;

1 May 2011      ANGEL     0 Comments     Views 9337    
Category: Stars

კელი ბრუკი - UK ყველაზე სექსუალური და 'ჯანმრთელი' ქალი


კელი ბრუკი ინგლისელი ფოტო-მოდელი, მსახიობი და ტელე-წამყვანია. ცნობილია თავისი ქალური ფორმებით და ღიმილით, რის გამოც ბრიტანეთის ყველაზე სექსუალურ და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს "ჯანმრთელ" ქალად აღიარეს.

მოდელობა სკოლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც 16 წლის იყო. უმტესწილად იღებენ თეთრეულის და საცურაო კოსტუმების რეკლამებში. 2005 წელს ჟურნალმა Grazia კელი მთელ ბრიტანეთში საუკეთესო სხეულის მქონე ქალბატონად დაასახელა.










რაშია კელის საიდუმლო?
ის ხომ არ არის სტანდარტული მოდელი პოდიუმიდან.
მისი სიმაღლეა: 1,73. მოდელობის ადრეულ წლებში კელი საკმაოდ გამხდარი იყო, თუმცა შემდეგ გოგონა არ შეებრძოლა მის ბუნებრივ წონას, რომელსაც ძნელია "ზედმეტი" ვუწოდოთ. კელის ძალიან პროპორციული სხეული აქვს. იმის გამო, რომ მკერდის დიდი ზომა აქვს მისი უკანალიც არ გამოირჩევა მინიატურულობით. კელის თვალები მუდამ ციმციმებს, სახეს კი ღიმილი უმშვენებს. მისი ხმა - სიხალისით სავსეა. კელი არ გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით და ჭკუით. ამბობენ, ის რომ ქერათმიანი ყოფილიყო ჩაიკარგებოდა ქერა სულელ გოგოებში, ყავისფერი თმით და ნუშისფერი თვალებით კი კელი ერთერთ ყველაზე სექსუალურ ქალბატონად ითვლება. არის Playboy-მოდელი, თუმცა ამ ფოტოსესიებსაც ღიმილით უდგება და არ არის ვულგარული მოდელი. მას იწვევენ ფილმებშიც, სადაც მის სხეულთან ერთად მისი ხმაა აღსანიშნავი










ფილმებიდან:
School for Seduction (2004) - ბრუკის პირველი ფილმია, სადაც მთავარ როლში მოგვევლინა, როგორც მასწავლებელი, რომელიც ქალბატონებს მამაკაცების ცდუნებას და მათში ვნების და სიყვარულის გაღვიძებას ასწავლიდა. შემდეგ იყო მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა ფილმი House of 9 და Piranha 3-D. Fishtales - ამ ფილმში კი ქალთევზა განასახიერა, სადაც მართლაც ულამაზესი იყო.





ხვდებოდა მსახიობ ჯეისონ სტეტჰემს, რომელიც მას უბრალოდ აღმერთებდა. მათი რომანი 7 წელი გრძელდებოდა. 2004 წელს დაშორდნენ. ამავე წელს საბერძნეთში ფილმ Survival Island -ზე მუშაობისას გაიცნო ამერიკელი მსახიობი ბილი ზეინი, ისინი დაინიშნენ და 2008 წლის ზაფხულში ქორწილი იყო დაგეგმილი, მაგრამ ბრუკის მამის გარდაცვალების გამო ქორწილი გადაიდო და შემდეგ დაშორდნენ კიდეც. 2008-10 წლებში რაგბისტ დენი კიპრიანს ხვდებოდა. 2010 წლიდან კი ტომ ევანსს ხვდება, ის ყოფილი მორაგბეა და დენის თანაგუნდელი იყო. 2011 წლის მარტში კელიმ დათვითა რომ გოგონას ელოდება!




























Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top