;
30 მარტი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 6591-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

The Most Beautiful Women In Film
1940-იანების The Golden Age, 1950-იანების Post-War Era, 1960'

Jean Simmons
- ინგლისელი მსახიობი 40'წლებიდან მოყოლებული. 50' წლებიდან კი ჰოლივუდში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში 2010 წელს, აშშ-ში.

"My career has had a lot of ups and downs, but basically it has been wonderful."

The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Ava Gardner
- ამერიკელი მსახიობი, რომელიც თავისი დროის სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. იყო ნომინირებულ ოსკარზე ფილმისთვის Mogambo (1953). ამერიკის კინო ინსტიტუტმა ყველაზე დიდიებულ მსახიობ ქალთა 25-ეულში საპატიო პოზიციაზე დაასახელა. ავა ფერმაში გაიზარდა, ის 7 შვილიან ოჯახში ყველაზე ახალგაზრდა იყო. მშობლები წარმოშობით შოტლანდიელ-ირლანდიელები იყვნენ. ბამბის და თამბაქოს ფერმის გაკოტრების შემდეგ ოჯახი სხვადასხვა ქალაქს აშურებდა თავს ბედის საცდელად. ავას ძალიან ცუდი განათლება ქონდა მიღებული. 1941 წელს 19 წლის ავა ნიუ იორკში მისი დის მეუღლემ, პროფესიონალმა ფოტოგრაფმა გადაუღო ფოტო და მისი სალონის ვიტრინაზე გამოფინა მეხუთე ავენიუზე...

The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60

Hedy Lamarr
- ავსტრიელ-ამერიკელი მსახიობი. გამოირჩეოდა მისი არაორდინალური სილამაზით. ითვლება MGM-ის "ოქროს ხანის" მსახიობად. ებრაელი მშობლების ერთადერთი შვილი დაიბადა ვენაში, ავსტრიაში. თავდაპირველად იღებდნენ გერმანულ ფილმებში და მიიჩნევდნენ ევროპის მშვენებად. ამერიკაშიც მალე მიიწვიეს, სადაც ძირითადად გლამურულ და მიმზიდველ ქალბატონს ანსახიერებდა. ჰედი ძალიან განათლებული გახლდათ. კინოეკრანი 1957 წელს დატოვა.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60

The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Gene Tierney
- ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. შეძლებულ ოჯახში აღზრდილ ულამაზეს ჯინს, რომელსაც 18 წლამდე მოესწრო ევროპის პრესტიჟულ სკოლებში განათლების მიღება Warner Bros.-მა მსახიობობა უწინასწარმეტყველა და კონტრაქტიც კი შესთვაზა, მაგრამ მშობლები არ დაეთანხმნენ. მამამისის გადაწყვეტილებით თუკი მას მსახიობობა სურდა მხოლოდ თეატრის სცენით უნდა შემოფარგლულიყო. რა თქმა უნდა მისი მშვენიერება და ტალანტი სულ მცირე ეპიზოდური როლებიდანაც შენიშნეს სცენიდან და კინოში მიიწვიეს. ქალიშვილის პროდიუსერი კი მამამისი გახდა, რომელმაც სპეციალური კომპანიაც კი დაარსა. მრავალჯერ მოხვდა Harper's Bazaar და Vogue-ის გარეკანზე. მაგრამ სამწუხაროდ მის ტერნეს ფსიქიკური პრობლემები ქონდა,ა მის გამო 1950-წლებიდან ჩამოშორდა სცენას. ამავდროულად მისგან მოითხოვდნენ ეკონტროლებინა წონა და როგორც თავად ამბობდა, მსახიობობის 25 წლიანი კარიერის მანძილზე მუდმივად მშიერი იყო.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Lauren Bacall
- ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ცნობილი იყო 'ჩახრინწული' ხმით და ენაკვიმატი გამონათქვამებით. მსახიობი film noir -სტილის ფილმებში. მისი ოჯახი ევროპიდან იყო, ებრაელები. ბეტი ჯოან პერსკე - მისი ნამდვილი სახელია. (ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრაიმ მინისტრის შაიმონ პერესისი ბიძაშვილი). 5 წლის იყო, როდესაც მშობლები დაშორდნენ და აიღო დედის გვარი - ბაკალი. განქორწინების შემდეგ მამას ძალიან იშვიათად ხედავდა. დედასთან ერთად კალიფორნიას მიაშურა, საიდანაც მსახიბობა დაიწყო.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60

