-ის სახლის მმართველობა იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ მათ მთავარი დიზაინერი ჯონ გალიანო Dior-ის სახლს ჩამოაცილეს. 50 წლის ბრიტანელი დიზაინერი Christian Dior-ის სახლში 1997 წლიდან 2011 წლის 1 მარტამდე მუშაობდა.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ცნობილმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა, რომელიც ებრაელია პროტესტი გამოთქვა ჯონის საქციელის მიმართ და განაცხადა, რომ არი არასდროს ითანამშრომლებს ჯონთან. ნატალი ამჟამად Dior-ის სუნამოს Lady Dior Cherry -ის ამ სეზონის სარეკლამო სახეა, გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ნატალი Dior -ის პარფიუმერიის სახეა და ჯონი კი უკვე აღარ წარმოადგენს ამ სახლის დიზაინერს.

ნატალის განცხადება დღეს გავრცელდა New York Times-ის საშუალებით.
"In light of this video, and as an individual who is proud to be Jewish,
I will not be associated with Mr Galliano in any way"


"I hope at the very least, these terrible comments remind us to reflect and act upon combating these still-existing prejudices that are the opposite of all that is beautiful."


ის გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეო-სამხილს, რომელიც La Perle -ს კაფეში ჩაწერეს სწორედ იმ იტალიელმა და ფრანგმა წყვილმა, რომელთაც შემდეგ ეს სამხილი პოლიციას წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ებრაელები არ იყვნენ. ასევე ჩვენ არ ვიცით რა დიალოგი ერთვოდა წინ ამ საუბარს. ვიდეოდან ჩანს, რომ საკმაოდ შეზარხოშებული ჯონი ღვინის ჭიქით ხელში მის გვერდითა მაგიდასთან მჯდომ წყვილს ეუბნება: "მე მიყვარს ჰიტლერი"
"და თქვენსნაირი ხალხი უნდა იყვნენ მკვდრები. თქვენი დედები, თქვენი წინაპრები, ყველანი უნდა.... გაგუდულიყვნენ გაზით... ამოხოცილიყვნენ."


"I love Hitler"
"People like you would be dead, Your mothers, your forefathers, would all be ... gassed and ... dead."

უცნობია, თუ რატომ წამოიწყო საფრანგეთის კაფეში მეგობრებთან ერთად მყოფმა ბრიტანელმა დიზაინერმა ებრაელების სიძულვილზე საუბარი იტალიელ-ფრანგ წყვილთან. როგორც Sun იტყობინება, ჯონის თქმით მან შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენა წყვილს, რომ ისინი შეუხედავები და მომაბეზრებლები იყვნენ.

თემატური ნიუსი: John Galliano Was Arrested?

ჯერალდინ ბლოხი და ფილიპ ვირგიტი - ეს სწორედ ის წყვილია, რომელთანაც კამათში შესულ გალიანოს წამოსცდა ის სიტყვები. აი რას ამბობს ქალბატონი ბლოხი Europe 1-თან ინტერვიუში:
"ჩვენ არ ვართ ებრაელი, მაგრამ ამ შემთხვევაში სოლიდარობა გამოვუცხადე ებრაელებსა და არაბებს."
გაურკვეველია, რატომ წამოიჭრა ეს თემა საერთოდ ცნობილ დიზაინერსა და ამ წყვილს შორის. როგორც ჯონის ადვოკატი ამბობს, ამ ყოველივეს წინ ერთვოდა მწარე კომენტარები კაფეში მეგობარი მაგიდიდან და სწორედ ამან გამოიწვია ჯონის გაღიზიანება.

ჯონისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც მას ანტი-სემიტისტურ განცხადებებს მიაწერენ.
მაგრამ აქ ჩნდება კითხვა და ეს ხომ არ იყო გამიზნული პროვოკაცია ჯონის რეპუტაციის შესალახად?

La Perle -კაფეში მომხდარი ინციდენტის გამო ჯონ გალიანო პოლიციამ დაკითხა. მათ დაადასტურეს, რომ გალიანოს სისხლში ალკოჰოლის მოჭარბებული რაოდენობა იყო. დიზაინერი სარეაბილიტაციო ცენტრი მოათავსეს. და ნუთუ ამგვარად დასრულდა გალიანოს 15 წლიანი თანამშრომლობა დიორის სახლთან? სულ მალე პარიზის მოდის კვირეულზე Dior-ის კოლექციის ჩვენება უნდა გამართულიყო... ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top