;
1 ივლისი 2011      AnnLennon     2 კომენტარი     ნანახია 17774-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Alain Delon & Romy Schneider - LOVE STORY


Alain Delon & Romy Schneider - LOVE STORY

" მასში ყოველთვის ორი არსება ცხოვრობდა - ფაქიზი, დაუცველი თოჯინა და რკინის ხასიათის მქონე გერმანელი ქალი. პირველს ვაღმერთებდი, მაგრამ მეორე მძულდა"
- ამბობს ალენ დელონი რომი შნაიდერზე.



ალენ დელონი დაიბადა 1935 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთში. მასზე მეურვეობა ყასაბმა მამინაცვალმა იკისრა.
როცა წამოიზარდა ჯარში წავიდა და ვიეტნამის ომში იბრძოდა მშვიდობის მოსაპოვებლად. ალენს არასოდეს მიუღია სამსახიობო განათლება, მიუხედავად ამისა ეკრანზე პირველივე გამოჩენისას ხალხის უსაზღვრო სიყვარული მოიპოვა.



იდეალური წყვილი“ - ასე მოიხსენიებდა მათ ყველა. რომი და ალენი სწორედ კინომ დააკავშირა ერთმანეთს.
მათ ერთმანეთი პირველად ფილმ „ქრისტინას“გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. თავდაპირველად ხშირად ჩხუბობდნენ. რომი ზედმეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რომის ჰკითხა პარტნიორის შესახებ: „ ჩვენ შორის ძნელია საერთო ენის გამონახვა. არავინ აიტანდა ასეთ დამოკიდებულებას საქმისადმი გერმანიაში როგორიც მას აქვს.“



ფილმის გადაღებებისას რომი და ალენი გაემგზავრნენ ბრიუსელში გამართულ კინო ფესტივალზე.
სწორედ აქედან დაიწყო მათი დაახლოება, რაც გადაიზარდა ფლირტში. მალე ყველამ გაიგო მათი რომანის
შესახებ. რომიმ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა ალენთან პარიზში.



ალენისგან განსხვავებით რომი უმდიდრესი გერმანული ოჯახიდან იყო. რა თქმა უნდა, მშობლები
წინააღმდეგნი იყვნენ მათი ნიშნობისა
, რადგან მათთვის დელონი ერთი უსახლკარო, გაუნათლებელი კაცი იყო.
თუმცა, წყვილმა ეს დაბრკოლება გადალახა.

მალე მათ ცხოვრებაში მეორე ეტაპი დაიწყო, რომელმაც დიდი ბედნიერება უბედურებით ჩაანაცვლა. გასტროლები , პრესის ინტრიგები ამ ყველაფერმა მათ ურთიერთობაზე გავლენა იქონია. „ რომი განეკუთვნებოდა ისეთ კლასს, რომელიც მე მძულდა, ვცდილობდი გამეთავისუფლებინა იმ წესებისაგან, რომელსაც მას 20 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ ოჯახში“- იხსენებს ალენ დელონი.



1963 წელს რომი მარტო ცხოვრობდა გარკვეული დროის განმავლობაში ჰოლივუდში, რადგან მუშაობდა ახალ ფილმზე.
ალენი მას არ გაჰყვა და ჩამოსულზეც აეროპორტშიც არ დახვდა. რომიმ თავიანთ ბინაში შავი ვარდი და წერილი ნახა.
შიგ ეწერა: „ ჩვენ დანიშნულები ვიყავით, მაგრამ ვერ დავქორწინდით. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს დრო ერთმანეთისთვის და ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტში ვხვდებით. მე გიბრუნებ თავისუფლებას და გიტოვებ ჩემს გულს.



ალენთან დაშორების შემდეგ რომი ცოლად გაჰყვა გარი მეიერს. მათ ერთი შვილი ეყოლათ, დევიდი.
თითქოს, რომიმ ადვილად გადაიტანა ალენთან დაშორება, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლა იყო საკუთარ თავთან. მოგვიანებით, რომი ჟურნალ ფლეიბოისთვის გაშიშვლდა, ეს საქციელი კი ყველამ დელონზე შურისძიებად მიიჩნია.





რომის ცხოვრება საბოლოოდ დაინგრა, როცა მისი 14 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
მეუღლემ თავი მოიკლა, ხოლო თავად რომი ამ ტრაგედიას ვერ გაუმკლავდა და ალკოჰოლის მიღებას მიეძალა.
1982 წლის 29 მაისს, გაზეთები აჭრელდა რომის გარდაცვალების ცნობებით.მან ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზა მიიღო, შემდგომ კი განაცხადეს, რომ მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.



ერთხელ როდესაც, დელონს ჟურნალისტმა ჰკითხა უყვარს თუ არა მას თავისი ძველი ფილმების ყურება მან უპასუხა: „მძულს, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უამრავი მეგობარია გარდაცვლილია. ფილმ „აუზის“ გახსენებაც კი არ მსურს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომი ჩვენთან აღარაა, მთავარი მიზეზია ისაა, რომ ეს ფილმი ჩვენს ცხოვრებას ზუსტად ასახავს. რომი გამუდმებით მსტუმრობს მოგონებებში.

მოგვიანებით, „Les Césars“ დაჯილდოებაზე (ფრანგული ვერსია ოსკარის დაჯილდოებისა)
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იხილა ფრანგულმა ელიტამ, როცა ალენ დელონი სცენაზე
სიტყვით წარსდგა რომის ხსოვნის პატივსაცემად
:

"This year you would have been seventy. I really miss you.
Because we were engaged fifty years ago.
Because we swam together forty years ago, in La Piscine.
Because we loved each other.
Because we were happy together — and unhappy when David died.
It was you and it was me — that's why.
"













































კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

2


  • salomesalo თქვა:
    25 სექტემბერი 2012 23:41 - ID: 2,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top