;

22 June 2011      ANGEL     Views 2930    
Category: Stars



კიანუ რივზის წიგნის Ode to Happiness
-ის ყიდვა უკვე შეგვიძლია ამაზონზე 27 ფუნტად.
წიგნი 40 ფურცლისგან შედგენა, ოფიციალურად ის 2011 წლის აპრილში გამოიცა. ეს კიანუ რივზის წიგნია! რომლის ილუსტრირებაზეც ალექსანდრა გრანტმა იზრუნა.

კიანუ წიგნში მოგვითხრობს როგორ გარდავქმნათ ყველაზე საშინელი მომენტები ასატანად, საუკეთესოდ! კიანუ მონოლოგს არც თუ ისე გულახდილად თუმცა არც სრულად ირონიულად წარმართავს, ეს გასაოცარი თხრობის მანერაა მსახიობისგან - შეაფასეს კრიტიკოსებმა - ლოს ანჯელესელი მხატვარი ალექსანდრა გრანტი კიანუს სიტყვებს და აზრებს ჩანახატებით გადმოსცემს.





კიანუ წერს ბედნიერების ოდაზე, თუმცა კი არც თუ ისე ბედნიერად გამოიყურება თავად. აშკარაა ის ცდილობს გადალახოს ის მძიმე დეპრესია, რომელიც 1999-2001 წლებიდან მოყვება: მის შეყვერებულ/საცოლე ჯენიფერ სეიმმს მოეშალა მუცელი და მათი გოგონა ევა არჩერი ვერც კი მოევლინა ამ ქვეყანას, შემდეგ კი 2001 წელს თავად ჯენიფერიც გარდაიცვალა ავტო კატასტროფაში. შემდეგ რამოდენიმე შეტაკება მოუვიდა კიანუს პაპარაცებთან და სასამართლო გარჩევები. კიანუს კინო-კარიერა არ მიუტოვებია, თუმცა კი სულ უფრო და უფრო მოღუშული და მელანქოლიური ხდებოდა. მისი სრულად განმარტოება და კარჩაკეტულობა ახალი ჭორებს თუ მოჭარბებული შეცოდებას წარმოშობდა პუბლიკაში - შეიქმნა კიანუს გამამხნეველი მრავალი ჯგუფი და საიტი, რაც მსახიობს კიდევ უფრო აბრაზებდა და აი.. ის გვასწავლის როგორ დავძლიოთ დეპრესია. "დაგვცინის?" -იყო პირველი რეაქცია ხალხისგან.









ეს ფოტო პერეზჰილტონის ბლოგიდან ძალიან რეალისტურად გამოხატავს კიანუს გრძნობებს. რატომ დაწერა მან წიგნი როგორ გავხდეთ ბედნიერი, თუ კი აშკარაა, რომ ის კვლავ განიცდის ტკივილს?


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top