Veronica Lake
- ამერიკული კინოს მსახიობი და პინ-აპ მოდელი. ვერონიკამ შექმნა და დაგვიტოვა მისი ლეგენდარული იმიჯი - ქრა ტალღოვანი თმა, რომელიც ცალ თვალს უფარავს და წითელი ტუჩსაცხი. მისი სიმაღლე 1,51 იყო. ძირითადად მისი პერსონაჟები საბედისწერო ქალბატონები femme fatale გახლდათ.სამწუხაროდ ამ მშვენიერი ქალბატონის ცხოვრება ისეთივე ლამაზი არ იყო, როგორც თავად თვითონ. როგორც აღნიშნა მოგვიანებით მის მიღმა უამრავი პრობლემა ისევე იმალებოდა, როგორც მისი ცალი თვალი ქერა თმას უკან. ვერონიკა პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა, რამაც გამოიწვია ფსიქიკური პრობლემები და ალკოჰოლისადმი მიდრეკილება. ყავდა 4 შვილი. გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Vivien Leigh
- ინგლისელი მსახიობი. დაიბადა დარჯილინგში, ბრიტანულ ინდოეთში, სადაც მამამისი მსახურობდა. გოგონას პატარობიდანვე კარგი განათლება ქონდა მიღებული. მისი სილამაზის გამო კი დარდობდა, რომ ხშირად სერიოზულ როლებს არ სთავაზობდნენ და ვერ ხედავდნენ მის სამსახიობო ნიჭს. ყველაზე მეტად გემახსოვრებათ ფილმიდან Gone with the Wind (1939). ასევე თამაშობდა თეატრში. ვივიენის სახასიათო ნიშანი იყო აწეული წარბი და მისი ღიმილი - Cat like smile. სამწუხაროდ მასაც ხვდა რთული ბედი და მანიაკალურ დეპრესიას განიცდიდა. უყვარდა კატები და მის ერთერთ ოსკარის ჯილდოს აბაზანის კარის დამჭერად იყენებდა.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Romy Schneider
- ინტერნაციონალური მსახიობი. დაიბადა ავსტრიაში, მოღვაწეობდა საფრანგეთსა და მოწვვები ქონდა ჰოლივუდიდან. დაიბადა მსახიობების ოჯახში. 15 წლიდან დაიწყო მსახიობობა. აღიარება მოუტანა ისტორიულმა ფილმმა Sissi (1955). რამოდენიმე წელიწადში გადაიღეს ფილმში Christine (1958) სადაც ალენ დელონთან ერთად ითამაშა და რეალურ ცხოვრებაშიც შეუყვარდა. რომი მასთან გადავიდა საცხოვრებლად პარიზში და დაიწყო მისი ინტერნაციონალური კარიერაც. სამწუხაროდ არც რომის გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ეტანებოდა ალკოჰოლს და მოიხმარდა ნარკოტიკებს. მცირეწლოვანი ვაჟიშვილის უცაბედად გარდაცვალებამ 1981 წელს საბოლოოდ მოუღო ბოლო რომის, ქალი 1 წლის შემდეგ პარიზში გარდაიცვალა 43 წლის ასაკში.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Grace Kelly
- ამერიკელი მსახიობი და მონაკოს პრინცესა! ნამდვილად ღირსეული წოდება უმშვენიერესი ქალბატონისთვის. გაიზარდა შეძლებულ ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად გაეშურა ნიუ იორკში. სადაც მოდელად მუშაობდა და კამერამაც შეიყვარა. გრეისი ინტელიგენტი გახლდათ, აღსანიშნავი იყო მისი მშვიდი სახე და საოცრად დახვეწილი მიხვრა-მოხვრა. გრეისის ფილმი Mogambo (1953) კლარკ გეიბლთან და ავა გარდნერთან ერთად MGM-ის ერთერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. მალე ალფრედ ჰიჩკოკმა შენიშნა და გრეისი ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. შემდგომ გაიცნო მონაკოს პრინცი რენიე და მონაკოს პრინცესას როლი ღირსეულად მოირგო ცხოვრების ბოლომდე.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60 The Most Beautiful Women In Film 40,50,60


Anna Karina
- დანიელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. ძირითადად საფრანგეთში მოღვაწეობდა. ცნობილია, როგორც რეჟისორ ჟან-ლუკ გოდარის მუზა და ფრანგულის კინოს "ახალი ტალღის" სახედ (Nouvelle vague). ფილმით A Woman Is a Woman (1961) საუკეთესო მსახიობის წოდება მოიპოვა ბერლინის კინო ფესტივალზე.

The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60
The Most Beautiful Women In Film 40,50,60

და რა თქმა უნდა ამ სიას დამსახურებულად უნდა ერთვოდეს რიტას, ინგრიდის, ოდრის, სოფის, მერლინის, ელიზაბეტიის, ბრიჯიტის ფოტოები, მაგრამ აქ თავმოყრილია ჰოლივუდის ოქროს ხანის 10 მშვენება, რომლების სილამაზეც ნაკლებად განვიხილეთ საიტზე.

კატეგორია: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top