;

4 April 2011      ANGEL     Views 4269    
Category: Stars

DVF - უყვარს თავისი ნაოჭები

იანვრის თვეში 64 წლის ცნობილ დიზაინერ დაიან ფონ ფუსტენბერგს (DVF) ასპენის ალპებში სრიალის დროს უცნობი, თხილამურებზე გამოუცდელი მოსრიალე მამაკაცი დაეჯახა და დიდად დააზიანა ქალი. მამაკაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დიზაინერს თავისი კამერით დაეჯახა, რომელმაც მას ძირითადად სახე დაუზიანა - გაიტეხა ცხვირი, მიიღო მრავლობითი დალურჯებები და დაიზიანა ყბაც. აი ამაზე კი დაიანს ყველაზე მეტად დაწყდა გული- ‘Oh no, my cheekbones! They’re my best asset’. როგორც თავად წერდა დაიანი ისე გამოიყურებოდა, როგორც მაიკლ ტაისონი მისი ყველაზე სასტიკი ჩხუბის შემდეგ. ალპები სასწრაფოდ დატოვა მეუღლესთან ერთად და გარკვეული დროით სახლში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მოუწია სახლში ყოფნა, სანამ ნიუ-იორკის მოდის კვირეული იმართებოდა.

ცოტა ხნის წინ Harper’s Bazaar -მა სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა "Diane von Furstenberg: Journey of a Dress"

ნაოჭების შესახებ: ყოველთვის მომწონდა ნაოჭები. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი სახეზე ხაზებს ვისობდი ფრჩხილებით. საოცრად მომწონდა ჟან მორო. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი უფრო დიდი. ვისწრაფოდი დამემატებინა წლები ჩემი ცხოვრებისთვის. დიდი ხნის მანძილზე, თუკი ხალხი უფრო მეტ წლოვანებას მომცემდა ამას კომპლიმენტად მივიღებდი... წაშლა საშინელებაა, თუკი შენი სახიდან რაიმეს ამოშლი, ნიშნავს რომ წაშლი სუვენირებს, მეხსიერებას, წაშლი იმ ნაწილებს რამაც შეგქმნა. ეს არის შენი ცხოვრების ფენები, რომლებმაც შენი ხასიათი გამოაწრთო.

DVF - უყვარს თავისი ნაოჭები
2011 - ფოტოს ავტორი Chuck Close

DVF - უყვარს თავისი ნაოჭები
DVF - უყვარს თავისი ნაოჭები

wrinkles - it is the map of your life.
იხილეთ სტატია სრულად: http://www.harpersbazaar.com/magazine/feat...dvf-chuck-close
დაიანი 64 წლისაა და არასდროს ჩაუტარებია რაიმე სახის პლასტიკური ოპერაციები. მისი ეს ფოტო გამოფენილია

ფოტოგრაფირებაზე, მას ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ არ უყვარს შესწორებული სურათები, თუმცა დღეს ეს დიდ აუცილებლობას წარმოადგენს. დაიანი ფიქრობს, რომ საუკეთესო გზაა იყო ის, ვინც ხარ.

ცხოვრების დევიზი: Beauty is perfect in its imperfections, so you just have to go with the imperfections.

1969 წლის ფოტო Francesco Scavullo-ს მიერ

DVF - უყვარს თავისი ნაოჭები

DVF - უყვარს თავისი ნაოჭები

Li Songsong, 2011
DVF - უყვარს თავისი ნაოჭები


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top