;
22 მარტი 2011      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 28422-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ქართველები

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ

JetSetter.ua, საიტი რომელიც ძირითადად უკრაინულ და რუსულ სეგმენტზე მუშაობს ამჟამად აქტიურად აშუქებს უკრანის მოდის კვირეულს, სადაც ცოტა ხნის წინ ქართველი დიზაინერების ანუკი არეშიძეს და ბიჭოლა თეთრაძის ტანდემი ვიხილეთ.

Anouki Bicholla - წარმოდგენილი კოლექცია საფუძვლიანად განიხილეს საიტზე, ასევე აშუქებდნენ after-party -ზე დამსწრე ანუკის და ბიჭოლას ჩაცმულობას, რომელიც ცალკე აღნიშნვის და შექების ღირსი ნამდვილად იყო.

Ануки Арешидзе - ГАРДЕРОБ
იხილეთ ინტერვიუ სრულად: jetsetter.ua/ru/Stati/Garderob/
ფოტოები: Катерина Николайчук
ტექსტი: Дина Силина

და JetSetter.ua - სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა ანუკის გარდერობის თემაზე, რუბრიკაში ГАРДЕРОБ, სადაც ანუკიმ მცირე ინტერვიუში ისაუბრა როგორ გაცვალა მოდელის კარიერა დიზაინერობაზე, ასევე ისაუბრა მეუღლის კახი კალაძის დამოკიდებულებაზე მისი ჩაცმის სტილის მიმართ და მის ფავორიტ ბრენდებზე და პერსონებზე.

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
ბლუზი Miu Miu, ყელსახვევი Alexander McQueen

საყვარელი მარკები: Prada, Jil Sander, Lanvin, Balenciaga, Miu Miu, Alexander McQueen
ტაბუ დადებული: Roberto Cavalli

სტილზე: "სამოსს ვირჩევ ორი პრინციპით: პირველი, რომ მიხდებოდეს და მეორე, რომ ის იყოს არასტანდარტული და გამოირჩეოდეს. ზაფხულში მიყვარს უფრო ფერადი სამოსი."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
შარვალი Vivienne Westwood, ბუმბულიანი ჟილეტი Ann Demeulemeester

შოპინგზე:" მე მაქვს საყვარელი ადგილები შოპინგისთვის მილანში - ეს მულტიბრენდირებული ბუტიკებია "ანტონია" და "ანტონიოლი", სადაც საუკეთესო მარკებია თავმოყრილი. მყავს მეგობარი, რომლის მაღაზიაშიც იყიდება სათვალეები, თავსაბურავები და სამკაულები, რომელთაც ის თავისით ამზადებს და მხოლოდ მასთან შესაძლოა ყიდვა."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
კაბა Giambattista Valli, საათი Rolex

მოდელობაზე და კახას გაცნობის შესახებ: "როდესაც 12 წლის ვიყავი სუხიშვილების ანსამბლთან ერთად გასტროლებში დავდიოდი. 17 წლის ასაკში კი პარიზში გავეშურე რომ მოდელად მემუშავა, 3 თვის შემდეგ მივიღე მოწვევა მილანური სააგენტო Elite -სგან და გადავედი იტალიაში. ჩვენს ნაცნობებს შორის მხოლოდ კახა ცხოვრობდა მილანში, ამიტომაც ჩემმა მშობლებმა სთხოვეს მას თვალყური ედევნებინა ჩემთვის. საბოლოოდ კი ძალიან მალე მივატოვე მოდელობა და კახას გავყევი ცოლად."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
ქვედაბოლო Jil Sander, მაისური Lanvin

"კახას მოსწონს მე როგორც მაცვია, მაგრამ თუკი რაღაც არც თუ ისე მოსწონს მაშინ დელიკატურად მეტყვის ხოლმე "არ გინდა გამოიცვალო?", და ისეთ სახის გამომეტყველებას იღებს იმ მომენტში, რომ არ მძალუძს შევეწინააღმდეგო და მივდივარ გამოსაცვლელად."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
კაბა ANOUKI BICHOLLA, საათი Rolex, ფეხსაცმელი Balenciaga, წინდები YSL


რა ჩავიცმევ: "გააჩნია სად მივდივართ და ვისთან ერთად. თუკი საღამოს ვატარებ მეგობრებთან ერთად, მაშინ როგორც წესი საკმაოდ უბრალოდ ვიმოსები. ოფიციალური შეხვედრების დროს კი მომწონს Alexander McQueen."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
კაბა ANOUKI BICHOLLA, საათი Rolex

ანუკი, როგორც დიზაინერი: "მე შევისწავლე Fashion Styling and Marketing მარანგონის ინსტიტუტში. 2 წლის კი გავიცანი ბიჭოლა ლონდონში, მასაც უყვარს გიჟური სტილი, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა და გადავწყვიტეთ საერთო კოლექცია შეგვექმნა. პირველი შედგა დეკემბრის თვეში და მიეძღვნა 40-ების სტილს - ქალები ომის შემდეგ, რომელიც ძლიერია და ამავდროულად ქალური. უცბად გაიყიდა ყველა მაისური და ქვედაბოლოები. ჩვენ გვსურს აღვადგინოთ ეს კოლექცია და კიევში ჩამოვიტანოთ მაისურები მკაფიო და ეპატაჟური პრინტებით."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
კაბა Giambattista Valli, წინდები YSL, ფეხსაცმელი Prada, საათი Rolex

Style Icons: "მე ძალიან მომწონს იტალიური Vogue -ის რედაქტორი ფრანკა სოზანი და იაპონური Vogue -ის რედაქტორი ანა დელო რუსო. ანა გავიცანი ამ ბოლო პარიზის მოდის კვირეულზე Victor&Rolf -ის ჩვენების დროს. ადრე არ ვიცოდი, რომ მასაც ასევე უყვარდა ეს გიჟური თმისამაგრები, ანამ აღთრთოვანებით მკითხა სად ვიყიდე ეს აბადოკი ნესვით (აპლიკაციით), რომელსაც თვითონაც ეძებდა. აღმოჩნდა, რომ ორივემ ვიყიდეთ ის ერთ ადგილას მილანში."

ანუკი არეშიძე მისი გარდერობის შესახებ
კაბა Prada, ფეხსაცმელი Balenciaga

კატეგორია: ვარსკვლავები, ქართველები
Tags: ანუკი არეშიძე

3


  • Dea თქვა:
    22 ივნისი 2013 13:24 - ID: 3,
    love

  • Love VS თქვა:
    10 ივლისი 2012 13:53 - ID: 2,
    love

  • ako თქვა:
    16 თებერვალი 2012 10:00 - ID: 1,
    am am am am

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top